Author: tea

  • ვრცელდება კადრები “საშაურმედან”, სადაც კონფლიქტი მიუსაფარი ძაღლის გამო დაიწყო

    ვრცელდება კადრები “საშაურმედან”, სადაც კონფლიქტი მიუსაფარი ძაღლის გამო დაიწყო

    “ადამიანი შევიდა გამობრძანდი გარეთო და თურმე ეს როგორ გაუბედა – ასე დაიწყო დაპირისპირება, რომ გაგვეგო რა პრეტენზია ქონდა ამ გასაცოდავებულ ძაღლთან,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც კონფლიქტის ფრაგმენტია ასახულუი.

    მოქალაქის თქმით, ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი დაიმუქრა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიმდებარე ტერიტორიაზე არ გააჩერებდნენ.

    “დანა უტრიალა ქალს, ასეთ არაადეკვატურ ადამიანს როგორ ამუშავებთ. ამის ქცევას უყურეთ, როგორ აღარ იქნება ძაღლი მე განახებ.

    საპატრულომ რეაგირება გააკეთა, გამოიძახა კრიმინალურიც, კრიმინალურიც დაელაპარაკა ამ არადეკვატურს და ძალიან დაინტერესებული ვარ კამერების ამოღებით. თუ არ წაშლიან რა თქმა უნდა ჩანაწერებს, რომ ძაღლი ნაცემია. თუ დაკბენა მოხდა კამერების ამოღებას თვითონვე შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ არა. ამ პიროვნებასთან მშვიდად ლაპარაკიც ვცადე, მაგრამ ასეთი არადეკვატური იყო მაინც კონკრეტულად მაგ საცოდავ ძაღლს არის გადაკიდებული და ასეთი პასუხი გამცა – ხვალ ამ ძაღლს აქ ვეღარ ნახავთო.

    პოლიციამ გაფრთხილა და გამოძიება დაიწყება, რომ მაგ ძაღლს არ შეხება ზედმეტად, და ცოტა ტვინი თუ აქვს თავში მაგ ძაღლს ვერაფერს დაუშავებს, რადგან რეაგირება გავაკეთეთ და ერთი წამით არ დავინდობთ. ადამიანი შევიდა გამობრძანდი გარეთო და თურმე ეს როგორ გაუბედა – ასე დაიწყო დაპირისპირება, რომ გაგვეგო რა პრეტენზია ქონდა ამ გასაცოდავებულ ძაღლთან.

  • 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი💥 რას გვირჩევენ ვარსკვლავები

    24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი💥 რას გვირჩევენ ვარსკვლავები

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, ამიტომ რთულ საქმეებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით. დილიდან შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. გარშემომყოფებთან ურთიერთობა უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

    ვენერასა და მარსის სექსტილი მიანიშნებს, რომ ეს დღე ხელსაყრელია სასიყვარულო შეხვედრებისთვის. დაოჯახებულ ვერძებს ნათესავებთან კამათი და დაპირისპირება ელით.

    მალე თქვენი ნიშნის ბევრი წარმომადგენლისთვის პროფესიული ზრდის ახალი პერსპექტივები გამოჩნდება. დადგა დრო, შრომისმოყვარე და ნიჭიერი თანაშემწე მოძებნოთ, რომელსაც საქმეების ნაწილს გადააბარებთ. გახსოვდეთ, ცხოვრება მუდმივი მოძრაობაა: „გსურს, რომ ძლიერი, ლამაზი და ჯანმრთელი იყო? — ირბინე და ივარჯიშე!“

    კურო

    თქვენი პირადი ცხოვრება გარშემომყოფებისთვის საიდუმლოდ უნდა დარჩეს — მხოლოდ ასე შეძლებთ, რომ ჭორიკნების ცნობისმოყვარე მზერა აირიდოთ. იზრუნეთ ახლობლების ჯანმრთელობაზე და ერთობლივი გასეირნება ან ვარჯიში შესთავაზეთ. გახსოვდეთ, რომ ხელმძღვანელობასთან სუბორდინაცია უნდა დაიცვათ — თქვენი უტაქტობა შეიძლება სამსახურის დაკარგვის მიზეზი გახდეს.

