Category: Uncategorized

  • სესხის აღების წესში ცვლილებები შედის – ეროვნული ბანკის განცხადება

    სესხის აღების წესში ცვლილებები შედის – ეროვნული ბანკის განცხადება

    პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ – მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ევრო თუ დოლარი.

    2025 წლის აგვისტოდან დღემდე ეს ზღვარი 750 000 ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ის ერთი მილიონ ლარამდე გაიზრდება.

    „საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. გასული წლის განმავლობაში გლობალური ფინანსური პირობები შედარებით სტაბილური და ხელსაყრელი იყო. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ გლობალური ფინანსური პირობების ზომიერი გამკაცრება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ჭრილში ისინი კვლავ შედარებით შერბილებულად ნარჩუნდება, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მაღალია სასაქონლო ბაზრების შოკების, გლობალური ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებისა და ფინანსური პირობების შემდგომი გამკაცრების რისკები. აღნიშნული გარემოებების ფონზე, ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტს და სებ-ი მის რეკალიბრაციას მომავალშიც მაკროეკონომიკური გარემოებებისა და პირობების მიხედვით გააგრძელებს. ამასთან, აღსანიშნავია რომ ფინანსური დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების შესაბამისად და ასევე სარეზერვო ნორმის კორექტირების პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის პირველი ივლისიდან შევა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

  • მძიმე ავარია აღმაშენებლის ხეივანზე

    მძიმე ავარია აღმაშენებლის ხეივანზე

    მძიმე ავარია აღმაშენებლის ხეივანზე.  ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ჯგუფი.

    ,,პრაიმტაიმი” დამატებით დეტალებს  არკვევს.

     

  • ერთი კვირის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

    ერთი კვირის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

    საქართველოში 7–12 მაისის პერიოდში ამინდი ცვალებადი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყანაში ერთმანეთს ენაცვლება მზიანი და წვიმიანი დღეები, ხოლო ტემპერატურა საშუალოდ 20–23 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

    7 მაისს ქვეყნის მასშტაბით ძირითადად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +9 გრადუსამდე დაეცემა.

    8 მაისს ამინდი შედარებით შეიცვლება — მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და დღის მეორე ნახევარში მცირე ნალექი. ტემპერატურა დაახლოებით +22 გრადუსი იქნება.

    9 მაისს სინოპტიკოსები პროგნოზირებენ ღრუბლიან ამინდს და პერიოდულ წვიმას. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე შემცირდება, ქარი კი ზომიერად გაძლიერდება.

    10 მაისს ამინდი ნაწილობრივ დასტაბილურდება. მოსალოდნელია ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდი, თუმცა ზოგიერთ რეგიონში ნალექის მცირე შანსი მაინც შენარჩუნდება. ტემპერატურა დაახლოებით +21 გრადუსი იქნება.

    11 და 12 მაისს კვლავ ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი. პერიოდულად იწვიმებს, თუმცა ტემპერატურა 21–23 გრადუსის ფარგლებში დარჩება.

    საერთო ჯამში, მაისის ეს პერიოდი გაზაფხულისთვის დამახასიათებელი არამდგრადი ამინდით გამოირჩევა. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, დღის განმავლობაში ამინდის სწრაფი ცვლილებების გამო თან იქონიონ ქოლგა და მსუბუქი ქურთუკი.

  • “სოფლის ბოლოს, ვენახში იპოვეს..” – მკვლელობა გურჯაანში ნახეთ რა მოხდა?

    “სოფლის ბოლოს, ვენახში იპოვეს..” – მკვლელობა გურჯაანში ნახეთ რა მოხდა?

    მურჯაანში 36 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მოხდა.

    36 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი სოფლის ბოლოს, ვენახში იპოვეს.

    ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

    მკვლელობის მოტივი და სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

  • პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

    პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

    დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამხედროების ოჯახებს, ადამიანებს, რომლებიც უდიდესი მოთმინებით, თანადგომითა და სულიერი სიმტკიცით იზიარებენ ღირსეული, თუმცა რთული მსახურების ტვირთს.

