Category: Uncategorized

  • ბედი ახალ კარს გიხსნით – სექტემბერში ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ცხოვრების რადიკალური ცვლილება ელის, ნახეთ ხართ თუ არა სიაში, ჯერ დაწერეთ ზოდიაქო და შემდეგ ნახეთ

    ბედი ახალ კარს გიხსნით – სექტემბერში ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ცხოვრების რადიკალური ცვლილება ელის, ნახეთ ხართ თუ არა სიაში, ჯერ დაწერეთ ზოდიაქო და შემდეგ ნახეთ

    სექტემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი უამრავ ცვლილებას და გამოწვევას ჰპირდება ზოდიაქოს ყველა ნიშანს. ამ პერიოდში შესაძლოა წარმოიშვას როგორც ახალი რომანტიკული ნაცნობობობა, ისე რთული სიტუაციები, რომლებიც მოთმინებასა და სიბრძნეს მოითხოვს.

    ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
    სექტემბრის დასაწყისში ვერძს შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციები ჰქონდეს პარტნიორებთან დიდი მოლოდინებისა და დაძაბული სიტუაციის გამო. შესაძლებელია დროებითი განშორებები, თუმცა შესაძლებელია ახალი ნაცნობებიც, რაც სასიამოვნო მომენტებს და რომანტიულ განწყობას შეგიქმნის.

    კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
    ყურადღებისა და მზრუნველობის ნაკლებობის შემდეგ, რაც აგვისტოში იგრძნობოდა, სექტემბერი ემოციურად უფრო ინტენსიურს გვპირდება. პარტნიორებს შეეძლებათ განიცადონ ახალი გრძნობები და დაინახონ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. თუმცა, თუ 18 სექტემბერს სავსემთვარეობამდე ორმხრივი წყენა არ მოგვარდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და დაშორებაც კი.

    ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)
    ტყუპებისთვის სექტემბრის დასაწყისი შესაძლოა საბინაო საკითხების მოგვარებასთან იყოს დაკავშირებული. შესაძლოა საჭირო გახდეს რემონტი, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ურთიერთობები შესაძლოა გართულდეს ახალი რომანის გამო, რომელიც ერთ-ერთ პარტნიორთან დაიწყო.

    კიბო (22 ივნისი – 22 ივლისი)
    სექტემბერი კირჩხიბებს აგვისტოში დაწყებული კონფლიქტების გაგრძელებას მოუტანს. უნდობლობამ და ჩხუბმა შეიძლება შეარყიოს ჰარმონია ურთიერთობაში. არ უნდა აჩქარდეთ, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა დაშორებამდე მიგიყვანთ. სჯობს, სიტუაცია ბუნებრივად განვითარდეს და არ აჩქარდეთ.

    ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
    ლომებისთვის სექტემბრის მთავარი ამოცანაა ურთიერთობებში პირადი საზღვრების დადგენა და „არას“ თქმის უნარი. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ფინანსური პრობლემები და მოგცემთ შესაძლებლობას თავი გამორჩეულად იგრძნოთ. სამყაროს ახალი აღქმა საშუალებას მოგცემთ მოიზიდოთ პერსპექტიული შესაძლებლობები და დამოუკიდებლად მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

    ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
    ქალწულებისთვის სექტემბერი ურთიერთობებში დიდი ხნის პრობლემების გადაწყვეტით დაიწყება, რაც ახალ შესაძლებლობებს გახსნის და პრიორიტეტების გადახედვას შეუწყობს ხელს. ეს ქალწულებს საშუალებას მისცემს განავითარონ და მიიღონ ახალი ცხოვრებისეული გამოცდილება. თუმცა, ჩვეული მიჯაჭვულობის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პარტნიორის გადაწყვეტილებაზე.

    მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
    მორიელებისთვის სექტემბერი რთული პერიოდი იქნება ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად იყოთ თქვენს განცხადებებში, განსაკუთრებით მზის დაბნელებისა და სავსე მთვარის დღეებში, 16-დან 18 სექტემბრამდე. თვის შუა რიცხვები გადამწყვეტი იქნება: შეძლებთ თუ არა ერთმანეთის ღირებულებებს მოერგოთ? სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისმა შეიძლება ერთობლივი მოგზაურობა მოიტანოს, თუ წყვილში ჰარმონიის შენარჩუნებას მოახერხებთ.

    მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
    მშვილდოსანს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოუწევს. პარტნიორთან ურთიერთობისას შეცდომების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი და პირდაპირობის შეკავება. უმჯობესია თქვენი დამოუკიდებლობა საკუთარი განვითარებისკენ მიმართოთ, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების განვითარებას.

    თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
    სექტემბერში თხის რქების პირადი ცხოვრება დასტაბილურდება, ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდება. მნიშვნელოვანია პარტნიორობაში თანასწორობის აღიარება, რათა თავიდან აიცილოთ კონკურენცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აგრესია. პერიოდი ჰარმონიული იქნება და ურთიერთგაგებასა და მხარდაჭერას მოუტანს.

    მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
    სექტემბერში მერწყულის ახლახან დაწყებული ურთიერთობა რთულ ადაპტაციას გაივლის. ჰარმონიის შესანარჩუნებლად აუცილებელია პარტნიორობაში მისაღები საზღვრების გარკვევა. ეს დაგეხმარებათ ისწავლოთ ერთმანეთის დაფასება და პატივისცემა.

    თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)სექტემბერში თევზების სასიყვარულო ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს 18-სექტმბრის დაბნელება. ამ დღეს თავი უნდა აარიდოთ კონფლიქტებს და არ მოერიდოთ საყვარელი ადამიანებისგან რჩევების მიღებას. რთულ პერიოდში პარტნიორის მხარდაჭერა გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას. მნიშვნელოვანია პატივი სცეს პარტნიორის არჩევის თავისუფლებას და არ მოხდეს მისით მანიპულირება.

  • დიდ საიდუმლოს ფარდა აეხადა – შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დუმილს არღვევს და ყველაფერს ყვება

    დიდ საიდუმლოს ფარდა აეხადა – შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დუმილს არღვევს და ყველაფერს ყვება

    შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე “მეტრონიმის” კითხვებს პასუხობს, რომელიც “მეტრონმმა” ფურცელზე დაუწერა და ციხეში შეუგზავნა.

