Category: Uncategorized

  • რატომ არ უნდა მივირთვათ ტარხუნა ცოცხლად – ექიმის განმარტება

    რატომ არ უნდა მივირთვათ ტარხუნა ცოცხლად – ექიმის განმარტება

    ტარხუნა შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალს, მაკრო და მიკრო ელემენტებს. შეიცავს რკინასა და მანგანუმს, რაც აღემატება დღიური ნორმის რაოდენობას.

    რაციონში მისი დამატება ამცირებს რკინადეფიციტური ანემიისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკს. ტარხუნის წყალობით შენარჩუნებულია ჰემოგლობინის ნორმალური დონე. მანგანუმი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და მონაწილეობს უმეტეს მეტაბოლურ პროცესში. თუმცა ტარხუნას აქვს თავისი უარყოფითი თვისებები. დიდი დოზით მიღება არაფრის ვარგა, მათ შორის არც ამ არომატული სანელებლის.

    მისი მიღება ეკრძალებათ ორსულებს (ზრდის საშვილოსნოს ტონუსს და აბორტის პროვოცირებას ახდენს), მეძუძურ დედებს, თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ, უჩივით გასტრიტს, კუჭის მჟავიანობასა და წყლულებს, ალერგიული ხართ მცენარეებზე…

    რა სახით უნდა მივიღოთ ტარხუნა? შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ როგორც ექიმი ამბობს, მისი ცოცხლად მიღება მავნეა…

    ექიმი ნუტრიციოლოგი ჯაბა ტყემალაძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე (ჯაბა ექიმი გირჩევთ) პროდუქტებთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაციებს და რჩევებს აქვეყნებს ხოლმე. ამჯერად ექიმი ტარხუნის უარყოფით თვისებებზე წერს.

    ჯაბა ტყემალაძე: ტარხუნა აბზინდას სახეობაა, მაგრამ აქვს სასიამოვნო გემო და არომატი. ეს მცენარე შეიცავს ფენოლ მეთილხავიკოლს, რომელიც ორგანიზმისთვის საშიშად ითვლება. ამ ნივთიერების გამოყენებისას აღინიშნება ზრდის ჰორმონის აქტივობა და ნეოპლაზიების განვითარება. ამიტომ, ტარხუნამ უნდა გაიაროს ხანგრძლივი თერმული დამუშავება, როგორც ჩაქაფულის დამზადების რეცეპტში. დაბალ ცეცხლზე 2-საათიანი ჩაშუშვის პროცესში თითქმის ყველა მავნე ნივთიერება აორთქლდება.

    უმმა ტარხუნამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის კენჭის ჩამოყალიბება, გააღიზიანოს კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი. მისი ტოქსიკური ნივთიერებები ააქტიურებს ორგანიზმის დიურეზულ თვისებებს და თუ თირკმელებში დიდი კენჭია, პროვოცირებას უკეთებს მის დაძვრას.

    ეს სანელებელი მკაცრად არ შეიძლება ორსულ და მეძუძურ ქალებისთვის, თუნდაც მცირე რაოდენობით. მეთილხავიკოლის გარდა ტარხუნა შეიცავს კიდევ ერთ საშიშ ნივთიერებას – ტუიონს. ის უარყოფითად მოქმედებს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა ან უბრალოდ სპონტანური აბორტი. გარდა ამისა, ტუიონი უარყოფითად მოქმედებს დედის რძის გამომუშავებაზე.ნედლმა ტარხუნამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება გონების დაკარგვა და კრუნჩხვები.

  • რას წერს ზურაბ შევარდნაძეზე მისი თანამშრომელი

    რას წერს ზურაბ შევარდნაძეზე მისი თანამშრომელი

    “გარდენია შევარდნაძის” თანამშრომელი ზურა ჩალათაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    “17 წელია გარდენიაში ვმუშაობ, ფაქტობრივად აქ გავიზარდე. ზურაბ შევარდნაძემ საპატრიარქოს სასწავლებლიდან წამომიყვანა (იქ ზურა განსაკუთრებულად უყვართ), გვერდით დამიყენა, მასწავლა, მიმითითა, ამიხსნა და არასდროს დაზარებია პირადი მაგალითის, გამოცდილების უშურველად გაზიარება. ამ სწავლაში იყო რა თქმა უნდა შენიშვნა და კრიტიკა, იყო შექება და დიდი მადლობა – ასე იოლადაც არ გაუვლია ამ ყველაფერს, მაგრამ არც ერთხელ შეურაცხჰყოფა!!!!! ვიმეორებ,არც ერთხელ!!!!!