    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე და სიფხიზლე გამოიჩინეთ, ყოველი ინფორმაცია გადაამოწმეთ და ეცადეთ, ხარჯები მინიმუმამდე შეამციროთ. ნეგატიურმა ემოციებმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს. დადგა დრო, ცხოვრებისადმი მიდგომა შეცვალოთ და ყოველდღიური წვრილმანებით გახარება ისწავლოთ.

    ტყუპები

    ხანმოკლე გატაცებები წარმავალია და თქვენს ბედზე გავლენას არ მოახდენს, ნამდვილი სიყვარული კი წინაა! ენერგიის დიდი მუხტი საშუალებას მოგცემთ, ერთობლივი ოცნებები რეალობად აქციოთ.

    გეგმების განხილვისა და იდეების გაზიარების ნუ შეგეშინდებათ. სამსახურში მიღებული გადაწყვეტილება ბოლოდროინდელ პრობლემებს მოგიგვარებთ. ფინანსური შემოსავლები მოსალოდნელია, თუმცა მათზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ. ამ დღეს მზისფერი ნივთები თქვენს პირად თილისმად იქცევა.

    კირჩხიბი

    ვარსკვლავების ვარაუდით, მომდევნო 24 საათში შეიძლება ყველაზე ჩვეულებრივ ადგილზე, მაგალითად, სუპერმარკეტში ცხოვრების მომავალ მეგზურს შეხვდეთ.

    ახლა სადავო საკითხების მოსაგვარებლად არახელსაყრელი დროა, განსაკუთრებით თუ საქმე დიდ ფულს ან უძრავ ქონებას ეხება. ამ პერიოდში ემოციების მოთოკვა გაუჭირდებათ მათაც კი, ვინც ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს.

    თუ ბოლო დროს თქვენი დანაზოგი შემცირდა, ცოტა მოითმინეთ და მალე ვითარება შეიცვლება. მოხუცმა კირჩხიბებმა შესაძლოა ხანგრძლივი ავადმყოფობა დაძლიონ. დღის მეორეე ნახევარში ეგოისტ და ფეთქებად ადამიანებს უნდა ერიდოთ, რომლებმაც შეიძლება გაგაღიზიანონ.

    ლომი

    დაწყებული საქმეების მუდმივად სამომავლოდ გადადება განწყობას გაგიფუჭებთ და ოჯახურ ურთიერთობებს დაძაბავს. სამსახურში მთელი ყურადღება ახალი ინფორმაციის მიღებასა და გამოცდილების გაზიარებაზე გადაიტანეთ — ეს სასურველი შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა ფინანსური ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

    საღამოს ეცადეთ ხალხმრავლობას მოერიდოთ და განმარტოვდეთ. ეს თქვენს ენერგიას გააძლიერებს და მოდუნებაში დაგეხმარებათ. ფიზიკური დატვირთვისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ ხერხემლისა და სახსრების პრობლემებმა თავი არ იჩინოს.

    ქალწული

    რუტინა, რომელიც მოწყენილობას იწვევს, ურთიერთობისთვის დამღუპველია. ახალი ადგილები მოინახულეთ, საყვარელი საქმით დაკავდით და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეთ. ნათესაურ კავშირებს პირადი მიზნებისთვის ნუ გამოიყენებთ, თორემ წესიერი ადამიანის ავტორიტეტი შეგელახებათ.

    ახლო მომავალში სამსახურებრივი მივლინება გელით, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ფინანსებში იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა ჰოროსკოპი გირჩევთ, საეჭვო ავანტიურებს მოერიდოთ. დეპრესიული განწყობის თავიდან ასაცილებლად მეტი ურთიერთობა და მუშაობა გჭირდებათ — თქვენს შემთხვევაში „შრომითი თერაპია“ საუკეთესო წამალია.

    სასწორი

    უახლოეს დღეებში საინტერესო და სულიერად ახლოს მყოფ ადამიანს გაიცნობთ. თუ იმიჯს ოდნავ შეიცვლით ან გარდერობს განაახლებთ, რომანის დაწყების შანსი გაიზრდება.