    მაგდა პაპიძე: მე დღემდე ე.წ. “ვიზუალურ საკანში“ ვარ, უამრავი შეზღუდვით და “მისჯილი“ მაქვს დახურული რეჟიმი. მეორე წელია დღეში მხოლოდ ერთი საათი მაქვს უფლება ჭერახდილში ჰაერის სუნთქვის. ვინც მე ასეთ მდგომარეობაში განმისაზღვრა “სასჯელის“ მოხდა, მათ ძალიან კარგად იციან, როგორი დამანგრეველია ჩემი ჯანმრთელობისთვის უჰაერობა და უმოძრაობა, რომ აღარაფერი ვთქვა იმ სტრესულ გარემოებაზე, რომელიც ამ შენობაშია. წუწუნს არ ვაპირებ, მაგრამ თუკი კანონმდებლობა მოქალაქეს აძლევს უფლებას “არაღიარებითი“ ჩვენების ქონის, მაშინ ასეთ მსჯავრედებულების მიმართ უნდა ჰქონდეს სხვა მიდგომა სასჯელაღსრულების სისტემას და კონტრასტში არ უნდა მოდიოდეს კანონი კანონთან და ამ შემთხვევაში “რაღიარება“ და “აღიარება“ ერთ პირობებს არ უნდა განიცდიდეს, რაც ხდება ჩემს შემთხვევაში.

    შეზღუდვები, რომლებიც მაქვს სრულად უსაფუძვლოა და ვიზუალური საკანი ადამიანს თუ არ ანადგურებს, ნამდვილად არ შველის (ჩემს შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში). აუცილებლად აღვნიშნავ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ნამდვილად ჩემი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან და მადლობა მათ, თუმცა ყოველგვარი მკურნალობა “წყლის ნაყვაა“ ასეთ დახურულ და ფიზიკურ მდგომარეობაში.

    კითხვაზე თუ რატომ გამოიწვია ამხელა ინტერესი ამ ამბავმა პასუხობს:

    “საზოგადოების ჩართულობა ჩემს უბედურებაში გამოიწვია პოლიციის მიერ გავრცელებულმა უსაფუძვლო “აღიარებამ“. ჩემს შემთხვევაში სოციალური ქსელი გახდა დაუპატიჟებელი ტრიბუნა და „მოსამართლეც“ განაჩენის გამოსატანად. საზოგადოებრივი ინტერესი დაცვი მხარეს ყოველთვის დიდ ზიანს აყენებს მაშინ, როცა ამ კონკრეტულ პროცესს მთლიანად მედია უდგას სათავეში. გამომძიებლები და ე.წ. ექსპერტი თანმიმდევრულად და მთავრობის ბინძური მესაიდუმლეები არიან სამწუხაროდ, და საქართველოში “სამართალდამცავი“ პირდაპირი მნიშვნელობით კომერციული სინდისის მატარებელი მწამებელია.

    მკვლელობების სერიები გადაება 2015-2016 წლებში და ასეთი ბინძური პიარი პროკურატურას არც ერთ საქმეზე არ უწარმოებია, როგორც პაპიძე მაგდას შემთხვევაში. იმიტომ, რომ მე, პოლიცის (დიდი დიღმის) შენობაში დაკითხვისას ვამხილე და ვუთხარი, რომ არ ვაპატიებდი ჩემს სიტყვიერ, ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას მათ. ჩემს სხეულზე პოლიციელების დე-ენ-ემი იყო, იმ პირველ პროცესამდე, როდესაც მე აღმკვეთი მდგომარეობა მომიწესეს.

    {PAGEBREAK}


    მე პირველივე აღნიშნულ პროცესზე განვაცხადე წამების შესახებ და მე წყალს არ ვივლებდი ტანზე შეგნებულად, ველოდებოდი ჩემი კანიდან აღებულ მათ დეენემს. აქაც იმარჯვა პროკურატურამ და ჩემთან აღნიშნული წამების ჩვენების მისაღებად უკვე მთელი ორი კვირის დაგვიანებით მოვიდნენ (ზუსტად არ მახსოვს). რეალურად, ჩემი დაზიანებები უფლებადამცველის აპარატსაც აღწერილი აქვს და მე უმძიმესი დიაგნოზები დამიდგინდა ამ ძალადობის წყალობით უკვე ციხეში.

    პოლიციას სხვა გზა არ ჰქონდა, იმიტომ რომ გამომძიებელმა თამარ ზედგინიძემ დაარღვია სამოქალაქოც და სისხლის სამართლის კანონიც, და თუ რა თქმა, უნდა არსებობს “ღირსების“ კანონიც ჩემს შემთხვევაში და “მოწმის“ სტატუსიდან ისე განაგრძო ჩემი დაკითხვა ბრალდებულის მდგომარეობაში, რომ რეალურად მე თუ ეს დაზიანებები სანამ პოლიციაში ავიდოდი მანამდე მქონდა (როგორც თავად აღნიშნეს, “ომარიმ მაგდას დაზიანებები მიაყენაო“) თამარ ზედგინიძეს დაწვრილებით უნდა აღენიშნა ოქმში, რაც არ გაუკეთებია და მეტიც, სიკვდილი გამომტყუეს იმისთვის, რომ ოთარ ბერძენიშვილისთვის „დამედო ხელი“ და ეს რომ არ გავაკეთე „აღიარება“ მოითხოვეს არაადამიანური მეთოდებით.

    მე წინააღმდეგი არ ვარ და სრულ უფლებას გაძლევთ “მეტრონომს“ გამოითხოვოთ პროკურატურიდან, ჩემი ის ჩვენება, რომელიც მივეცი აქ ციხეში ერთ კონკრეტულ გამომძიებელს ჩემს წამებასთან დაკავშირებით, რაზეც დღემდე არ ახდენენ არანაირ რეაგირებას. თუმცა დავიწყეთ მე და ჩემმა ადვოკატმა “წამების“ საქმის დეტალების შესწავლა და მე არ მეჩქარება, სწორედ საზოგადოების წყალობით შვილმკვდარი დედის წამება “პოლიციურ რეჟიმს“ ჩემს შემთხვევაში, ნამდვილად არ შერჩება.”

    მას კითხვა ფეხმძიმობაზეც დაუსვეს, ჰკითხეს თუ რამდენი თქვის იყო როდესაც დააკავეს და რა გახდა ნაყოფის დაკარგვის მიზეზი, რაზეც პასუხობს:

    “სწორედ ამ არაადამიანურმა წამებამ და დარტყმითმა ქმედებებმა გამოიწვია ჩემი მეორე ორსულობის შეწყვე ტა. მე გინეკოლოგიურად, ყოველთვის გამართული ვიყავი და უმიზეზოდ მუცელი არ მომეშლებოდა. ღუდუშაურის საავამდყოფოში ინვალიდის ეტლით მატარებდნენ სისუსტისგან და სამი კვირის ორსულობა შემიწყდა. ათ დღეში ჩემი შვილის გულისცემა უნდა მომესმინა და ეს ბავშვი არავის უგლოვია ჩემს მეტს. ამიტომ არ ვაპირებ შევარჩინო ჩემი შვილის მუცელში ჩაკვდომა პოლიციელებს და მე ერთი შვილი არ მომკვდომია.