    რასაც ეს ბოლო დღეებია ვხედავ, იმაზე მეტია ვიდრე ამ აჟიოტაჟის მიზეზი! ამ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ესეც გაივლის, მომავალში რაც იქნება ისიც! ისევ დაზამთრდება და ისევ მოვა გაზაფხული! მოდით, პირველი მან ისროლოს ქვა, ვინც უცოდველია!!! ზურა შევარდნაძე მემაყება რომ ჩემი მასწავლებელი გქვიათ! გაგიმარჯოთ,” – წერს ზურა ჩალათაშვილი.

  • ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის აპრილის დასაწყისი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდება

    ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის აპრილის დასაწყისი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდება

    2026 წლის აპრილის დასაწყისიდან ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის რთული პერიოდი საბოლოოდ დასრულდება. ასტროლოგების თქმით, ქალწული, მორიელი, თევზები, სასწორი და ტყუპები ცხოვრების შედარებით მძიმე ეტაპს თავს წარმატებით დააღწევენ:

    ​ქალწული
    ​ერთი შეხედვით, გონივრული გადაწყვეტილების თანმდევმა სირთულეებმა შესაძლოა, საკუთარ შესაძლებლობებში დროებით დაგაეჭვათ. თუმცა, ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება – ზუსტად ისე, როგორც ამ გაბედული ნაბიჯის გადადგმისას გინდოდათ. ეს პროცესი კი იმისთვის გახანგრძლივდა, რომ საბოლოო მიზანთან ერთად, თავად გზის დაფასებაც გესწავლათ. ​

    მორიელი ​
    შესაძლოა, არჩევანი უსაფრთხოებაზე შეაჩერეთ, თუმცა რადგან რეალობა მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა, თავი მოტყუებულად იგრძენით. თქვენი შიშები მალე გაიფანტება და მიხვდებით, რომ ნდობა სრულად გამართლებული იყო. ახლა თქვენთვის ყველა საჭირო დეტალი ცნობილია, ამიტომ მომავალს მშვიდად შეგიძლიათ, დაელოდოთ.

    თევზები ​
    მოვლენების ნელი განვითარების გამო შიშობდით, რომ თქვენი წამოწყება არარეალური აღმოჩნდებოდა. ახლა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება და აცნობიერებთ, რომ ეს არაორდინალური, გაბედული ნაბიჯი ნამდვილად ღირდა, ხოლო თქვენი რწმენა საფუძველს მოკლებული სულაც არ ყოფილა. ​

    სასწორი
    შესაძლოა, ​გაქვთ განცდა, რომ რაღაც გაკლიათ, რაც დაუსრულებლობის უსიამოვნო შეგრძნებას გიჩენთ. ეს მდგომარეობა საკუთარ ქმედებებში დაგაეჭვებთ. ეცადეთ, თქვენ მიერ აგებულ მყარ საფუძველს დაეყრდნოთ და მადლიერება თითოეულ იმ მომენტში ეძებოთ, რამაც აქამდე მოგიყვანათ. ​თვის დასაწყისში გაქვთ შანსი, მოტივაცია თავიდან იპოვოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ…ვრცლად

  • „ფანჯრის რაფასთან დადეთ ქვები, თილისმები, წყალი…“ – ეზოთერიკოსის რჩევა სავსემთვარეობისთვის

    „ფანჯრის რაფასთან დადეთ ქვები, თილისმები, წყალი…“ – ეზოთერიკოსის რჩევა სავსემთვარეობისთვის

    2 აპრილს სავსე მთვარის ფაზა დგება. ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ დღევანდელი ღამე ენერგეტიკულად ძლიერი პერიოდია.

