Category: Uncategorized

  • გილოცავთ‼️‼️‼️ სექტემბრიდან ამოქმედდება და 60 წელს გადაცილებულ პირებს შეეხებათ! ⭕️🛑  საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

    გილოცავთ‼️‼️‼️ სექტემბრიდან ამოქმედდება და 60 წელს გადაცილებულ პირებს შეეხებათ! ⭕️🛑 საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

    მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის – 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.

    „განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.

    ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.

    კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე. რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები – თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.

    რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს, მოახდინოს მისი ინფორმირება მომხმარებლის მიერ ინფორმაციის უკეთ გაანალიზების ხელშეწყობის მიზნით, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს.

    აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სებ-ის მიერ შემუშავებული ახალი წესი სექტემბრიდან ამოქმედდება და მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.

    აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს ფინანსურ სექტორში არსებული გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ფინანსურ სექტორში ნდობის, სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.

    ეროვნული ბანკი სამომავლოდაც განაგრძობს თაღლითობის რისკების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს ეფექტიან რეაგირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • გათანაბრდება თუ არა ქალების და კაცების საპენსიო ასაკი – საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო

    გათანაბრდება თუ არა ქალების და კაცების საპენსიო ასაკი – საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო

    სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მე­ო­რე კო­ლე­გი­ამ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა №1609 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი („ბუდუ შე­ყი­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ“). ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ავ­რცე­ლებს.

    • რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გან­სა­ხილ­ველ საქ­მე­ზე სა­და­ვოდ გამ­ხდა­რი ნორ­მის შე­სა­ბა­მი­სად, პენ­სი­ა­ზე უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია სა­პენ­სიო ასა­კის − 65 წლის მიღ­წე­ვა, ხოლო პენ­სი­ა­ზე უფ­ლე­ბა ქა­ლებს წარ­მო­ე­შო­ბათ 60 წლი­დან.

    მო­სარ­ჩე­ლის პო­ზი­ცი­ით, პენ­სი­ა­ზე უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის კონ­ტექ­სტში ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი არ­სე­ბი­თად თა­ნას­წორ სუ­ბი­ექ­ტებს წარ­მო­ად­გე­ნენ. კერ­ძოდ, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ფორ­მირ­დე­ბა სა­პენ­სიო ფონ­დი, რო­გორც და­საქ­მე­ბუ­ლი ქალი, ისე კაცი, თა­ნა­ბა­რი მო­ცუ­ლო­ბით მო­ნა­წი­ლე­ობს. ამას­თა­ნა­ვე, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ქალ­თა რა­ო­დე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა მა­მა­კაც­თა რა­ო­დე­ნო­ბას რო­გორც და­ბა­დე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით, ისე სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კა­ცე­ბის­თვის სა­პენ­სიო ასა­კის 5 წლით უფრო გვი­ან გან­სა­ზღვრა წარ­მო­ად­გენს სქე­სის ნიშ­ნით დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია გო­ნივ­რუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მარ­თლე­ბა, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თა­ნას­წო­რო­ბის უფ­ლე­ბას.

    „მო­პა­სუ­ხე მხა­რის გან­მარ­ტე­ბით, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას სა­ხელ­მწი­ფოს ფარ­თო დის­კრე­ცია გა­აჩ­ნია. მო­პა­სუ­ხის მი­თი­თე­ბით, ქა­ლებს ხში­რად უწევთ არა­ა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ხოლო ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის გამო მათ კა­რი­ე­რა­ში ჩნდე­ბა წყვე­ტე­ბი, რაც ამ­ცი­რებს სა­პენ­სიო და­ნა­ზოგს. ამას­თა­ნა­ვე, ად­რე­უ­ლი სა­პენ­სიო ასა­კი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­ფა­სო სხვა­ო­ბით და იმ სტე­რე­ო­ტი­პე­ბით, რომ­ლე­ბიც ქა­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ებ­ზე და­წი­ნა­უ­რე­ბას აფერ­ხებს. ამ­დე­ნად, მო­პა­სუ­ხის გან­მარ­ტე­ბით, სა­და­ვო რე­გუ­ლი­რე­ბა ქა­ლებ­სა და კა­ცებს შო­რის სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი უთა­ნას­წო­რო­ბის და­ბა­ლან­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

    სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი ნორ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს გან­სხვა­ვე­ბულ მო­პყრო­ბას შე­სა­და­რე­ბელ სუ­ბი­ექ­ტებს, ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის, ხოლო დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის ნი­შანს სქე­სი წარ­მო­ად­გენს. თა­ვის მხრივ, რამ­დე­ნა­დაც სქე­სი არის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-11 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტით სა­ხელ­დე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ნი­შა­ნი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მო­პყრო­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლო­ბის სა­კი­თხი მკაც­რი ტეს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ა­ფა­სა.

    სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გან­მარ­ტა, რომ ის­ტო­რი­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი რო­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ქალ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ოჯახ­ში ას­რუ­ლებს არა­ა­ნა­ზღა­უ­რე­ბად ზრუნ­ვით და სა­ო­ჯა­ხო შრო­მას. ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი­სა და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა მოვ­ლა, აგ­რეთ­ვე სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ფე­ნის მიერ, ტრა­დი­ცი­უ­ლად ქა­ლის მო­ვა­ლე­ო­ბად აღიქ­მე­ბა. ამ­გვა­რი გენ­დერუ­ლი გა­ნა­წი­ლე­ბა ქალ­თა შრო­მას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აუ­ცი­ლე­ბელ, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კუ­რად უხი­ლავ საქ­მი­ა­ნო­ბად აქ­ცევს, რაც მათ შრო­მით ბა­ზარ­ზე სრულ­ფა­სო­ვან ინ­ტეგ­რა­ცი­ას ზღუ­დავს. შე­დე­გად, ქა­ლებს ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, და­საქმდნენ სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე, და­ი­კა­ვონ სტა­ბი­ლუ­რი და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი პო­ზი­ცი­ე­ბი ან ჰქონ­დეთ უწყვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა, რაც ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­სათ­ვის რე­გუ­ლა­რულ და საკ­მა­რის და­ნა­ზოგს უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ამას­თა­ნა­ვე, ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის, აგ­რეთ­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გამო შვე­ბუ­ლე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ბავ­შვის მოვ­ლა, ხში­რად იწ­ვევს კა­რი­ე­რულ წყვე­ტას, და­საქ­მე­ბის ფორ­მის ცვლი­ლე­ბას ან ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ქალ­თა შე­მო­სავ­ლის მო­ცუ­ლო­ბა­ზე, პრო­ფე­სი­ულ წინსვლა­სა და შრო­მი­თი სტა­ჟის უწყვე­ტო­ბა­ზე. შემ­ცი­რე­ბუ­ლი და არას­ტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი, აგ­რეთ­ვე შრო­მი­თი აქ­ტი­ვო­ბის პე­რი­ო­დუ­ლი შე­წყვე­ტა, სა­ბო­ლო­ოდ, გა­ნა­პი­რო­ბებს შე­და­რე­ბით მცი­რე და­ნა­ზოგს და ზრდის ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­სას ეკო­ნო­მი­კუ­რი და­უც­ვე­ლო­ბი­სა და ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­ზღუდ­ვის რისკს.

    და­მა­ტე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გან­მარ­ტა, რომ უმ­რავ­ლეს სფე­რო­ში ქალ­სა და მა­მა­კაცს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შე­დე­გი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ერ­თნა­ი­რი უნა­რე­ბი აქვთ. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, გლო­ბა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ქალ­თა სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა სის­ტე­მუ­რად ჩა­მორ­ჩე­ბა კაც­თა სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი სხვა­ო­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბელ ფაქ­ტო­რებს შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია შრო­მით გა­რე­მო­ში დამ­კვიდ­რე­ბულ გენ­დერულ სტე­რე­ო­ტი­პებს, რომ­ლე­ბიც მა­მა­კაცს ლი­დე­რულ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად პო­ზი­ცი­ებ­თან აკავ­ში­რებს. ამას­თა­ნა­ვე, ქალ­თა და­საქ­მე­ბის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია შე­და­რე­ბით და­ბა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სექ­ტო­რებ­ში, კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს სა­ხელ­ფა­სო უთა­ნას­წო­რო­ბას. შე­დე­გად, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის შე­მო­სა­ვალს შო­რის სხვა­ო­ბა არა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის, არა­მედ სტრუქ­ტუ­რუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გია.

    შე­სა­ბა­მი­სად, ხსე­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ სა­და­ვო ნორ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რის გა­მოც, №1609 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი არ დაკ­მა­ყო­ფილ­და.

    გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თან ერ­თვის მო­სა­მარ­თლე თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუ­შის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი.

    და­ვის სა­გა­ნი: „სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-5 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-11 მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან მი­მარ­თე­ბით”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • ვრცელდება მძიმე კადრები ბათუმიდან, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, 43-ე სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

    ვრცელდება მძიმე კადრები ბათუმიდან, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, 43-ე სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

    ბა­თუმ­ში, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სა­ვა­რა­უ­დოდ 43-ე სარ­თუ­ლი­დან ვარ­დნის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვი­დე­ოს ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცია “ალ­ტერ­ნა­ტი­ვა“ ავ­რცე­ლებს.

    სენ­სი­ტი­უ­რი ში­ნა­არ­სის გამო, ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის­გან თავს ვი­კა­ვებთ.