    პროკურატურის მიდგომა ბინძური პიარის სახით ჩემთვის სასაცილოც კი იყო. არავის გასჩენია კითხვა, “რატომ ავრცელებენ ასეთ უარყოფით პირდაპირ ხელის დადებას იზოლირებულ ადამიანზე?“, სანამ იზოლირებული ვიყავი და ეს თითქმის 6-7 თვე გრძელდებოდა, პროკურატურამ ფრიადზე იმუშავა არასამართლიანი მეთოდებით “სიმართლისთვის“ და საუკეთესო შედეგსაც მიაღწია საზოგადოების იმ დიდ მასაში, რომლებიც მუდმივად მზად არიან ერთი და იგივე “კლასში“ იყვნენ პირადის განხილვაში და სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში სტატისტიკის მაჩვენებელიც აჩვენებს განათლების დეგრადირების კულმინაციას და მე ეს ჩემს ტრაგედიამდეც კარგად ვიცოდი. ამიტომაც მოხდა განხილვა დამშეული, facebook-ის ფერებით მაყურებელი საზოგადოების მხრიდან და “განაჩენსაც“ დაეტყო.

    მსაჯულებში საჭირო იყო მინიმალური “ეჭვი“ იმისა, რომ მაგდა უდანაშაულოა. მე იმას, რომ მსაჯულები სრულად გაჟღენთილი იყვნენ ცუდი (საჩემოდ) ინფორმაციით, მივხვდი იმ პროცესზე, როდესაც ჩემი თორნიკეს და ომარის დაზიანების კადრები დიდ ეკრანზე გააშუქეს და მე ვერ შევძელი მაგ პროცესზე გაჩერება, დაახლოებით ორი საათი განიხილავდნენ და რომ შემიყვანეს სასამართლო დარბაზში უკან, თორმეტივე მსაჯული იგივე, უცვლელი მიმიკით იჯა და წყალიც კი არ მოუთხოვიათ. ეს იმის ნიშანი იყო, რომ მათ ეს საზარელი კადრები პროკურატურის მიერ გავრცელებული ჰქონდათ და მეტიც, ამ დროს როცა მე ვიყავი ჯერ კიდევ ბრალდებული, პროკურატურას უფლება არ ჰქონდა აღნიშნულ კადრებზე კომენტირება მოეხდინა წერილობით, რომ ეს დანაშაული ჩადენილია ამა და ამ ადამიანის მიერ. ეს ფსიქიკაა, რომელიც ყველას საღად და ცივად მოაზროვნეს არ აქვს, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ტრაგედია გულთან ახლოს გლოვის მრივ არავის მიუტანია ერთეულების გარდა და უმეტესობა პირადის განხილვაში იყო თავით გადაშვებული. ამიტომ, მსაჯულთა ლიდერის ღირსეული განაჩენი ის იქნებოდა, რომ ეთქვათ, “ჩვენი დასკვნა ის არის, რომ დასკვნა არ გვაქვს“ და ეს იმიტომ, რომ იყო საქმეში უამრავი კანონდარღვევა.”

    მას ისიც ჰკითხეს თუ რა არის ამ საქმეში მნიშვნელოვანი, რასაც ყურადღება სასამართლომ და გამოძიებამ არ მიაქცია?

    “გიპასუხებთ, პირველი, რატომ მოხდა წამება პოლიციაში და გავრცელება უსაფუძვლოდ “ღიარების“, რითაც საზოგადოება ამხედრდა?

    მეორე, რატომ არ დაილუქა მათთვის შემთხვევის ადგილი, სადაც ამბობდნენ, რომ მოხდა მკვლელობა, მაშინ, როცა ამავე პერიოდში, რამდენიმე სხვა მკვლელობა მოხდა და დაილუქა ყველა ადგილი? თავი გამომძიებელმა (ნუგზარ ნათელაშვილმა) პროცესზე ამ აღნიშნულ კითხვაზე იმით იმართლა, რომ ცხედრების დასასვენებელი ადგილი არ იყოო? ეს ის ბინური თავის მართლებაა, რომელიც ფარდას ხდის მათ არაპროფესიონალიზმს! მთელი პირველი სართული ჩემი ქმრის სანათესაოა და არავინ ეტყოდა ჩემი ორი გარდაცვლილის დასვენებაზე უარს და მეტიც, ლანა პაპიძე (ჩემი და) იყო ის, ვინც ითხოვდა ორივე გარდაცვლილს და უკვე დალუქულ ოთახში თუ აღმოაჩენდნენ ე.წ. მტკიცებულებებს, ხმას ვინღა ამოიღებდა? ამიტომ შეირცხვინა თავი პროკურატურამ ჩემს შემთხვევაში.

    მესამე, ავტომობილსა და იარაღზე, ასევე გადაყრილ ნივთებზე ამოსულია „შერეული“ დეენემი, ასევე სადარბაზოში ომარის სისხლის კვალში აღმოჩნდა მეორე სისხლიც და ამ მეორე სისხლს პროკურატურამ „უცხო“ დეენემი უწოდა. პროკურატურამ „უცხო“ დაარქვა მკვლელს, რომელსაც ომარი ვინ იცის წაქცეული ებრძოდა!

    მეოთხე, ჩემ ქმარს იმ იარაღიდან, რომელიც სულ ავტომობილში ჰქონდა, გასროლა იყო დაფიქსირებული, რატომ არ დაინტერესდნენ, რატომ შეიძლებოდა ომარის მოეხდინა გასროლა მაგ დღეს მაგავე იარაღიდან?

    მეხუთე, ერთადერთი მოწმე ბრალდების, რომელსაც ომარი მაგ დღეს ტელეფონით ესაუბრა (და ეს საქმეშიც დევს, ადასტურებს ანძებიდან ამოღებული ინფორმაცია), გახლდათ ბექა მჭედლიშვილი, ჩვენი მეზობელი ბიჭი, ჩემი მაზლის მეგობარი, რომელიც ომარისთანაც საკმაოდ ახლოს იყო და მითუმეტეს, თორნიკესთანაც! რატომ მიჩქმალეს ბექა მჭედლიშვილი? ის ხომ ერთადერთი მოწმე იყო, ვისაც ომარი ტელეფონით ესაუბრა? უბრალოდ, მოეყვანა პროცესზე ბრალდებას და ჩემს წინ დაესვა მისთვის კითხვა, „რაზე გესაუბრათ ომარი მკვლელობის დღეს? – მაგრამ ეს არ გაუკეთებია გამოძიებას. მეტიც, იყენებდნენ პროცესზე იმ სამეზობლოს ჩემს წინააღმდეგ, რომელთანაც მე სრული შეგნებით იზოლირებულად ვცხოვრობდი და ამით ისინი ზედმეტადაც კი ღიზიანდებოდნენ.

    მეექვსე, აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ომარის სისხლის კვალი იწყება არა ოთახიდან ან ოთახის ზღურბლიდან, არამედ სწორედ იმ დერეფნის ადგილიდან, სადაც მე ომარი წაქცეული ვნახე შუაღამით. იმას, რასაც ბრალდება ამტკიცებს, რომ ომარი ოთახიდან არის გაყვანილი გარდაცვლილი ამ ფაქტთან სრულ კონტრასტში მოდი და ამას არ სჭირდება იურისპოდენცია! ეს უბრალო, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვისაც თვალშისაცემი მტკიცებულებაა ჩემს გასამართლებლად.

