Category: Uncategorized

  • ,,ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება” – როდემდე გაგრძელდება უამინდობა ქვეყანაში

    ,,ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება” – როდემდე გაგრძელდება უამინდობა ქვეყანაში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • სად ბინადრობენ თბილისში შხამიანი გველები – შოთა ზანდუკელი კონკრეტულ ადგილებს ასახელებს

    სად ბინადრობენ თბილისში შხამიანი გველები – შოთა ზანდუკელი კონკრეტულ ადგილებს ასახელებს

    სად ბინადრობენ თბილისში შხამიანი გველები, – ამ თემაზე ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი, გადაცემაში “დღის პოსტი” საუბრობს:

    „თბილისი, თავისი მდებარეობის გამო, ამ კუთხით ყოველთვის აქტიური იყო. მაგალითად, რუსთავის შემოგარენში თითქმის ყველგან შხამიანი გველი – გიურზა გვხვდება, რის გამოც რუსთავი უფრო „ცხელ წერტილად” მიიჩნევა, თუმცა თბილისიც საკმაოდ დატვირთულია. თბილისი ქვაბულში მდებარეობს, სადაც ქვეწარმავლებისთვის ძალიან კარგი კლიმატური პირობებია. თბილისის შემოგარენში თითქმის ყველა სახეობის არაშხამიანი გველი ბინადრობს. გარეუბნები, რომლებიც ბუნებასთან ახლოსაა, გველების გამოჩენის თვალსაზრისით უფრო დატვირთულია, ვიდრე ცენტრი, თუმცა სკვერებისა და ბუნებრივი გარემოს არსებობის გამო, მათ კორპუსებს შორის არსებულ სივრცეებშიც კი ვხვდებით.

    თბილისის ტერიტორიაზე შხამიანი გველები მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე გვხვდება. სულ ორი ასეთი სახეობაა: გიურზა და ცხვირრქოსანი გველგესლა. ქალაქში ცხვირ რქოსან გველგესლასთან შეხვედრის ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან ის კონკრეტულ არეალებში – კოჯრისა და ქოროღლის ციხის ქვემოთ, კლდოვან ნაშალებში ბინადრობს. ასევე გვხვდება წყნეთში, მსხალდიდსა და ლისის ტბის ზემოთ მდებარე სოფლებში. გიურზა კი დასახლებულ პუნქტებშიც გვხვდება – აეროპორტის დასახლებიდან და ლილოდან დაწყებული, აფრიკის, ფონიჭალის, ორთაჭალის, კრწანისისა და შინდისის ჩათვლით. ეს ადგილები გიურზას ბუნებრივი გავრცელების არეალია. ვინაიდან ეს უბნები ბუნებრივ გარემოს ესაზღვრება, ურბანულ სივრცეში მათი გამოჩენა ხშირია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიურზა ან სხვა გველი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ”,- ამბობს შოთა ზანდუკელი.

     

  • 5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი: რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 მაისისთვის  ნახეთ კომენტარში

    5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი: რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 მაისისთვის ნახეთ კომენტარში

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ ახლობელ ადამიანს თქვენი გრძნობები დაანახვოთ. ემოციებს ნუ დამალავთ, მაშინაც კი, თუ შექმნილი ვითარება რთული ან წინააღმდეგობრივი გეჩვენებათ. გახსოვდეთ, რომ სიცილი საუკეთესო წამალია და ხელიდან არ გაუშვათ ერთმანეთის გამხიარულების შესაძლებლობა. ჩართეთ საყვარელი კომედია და ერთად ყოფნით ისიამოვნეთ.

    სამსახურში წინა პლანზე პროფესიული განვითარების საკითხები წამოიწევს. მიმართეთ ხელმძღვანელობას, ისინი რამეს აუცილებლად შემოგთავაზებენ. დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, განსაკუთრებით – თუ საქმე ფინანსებს ეხება. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა შესაძლოა ქრონიკული დაავადებების გამწვავება, სეზონური ვირუსული ინფექციები და გაციება.

    კურო

    პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სირთულეები — შესაძლოა, ეჭვიანობით ან ბუტიაობით პარტნიორთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დრო დაუთმოთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას და ყველაფერს, რაც პირად კეთილდღეობას უკავშირდება. თუ თქვენი საქმიანობა ფინანსებს ან ინვესტიციებს ეხება, დღეს შესაძლოა სარფიანი შემოთავაზება მიიღოთ. ზოგიერთ კუროს გაუჩნდება სურვილი, რომ თავი გამოიჩინოს და შთაბეჭდილება მოახდინოს, თუმცა ამის მიღწევა ადვილი არ იქნება.