    “დღეს დი­ლით, ბა­თუმ­ში, ახალ­გაზ­რდა კაცი, სა­ვა­რა­უ­დოდ 43 სარ­თუ­ლი­დან ვარ­დნის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა!

    გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა აქამ­დე უც­ნო­ბია!“ – წერს “ალ­ტერ­ნა­ტი­ვა“.

  • ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც მაისი 2026 წლის ყველაზე იღბლიანი თვე იქნება

    ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც მაისი 2026 წლის ყველაზე იღბლიანი თვე იქნება

    ასტროლოგების თქმით, ქვემოთ ჩამოთვლილი 4 ნიშნის წარმომადგენლებს თვის ბოლომდე ექნებათ შესაძლებლობა, ის მიზნები განახორციელონ, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობენ:

    კირჩხიბი
    1-ელი მაისის სავსემთვარეობა მორიელის ნიშანს, ანუ თქვენი სიყვარულის მეხუთე სახლს ემთხვევა. ახალი მეგობრებისა და რომანტიკული პარტნიორების შესაძენად, ან განსაკუთრებულ ადამიანთან დროის გასატარებლად ეს პერიოდი საუკეთესოა. იღბლისა და კეთილდღეობის პლანეტა, იუპიტერი, თქვენს ნიშანში 30 ივნისამდე იქნება. ვინაიდან იუპიტერი თქვენს თანავარსკვლავედს 12 წელიწადში მხოლოდ ერთხელ სტუმრობს, ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ის გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი ოცნებები აისრულოთ და საბოლოოდ გადადგათ ნაბიჯი დიდი მიზნებისკენ (ასევე დაგაინტერესებთ: 2026 წლის 1-ელ მაისს “ყვავილოვანი მთვარეა” – რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს წარმატებისთვის და როგორი იქნება ეს პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის).

    ტყუპები
    1-ელ მაისს სავსემთვარეობა მორიელის ნიშანში თქვენი სამუშაოსა და ჯანმრთელობის მეექვსე სახლს ემთხვევა. შესაძლოა, გაჯანსაღების ახალი პროგრამა დაიწყოთ ან რომელიმე მნიშვნელოვანი პროექტი თუ საქმე დაასრულოთ. ახალმთვარეობა კი ქვეცნობიერის მმართველ მეთორმეტე სახლს უკავშირდება. ნეგატიური ენერგიისა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის ახლა საუკეთესო დროა. მაისში ფინანსური თვალსაზრისით იმდენად მნიშვნელოვანი პერიოდი გელოდებათ, რომ ეს წარმატება თქვენზე დადებით გავლენას კიდევ დიდხანს მოახდენს.

     ქალწული

    იუპიტერი, მოგების პლანეტა, თქვენს მეთერთმეტე სახლს გადის და მისი მდებარეობა კირჩხიბის ნიშანში თქვენთვის მეტად ხელსაყრელ პერიოდს ქმნის. 19 მაისს ვენერა კირჩხიბში იუპიტერს შეუერთდება, რითაც ორი ყველაზე კეთილგანწყობილი პლანეტა თქვენი იმედებისა და სურვილების მეთერთმეტე სახლში აღმოჩნდება. ამავე პერიოდში მეგობრებთან ურთიერთობასა და საზოგადოებრივ ჯგუფებში დიდ წარმატებას მიაღწევთ. გაქვთ შანსი, მიიღოთ ისეთი შეთავაზებები, რომლებზეც დიდი ხანია, ოცნებობთ…ვრცლად

  • სინოპტიკოსების გაფრთხილება დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ

    სინოპტიკოსების გაფრთხილება დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ

    4 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

    სოხუმშიც წვიმაა, +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

    ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი 6 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +20 იქნება დღისით, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 4 გრადუსი დაფიქსირდება.

    წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსი იქნება.

    ომალოშიც იწვიმებს. დღისით +13 ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

    ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში -პროგნოზი ქალაქების მიხედვით

    როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში -პროგნოზი ქალაქების მიხედვით

    4 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

    სოხუმშიც წვიმაა, +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

    ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი 6 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +20 იქნება დღისით, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 4 გრადუსი დაფიქსირდება.

    წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსი იქნება.

    ომალოშიც იწვიმებს. დღისით +13 ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

    ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

  • საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

    საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

    4 მაისს – ორშაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს  რაიონში  ხანმოკლე  წვიმა ელჭექით, დღის II ნახევრიდან ზოგან  ძლიერი, შესაძლებელია  სეტყვა. ღამისა და დღის I  ნახევარში აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ.  დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით

    +10, +15°, დღისით +14, +19°, ზოგან +25°-მდე; მთაში ღამით +9, +14°, დღისით  +19, +24°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +15, +20°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს  რაიონში  ხანმოკლე  წვიმა და ელჭექი, ზოგან  შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ნისლი.  აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +5, +10°,  დღისით  +16, +21°,  ზოგან +25°-მდე; მაღალმთაში ღამით+2, +7°, დღისით +8, +13°, ზოგან +19°-მდე.