    მეშვიდე, ურნიდან, საიდანაც ამოიღეს „ნივთმტკიცებები“, ურნის წინ სისხლის კვალი იყო – ეს ფოტოშიც ნათლად ჩანს, რომელიც ჩემმა ადვოკატმა წარადგინა პროცესზე და ეს ის მთელი რიგი დარღვევებია ექსპერტ-კრიმინალისტების მხრიდან, რომელსაც დასავლური სასამართლო პირდაპირ მხილებად დაუდებდა ე.წ. სამართალდამცველებს, მაგრამ ეს საქართველოა, ქვეყანა, სადაც მთავრობიდან მთავრობამდე “პოლიციური რეჟიმია“ “ღმერთი“.”– ამბობს მაგდა პაპიძე.

    წყარო: mix. metronome.ge

  • 22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    უახლოეს მომავალში შეეცდებით ისეთი რამ გააკეთოთ, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ. ნუ დაიბნევით, თამამად იმოქმედეთ და ყველაფერი გამოგივათ. მომდევნო რამდენიმე დღე ხელსაყრელია რთულ პროექტებზე სამუშაოდ. იუპიტერის სასიკეთო გავლენა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. დროა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ან ავტომობილის შეცვლაზე იფიქროთ, მით უმეტეს, რომ მალე საკრედიტო შეთავაზებას მიიღებთ, რომელზეც უარის თქმა გაგიჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმიდან მომავალ სიგნალებს. მოერიდეთ შემწვარ საკვებსა და სპირტიან სასმელებს და ჩივილის მიზეზიც არ გექნებათ.

    კურო

    თუ ეჭვები გტანჯავთ, პარტნიორთან ღიად და გულწრფელად ისაუბრეთ. გაურკვევლობა ურთიერთობას საფუძველს ურყევს და კავშირის შემდგომ განვითარებას შეუძლებელს ხდის. დღევანდელი დღე თქვენი მომავალი წარმატების საწინდარია, თუმცა ბევრ აღმავლობასა და დაცემას გპირდებათ. წარუმატებლობის გამო ნუ დაღონდებით — არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. არჩეული მიმართულებით სვლა განაგრძეთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ არაფერი გამოგდით. დასახულ მიზნამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი გრჩებათ! დასვენებას ნუ დაივიწყებთ — გადაღლილობამ შეიძლება ემოციურ გადაწვამდე მიგიყვანოთ.

    ტყუპები

    ნუ იქნებით მეტისმეტად მომთხოვნი გარშემომყოფების მიმართ. ისინი კრიტიკულ დამოკიდებულებას პროტესტით შეხვდებიან, რაც თქვენს რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება. „ზედმეტი ფული“ გამოგიჩნდათ? გაიხსენეთ ის ადამიანები, ვინც უანგაროდ გეხმარებოდათ — ვალების დაბრუნების დროა. ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ — ვიღაც ეცდება, თქვენი სიტყვები თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გადამეტებულად ნუ შეაფასებთ. ამ დღეს ხალხური საშუალებებით მკურნალობა არ ღირს. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ექიმს მიმართეთ.

    კირჩხიბი

    ინიციატივის გამოჩენა ნუ მოგერიდებათ! შესაძლოა, თქვენმა წინადადებებმა საყვარელი ადამიანთან ურთიერთობას კაშკაშა ფერები შემატოს. თუ პარტნიორი თქვენი ინტერესების შეზღუდვას იწყებს, ღია კონფლიქტში ნუ შეხვალთ — უბრალოდ სთხოვეთ, პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზა შემოგთავაზოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე შეფერხებები — მსუბუქი დაღლილობა და შეუძლოდ ყოფნა. ამ დღეს ფულის ფანტვისკენ ხართ მიდრეკილი და თუ დროულად არ შეჩერდით, შეიძლება ბევრი უსარგებლო ნივთი შეიძინოთ. საღამოს იპოვეთ ვინმე, ვისაც გულს გადაუხსნით და ემოციურ დაძაბულობას მოიხსნით — საუკეთესო ვარიანტი ახლო მეგობარი ან ნათესავი იქნება.

    ლომი

    რა არის ის, რისი სწავლაც პარტნიორისგან გსურთ? იქნებ ეს ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულება ან ადამიანებთან დაახლოების უნარია? ოჯახურ ცხოვრებას მრავალფეროვნება სჭირდება, თორემ ყოველდღიური ყოფა გრძნობებზე დამღუპველად იმოქმედებს. მშვენიერი დღეა ხელშეკრულების დადებისა და საქმიანობის სფეროს შესაცვლელად. მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისას დიპლომატიის ხელოვნებას ნუ დაივიწყებთ. არახელსაყრელი პერიოდია გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის — ახლა ჯობს, არსებული სახსრები შეინარჩუნოთ. მალე ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესანიშნავი შესაძლებლობები მოგეცემათ, მანამდე კი გადამეტებულ დატვირთვას მოერიდეთ.

    ქალწული

    პერსპექტიული დღეა პირადი ურთიერთობების დასაწყებად — პლანეტების განლაგება სიყვარულის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. შესაძლებელია, ნათესავს, მეგობარს ან ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს. დისციპლინა და ორგანიზებულობა დღეს სამსახურებრივ საქმეებში წარმატებას მოგიტანთ, თუმცა არც მცირე შეფერხებებია გამორიცხული. ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა, ამიტომ დროებით სირთულეებს შეეგუეთ და მოვლენების დაჩქარებას ნუ შეეცდებით — მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში გადაღლილობა იგრძნოთ. ნუ იტანჯებით — სჯობს პატარა შესვენება მოაწყოთ.

    სასწორი

    თუ თქვენი მიზანი სუფთა და უანგაროა, ის აუცილებლად ნახავს გამოძახილს ადამიანის გულში, რომელიც მოგწონთ! დღეს სახლში ბევრი საქმე გამოგიჩნდებათ — ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ მოსალოდნელია კომუნალური გაუმართაობა. ხელმძღვანელი საპასუხისმგებლო დავალებას დაგაკისრებთ, რომლის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვან პრემიას მოგიტანთ! თქვენი მთავარი თვისება დღეს ყაირათიანობა და მომჭირნეობა უნდა გახდეს. ამ დღეს შეგიძლიათ თავი საყვარელი კერძებით გაინებივროთ, თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ ზომიერება ყველაფერში საჭიროა — პირველ რიგში ეს ალკოჰოლსა და ცომეულს ეხება.

    მორიელი

    ურთიერთობაში გაჩენილი სიცივე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ შორის ყველაფერი დასრულდა. უბრალოდ საჭიროა ცოტა ხნით ერთმანეთისგან დაისვენოთ, რათა მონატრება იგრძნოთ. ხელსაყრელი დროა საქმიანი კავშირების გასაფართოებლად. ურთიერთობებში ემოციებს ნუ აჰყვებით. საყვარელი ადამიანისგან მიღებული საჩუქარი დღის უარყოფით შთაბეჭდილებებს გაანელებს. დროსა და ფულს უსარგებლო წვრილმანებზე ნუ დახარჯავთ. არსებობს ფიზიკური ტრავმების რისკიც — ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, რომ ხალხმრავალ შეკრებებსა და დიდ ნადიმებს მოერიდოთ.