    ამ პერიოდში თქვენი ჯანმრთელობა არასტაბილურია და შესაძლოა, ყურადღების კონცენტრაცია გაგიჭირდეთ. მოერიდეთ წითელ ხორცს და მძიმე საკვებს და უპირატესობა ბოსტნეულსა და ხილს მიანიჭეთ.

    ტყუპები

    ახლობელი ადამიანის დადანაშაულებას ნუ იჩქარებთ, სანამ სიტუაციაში კარგად არ გაერკვევით. არაა გამორიცხული, რომ უბრალოდ არაკეთილმოსურნეთა ჭორების მსხვერპლი გახდით. დღე ხელსაყრელია შვილებზე სასაუბროდ — მათი წარმატებებისა და პრობლემების განხილვა კიდევ უფრო დაგაახლოებთ. ძველ პროექტებზე მუშაობამ შეიძლება მოულოდნელი შედეგი გამოიღოს. გადახედეთ თქვენს მიდგომებს და ეცადეთ, ძველ იდეებს მეორე შანსი მისცეთ. ამ დღეს ხარჯებთან სიფრთხილე გმართებთ. შესაძლოა მოულოდნელი ვალდებულებები გამოგიჩნდეთ, ამიტომ მზად იყავით და ფინანსები შესაბამისად დაგეგმეთ.

    სავარაუდოდ, საღამოს აღმოჩნდებით იმ ადამიანთა გარემოცვაში, რომლებსაც უყვარხართ და გაფასებენ, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე დადებითად აისახება.

    კირჩხიბი

    უარს ნუ იტყვით პაემანზე — ის დიდ სიხარულს მოგიტანთ. სავარაუდოდ, დღევანდელი ნაცნობობა მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება. მზად იყავით მოულოდნელი სტუმრებისთვის. სამსახურში წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. დამატებითი ვალდებულებების აღება ნუ მოგერიდებათ, ეს კარიერული ზრდისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია! ერიდეთ თაღლითებს, რომლებიც თქვენი სახსრების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

    ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს ფასდაკლებული ნივთების შეძენას უნდა მოერიდოთ. ჯანსაღი კვება და სრულფასოვანი ძილით ძალების აღდგენაში და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

    ლომი

    მოახლოვებული ცვლილებები, პირველ რიგში, პირად ცხოვრებას შეეხება. ბოლოს და ბოლოს, მიხვდებით, რომ სიტყვებს ნაკლები მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია წარმატება, თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ კოლეგების მოსაზრებებს მეტი ანგარიში უნდა გაუწიოთ. ნუ უგულებელყოფთ ახლობლების რჩევებს ფულის ხარჯვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებით. ამ საკითხებში მხოლოდ ინტუიცია ვერ დაგეხმარებათ — სჯობს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ. თქვენი ენთუზიაზმი გარშემომყოფებისთვისაც გადამდები იქნება.

    ქალწული

    გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება ან შურიანი ადამიანების ინტრიგები გაიძულებთ, რომ მთელი ენერგია საკუთარი პატიოსანი სახელის დაცვისკენ მიმართოთ. შესაძლებელია მცირე კამათი ახლო ნათესავებთან. გახსოვდეთ, რომ შვილების აღზრდა მეტ მოთმინებასა და გაგებას მოითხოვს. მარსის გააქტიურების გამო, შესაძლოა სხვადასხვა სახის სირთულეები წარმოიშვას, ამიტომ უმჯობესია, კონტრაქტების გაფორმებასა და გარიგებებთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადოთ. ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ ახალი კავშირები დაამყაროთ — ეს დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

    სასწორი

    შეინარჩუნეთ ცივი გონება, მაშინაც კი, თუ პირად ცხოვრებაში პრობლემები გაქვთ. ნუ ინერვიულებთ, თანდაყოლილი სიფრთხილე და გამჭრიახობა წარმოქმნილი უთანხმოებების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის მიღებისა და ანალიტიკური საქმიანობისთვის. თქვენი ინტელექტუალური პოტენციალი იზრდება, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ფინანსებთან დაკავშირებით გაუაზრებელ ნაბიჯებს ნუ გადადგამთ.