    „დღეს ღამე რომ დაბნელდება შეგვიძლია ფანჯრის რაფაზე ან ღია ცის ქვეშ დავდოთ თილისმები, ქვები ან ნივთები რისი დამუხტვაც გვინდა. შეიძლება მთვარე არ ჩანდეს მაგრამ მაინც, რადგან მთვარეს დიდი ენერგია აქვს. შეგვიძლია ასევე დავმუხტოთ წყალი, რომელიც სამკურნალო თვისებებს იძენს.

    სავსემთვარეობას პატრონაჟს უწევს პლანეტა ვენერა, ვინ სასწორის და ვერძის ნიშნის შუა პერიოდში არიან დაბადებულნი უფრო საყურადღებო პერიოდია“, – ამბობს ქეთი ოდიშელი.

  • აპრილის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    აპრილის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    აპრილი განახლების, ახალი შესაძლებლობებისა და შინაგანი ცვლილებების თვეა. პლანეტარული განლაგებები ბევრ ნიშანს უბიძგებს გადახედოს საკუთარ მიზნებს, ურთიერთობებსა და ცხოვრების სტილს.

    ♈ ვერძი
    აპრილი თქვენთვის ენერგიული და მოქმედებითი პერიოდია. გაიზრდება მოტივაცია და სურვილი, სწრაფად მიაღწიოთ მიზნებს. თუმცა, ეცადეთ, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღებისას. პირად ცხოვრებაში გულწრფელობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

    ♉ კურო
    ეს თვე თვითანალიზისა და შიდა ბალანსის პოვნისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაძლოა, დროებით მოგინდეთ მარტო ყოფნა. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ — გაუთვალისწინებელი ხარჯები მოსალოდნელია.

    ♊ ტყუპები
    აქტიური კომუნიკაცია და ახალი კონტაქტები წარმატებას მოგიტანთ. მეგობრული წრე გაფართოვდება. კარგი პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად, თუმცა ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

    ♋ კირჩხიბი
    კარიერული მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. თქვენი შრომა დაფასდება, თუმცა მეტი პასუხისმგებლობაც დაგეკისრებათ. ოჯახში მხარდაჭერა განსაკუთრებულ ძალას მოგცემთ.

    ♌ ლომი
    აპრილი გაფართოების და ახალი ჰორიზონტების აღმოჩენის დროა. მოგზაურობა, სწავლა ან ახალი გამოცდილება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. ოპტიმიზმი თქვენი მთავარი იარაღი იქნება.

    ♍ ქალწული
    ეს თვე ფინანსური და ემოციური გადახედვის პერიოდია. შესაძლოა, მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება საერთო რესურსებთან დაკავშირებით. ეცადეთ, ნაკლებად იკრიტიკოთ საკუთარი თავი.

    ♎ სასწორი
    ურთიერთობები აპრილში მთავარი თემა იქნება. შესაძლებელია როგორც ახალი ნაცნობობები, ისე ძველი ურთიერთობების გადაფასება. პარტნიორულ საკითხებში გულწრფელობა და კომპრომისი აუცილებელია.

    ♏ მორიელი
    სამუშაო რეჟიმი და ყოველდღიური საქმეები მეტ ყურადღებას მოითხოვს. ჯანმრთელობასაც მეტი ყურადღება მიაქციეთ. კარგი დროა ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად.

    ♐ მშვილდოსანი
    აპრილი თქვენთვის შემოქმედებითი ენერგიის და სიყვარულის თვეა. შესაძლოა, ახალი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოს ან არსებული უფრო გაღრმავდეს. გაბედულად გამოხატეთ საკუთარი თავი.

    ♑ თხის რქა
    ოჯახი და პირადი სივრცე ამ თვეში პრიორიტეტული გახდება. შესაძლებელია საცხოვრებელ გარემოში ცვლილებები. ემოციური სტაბილურობა დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

    ♒ მერწყული
    აქტიური კომუნიკაციისა და ახალი იდეების თვეა. ბევრი ახალი ინფორმაცია და შესაძლებლობა გაჩნდება. კარგი პერიოდია სწავლებისთვის, წერისთვის ან ახალი უნარების განვითარებისთვის.