    მშვილდოსანი

    ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო საქმეებისა და ურთიერთობებისთვის. გირჩევთ, გულწრფელობა გამოიჩინოთ, თუმცა დაპირისპირებას მოერიდოთ. ნუ გაბრაზდებით ახლობლებზე იმის გამო, რომ თქვენი მოლოდინის შესაბამისად არ იქცევიან. სიფრთხილე გამოიჩინეთ, არსებობს ალბათობა, რომ ვიღაც თქვენი ადგილის დაკავებას ცდილობს! კოლეგებზე დაკვირვება არაკეთილმოსურნეს გამოვლენაში დაგეხმარებათ. გეჩვენებათ, რომ ახლა ყველა წინააღმდეგობის გადალახვა შეგიძლიათ, თუმცა არსებობენ გარემოებები, რომელთა შესახებ ჯერ არაფერი იცით. თუ შესაძლებელია, ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

    თხის რქა

    ამ დღეს შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, გარშემომყოფებთან ურთიერთობა კი უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. ვენერასა და მარსის სექსტილი რომანტიკული პაემნებისთვის მშვენიერ დღეს გპირდებათ. საკუთარ გეგმებზე არავითარ შემთხვევაში უარი არ თქვათ. თუ ტემპს დააგდებთ, უბრალოდ მასის ნაწილი გახდებით, ხოლო თუ გეგმას მიჰყვებით, ბრწყინვალე პერსპექტივები გაგეხსნებათ. ფინანსების მიზეზით მოსალოდნელია უთანხმოება პარტნიორებთან რის გამოც შესაძლოა, ზარალიც განიცადოთ.

    მერწყული

    იწყება საინტერესო ადამიანთან რომანტიკული შეხვედრებით სავსე ჯადოსნური პერიოდი. მარტოხელებო, ეს თქვენი შანსია! სასურველი შედეგის მისაღწევად გარშემომყოფების კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოთ. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. ეს დღე წარმატებას მოუტანს მას, ვინც მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს. არჩევანის გაკეთების ნუ შეგეშინდებათ. შემოსავალი სტაბილური იქნება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საყიდლები საკუთარი ბიუჯეტის გათვალისწინებით უნდა დაგეგმოთ. დროა ორგანიზმის გაჯანსაღებაზე იფიქროთ: სუნთქვითი ვარჯიშებითა და მსუბუქი ფიზიკური აქტივობით დაკავდით.

    თევზები

    საყვარელ ადამიანს ნუ შეზღუდავთ — ეჭვიანობა და კონტროლი თქვენს ურთიერთობას მხოლოდ ავნებს. ახლობლებთან ურთიერთობა დაიძაბა? ეს იმას ნიშნავს, რომ წვრილმანების გამო არ უნდა გაღიზიანდეთ და საერთო ენა გამონახოთ. ხელსაყრელი დღეა სამსახურებრივი საკითხების მოსაგვარებლად. არსებობს მატერიალური მდგომარეობის მცირედით გაუმჯობესების შანსიც. თქვენი წარმატების საწინდარი გუნდური მუშაობაა. სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა, თუმცა გადამეტებულ დატვირთვას უნდა მოერიდოთ. მოიშორეთ ბნელი ფიქრები და იმ სასიამოვნო მოვლენებზე იფიქრეთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

  • ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა – ვითარება ადგილზე

    ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა – ვითარება ადგილზე

    ბათუმში ქვეითს ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩისა და აეროპორტის გზატკეცილის გზაჯვარედინზე მოხდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაშავებული კონტაქტურია.

    შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იმყოფებიან. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • მერვე პოზიციაზე სომხები გავიდნენ – მსოფლიოს 15 ყველაზე ლამაზი ერი დასახელდა

    მერვე პოზიციაზე სომხები გავიდნენ – მსოფლიოს 15 ყველაზე ლამაზი ერი დასახელდა

    უცხოელი მოგზაურების გვერდი Big Seven Travel მსოფლიოს 15 ყველაზე ლამაზ ერს ასახელებს.

    1. ბარბადოსი

    2. კენია

    3. ნიდერლანდები

    4. საფრანგეთი

    5. კოსტა რიკა

    6. კანადა

    7. ინგლისი

    8. სომხეთი

    9. იტალია

    10. სამხრეთ აფრიკა

    11. ავსტრალია

    12. ბრაზილია

    13. ფილიპინები

    14. დანია

    15. უკრაინა

    წყარო : https://izismile.com

  • „არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს … “ – გოგა მანიას საჭირო რჩევები

    „არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს … “ – გოგა მანიას საჭირო რჩევები

    ეზოთერიკოსი, გოგა მანია, ხშირად უზიარებს „პრაიმტაიმის“ მკითხველს, მნიშვნელოვან თემებს. ამჯერად, ჩვენთან საუბარში, დარიჩინის საფულეზე და ფინანსების მოზიდვაზე ამახვილებს ყურადღებას და გასწავლით, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ფინანსები მოიზიდოთ.

    „ფინანსური ენერგიის მოსაზიდად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ კეცვადი საფულე, ეს ბლოკავს ფინანსურ ენერგიას. მხოლოდ და მხოლოდ განიერი საფულე, სადაც ფული მთლიანად ჩაიდება.

    კარგი იქნება თუ საფულე არ იქნება დაზიანებული. არ გააჩუქოთ თქვენი გამოყენუბული საფულე, არც გაადააგდოთ, ეცადეთ შეინახოთ.

    კარგია: მწვანე, შავი, კრემისფერი, სტაფილოსფერი და ლურჯი ფერის საფულე. ეს იზიდავს ფულს.

    ჩანთა, არასდროს დადოთ ძირს და არც საწოლზე, ეს ფინანსურ ენერგიას ბლოკავს.

    არავითარ შემთხვევაში არ გავცეთ ორშაბათს ფული, არც ვასესხოთ და არც ვისეხოთ. ღამე ფულის გაცემა არაა კარგი, რადგან ეს ყველაფერი ბარაქის გადინებას უკავშირდება. ზოგადად, თანხის გასესხება არ არის კარგი, ეს ფინანსურ ენერგიას აზიანებს.

    დაფნის ფოთოლზე უკეთესი არის, 5 ან 7 ცალი ბრინჯი. ბრინჯი, ფინანსური ენერგიის გაზრდაში გვეხმარება.

    საფულეში 1 დოლარიანი, არ არის კარგი, სჯობს 2 დოლარიანი ჩავდოთ და ეს წელიწადში ერთხელ შევცვალოთ.