    ახლობლებთან ურთიერთობისას თავშეკავება გამოიჩინეთ, რომ დაუფიქრებელი სიტყვით გული არავის ატკინოთ. ზოგიერთ სასწორს მნიშვნელოვანი საუბარი ელის ადამიანთან, რომელზეც მისი კეთილდღეობაა დამოკიდებული — იყავით თავაზიანი, მაგრამ პოზიციები არ დათმოთ.

    იუპიტერისა და მთვარის ნეგატიური ასპექტის გამო ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ. საღამოს ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ და ადრე დაიძინეთ.

    მორიელი

    რთული დღეა, მაგრამ სირთულეები თქვენს ენთუზიაზმს ვერ შეარყევს და შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რისკენაც დიდი ხანია დაჟინებით მიიწევთ. ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ და ნუ მისცემთ მრისხანებას უფლებას, რომ თქვენი დღე გააფუჭოს.

    ხელსაყრელი დღეა სწავლისა და ახალი უნარების ათვისებისთვის — იუპიტერი თქვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე დადებითად იმოქმედებს. ვალებისა და კრედიტების გასტუმრების პერიოდი მოახლოვდა, ამიტომ ფული უფრო მომჭირნედ და გონივრულად უნდა ხარჯოთ. შეიძლება საღამოს ძველმა ტრავმამ თავი შეგახსენოთ. თუ ასე მოხდა, მშვიდად იყავით და არ გადაიტვირთოთ.

    მშვილდოსანი

    ამ ნიშნის განქორწინებული წარმომადგენლები საინტერესო ადამიანს შეხვდებიან, რომელსაც შეიძლება ბედი დაუკავშირონ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან და ნაკლები სამსახურში — თქვენ ისედაც ბევრს შრომობთ.

    დღეს ფინანსურ საქმეებში იღბალი გიღალატებთ, ამიტომ აზარტულ თამაშებს და ფსონების დადებას მოერიდეთ. შესაძლებელია საკვებით მოწამვლა, ამიტომ სწრაფი კვების ობიექტებში ნუ შეჭამთ. სუფთა ჰაერზე გასეირნება, განსაკუთრებით ძილის წინ, განწყობას და ძილს საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.

    თხის რქა

    პირად ურთიერთობებში ბედნიერი ცვლილებაა მოსალოდნელი, თუმცა პლანეტების მთავარი პირობაა, რომ ამის შესახებ მეგობრებს არ უნდა მოუყვეთ. სამწუხაროდ, თქვენს გარემოცვაში ბევრი არაკეთილმოსურნე და შურიანი ადამიანია, რომელიც ეცდება ბედნიერებაში ხელი შეგიშალოთ.

    სიახლეების მოთხოვნილებას გრძნობთ და მზად ხართ ნებისმიერ საინტერესო პროექტს შეეჭიდოთ. ახლა მთავარია საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მიუწვდომელს არ შეეპოტინოთ.

    პარტნიორის დატვირთული გრაფიკი თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს, რასაც შეიძლება დიდი კონფლიქტი მოჰყვეს. ვარსკვლავები გირჩევენ მეტი დაისვენოთ, რადგან გადაღლილობამ შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

    მერწყული

    პირად ცხოვრებაში არასტაბილურობამ შესაძლოა პარტნიორებს შორის გაღიზიანება და ურთიერთპრეტენზიები გამოიწვიოს. ეცადეთ, დამშვიდდეთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. კარგი დროა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, რემონტის ან ინტერიერის განახლებისთვის. შეგიძლიათ, საოჯახო ტექნიკის შეძენაზე იფიქროთ.

    საკუთარი აზრის დაცვისას სამსახურში დაპირისპირება გელით, თუმცა ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება. ბედი კარგ შეთავაზებას გიმზადებთ და ხელიდან არ გაუშვათ. გაუფრთხილდით ღვიძლს და ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდეთ.

    თევზები

    მოვლენებს ნუ დააჩქარებთ! ზოგჯერ მიზნის მისაღწევად ლოდინი უნდა ისწავლოთ. ოჯახში მოსალოდნელია ხარჯების განხილვა, რაც შესაძლოა ხანგრძლივ კამათში გადაიზარდოს.