    ♓ თევზებიფინანსური საკითხები წინა პლანზე გადმოვა. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდეს. მნიშვნელოვანია, სწორად გადაანაწილოთ რესურსები და არ იმოქმედოთ იმპულსურად.

  • ნინო ნადირაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    ნინო ნადირაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    ნინო ნადირაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – მას ძაღლი მოუკვდა.

    “არ მჯერა რომ აღარ მყავს. აღარასოდეს მოვიყვან არანაირ შინაურ ცხოველს, ამას კიდევ მე ვეღარ გადავიტან” – წერს ნინო ნადირაძე.

  • 2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ნუ იქნებით ზედმეტად დამყოლი და ნუ მისცემთ საყვარელ ადამიანს თქვენზე მბრძანებლობის უფლებას. გულახდილად თქვით, ურთიერთობაში რა არ მოგწონთ. ახლობელ ადამიანს უფრო ყურადღებით დააკვირდით — შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ნაკლოვანებები მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის!

    ბოლოდროინდელი სიმშვიდე უკან დარჩა, ახალი დღე ახალ საზრუნავს მოგიტანთ. დასახული მიზნების მისაღწევად საკმარისი შესაძლებლობა გაქვთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგები უნდა გათვალოთ. ძვირად ღირებული შენაძენი სხვა დღისთვის გადადეთ, რადგან დღეს შეიძლება უხარისხო ნივთი შემოგაპარონ. ეს დღე თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ბევრ პოზიტიურ ემოციას მოუტანს. ჰოროსკოპის მიხედვით, მალე ცხოვრების წესის შეცვლას შეძლებთ.

    კურო

    თუ ადამიანს იმას დაჰპირდით, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენს ნათქვამს აღარ დაიჯერებს. უახლოეს დღეებში სარემონტო სამუშაოებს ნუ წამოიწყებთ, რადგან ასტროლოგიური პროგნოზი მცირე საყოფაცხოვრებო ტრავმების ალბათობაზე მიუთითებს.

    სამსახურში მალე გარემოებები თქვენთვის სასიკეთოდ დალაგდება. შეგიძლიათ კოლეგების დახმარებისა და გაგების იმედი გქონდეთ. ფინანსურ სფეროში ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვა ისწავლოთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ და მკურნალობის კურსს ან გამოკვლევას გეგმავთ, უცხოებთან ამის განხილვას მოერიდეთ — „კეთილის მსურველებმა“ შესაძლოა ცუდი რჩევა მოგცენ.

    ტყუპები

    პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები თქვენს პროფესიულ საქმიანობაზეც აისახება. ნუ დაუშვებთ სამსახურებრივ რომანს, რომელიც კოლეგების კეთილგანწყობას დაგაკარგვინებთ.

    არახელსაყრელი დღეა რემონტის ან ინტერიერის განახლებისთვის — მიღებული შედეგი ნაკლებად გაგახარებთ.

    ექსპერიმენტი და სარისკო გადაწყვეტილება ნუ შეგაშინებთ. ყურადღება არ მოადუნოთ და საქმიან სფეროში ავანტიურებს ნუ აჰყვებით. მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემა ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს და თუ მხარდაჭერა დაგჭირდებათ, დახმარება ნაცნობებს ან ნათესავებს სთხოვეთ.

    ამ დღეს ფიზიკური გადატვირთვას მოერიდეთ.

    კირჩხიბი

    დაოჯახებული კირჩხიბები რთული საუბრისთვის უნდა მოემზადონ, რაც შესაძლოა ორმხრივ საყვედურებში გადაიზარდოს. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და უხეშობას მოერიდეთ.

    პროფესიული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა — შეძლებთ დაასრულოთ საქმეები, რომლებსაც სამომავლოდ ინახავთ. ამჟამად ვალის აღება არასასურველია, რადგან დროულად დაბრუნება გაგიჭირდებათ. გონიერება და დათმობაზე წასვლის უნარი სამსახურის შენარჩუნებაში ან უფრო ხელსაყრელი სამსახურის პოვნაში დაგეხმარებათ.