    მოერიდეთ ცხიმიან საკვებს, რადგან მან შეიძლება გულძმარვა და კუჭში დისკომფორტი გამოიწვიოს.

    მორიელი

    სასიყვარულო ურთიერთობებში შეიძლება ბევრი გარეშე ფაქტორი ჩაერიოს: ბინის საკითხი, მშობლებთან ურთიერთობა, დაუსრულებელი საქმეები და ა.შ. შესაძლოა, უფროსთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდეს, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენს, რადგან გაუმართლებელი ხარჯები ოჯახურ ბიუჯეტს დააზარალებს. ამ ეტაპზე ვალები არაფერში გჭირდებათ. ძალისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ.

    მშვილდოსანი

    ვარსკვლავების განლაგება სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ვარსკვლავები დაუჯერებელი რომანტიკული თავგადასავლის შესაძლებლობაზე მიგანიშნებენ! თუმცა ყურადღებით იყავით, რომ საკუთარი ბედნიერება არ გამოგეპაროთ. ხელმძღვანელობა დღეს განსაკუთრებით მომთხოვნი იქნება, რაც აქტიური იუპიტერის გავლენაა. ეცადეთ, შრომითი დისციპლინა არ დაარღვიოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ მალე შემოსავალი გასავალს გადააჭარბებს და ფულის დაგროვებას შეძლებთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა თქვენს ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას მოახდენს.

    თხის რქა

    ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება დაუთმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ურთიერთობაში შესაძლოა ხანგრძლივი კრიზისი დაიწყოს. ყოველდღიურ საქმეებში წარმატების მისაღწევად „ღრუბლებიდან მიწაზე დაშვება“ და დასახულ ამოცანებზე სრული კონცენტრირება დაგჭირდებათ. ხელქვეითებთან უხეშად საუბარს და მბრძანებლობას მოერიდეთ, თორემ საპასუხოდ უკმაყოფილებას და აგრესიას მიიღებთ. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი არც ისე მაღალია, ამიტომ ეცადეთ, ძალები ტყუილად არ ხარჯოთ და ნერვებს გაუფრთხილდეთ. თუ თქვენი დღის რუტინა არ მოგწონთ და უინტერესოა, ახალი სამსახურის პოვნაზე უნდა იფიქროთ.

    მერწყული

    გარშემო მყოფების ნდობით ბოროტად ნუ ისარგებლებთ, ამბიციები აკონტროლეთ და ავანტიურებს მოერიდეთ. მალე მოგეცემათ შანსი, რომ ძველი სურვილი აიხდინოთ. შესაძლოა, ეს ძვირად ღირებული შენაძენი იყოს, რომელიც განწყობას მკვეთრად აგიმაღლებთ! პროფესიული თვალსაზრისით ეს დღე საინტერესო გეგმებით სავსეა, თუმცა გარკვეული ფაქტორები გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლით. არც კი იფიქროთ ფულის მოტყუებით ან უკანონო გზით შოვნაზე, თორემ მკაცრად დაისჯებით! საღამოსთვის შინაგანად და ფიზიკურად გამოფიტული იქნებით, თუმცა მიღწეული შედეგები კმაყოფილებას მოგიტანთ. ენერგეტიკული ბალანსის აღდგენაში ვარჯიში და სწორად დაბალანსებული კვება დაგეხმარებათ.

    თევზები

    დღეს თქვენს მეორე ნახევარს თქვენი დახმარება და თანადგომა დასჭირდება, თანაც თქვენთვის უცნობ სფეროში. ეს დღე ხელსაყრელია ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გამოსაკვლევად. სამსახურში დიდი წარმატება გელით, ნუ მოგერიდებათ გამოცდილების გაზიარება ახალბედა კოლეგებისთვის. ფულთან დაკავშირებულ პრობლემებს გულთან ნუ მიიტანთ — თქვენი ფინანსური მდგომარეობა მალე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამ დღეს სასიცოცხლო ძალების აშკარა მატება არ შეიმჩნევა, თუმცა არც ავადმყოფობის სიმპტომები შეგაწუხებთ. დალიეთ ახლად გამოწურული წვენები, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ და მსუბუქ ფიზიკურ აქტივობას ნუ დაივიწყებთ.

  • ცვლილება რომელიც 60 წლის ასაკის ადამიანებს შეეხება. რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს.

    ცვლილება რომელიც 60 წლის ასაკის ადამიანებს შეეხება. რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს.

    მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის – 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.

    „განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.

    ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.

    კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე. რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები – თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.

    რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს, მოახდინოს მისი ინფორმირება მომხმარებლის მიერ ინფორმაციის უკეთ გაანალიზების ხელშეწყობის მიზნით, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს.

    აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სებ-ის მიერ შემუშავებული ახალი წესი სექტემბრიდან ამოქმედდება და მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.

    აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს ფინანსურ სექტორში არსებული გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ფინანსურ სექტორში ნდობის, სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.

    ეროვნული ბანკი სამომავლოდაც განაგრძობს თაღლითობის რისკების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს ეფექტიან რეაგირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • Wizz Air ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    Wizz Air ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    მსოფლიო ავიასაწვავის კრიზისს ებრძვის – რეისების უმრავლესობა უქმდება, ტურისტული სეზონი, შესაძლოა ჩავარდეს. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში  მიმდინარე კონფლიქტია, რის გამოც თვითმფრინავის საწვავი მნიშვნელოვნადაა გაძვირებული.

    ცოტა ხნის წინ, რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ, მათ შორის, „რაინეარის” წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ავიასაწვავის კრიზისმა ყველაზე მეტად Wizz Air-ი დააზარალა. ამ თემაზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად „პრაიმტაიმი” ავიაკომპანიას დაუკავშირდა.

    კითხვაზე ემუქრება თუ არა Wizz Air-ს საწვავის კრიზისი და გაუქმდება თუ არა ფრენები ზაფხულის სეზონზე, ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ასე გვიპასუხა:

    „ეს ინფორმაცია არის აბსურდი, რადგან Wizz Air-ს ამ მიმართულებით საკმაოდ ძლიერი ბალანსი აქვს. 18 თვით ადრე იწყებს მზადებას შემდეგი პერიოდისთვის.  ფლოტის 75%-ი შედგება  320 ნეო-ოჯახის თვითმფრინავებისგან, რაც როგორც იცით, უზრუნველყოფს სტრუქტურულ ხარჯობრივ უპირატესობას ევროპაში მოქმედებ სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით. შესაბამისად,  მომავალი 18 თვის განმავლობაში შეიძლება ითქვას , რომ Wizzair-ს  საწვავის მარაგი მზად აქვს.

    რაც შეეხება ფრენების გაუქმებას – ავიასაწვავის კრიზისი არ გახდება ამის მიზეზი”.

    ამ თემასთან დაკავშირებთ  Wizz Air-მა  სპეციალური განცხადებაც გაავრცელა:

    „ავიაკომპანია Wizz Air-ს აქვს ძლიერი ბალანსი, მნიშვნელოვანი ლიკვიდობა და ავიაფლოტის დაფინანსებას 18 თვით ადრე უზრუნველყოფს. ლიზინგ კომპანიებისა და სხვა ფინანსური პარტნიორების მაღალი ინტერესიც ნათლად მიუთითებს ავიაკომპანიის ფინანსურ სიმყარეზე.

    Wizz Air ავიაციის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანად დაცული ავიაკომპანიაა საწვავის ფასების მკვეთრი ცვლილებების რისკებისგან. ამასთან, ჩვენი ფლოტის 75% Airbus A320neo ოჯახის თვითმფრინავებისგან შედგება, რაც ევროპაში არსებულ ავიაკომპანიებთან შედარებით გვაძლევს სტრუქტურულ ხარჯობრივ უპირატესობას — მნიშვნელოვნად დაბალი საწვავის მოხმარებისა და მაღალი ეფექტიანობის ხარჯზე. კომპანია ასევე ინარჩუნებს ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებს წამყვან ლიზინგ კომპანიებსა და მწარმოებლებთან და შეუფერხებლად ახორციელებს საკუთარი ფლოტის განვითარების სტრატეგიას.

    ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ოპერირებას სტრატეგიულ ბაზრებზე. ჩვენი მთავარი ფოკუსი უცვლელია — შევთავაზოთ მგზავრებს ყველაზე დაბალი ტარიფები და მოვემსახუროთ ერთ-ერთი ყველაზე ახალი და საწვავეფექტიანი ავიაფლოტით თითოეულ მომხმარებელს.