    შესაძლოა, ამ დღეს გზაგასაყარზე აღმოჩნდეთ და პრობლემის გადაჭრის გზის არჩევა მოგიწიოთ. შეგიძლიათ რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია.

    მოსალოდნელია კომერციული გარიგება, რომელიც მალე კარგ შედეგს მოგიტანთ. დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ ყველაფერს, რაც ორგანიზმს ვნებს, განსაკუთრებით კი ალკოჰოლს.

  • მკვლელობა თბილისში – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

    მკვლელობა თბილისში – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს.

    შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ,1989 წელს დაბადებულ ი.გ.-ს და ადგილიდან მიიმალა.

    „მომხდარიდან რამდენიმე საათში ი.ე. პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

  • „26 აპრილს ხდება მოვლენა, რომელიც 84 წელიწადში ერთხელ მეორდება“ – რა უნდა ვიცოდეთ – ეზოტერიკოსი გვირჩევს

    „26 აპრილს ხდება მოვლენა, რომელიც 84 წელიწადში ერთხელ მეორდება“ – რა უნდა ვიცოდეთ – ეზოტერიკოსი გვირჩევს

    მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.

    „სამყარო, რომელსაც მივეჩვიეთ, წარსულს ბარდება. 26 აპრილს ხდება მოვლენა, რომელიც 84 წელიწადში ერთხელ მეორდება
    შოკური ცვლილებების პლანეტა – ურანი – შედის ტყუპების ნიშანში.
    თუ ბოლო 7 წლის განმავლობაში ურანი „ანჯღრევდა“ ჩვენს ფინანსებს, ბანკებსა და საყრდენს ფეხქვეშ… ახლა ის მოდის მთავარისთვის – თქვენი აზროვნებისთვის.

    უახლოესი 7 წლის განმავლობაში:

    – ინფორმაცია ოქროზე ძვირფასი გახდება;

    – აზროვნების სისწრაფე გადარჩენის საკითხი იქნება;
    – დაგეგმვის ძველი მეთოდები მუშაობას შეწყვეტს.
    როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს ნიშნებზე:

    ჰაერის ნიშნები (ტყუპები, სასწორი, მერწყული)

    თქვენ ტალღის მწვერვალზე ხართ. გენიალურობის, პოპულარობისა და ახალი იდეების დროა. თქვენ პირდაპირი მნიშვნელობით დაიწყებთ მომავლის დანახვას.
    ცეცხლის ნიშნები (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)
    მძლავრი დრაივი და ენერგია. თქვენი იდეები სხვებსაც „აანთებს“. მთავარია – არ დაიწვათ.
    მიწის ნიშნები (კურო, ქალწული, თხის რქა)
    ეს გამოწვევაა. უნდა ისწავლოთ მოქნილობა. კუროებს გაუმარტივდებათ – ბოლო წლების დაძაბულობა კლებას დაიწყებს.
    წყლის ნიშნები (კირჩხიბი, მორიელი, თევზები)
    მაგიისა და სიღრმეების დროა. თქვენი ინტუიცია ზემძლავრი გახდება. შეისწავლეთ

    ფსიქოლოგია და დაფარული ცოდნა.
    დააჭირეთ „ლაიქს“

    ურანს უყვარს მამაცები – ისინი, ვინც ცვლილებებს ნებაყოფლობით ირჩევენ.

    დაწერეთ კომენტარებში: „მე ვიხსნები ახალი ცოდნის ნაკადისთვის“ და თქვენ უკვე დაიწყებთ ახალ რეალობაში შესვლას.საინტერესოა, რომ ურანი ტექნოლოგიებისა და რევოლუციების სიმბოლოა. გსურთ გაიგოთ, კონკრეტულად თქვენი ნიშნისთვის რას ნიშნავს „აზროვნების შეცვლა“ ამ პერიოდში?”,- წერს ეზოტერიკოსი.

  • სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • „როგორ ჰგავხარ მამას…“ – ვინ არის ნუცა ბუზალაძის უსიმპათიურესი მამა, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის ?