    სეზონურ გაციებას და უმნიშვნელო ტემპერატურას ადვილად გადაიტანთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ უდიერმა დამოკიდებულებამ შეიძლება სხვა პრობლემები შეგიქმნათ.

    ლომი

    მაშინაც კი, თუ პირადი ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტეთ, მკვეთრ ცვლილებებს ერიდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ქცევა აკონტროლოთ და უსამართლო კრიტიკით არავინ გაანაწყენოთ.

    შესაძლოა, ამ დღეს მთელი გამოცდილება და სულიერი ძალა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებისკენ მიმართოთ. აუცილებელია, რომ შენაძენის დაგეგმვა და მსხვილი ხარჯების გადანაწილება ისწავლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, ხელფასამდე უფულოდ დარჩეთ.

    ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ მდგომარეობას. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას უნდა მოერიდოთ. მით უმეტეს, რომ გამორიცხული არ არის ტრავმები, სტრესი და ძველი დაავადებების გამწვავება.

    ქალწული

    ასტროლოგები მარტოხელა ქალწულებს ურჩევენ, რომ ინიციატივის გამოჩენას მოერიდონ. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შეგიძლიათ მოდუნდეთ და მოვლენების განვითარებას გაჰყვეთ. ეცადეთ, სახლში იდეალური წესრიგი დაამყაროთ, რადგან კომფორტი და სიმყუდროვე არა მხოლოდ კარგი განწყობის, არამედ პარტნიორთან შესანიშნავი ურთიერთობის საფუძველია.

    შესაძლოა, ვინმემ კონფლიქტში თქვენი ჩათრევა მოინდომოს — სკანდალები ახლა არაფერში გჭირდებათ, ამიტომ იპოვეთ მიზეზი, რომ ამ ადამიანს გაეცალოთ. ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი მოულოდნელ ფინანსურ მოგებას ან საჩუქარს მიიღებს.

    ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი პერიოდი გრძელდება. სასურველია, რომ ამ დღეებში მსუბუქად ისადილოთ, ალკოჰოლზე უარი თქვათ, ივარჯიშოთ, გამოიძინოთ და არ ინერვიულოთ.

    სასწორი

    ვიღაც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს — ეცადეთ, მისი ყურადღება მიიპყროთ. დაოჯახებულ სასწორს პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულეები ელის — ეცადეთ, სადავო საკითხები მშვიდად განიხილოთ. ფრთხილად იყავით — თქვენი ინიციატივები და ზედმეტი აქტიურობა შეიძლება უფროსთან უთანხმოების მიზეზი გახდეს.

    თქვენს შეფს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მის ადგილს უმიზნებთ და თქვენი თავიდან მოცილება სცადოს. ვარსკვლავები თქვენ მიმართ ძველებურად კეთილგანწყობილნი არიან. ეკონომიკური მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდება — მოსალოდნელია ვალის დაბრუნება ან მოგებიანი შენაძენი.

    მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მომზადებას. როგორც ჩანს, მალე თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება და ამისთვის მზად უნდა იყოთ.

    მორიელი

    პირად ცხოვრებასა და სასიყვარულო ფრონტზე ყველაფერი მშვენივრადაა. გულთბილი საუბარი ან მორიგი ნაცნობობა განწყობას აგიმაღლებთ და თვითშეფასებას გაგიმყარებთ. მოსალოდნელია მოვლენა ან სიახლე, რომელიც თქვენს საქმეებზე სასიკეთოდ იმოქმედებს.

    სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი ახალი, იმედის მომცემი გეგმები რეალობად იქცეს. თუ ახალ კოლეგას გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემთ, ღირებულ გაკვეთილს მიიღებთ. ეცადეთ ამ დღეს მხოლოდ ახალი და ბუნებრივი პროდუქტები მიირთვათ, რადგან საკვებით მოწამვლის ალბათობა არსებობს. სასურველია, რომ სწრაფ კვებასა და მზა სალათებზე უარი თქვათ.