    ძალიან კარგია კარალიოკის კურკა საფულეში, ეს ბარაქას იზიდავს“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.

  • პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

    აღსანიშნავია, რომ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ. მათი თხოვნით ჩაატარა და ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გადამოწმებულ იქნა აბსოლუტურად ყველა ვერსია, რაც მათ მიერ იქნა შემოთავაზებული, შესწავლილ იქნა საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელებული მოვლენათა შესაძლო განვითარების ყველა სცენარი, თუმცა გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი.

    ასევე, გამოძიების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე უწყება მაქსიმალურად გამჭვირვალე იყო საზოგადოების წინაშე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა არაერთი ბრიფინგი და პრესკონფერენცია, ჟურნალისტებს ამომწურავად მიეწოდათ ყველა კითხვაზე ინფორმაცია.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ; აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით “facebook”-დან და „Instagram“-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები.

    საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ:

    2017 წლის აგვისტოში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო მუშაობა შპს „ზეგში“, სადაც დასაქმებული იყო 2020 წლის ივლისამდე. ამ პერიოდში, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩნდა გრძნობები მისი უფროსის ნ.გ.-ს მიმართ. მთელი ამ დროის განმავლობაში, თამარ ბაჩალიაშვილი ვებგვერდ „momavali.me“-დან, ნ.გ.-ს სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა – ამ ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის, საკუთარ თავს ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაუგზავნოს წერილი და თავად განსაზღვროს მისი ადრესატთან მისვლის კონკრეტული წელი, თვე და რიცხვი. აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-სადმი მის სიყვარულზე, იმაზე თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე. ვებგვერდ „momavali.me“-ს საშუალებით, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავსაც უგზავნიდა წერილებს, სადაც ასევე საუბრობდა თვითმკვლელობაზე, – რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს. 2020 წლის 20 თებერვალს გაგზავნილ წერილში, რომელიც უნდა მიეღო 2020 წლის 27 ივნისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს ეკითხება: ,,ისევ ისე ცუდად ხარ და ისევ ხშირად ფიქრობ სიკვდილზე? ან იქნებ უკვე იცი კიდეც რა არის?’’
    2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა სოციალური ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვლის თვეში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.

    თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ჯერ კიდევ თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს, მან „Google“-ის საძიებო სისტემაში ინგლისურ ენაზე დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად, საიდანაც გადავიდა ბმულზე, რომელშიც მოცემულია სტატია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდების შესახებ, მათ შორის, თვითმკვლელობა ელექტროშოკის გამოყენებით, არტერიული ვენების გადაჭრით და მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით.
    თვითმკვლელობის შერჩეულ მეთოდზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თამარ ბაჩალიაშვილმა, 2020 წლის 17 ივლისს, 13:48:27 და 13:58:58 საათზე „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა ტექსტი: „საძილე აბები ურეცეპტოდ“ და „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. 14:42:50 საათამდე „გუგლის“ საძიებო სისტემით ასევე ეძებდა სხვადასხვა სახის მედიკამენტებს. ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე, მათ შორის, როგორიცაა – გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება. სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში.

    გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე შესწავლილ იქნა, თუ რა გზით შეიძინა თამარ ბაჩალიაშვილმა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები. კერძოდ, დადგინდა, რომ 17 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქებში, სადაც საერთო ჯამში, შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი, ასევე შეიძინა ჩაი.

    სახლში დაბრუნების შემდგომ, ვებგვერდ „Momavali.me “-ს მეშვეობით, 18:06:04 და 18:06:42 საათზე ორი ელექტრონული წერილი შინაარსით – „მართლა ძალიან მიყვარდი“ და „კმაყოფილი ხარ?“, გაუგზავნა შპს „ზეგში“ მის უფროსს ნ.გ.-ს, რომლებიც ადრესატს 2021 წლის 17 ივლისს და 2022 წლის 21 ივლისს უნდა მიეღო. ამავე ვებგვერდის მეშვეობით 18:07:31 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნა წერილი საკუთარი თავისადმი შეკითხვით – „ცოცხალი ხარ?“, რომელიც უნდა მიეღო 2021 წლის 21 ივლისს.
    იმავე დღეს, ანუ 17 ივლისს, 18:35:57 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა – „ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ“, ხოლო 18:36:02 საათზე შევიდა „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში და გაეცნო ინფორმაციას – „როგორ მოვითხოვო ოჯახის გარდაცვლილი წევრის ფეისბუქ ექაუნთის გაუქმება“. 18:36:20 საათზე „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში გაეცნო ინფორმაციას – „ანგარიშის წაშლის ან მემორიალიზაციის მოთხოვნა“ და „რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?“
    გამოძიების მიერ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სოციალურ ქსელ „Facebook“-დან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ სხვა გარეშე პირის მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშზე წვდომას ადგილი არ ჰქონია და 2020 წლის 28 ივლისს განხორციელდა ამ ანგარიშის მემორიალიზაცია, ანუ „Facebook“-ის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა.
    იმავე დღეს, 20:31:42 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში კვლავ მოძებნა კონკრეტული მედიკამენტი და სამედიცინო პორტალ – vidal.ge-ზე გაეცნო აღნიშნული პრეპარატის ანოტაციას, მათ შორის, გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებს, როგორიცაა გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება.

    გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 18 ივლისს, ანუ თვითმკვლელობის დღეს თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი, რომლის უტყუარობა დასტურდება „Google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „Timeline“-ის ფუნქციით ასახული მონაცემებით და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით. აღნიშნული ფუნქცია თამარ ბაჩალიაშვილს მობილურ ტელეფონზე გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. მისი მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და ამ მონაცემების შემცველი გადაადგილების ისტორია ინახება კონკრეტული პირის „Google“-ს ანგარიშზე, რომლითაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზუსტად იქნა აღდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი, კერძოდ:
    გამოძიების მიმდინარეობისას, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი „Google“-ს ანგარიშის დათვალიერებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილმა ავტომანქანით გადაადგილება დაიწყო 10:09 საათზე – მოძრაობის დაწყების ადგილი იყო მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10:15 საათზე მივიდა ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, მისი ბებიის რ.ზ.-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გაჩერდა დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდა რუსთავის გზატკეცილზე, საიდანაც გადავიდა თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე, გზიდან გადაუხვია ფონიჭალის სასაფლაოზე, საიდანაც მოძრაობა განაგრძო თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე და 12:13 საათზე ავტომანქანა გააჩერა სოფელ მაწევანის მიმდებარედ, ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე. ეს არის მისი გადაადგილების ბოლო ლოკაცია, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი. ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით უტყუარად დადგენილია, რომ „Google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „Timeline“-ის მიერ ნაჩვენები ბოლო ლოკაცია, აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის და გვამის აღმოჩენის ადგილს.