    „როგორ ჰგავხარ მამას…“ – ვინ არის ნუცა ბუზალაძის უსიმპათიურესი მამა, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის ?

    მომღერლის დედას ნინო კანკავას საზოგადოება კარგად იცნობს. თუმცა, კარიერის მანძილზე მომღერალი მამასთან ერთად მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა.

    მომღერალი მამას, ვალერი ბუზალაძეს ძალიან ჰგავს. ამას, ნუცა გამომწერებიც „ინსტაგრამზე“ ფოტოს კომენტარებშიც აღნიშნავენ.

  • საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.„ძალიან დიდი მადლობა გეკა გელაძეს გასული არასრული ერთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან

    დიდი სამუშაოსთვის, რომელმაც გარდამტეხი ცვლილებები მოგვიტანა დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს 11 თვე იყო გამორჩეულად წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი სხვადასხვა მიმართულებით და ფუნდამენტურად შევძელით ვითარების შეცვლა. იყო პრობლემები კრიმინალის კუთხით, ნარკოტიკული დანაშაულის, ორგანიზებული

    დანაშაულის კუთხით. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ხელშესახები და ფუნდამენტური შედეგები და მინდა მას და მის გუნდს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბატონი გეკა იქნება ისეთივე

    წარმატებული, როგორც იყო ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სულხან თამაზაშვილის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი სახით ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება.„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე მან შეძლო ფუნდამენტურად

    ცვლილებების განხორციელება, მართვის სისტემის მოწესრიგება, ძალიან ბევრ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ სულხან თამაზაშვილი არის ძალიან წარმატებული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი, ის არის მრავალმხრივი ადამიანი. ამის გამოხატულებაა ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხანმოკლე, მაგრამ

    ძალიან საფუძვლიანი მოღვაწეობის მანძილზე. მისი სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებით გაგრძელდება ის გზა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩაეყარა

    საფუძველი და სულხან თამაზაშვილის სამომავლო საქმიანობა იქნება საფუძველი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებებს მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი უწყებების როლს

    სახელმწიფოს სიძლიერესა და სიმტკიცეში და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, – ნათქვამია განცხადებაში.

  • “რა კარგი ამბავია გილოცავთ” – საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

    “რა კარგი ამბავია გილოცავთ” – საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა.შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა.ყურადღება

    გამახვილდა თავდაცვის სფეროში ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე. იმსჯელეს ერთობლივ მნიშვნელოვან პროექტებზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა წარმატებით ვითარდება ორმხრივი

    თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში.საუბარი შეეხო რეგიონის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო პროცესებში. პრემიერი-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას.

  • ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

    ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

    23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • როდის დათბება საქართველოში – მეტეოროლოგის პროგნოზი

    როდის დათბება საქართველოში – მეტეოროლოგის პროგნოზი

    უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

    „ამჟამინდელი მდგომარეობა და პროგნოზი, რომელიც ისევ წვიმიანი და ცივია.
    22 აპრილისთვის, ანტიციკლონური მდგომარეობის ხანმოკლე ჩამოყალიბებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შედარებით დათბება და უნალექო დღე იქნება.
    23 აპრილს კი – ღამის საათებიდანვე სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო დღის ბოლოდან აღმოსავლეთში – მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგან შესაძლოა ლოკალურად აღინიშნოს ძლიერი ნალექი, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.
    მაღალ მთაში ისევ მოთოვს.
    საქართველოში 24 აპრილიც წვიმიანი და ცივი იქნება.
    ხშირად დასმული კითხვა როდის დათბება?აბსოლუტურად ლეგიტიმურია.
    თუმცა თვის ბოლომდე სტაბილურად თბილი და უნალექო ამინდები მოსალოდნელი არ არის, იქნება მხოლოდ ხანმოკლე მშრალი პერიოდები, ტემპერატურა რჩება ცვალებად რეჟიმში, წვიმა და ქარი პერიოდულად კვლავ დაბრუნდება”,- წერს ფარტენაძე.