    Wizz Air-ის შესახებ

    Wizz Air ოპერირებს 262 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდით. გამოცდილი საავიაციო პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air 2025 ფინანსურ წელს 63.4 მილიონი მგზავრისთვის სასურველ არჩევანად აქცია. Wizz Air ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი WIZZ-ის ტიკერით. Wizz Air ასევე აღიარებულია „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად” 2021-2025 წლებში World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში. 2026 წელს, Cirium-ის — საავიაციო ანალიტიკური კომპანიის შეფასებით, Wizz Air-მა გლობალური ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამო. 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards Gala-ზე კომპანიამ მიიღო ჯილდო „Sustainable Airline of the Year 2025”.

  • რა მაგარია გილოცავთ ! ანრი ჯოხაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

    რა მაგარია გილოცავთ ! ანრი ჯოხაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

    მომღერალი ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელშ პოსტს აქვეყნებს, რითი ირკვევა რომ Youtube-მა მას საჩუქარი გაუკეთა და 100 000 გამომწერის დაგროვებისათვის ვერცხლის ღილაკი გამოუგზავნა.

    YouTube-სგან ვერცხლის ღილაკი ▶️

    100 000 გამომწერი 🙌

    100 000 მადლობა თქვენ !!!❤️😘🙏

  • “აი, ახლა ნახავთ “ამის გამო” თუ არ გამაგდებსო” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    “აი, ახლა ნახავთ “ამის გამო” თუ არ გამაგდებსო” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    “ჩასარეცხად გამზადებული კობახიძე თავისი მოკლე ჭკუით, ალიბს იქმნის მოხსნის წინ დასავლეთთან – ბიძინას ბრალია ყველაფერი, თორემ მე

    უკრაინაც ძალიან მიყვარს და ევროპაცო. აი, ახლა ნახავთ “ამის გამო” თუ არ გამაგდებსო. ის ანეგდოტი გამახსენდა, კაცს ჩამოხრჩობის წინ ბოლო სიტყვას რომ მისცემენ და ხმამაღლა იყვირებს “მიშველეთო!!!”, – წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

  • „ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება…“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

    „ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება…“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

    „6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი – შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვაგააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ნიკა გვარამიას განცხადება ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    ნიკა გვარამიას განცხადება ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

    “სომხეთში ომი არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ:

    1 თვის წინ ნიკოლ ფაშინიანი ჩასული იყო რუსეთში და პუტინთან პირდაპირ ეთერში ქონდა შეხვედრა. ისეთები უთხრა, მე არ მახსენდება ვინმეს ასე ელაპარაკოს პუტინთან საჯაროდ.

    გუშინ სომხეთში ისინი შეიკრიბნენ, ვინც პუტინს პირად მტრებად მიაჩნია, უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერის გამო. ევროკავშირის ლიდერებთან ერთად, მთავარი სტუმარი ზელენსკია.

    შეგახსენებთ, სომხეთში (გიუმრიში) რუსეთის უმსხვილესი სამხედრო ბაზაა შემადგენლობაში 5000მდე რუსი სამხედროს, S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები, MiG-29 გამანადგურებლები და ჯავშანტექნიკით.

    როდემდე უნდა ვიყოთ ომის შიშის მძევლები?! ქოცების მიერ გაღვივებული წარმოსახვით გამოწვეული შიშის, თან რომ გვტანჯავს, თან რომ გვასულელებს, თან რეალობას გვწყვეტს, სანამ ამ რეალობას ქოცები ალპობენ?” – წერს ნიკა გვარამია.

  • “გეტყვით, სინამდვილეში რაც მოხდა…” – რას ამბობს სანდრო თვალჭრელიძე?

    “გეტყვით, სინამდვილეში რაც მოხდა…” – რას ამბობს სანდრო თვალჭრელიძე?

    – გადავიდეთ სხვა მნიშვნელოვან ამბებზე. გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ის, რომ ე.წ. ფასების დაწევის საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და გარკვეული რეკომენდაციებით მიმართა მთავრობას. ახლა მთავრობამ უნდა განიხილოს ეს რეკომენდაციები და შემდეგ გადადგას ნაბიჯები ფასების დასაწევად. მოგეხსენებათ, თავიდან კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ევროპული და ქართული ფასები შეადარა ერთმანეთს და თქვა, რომ ქართული უფრო მაღალია. დღეს კი გვარწმუნებენ, რომ რაღაც შეიცვალა და უცებ ევროპულზე იაფი ფასები აღმოგვაჩნდა, თუმცა მომხმარებელს სავაჭრო ობიექტებში სულ სხვა სიტუაცია ხვდება. როგორ შეაფასებთ კომისიის მუშაობას და თავისუფალი ბაზრის პირობებში რამდენად შეუძლია მთავრობას ხელოვნურად განსაზღვროს ფასები დაიწევს თუ მოიმატებს?