    „Google“-ს ანგარიშზე შენახული, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტი სრულ შესაბამისობაშია გამოძიების მიერ 112-დან და სხვადასხვა ობიექტებიდან მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებთან. თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაციით დადგენილია, რომ თეთრიწყაროს მიმართულებით გადაადგილებისას ის არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ ეძებდა კონკრეტულ ადგილმდებარეობას ან მისამართს.

    22 ივლისს ავტომანქანის აღმოჩენისას, მისი ძრავი იყო გამოთულ მდგომარეობაში, ავტომანქანის ოთხივე კარი – ელექტორნული გასაღის გამოყენებით შიგნიდან ჩაკეტილი, რომელთა მინები სრულად იყო აწეული. ავტომანქანის აღმოჩენის შემდგომ, მისი გახსნა შესაძლებელი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის მამის მიერ წარმოდგენილი ავტომანქანის სათადარიგო გასაღებით. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი განთავსებული იყო სალონის უკანა სავარძელზე. ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანის გადაადგილება მომხდარია მძღოლის მიერ მისი ექპლუატაციის პირობებში. საექსპერტო კვლევით გამოირიცხა ავტომანქანის გარეშე ძალით, ბუქსირებით ან გათრევით გადაადგილება. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 18 ივლისიდან 22 ივლისამდე პერიოდში გაჩერებული იყო ერთ ლოკაციაზე და მისი გადაადგილება არ მომხდარა.

    18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის გადაადგილების ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე ჩატარებული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზით და ანტროპოეტრიული შედარებითი კვლევით დადგინდა, რომ ავტომანქანის საჭესთან იჯდა თამარ ბაჩალიაშვილი და მის გარდა ავტომანქანაში არავინ მჯდარა. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია, გამოძიების მიერ გამოკითხული თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გოლთეთის მაცხოვრებელთა ჩვენებებით, რომლებიც, ადასტურებენ ავტომანქანაში მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის ყოფნის ფაქტს.
    აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უტყუარად იქნა დადგენილი, რომ 2020 წლის 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის მიერ ხსენებულ ლოკაციაზე მისვლიდან შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის აღმოჩენამდე, თამარ ბაჩალიაშვილის გარდა ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.

    თვითმკვლელობის სურვილის სისრულეში მოსაყვანად, თამარ ბაჩალიაშვილმა მიიღო მის მიერ წინა დღით, 17 ივლისს შეძენილი სამედიცინო პრეპარატების ნაწილი. საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მედიკამენტების შემადგენლობა, რომელთა ოდენობა ასეულობით აღემატებოდა დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ წინა დღით აფთიაქებში შეძენილი პრეპარატების იდენტურია. ამ პრეპარატების ცარიელი ფირფიტები და აბების ნაწილი აღმოჩენილ იქნა 22 ივლისს ავტომანქანის დათვალიერების დროს. რაც შეეხება ამ პრეპარატების თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში მოხვედრას, საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ მათი მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ორალური გზით (ანუ საყლაპავით) და არა ინექციის გზით (ანუ სისხლიდან). გარდა აღნიშნულისა, ავტომანქანაში აღმოჩენილ ბაკურიანის სასმელი წყლის ცარიელ ბოთლში დარჩენილი წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დასკვნის თანახმად კი, ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით. შესაბამისად, დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავად მიიღო ტაბლეტების სახით მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა.

    თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში ასევე აღმოჩნდა მის მიერ წინა დღეს მოძიებული ზემოხსენებული პრეპარატი, რომელიც მას 2020 წლის 17 ივლისს არ შეუძენია, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი „Google“-ის საძიებო სისტემაში აღნიშნულ პრეპარატს ეძებს უშუალოდ დასახელებით, ამავდროულად კუთვნილ მობილურ ტელეფონში 2020 წლის 12 ივლისს შექმნილ სანიშნში (ე.წ. “notes”) ჩაწერა აღნიშნული მედიკამენტის დასახელება. გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სარგებლობდა სოციალურ ქსელ „Facebook“-ის ორი ანგარიშით. 2020 წლის 17 ივლისს 14:39 საათზე თამარ ბაჩალიაშვილმა გააგზავნა მოკლე ტექსური შეტყობინების სახით აღნიშნული მედიკამენტის დასახელება მის სარგებლობაში არსებულ „Facebook“-ის მეორე ანგარიშზე. მის ავტომანქანაში აღმოჩენილ აღნიშნული მედიკამენტის ორ ცალ ცარიელ ფირფიტაზე არსებული დნმ ეკუთვნის მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილს. ამასთან, ავტომანქანაში აღმოჩენილ ბაკურიანის სასმელი წყლის ცარიელ ბოთლში დარჩენილი წყლის წვეთებში, კვალის სახით აღმოჩნდა აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება.

    ამდენად, გამოძიებით დადგინდა, რომ მოხმარებული წამლების ნაწილი, რისგან გამოწვეული ინტოქსიკაციაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, თამარ ბაჩალიაშვილმა შეიძინა 2020 წლის 17 ივლისს ზემოხსენებულ აფთიაქებში. მისი გადაადგილება და წამლების ყიდვის ფაქტები სრულად არის ასახული ვიდეო სათვალთვალო კამერებით და აღნიშნული ჩანაწერები საქართველოს პროკურატურის მიერ გასაჯაროებულია, ხოლო ზემოხსენებული პრეპარატები მას 2020 წლის 17 ივლისამდეც ჰქონდა და მათი შეძენა 2020 წლის 17 ივლისს არ მოუხდენია.

    საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა, და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე. ამავე საექსპერტო დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ანუ ნანემსრების კვალი, არ აღინიშნებოდა. მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე. შესაბამისად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. თვითმკვლელობის განხორციელებისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა, ასევე, გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი.

    22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას, სხვა ნივთებთან ერთად, აღმოჩენილ იქნა ხელნაწერი ფურცელი ტექსტით – „ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ“, რომელიც, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია თავად თამარ ბაჩალიშვილის მიერ. მასზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი. გამოძიების მიერ შესწავლილ იქნა ს.ს. ,,საქართველოს ბანკის’’ პირადი ანგარიშები, სადაც ასახულია სხვადასხვა დროს, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები, შემოსავალისა და გასავალის შესახებ ინფორმაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 ივლისის მდგომარეობით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ანგარიშებზე აღმოჩნდა თანხა 75 209. 68 ლარი და 526.92 ევროს ოდენობით, რაც წარმოადეგნს მის დანაზოგს ხელფასის სახით მიღებული თანხიდან.

    რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის ფისქოლოგიურ მდგომარეობას და იმ ფაქტორებს, რომლებმაც მას თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების გადაწყვეტილება მიაღებინეს:

    გამოძიების ფარგლებში დაინიშნა კომპლექსური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა. ამ კვლევაში მონაწილეობა შეეთავაზა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ მითითებულ ორგანიზაციასაც, თუმცა მათ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. საექსპეტო დასკვნის თანახმად, სტატისტიკურად სუიციდის განხორციელებას აქვს თავისი წინაპირობები, რომლებიც შეიძლება იყოს ოჯახში განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები, ადამიანის ინტროვერტული ბუნება – რაც გულისხმობს თავისი განცდების და სირთულეების შესახებ არავისთან საუბარს, ჩაკეტილობას, გადაჭარბებული მოთხოვნილება წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაზე, ასევე ძლიერი ემოციური დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ.