    მშვილდოსანი

    მშვენიერი დროა სასიყვარულო თავგადასავლისთვის, თუმცა სჯობს ახალ ნაცნობობას მოერიდოთ. გირჩევთ საკუთარი თავი ლამაზი ნივთით, მაგალითად, ახალი ჩანთით გაახაროთ და საკუთარ გადაწყვეტილებებში თანმიმდევრული იყოთ.

    ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ინტელექტუალური აქტივობა და საქმიანი მივლინებები ელის. თქვენი მონდომება მუშაობის შედეგებზე დადებითად აისახება, რაც ოცნების ასრულების საფუძველს შექმნის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კარდიო-დატვირთვები შეამციროთ, განსაკუთრებით თუ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გაწუხებთ.

    თხის რქა

    საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უთანხმოება გაქვთ? ნუ ინერვიულებთ — მალე კონფლიქტი თავისთავად მოგვარდება. ვარსკვლავების განლაგება მიუთითებს, რომ ახლობელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება. თუ ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკება გაქვთ, თქვენი უნაკლო არგუმენტების დამსახურებით, წარმატებით ჩაივლის.

    გირჩევთ, რომ ფულის დაგროვება დაიწყოთ, რადგან ახლო მომავალში მოსალოდნელია მსხვილი ხარჯები. თუ თავს სუსტად გრძნობთ და ადვილად იღლებით, ვიტამინები და ბუნებრივი პროდუქტები მიირთვით და სუფთა ჰაერზე ხშირად გადით — პლუტონისა და ურანის ტრიგონი მიუთითებს, რომ ეს თქვენთვის აუცილებელია.

    მერწყული

    არ არის გამორიცხული, რომ ლამაზი სასიყვარულო აღიარება მოისმინოთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, მორიგი იმედგაცრუების ასაცილებლად, სასიყვარულო საქმეებში ფრთხილად იყოთ. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები როგორც ნაკლებად ნაცნობებთან, ისე ახლობლებთან ურთიერთობაში.

    ეს დღე კარგია ერთობლივი მუშაობისა და პარტნიორებთან მოლაპარაკებებისთვის — მხოლოდ საკუთარი ძალებით სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. ამ დღეს გარიგების დადებას, ახალ პროექტებში ჩართვას და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერას უნდა მოერიდოთ. ივარჯიშეთ, როცა ძლიერ დაღლილობას ან სეზონურ დეპრესიას იგრძნობთ.

    თევზები

    დღეს თქვენი ნიშნის წარმომადგენლებისთვის ნაკლებად ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, სხვადასხვა ცდუნებისგან თავი შეიკავოთ, რადგან მათ გამო შესაძლოა პარტნიორთან და ახლო მეგობრებთან ურთიერთობა გაგიფუჭდეთ.

    თუ ხელმძღვანელი დამატებითი მოვალეობებით თქვენს დატვირთვას მოინდომებს, შეახსენეთ, რომ ზეგანაკვეთური შრომა უნდა ანაზღაურდეს! ახლობელი ადამიანი შემოგთავაზებთ საქმეს, რომელსაც თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მუშაობა შეწყვიტეთ და ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებელია, რადგან ეს ყველაზე დიდი ფასეულობაა, რაც გაგაჩნიათ.

  • ქართველმა გოგომ გერმანულ “ვოისში” ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა

    ქართველმა გოგომ გერმანულ “ვოისში” ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა

    ქართველმა გოგომ გერმანულ “ვოისში” ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა – დაიანა ვაშაკიძემ ბრიტნი სპირსის სიმღერა Toxic საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა.