    „მოგეხსენებათ, თანამედროვე უსაფრთხოების გარემო სწრაფად იცვლება და სახელმწიფოსგან მუდმივ სიფხიზლეს, გაძლიერებასა და განვითარებას მოითხოვს, მით უფრო მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თქვენი სათანადო მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და იმ მომავალს, რომელსაც ერთად ვაშენებთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

    მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ დაღუპული გმირების სახელი სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი.

    „უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით მინდა გავიხსენო ჩვენი დაღუპული გმირები, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და ღირსებას ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

    საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე მიულოცა ახალგაზრდებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი დადეს და ვეტერანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს.

    „მსურს, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მივულოცო ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან თქვენ იღებთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სამშობლოს წინაშე. სამხედრო ფიცის დადებით თქვენც იმ უწყვეტი ჯაჭვის ნაწილი ხდებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა და აერთიანებდა ქართველ პატრიოტთა თაობებს. საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს საამაყო ვეტერანებს. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს. თქვენი ღვაწლი ცოცხალი მაგალითია დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. თქვენი პატრიოტიზმი, ერთგულება, თავგანწირვა და პროფესიონალიზმი შთაგონების წყაროა მათთვის, ვინც დღეს ამ საპასუხისმგებლო გზას აგრძელებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

  • ახალი გადაწყვეტილება, რომელიც სესხებს ეხება – რამდენით გაგეზრდებათ ყოველთვიური გადასახადი?

    ახალი გადაწყვეტილება, რომელიც სესხებს ეხება – რამდენით გაგეზრდებათ ყოველთვიური გადასახადი?

    საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

    „ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების გახანგრძლივებამ გლობალურად ინფლაციის მორიგი მიწოდების შოკი წარმოქმნა. საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა გლობალურად ინფლაციის ზრდაში უკვე აისახა. ამავდროულად, გეოპოლიტიკური მდგომარეობა საერთაშორისო ტრანსპორტირებას აფერხებს და მიწოდების ჯაჭვების რღვევის რისკებს აძლიერებს. ეს კი, თავის მხრივ, წარმოების ხარჯებს აძვირებს, რაც დამატებითი ინფლაციის წყარო შესაძლოა გახდეს.

    ზემოაღნიშნული ნავთობის ფასების გაძვირების პირდაპირი ეფექტი საქართველოს ბაზარზეც საწვავის ფასებში უკვე აისახა. აღნიშნული მიწოდების შოკების პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად, აპრილში, მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტიანი დონიდან გადაიხარა და 5.9 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები, რომლებიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, ბოლო პერიოდში დაჩქარდა, რამაც მეორე რაუნდის რისკები უფრო საყურადღებო გახადა. თუმცა დაჩქარების მიუხედავად, ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არის. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) აპრილში 3.2 პროცენტი, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7 პროცენტი შეადგინა.

    მიუხედავად მწვავე გეოპოლიტიკური შოკებისა, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ დონეზე რჩება. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მარტში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.7 პროცენტი, ხოლო პირველ კვარტალში 9.1 პროცენტი შეადგინა. ამასთანავე, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი კვლავ მაღალპროდუქტიული სექტორებია, რაც მოთხოვნის მხრიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ნაწილობრივ აბალანსებს.

    სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარი მოიაზრებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მეორე კვარტალში დასრულებას. თუმცა აღნიშნული დაშვება პირობითია და მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გეოპოლიტიკური ვითარების დეესკალაცია აღნიშნულ პერიოდში მართლაც განხორციელდა, გლობალური მიწოდების სიმძლავრეების აღდგენის ხანგრძლივობა დამატებით გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები უფრო მეტად გამოკვეთილია. თუმცა, ასევე, ნარჩუნდება ცენტრალურ სცენართან შედარებით გეოპოლიტიკურის ვითარების უფრო სწრაფად დეესკალაციის შესაძლებლობაც. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები.