    აღნიშნული გარმოებების გათვალისწინებით, ზემოხსენებული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილი მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის მიხედვით იყო მოწყვლადი ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელი, რომელსაც სუბიექტური აღქმით ყველა მიმართულებით წარუმატებლობის ფონზე აღარ სურს, ან ძალიან ურთულდება კრიზისულ სიტუაციაში კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება, არის სუიციდის განხორციელების მაღალი რისკი და ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, დასაშვებია მის მიერ სუიციდის ჩადენის ფაქტი.

    თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასევე ადასტურებს მის ,,youtube’’-ს არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის – მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება. თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-ს მიმართ გრძნობებზე, აცხადებს, რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს და ხშირად ფიქრობს 2012 წლის გეგმის სისრულეში მოყვანაზე. ამ შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილი გულისხმობს, მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას 2012 წელს.

    კერძოდ, თამარ ბაჩალიაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით დასტურდება, რომ 2012 წლის 06 იანვარს, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, 14 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დაემართა შეტევა, რომლის გამოც დარგის სპეციალისტების მიერ მის მშობელს მიეცა რეკომენდაცია ჩაეტარებინა კონსულტაცია ფსიქიატრთან.
    2012 წლის 10 იანვარს, მორიგი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობის მიზნით, მიიღო დიდი რაოდენობით ანტიფსიქოზური საშუალება, რის გამოც მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით მოთავსებულ იქნა საავადმყოფოში, სადაც 2012 წლის 16 იანვრამდე მკურნალობდა ტოქსიკური ენცეფალოპათიის დიაგნოზით.
    ასევე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეო ფაილში, რომელიც თარიღდება 2020 წლის 20 თებერვლის 20:06:28 საათით, თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობაზე, ამბობს, რომ ყველაფერი დაგეგმილი აქვს, თუ როგორ მოიკლავს თავს ტყეში, მაგრამ მშობლები და ძმა ეცოდება, რომ წარმოიდგენს ტყეში როგორ ნახავენ მას გარდაცვლილს. ვიდეოს დასასრულს, თამარ ბაჩალიაშვილი ამბობს: ,,მაპატიეთ დედა, მამა, გიო, მაგრამ თუ ვერ გავუძლებ, უნდა მოვიკლა თავი. მინდა იცოდეთ, რომ სხვა გზა არ მქონდა’’.

    ფონო/ვიდეოსკოპური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ,,youtube’’-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულ 16 ვიდეო ჩანაწერს და მისი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ სამ ვიდეო ჩანაწერს არ აღენიშნება მონტაჟის კვალი და აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერებში საუბრობს თამარ ბაჩალიაშვილი.
    2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა სოციალური ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვლის თვეში, თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.
    აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქო-ემოციურ ფონს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა, მან გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს, როგორც ვიდეოში თავადვე საუბრობს – „ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება, ისიც კი ვიცი თავი როგორ უნდა მოვიკლა, ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ, ასე არ მინდა, არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტო …“

    სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით, ასევე გადამოწმდა, ხომ არ ჰქონია ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტს, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა. ამ მიზნით მისი მობილური ტელეფონიდან და პორტატული კომპიუტერიდან გამოთხოვილი იქნა სრული ინფორმაცია, ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებში გაიგზავნა შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის „facebook” -ანგარიშიდან, „Google LLC“- დან, WhatsApp Inc.“- დან, „Instagram“-დან და „LinkedIn “- დან მომხმარებლის მიერ ყველა სახის აქტივობის, მათ შორის წაშლის/გაუქმების/დეაქტივირების შესახებ ინფორმაცია, ასევე გამოყენებული IP მისამართები და კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიების ეტაპზე, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული იქნა თამარ ბაჩალიაშვილის პირად „Instagram“ და სოციალურ ქსელ „Facebook“ გვერდებზე შესული IP მისამართების თაობაზე დეტალური ინფორმაცია, რომლითაც დადგინდა, რომ არაავტორიზებულ შეღწევას, ინფორმაციის წაშლას, ჩაწერას, ჩასწორებას და პროგრამების ინსტალაციას – ინფორმაციის არალეგალურად მოპოვებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების ვერსია სოციალურ ქსელებში არსებული მიმოწერისა და სხვა აქტივობის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის შეცვლის ან წაშლის თაობაზე.

    ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული მასალები შედარდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის ფარგლებში დათვალიერებულ სოციალურ ქსელში მისივე აქტივობას, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ისინი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და იდენტურია ერთმანეთის იმ განსხვავებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან კომპიუტერული ექსპერტიზის მიერ სრულად იქნა აღდგენილი სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებების შინაარსობრივი ანუ ტექსტობრივი ინფორმაცია, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებულ მასალაში მითითებულია იგივე აქტივობის მხოლოდ დრო, კომუნიკაციის მეორე მხარის ვინაობა და სხვა ტექნიკური მონაცემები.

    გამოძიების მიერ გამოიკითხა თამარ ბაჩალიაშვილის გარემოცვაში არსებული ყველა პირი რომელთა რაოდენობა ასს აღემატება, რომლებთანაც ამ უკანასკნელს გააჩნდა პირადი თუ სოციალური ურთიერთობები. შესწავლილ იქნა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებში და კომპიუტერულ ტექნიკაში დაცული ინფორმაცია, თუმცა თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რომელიმე პირის მიერ გამოხატული რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.

    გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ “apple“-ს მარკის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში არ ყოფილა დაინსტალირებული რაიმე მავნე, ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ მოწყობილობებში ან ამ მოწყობილობებიდან სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა და ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება. თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება ვებ – პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებული ვებ – პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ – პროგრამირება. რაც შეეხება ე.წ. ფლეშკას, მასზე აღმოჩნდა აუდიო მუსიკალური ფაილები.

    საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მომზადდა ვიდეომასალა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება, ასევე ინფორმაცია მის მიერ თვითმკვლელობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    იტა­ლი­ის ქა­ლაქ ნე­ა­პოლ­ში და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ “მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან” აქ­ვეყ­ნებს.

    გოგა ბუ­ლი­ას, რო­მელ­საც ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი პო­ლი­ცი­ამ ნახა.

    მა­ნამ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­უღ­ლე, თეა გო­დე­რი­ძე, დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და და წერ­და, რომ მე­უღ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბას ვერ ახერ­ხებ­და.

    გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი ცნო­ბი­ლი არ არის.