  • ცნობილია მაისის ფავორიტი სამი ზოდიაქოს ნიშანი

    ცნობილია მაისის ფავორიტი სამი ზოდიაქოს ნიშანი

    ციფრული ფსიქოლოგი თაკო მელიქიშვილი მაისის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს.

    „ამ ზოდიაქოს ნიშნებს ელოდება წარმატება, იღბალი და ფინანსების ზრდა. პირველი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ექნება საკმაოდ ჰარმონიული მაისის თვე, არის კურო. მას ექნება ფინანსები და ექნება კომფორტული მაისის თვე. მეორე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ძალიან უყვარს აღიარება და მიიღებს კიდეც, ეს არის ლომი. ხოლო მესამე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ფინანსების მატება და კარგი შემოსავალი ელოდება, არის მშვილდოსანი.“ – ამბობს ვიდეოში თაკო მელიქიშვილი

  • ყველაზე კარგი დრო თმის შესაჭრელად მაისში – საუკეთესო დღეები მთვარის ფაზების მიხედვით

    ყველაზე კარგი დრო თმის შესაჭრელად მაისში – საუკეთესო დღეები მთვარის ფაზების მიხედვით

    ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში იმ თარიღებს ასახელებს, როდესაც თმის მოვლა და შეჭრა, მის ზრდაზე მოახდენს გავლენას.

    „2026 წლის მაისის ასტროლოგიური და მთვარის კალენდრის მიხედვით, თავის მოვლის პროცედურებისთვის საუკეთესო პერიოდები ასე ნაწილდება:
    თმის მოვლა და შეჭრა თმის ზრდაზე გავლენას ახდენს მთვარის ფაზები: მზარდი მთვარე (17-30 მაისი) აჩქარებს ზრდას, ხოლო კლებადი – ანელებს.სწრაფი ზრდისა და გაძლიერებისთვის: საუკეთესო დღეებია 17-24 მაისი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთვარე ქალწულისა და კუროს ნიშნებშია.თმის სტრუქტურის გასასქელებლად: რეკომენდებულია 25, 26, 27, 28 და 29 მაისი.
    ფესვების გასაძლიერებლად: იდეალურია 19 და 20 მაისი.ფინანსური იღბლისთვის (“ფულის შეჭრა”): ტიბეტური ტრადიციით, ენერგეტიკულად წარმატებული დღეებია 21, 25, 28 და 29 მაისი.
    თმის შეღებვა: ფერი დიდხანს ნარჩუნდება, თუ პროცედურას სავსემთვარეობისას, 1 ან 31 მაისს ჩაიტარებთ.
    კოსმეტიკური პროცედურები და კანის მოვლა,კანის ღრმა წმენდა და დეტოქსი: საუკეთესოა კლებადი მთვარისას, 4-დან 12 მაისამდე.
    დატენიანება და კვება: ნიღბები და ვიტამინები ყველაზე ეფექტურია მზარდი მთვარისას, 17-27 მაისის პერიოდში.
    ანტიცელულიტური მასაჟი: განსაკუთრებით შედეგიანია 3 მაისიდან, როცა მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.
    დეპილაცია: თმის ხელახალი ზრდის შესანელებლად საუკეთესო დროა ახალმთვარეობა : 15, 16 და 17 მაისი.  მანიკური და პედიკურიფრჩხილების მოვლისთვის ხელსაყრელი დღეებია: 6-7, 9-12, 17-18 და 23-27 მაისი.
    კრიტიკული დღეები (თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისგან)ასტროლოგები გვირჩევენ, მოვერიდოთ თმაზე მანიპულაციებს მე-9, მე-15, 23-ე და 29-ე მთვარის დღეებში, ასევე მაშინ, როცა მთვარე კირჩხიბის, მორიელის ან თევზების ნიშანშია.
    არასასურველი დღეები: 1, 2, 3, 9 და 31 მაისი.
    მადლობა რომ ხართ ჩემი გამომწერები”,- წერს იოსელიანი.

     

  • ფილიპინებზე მოქმედი ვულკანი გააქტიურდა – რა მდგომარეობაა ადგილზე

    ფილიპინებზე მოქმედი ვულკანი გააქტიურდა – რა მდგომარეობაა ადგილზე

    ფილიპინებზე მოქმედი ვულკანი გააქტიურდა. მაიონის კრატერიდან ვულკანური ფერფლი იფრქვევა.

    ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სტიქიური საფრთხის ზონასთან მიახლოება აუკრძალა. ძლიერი დაკვამლიანებით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო რამდენიმე რაიონში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

    ვულკანი