    – თქვენ დაგავიწყდათ გაგეხსენებინათ კობახიძის განცხადება, რომ თურმე ნახევარი კილოგრამი საქონლისა და ღორის ხორცის ყიდვა 10 ლარად შეგვიძლია. უფრო ცოცხალი ტყუილი ბოლოს როდის მოვისმინე, არც მახსოვს. აი, ამგვარი მატყუარა მთავრობა გვყავს. ეს პოპულისტურად წამოწყებული ე.წ. ფასების დაწევის კამპანია კი სრულ კატასტროფად მეჩვენება. რაც შეეხება კომისიის დასკვნას, მე იქ ვერც ერთი რეალური რეკომენდაცია ვერ ვნახე. ჩემი აზრით, ამ დასკვნით მხოლოდ ერთი რამ ითქვა – ხელისუფლება ფასებთან ვერაფერს გახდება.

    კობახიძე ჯერ ყვიროდა, იმპორტიორების ბრალია ფასების გაზრდაო, მერე აღმოაჩინა, დისტრიბუტორების ბრალი ყოფილაო, ბოლოს კი გაირკვა, რომ არც ეს ყოფილა მიზეზი – თურმე კანონმდებლობაა ხარვეზიანი, ამასთანავე, ბანკების საკითხი დადგა დღის წესრიგში, ინფრასტრუქტურა აღმოჩნდა სრულიად შესაცვლელი და ა.შ……

    ახლა მოგიყვებით, რეალურად რა მოჰყვა ამ პოპულიზმს – მიადგნენ აფთიაქებს და მოსთხოვეს ფასების დაწევა, შედეგად გაქრა არაერთი წამალი. მაგალითად, ერთი მათგანი მეც დამჭირდა და იძულებული გავხდი თურქეთიდან გამომეწერა. აი, ეს არის მათი მუშაობის შედეგი.

    საქმე კი ის არის, რომ დილეტანტმა არ უნდა მოჰკიდოს ხელი იმას, რაც არ იცის. კობახიძეს ბაზრის არაფერი გაეგება. მას მხოლოდ ლაპარაკი უყვარს. ჰგონია, ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ არაფერია მარტივი. ქართულ ცხოვრების წესს კაბინეტიდან გაცემული დირექტივებით ვერ შეცვლი.დისტრიბუტორების, საწვავის იმპორტიორების საკითხი რომ არ მოგვწონს, ეს პრობლემა განცხადებებით ვერ მოგვარდება, ამისთვის მთელი სისტემაა შესაცვლელი. შესაცვლელია თვითონ მიდგომა, როცა მთავრობის წევრებად პროფესიონალების ნაცვლად ყურმოჭრილ მონებს ნიშნავენ. ვინ გვყავს ეკონომიკის მინისტრად? იცის საერთოდ რამე ტურიზმის გარდა? საერთოდ, ეკონომიკა იცის? ეს ქალბატონი მთელი ცხოვრება ტურიზმს ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად საერთოდ ტურისტული აგენტი იყო და დღეს ეკონომიკის მინისტრად გვყავს. ჰოდა, რაზეა ლაპარაკი? აი, ეს არის ჩვენი ცხოვრების უბედურება – მთავრობაში არა გვყავს არც ერთი პროფესიონალი. აი, სწორედ ამ ყველაფრის მაგალითია მამუკა მდინარაძეც, რომელიც, არ ვიცი, კარგი ადვოკატია თუ ცუდი, მაგრამ, ფაქტია, ამ პროფესიის კაცია და ეს ადამიანი დანიშნეს სუს-ის უფროსად, რომელსაც უსაფრთხოების სფეროში ერთი დღეც არ უმუშავია. ახლა იქიდან მოხსნეს და სამართალდამცავთა კოორდინატორად გადაიყვანეს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მდინარაძე ჯერ ზოგადად რისი გამკეთებელია, მერე ამ საქმეში, მხოლოდ თუ გააფუჭებს რამეს. თუმცა კობახიძისთვის ყველაფერი მარტივია და ამ მარტივი გადაწყვეტილებებით ისე ძალიან ართულებს საქმეს, რომ ამათ მერე ვინც მოვა, კარგა ხნის განმავლობაში მოუწევს ამ შეცდომების გამოსწორება.