    მაღალინფლაციური რისკის სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. მაღალინფლაციური სცენარი მოიაზრებს, გეოპოლიტიკური ვითარების უფრო მეტად გახანგრძლივებასა და გამწვავებას. ამის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე სასაქონლო ფასები უფრო მეტად გაიზრდება და მიწოდების ჯაჭვების რღვევა ფართომასშტაბიანი გახდება. შედეგად საქართველოშიც მიწოდების მხრიდან მომდინარე ინფლაციური შოკი გაძლიერდება, რაც მეორე რიგის ეფექტებს გაამწვავებს და საბოლოოდ ინფლაცია ცენტრალურად სცენართან შედარებით მაღალი იქნება.

    მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განხილული დაბალინფლაციური სცენარით გათვალისწინებული რისკების რეალიზაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, ცენტრალურ სცენართან შედარებით, უფრო სწრაფად ნორმალიზების შესაძლებლობას მოიაზრებს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების სწრაფი დეესკალაციის პირობებში, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასებზე წნეხი შერბილდება. ამასთანავე, გლობალური მიწოდების ჯაჭვებში არსებული შეფერხებების რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების კლებაში აისახება და, საბოლოოდ, გლობალურ ინფლაციურ წნეხს შეარბილებს.

    მიმდინარე მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების განხილვის შედეგად, მპკ-მ ოპტიმალურად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პპ-ით 8.25 პროცენტამდე ზრდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართულია ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად შენარჩუნებისკენ. მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება, თავის მხრივ, ამცირებს მეორე რიგის ეფექტების რისკებს და მიზნად ისახავს, რომ, მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკის ამოწურვის შემდგომ, ინფლაცია მიზნობრივ სამპროცენტიან დონეს სწრაფად დაუბრუნდეს. სებ აქტიურად განაგრძობს დაკვირვებას მიმდინარე მოვლენებსა და მათი ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ინტენსივობაზე. იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გამოწვეული ინფლაციური შოკები კიდევ უფრო გახანგრძლივდება და/ან მათი მასშტაბი მეორე რაუნდის ეფექტების რისკებს გააძლიერებს, მპკ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს. ხოლო მას შემდგომ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, სებ ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას“, – წერია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

    მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 17 ივნისს გაიმართება.

  • ედუარდ სააკაშვილის სკანდალური განცხადება: ,,მამაჩემი არ არის მომავლის…”

    ედუარდ სააკაშვილის სკანდალური განცხადება: ,,მამაჩემი არ არის მომავლის…”

    ,,პირველი ხაზის” ეთერში.

    -მამაჩემის ჯანმრთელობის საკითხი უნდა იყოს ნაკლებად პოლიტიზირებული, რომ საზოგადოებაში შეიქმნას კონსესუსი, რომ ის იმსახურებს ღირსეულ მკურნალობას. შეიძლება მისი როლი პოლიტიკაში უნდა გადაიხედოს. მე ერთი კვირაა, რაც საქართველოში ვარ. ვიმოგზაურე საქართველოში, მეგობრებს შევხვდი. ხალხი მხვდება ქუჩაში და მეკითხება, მიშა როგორ არისო. ვგრძნობ, რომ არის ფართო დაინტერესება მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი ან მსგავსი. მასზე არ მეკითხებიან, მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენსო. კი, ბევრია ასეთი, ვინც ასე ფიქრობს, მაგრამ ბევრია ისეთი, ვინც აფასებენ მის როლს პოლიტიკაში და უბრალოდ მისთვის უნდათ კარგი, ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ისინი ამომრჩევლებიც კი არ არიან ნაციონალების. მამაჩემიც უნდა დეპოლიტიზირდეს ცოტა.