  • ⭕️”პირველი შვილი 42 წლის ასაკში გავაჩინე, იმდენი დრო არ მაქვს დარჩენილი…” – თეა წულუკიანის სულისშემძვრელმა სიტყვებმა ხალხი დააფიქრა🥺

    ⭕️”პირველი შვილი 42 წლის ასაკში გავაჩინე, იმდენი დრო არ მაქვს დარჩენილი…” – თეა წულუკიანის სულისშემძვრელმა სიტყვებმა ხალხი დააფიქრა🥺

    ”42 წლის ასაკში გავაჩინე პირველი შვილი, იმდენი დრო არ მაქვს დარჩენილი რომ…” – ნახეთ თეა წულუკიანის უმძიმესი განცხადება

    ”42 წლის ასაკში გავაჩინე პირველი შვილი, იმდენი დრო არ მაქვს დარჩენილი რომ…” – ნახეთ თეა წულუკიანის უმძიმესი განცხადება

     

    თეა წულუკიანმა ოჯახისა და შვილის შესახებაც ისაუბრა: „ფაქტი, რომ მე ჩემი ერთადერთი შვილი შემეძინა 42 წლის ასაკში,ვთვლი, რომ ღვთის ძალიან დიდი წყალობაა და სწორედ ამიტომ შევძელი კარგი დედობა. მე ადრეულ ასაკში დედობისთვის მზად არ ვიქნებოდი.ვამაყობ, რომ მიუხედავად სამსახურისა, შევძელი მეგობრული ურთიერთობის დამყარება და დედაშვილური კავშირის ჩამოყალიბება.

    ალბათ, ეს არ უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მეუღლე არის ჩემზე 9 წლით უმცროსი, არის ძალიან კარგი ადამიანი და, ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაშიც გამიმართლა. ის, რომ ის ყველაფერი აიტანო, რასაც ის იტანს, ძალიან რთულია, ვაღიარებ. არის ძალიან კარგი მეუღლე, ძალიან კარგი მამა“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

  • თუ ხორცს მიირთმევთ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! – სპეციალისტის გაფრთხილება

    თუ ხორცს მიირთმევთ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! – სპეციალისტის გაფრთხილება

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორმა, თეა ჩალიგავა, გადაცემაში „შუადღე“ ხორცის სწორად შერჩევისა და შენახვის წესებზე ისაუბრა და მომხმარებლებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცა.

    მისი თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი არაორგანიზებული ვაჭრობის ობიექტებში, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების — ხორცისა და ხორცპროდუქტების — შეძენისგან.

    ინსპექტორის განმარტებით, ხორცის ყიდვისას აუცილებელია რამდენიმე ძირითადი პირობის დაცვა: პროდუქტი უნდა იყოს სუფთა, ჰიგიენურ გარემოში და დახურულ მაცივარში განთავსებული. მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის დაცვაც — ახალი ხორცი უნდა ინახებოდეს 2-დან 6 გრადუსამდე ტემპერატურაზე, ხოლო გაყინული — მინუს 18 გრადუსზე.

    თეა ჩალიგავა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეტიკეტირების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს ინფორმაცია პროდუქტის შესახებ — სად არის დაკლული ცხოველი, არის თუ არა ხორცი იმპორტირებული და როდისაა წარმოებული.

    სპეციალისტი ასევე ურჩევს მოქალაქეებს, რომ ხორცის შეძენის შემდეგ პროდუქტი დიდხანს არ ატარონ. „დილის საათებში ნაყიდი ხორცი საღამომდე არ უნდა დარჩეს მაცივრის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია თერმოჩანთის გამოყენება“, — აღნიშნავს ის.

    ინსპექტორის თქმით, დაუშვებელია ერთხელ გაყინული ხორცის ხელახლა გაყინვა. თუ მომხმარებელი დიდი რაოდენობით ხორცს ყიდულობს, უმჯობესია, ის მცირე ულუფებად გაიყოს და მაშინვე გაიყინოს.

    რაც შეეხება ხორცის გალღობას, რეკომენდებულია მისი ნელა გალღვობა მაცივარში, დაახლოებით 4 გრადუს ტემპერატურაზე. შეფუთული ხორცი შესაძლებელია გამდინარე წყლის ქვეშაც გალღვეს, ხოლო სწრაფი მოხმარების შემთხვევაში — მიკროტალღურ ღუმელში, უშუალოდ მომზადების წინ.

    სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ როგორც ბიზნესოპერატორებს, ისე მომხმარებლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის დაცვაზე.