    – რადგან საკადრო ცვლილებები ახსენეთ, ბარემ გკითხავთ: ბევრი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში კობახიძესაც შეცვლიან. თქვენ თუ ხედავთ მოვლენების ასეთ განვითარებას?

    – ღმერთმა ქნას, შეცვალონ, მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა. და კიდევ, ეს ცვლილებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის, გვარს არ დავასახელებ, უსაფრთხოების გარანტიების გასაზრდელად. ყოველ შემთხვევაში, ის გუნდი, რომელიც ახლანდელ პრემიერ-მინისტრთან იყო დაახლოებული, სულ უფრო შორდება მას.

    – გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე – ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რომელიც, ჩემი აზრით, დიდ გაუგებრობაშია. არავინ იცის, რა პოლიტიკას ატარებს დღეს ხელისუფლება. აცხადებენ, რომ 2030 წელს ევროკავშირში გავწევრდებით, მეორე დღეს კი გამოდის პაპუაშვილი და ამბობს, რომ პრინციპების დათმობის ხარჯზე გაწევრება თვითმიზანი არ არის; საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მაისის ბოლომდე ელოდებიან დელეგაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ამავე დროს კი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სამიტში ერევანში. როგორ აიხსნება ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ქმედებები?

    – სამწუხაროდ, დღეს საგარეო პოლიტიკა, ფაქტობრივად, არა გვაქვს. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება საგარეო პოლიტიკაში მოხდეს, არის ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა. ამის ნათელი მაგალითია ტრამპი – მისი ყველა ინიციატივა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ასევე დარბის ერთი პოლუსიდან მეორეზე.

    არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკასთან ურთიერთობა ცოტა გაუმჯობესდეს კიდეც, რადგან ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ტრამპს მოეწონებოდა, ყოველ ნაბიჯზე იტყუებიან. ტრამპიც ასეა: დღეში ორჯერ ამბობს ურთიერთგამომრიცხავ რამეს. აი, ასეთ რაღაცას ვაწყდებით ჩვენც. ვიღაცებს ჰგონიათ, პოლიტიკოსი გამონათქვამებით ფასდება. არა, ბატონო, პოლიტიკოსი საქმეებით ფასდება. საქართველო პატარა ნავივითაა, საითაც ტალღა წაიღებს, იქით მიდის. არავითარი გააზრებული პოლიტიკა ჩვენ არა გვაქვს. ერთადერთი, რითაც ამაყობენ, ისაა, რომ ომში არ ჩავერთეთ, თუმცა ამის ალბათობაც ძალიან დაბალი იყო. ეს მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტია და არა თანმიმდევრული პოლიტიკა. არც პაპუაშვილმა, არც კობახიძემ და არც მათმა უფროსმა არ იციან, უნდათ თუ არა ევროკავშირი. მათ არა აქვთ მყარად ჩამოყალიბებული სტრატეგია, თუ საით და როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. მოიქცევიან ისე, კონკრეტულ ვითარებაში რაც დასჭირდებათ, უფრო საკუთარი თავის გადასარჩენად, ვიდრე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. 2030 წელს რა იქნება, არავინ იცის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება რუსეთი – გამარჯვებული თუ დამარცხებული, ძლიერი თუ სუსტი. მათთვის მთავარია თვითგადარჩენა და არა ის იმპერატივი, რომ ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი განვითარდეს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის პროვინციული თეზისი: პოლიტიკა პოლიტიკისთვის და არა ხალხისთვის. ამიტომაცაა ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები: ჯერ ვაგინებთ ამერიკას, გავიძახით დეეპ სტატე (ე.წ. გლობალური ომის პარტია) მართავსო, მერე კი ერთი-ორი თვეა ეს სიტყვა აღარ გვსმენია. სად წავიდა? გაფრინდა? ახლა აღარ ახსოვთ…

    – დასასრულ ოპოზიციაზეც ვისაუბროთ. ბოლო დროს ცდილობენ გააქტიურებას, შეიქმნა ალიანსი, რომელშიც მაინცდამაინც დალაგებული არ ჩანს საქმე, მაგრამ გეგმავენ რეგიონებში გასვლას და 26 მაისს დიდ საპროტესტო შეკრებას თბილისში. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორ ტაქტიკას ირჩევს ოპოზიცია და ხედავთ თუ არა ცვლილებების მისაღწევად საჭირო აქტივობებს? განაგრძეთ კითხვა