    მისი როლი ქართულ პოლიტიკაში ცოტა გაუგებარია. არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის მთავრობაში დაბრუნდეს. ეს ჩემთვის რთული წარმოსადგენია. მე როცა შევდივარ მამაჩემთან, ის მხოლოდ უკრაინულ ტელევიზიას უყურებს. მე მგონი, თვითონაც ხვდება, რომ იქ უფრო შეიძლება ჰქონდეს მომავალი მის კარიერას, ვიდრე აქ. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ…

    მამაჩემი არც ბევრს წერს პოლიტიკაზე, აღარ ერევა პოლიტიკაში. ჩამოსვლამდე ის ამბობდა, მე ჩამოვალ, შევცლით ხელისუფლებას, დაიწყება აღმშენებლობა, მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი. ის ჩამოვიდა და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.

    მე და გიული ვიყავით ევროპაში. როცა იქ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე, ბევრად დიდი კონსესუსი არსებობს, ვიდრე თუ ჩვენ დავიწყებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. იქ უფრო იყოფა აზრები. თუ ჩვენ მოვახერხებთ, საზოგადოების კოსოლიდაციას… მამაჩემისთვისაც იქნება კარგი, თუ მოახდენს საკუთარი თავის… ეს უნდა იყოს სარწმუნო და არა – ტრიუკი…

    მამაჩემი უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ერთ რამეზე, რაც არის მისი გადარჩენა, ამაზე მნიშვნელოვანი მისთვის არაფერი უნდა იყოს. თუ ის გახდება პოსტპოლიტიკური ფიგურა, ეს კარგი იქნება, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა გიორგი ნიორაძის გადაცემაში.

  • “ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს…” – როდის გამოიდარებს საქართველოში

    “ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს…” – როდის გამოიდარებს საქართველოში

     

    ბოლო პერიოდია, საქართველოში არასტაბილური ამინდებია, ბევრს აინტერესებს, როდის დათბება.

    როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. –  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

    „მაისის თვის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით ნორმაზე, 1 გრადუსით დაბალია. დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, +16, +19 გრადუსი იქნება.  დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, +15, +17 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში, +10, +12 გრადუსი.

    ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება +29, +32 გრადუსამდე. მთიან რაიონებში, 27 გრადუსამდე.

    ეს კვირა შედარებით გრილი იქნება, ხოლო კვირის ბოლოსკენ, პარასკევი, შაბათი და კვირა იქნება უნალექო ამინდი, ტემპერატურა + 29 გრადუსამდე მოიმატებს.

    შავი ზღვის სანაპიროზე კი +27 გრადუსი. ნალექს რაც შეეხება, მთლიანად საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, ქართლში, +16 +17 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში +16 +17 გრადუსი. მთიან რაიონებში +13, +14 გრადუსი და მაღალმთაში +9, +11 გრადუსი. რაც ნორმის ფარგლებშია და 1 გრადუსით დაბალია.

    მაისის თვე, საკმაოდ ცვალებადია, იწყება გრილად. კლიმატურად გაზაფხული წვიმიანია და განსაკუთრებით მაისი.

    ცალკეულ დღეებში კი, ტემპერატურა +32 გრადუსამდეც მოიმატებს, თუმცა დასაწყისი  წვიმიანი გვაქვს. იქითა კვირიდან პერიოდულად გამოიდარებს“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

  • „დაზარალებულს არ აქვს პასუხი მისი შვილი მოკლეს თუ არ მოკლეს… ექსპერტის მიერ ჩადენილია დანაშაული…“ – პროკურორი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე

    „დაზარალებულს არ აქვს პასუხი მისი შვილი მოკლეს თუ არ მოკლეს… ექსპერტის მიერ ჩადენილია დანაშაული…“ – პროკურორი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე

    სააპელაციო სასამართლოში 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმის განხილვა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად ექსპერტის მიერ მტკიცებულებათა შესაძლო დაზიანების ფაქტი განიხილეს.

    როგორც დღევანდელ პროცესზე პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა განაცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა დავით გრიგოლიამ საექსპერტო კვლევის მასალა დააზიანა, რამაც გამოძიებას მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნა.

    მისი თქმით, საქმე ეხება ისეთ ნივთმტკიცებებს, რომელთა კვლევითაც შესაძლოა დადგენილიყო 12 წლის ანა იანუშაიტიტეს სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობა ან სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

    პროკურორის განმარტებით, ექსპერტის ქმედება დაიწყო შემთხვევის ადგილზე და გაგრძელდა სასექციო დარბაზში, სადაც მას ევალებოდა საკვლევი მასალის დაცვა და სათანადო გამოკვლევა.

    საექსპერტო კვლევის დაუცველობა გამოიწვევს მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას რაზეც ის [დავით გრიგოლია] გაფრთხილებულია. გრიგოლიამ თქვა, რომ ჩემი თავი მაბარია მხოლოდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ გვამთან მუშაობას იწყებს ექსპერტი და ასრულებს ის. პირველი ის არის ვალდებული, რომ მისი საკვლევი ობიექტი იყოს დაცული… დავით გრიგოლიას მიერ ჩადენილია დანაშაული – საექსპერტო კვლევის დაუცველობა.

    ბავშვის ყელის არეში ვხედავთ დაზიანებებს, ის არ არის ერთგვაროვანი, არამედ არის წყვეტილი და ა.შ. ექსპერტს ამ დაზიანებული უბნებიდან არცერთი ანაწმენდი არ აქვს აღებული და ეს მიუთითებს, რომ მშრალად ჩაატარა ექსპერტიზა. როცა ხედავ, რომ ასეთი დაზიანებები აქვს უნდა აიღო ანაწმენდი რაც შემდგომ გამოძიებას დაეხმარება.

    დაზიანებებზე ექსპერტი აღწერს, რომ ეს არის სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები… საკვლევი ნიმუშების აღება ევალებოდა და არათუ აიღო, არამედ აღებულიც არ დაუცვია.

    საკვლევი ობიექტი დაზიანდა, დალპა, დაობდა. გამოვიკვლიეთ, რა იწვევს იმ ობის სოკოს, რა იწვევს ლპობით პროცესებს და ეს ერთიანი ჯაჭვია. ექსპერტებმა თქვეს, ლპობითი პროცესების წამომწყები არის სწორედ სინესტე, წყალი, იწვევს დნმ-ს დეგრადირებას, ლპობითი პროცესები ანადგურებს დნმ-ს, ობი და სოკო ანადგურებს დნმ-ს.

    რა იწვევს ობს? მათ შორის, სინესტე. ეს არის მთლიანი ჯაჭვი.

    შემდგომი კვლევის ობიექტზე, ხავსჩაჭიდებულებივით, ხან რომელ ქვეყანაში ვნიშნეთ ექსპერტიზა და ხან რომელ ქვეყანაში, რათა დაზარალებულის მხარეს ჰქონოდა პასუხი მისი შვილის მკვლელის საპოვნელად რაიმე ჰქონოდა ხელჩასაჭიდი. ეს საკვლევი ობიექტი იმისთვის არ იყო მოტანილი დიდი პატივისცემის მიუხედავად, (მოსამართლე) ეკა არეშიძესთან, რომ მე ეს ამეხსნა და მეჩვენებინა, აი, როგორ არის დაობებული – არა! მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოძიების საქმეში, მკვლელობის საქმეში, ეს ნივთმტკიცება ისე ყოფილიყო დაცული, რომ შემდგომში იქნება და რაღაც ყოფილიყო, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა იმიტომ, რომ თავდაპირველად ისე იყო დაზიანებული (ნიმუში), რომ ვეღარ წავიდა წინ გამოძიება. სწორედ ეს არის საექსპერტო კვლევის დაზიანება, საბოლოო ჯამში, განზრახ მძიმე დანაშაულის გამოძიებას შეუშალა ხელი. სწორედ ეს არის გარემოებები, რასაც ერთიანობაში ედავება ბრალდების მხარე დავით გრიგოლიას.

    პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნულმა ქმედებებმა გამოძიებას ხელი შეუშალა და მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაზიანება გამოიწვია, რის გამოც ბრალდების მხარე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

    ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი 2023 წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.