Author: tea
-

ჭადრაკის დიდოსტატი მოულოდნელად გარდაიცვალა
ცნობილი ხდება, 29 წლის ჭადრაკის დიდოსტატის, დანიელ ნაროდიცკის გარდაცვალების მიზეზი.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მის ორგანიზმში რამდენიმე სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა აღმოჩენილი.
ტოქსიკოლოგიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის მთავარი სამედიცინო ექსპერტის ოფისმა მოამზადა და NBC News-მა მოიპოვა, გარდაცვალების დროს ნაროდიცკის ორგანიზმში აღმოჩენილი იყო: მეტამფეტამინი, ამფეტამინი, 7-ჰიდროქსიმიტრაგინინი, მიტრაგინინი.
ნაროდიცკის დედამ Daily Mail-ს განუცხადა, რომ მისი შვილი გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ოჯახთან სტუმრობას გეგმავდა.
-

იყო თუ არა ჯასტინ გეიჯი ზედოზირების ქვეშ და რა მოხდება მომავალში,გოგა მანიას ანლიზი.
ილია თოფურია–სა და ჯასტინ გეიჯი–ს შორის გამართული დაპირისპირების შემდეგ, სადაც გამარჯვება გეიჯიმ მოიპოვა, სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გავრცელდა.
ეზოთერიკოსმა მანია სწორედ ბრძოლის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა ანალიზი, სადაც საკუთარ ხედვებს განმარტავს -

ჩხუბის შემდეგ ილიამ პირველი ეს იკითხა
ილია თოფურიას მენეჯერმა, მალკი კავამ ქართველი მებრძოლის გეიჯისთან წაგებული ჩხუბის შესახებ ისაუბრა.
კავამ ილიას მენტალიტეტს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა
თოფურიას მენეჯერის თქმით, პირველი რაც ილიამ ბრძოლის შემდეგ იკითხა იყო: ფანებმა ჩხუბით ისიამოვნეს?
შეგახსენებთ, რომ თოფურია დაზიანებების გამო ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლას მეოთხე რაუნდის შემდეგ გამოეთიშა.
-

რა დადგინდა კვლევების შედეგად? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში
ილია თოფურიას სამედიცინო დასკვნა ცნობილია.
ბოლო ორთაბრძოლისას მიღებული ტრავმების შედეგად მას აღენიშნება ორბიტის ძვლის მცირე მოტეხილობა და სახის არეში ძლიერი შეშუპება.
ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. სჭირდება მხოლოდ დრო და დასვენება რეაბილიტაციისთვის.
ვინაიდან კვლევების შედეგად დაზუსტდა, რომ დაზიანებები ღრმა არ არის, ის გაცილებით უფრო მალე შეძლებს ძალების აღდგენას, რაც ძალიან სასიხარულოა.
წყარო: “მკურნალი”
-

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს ენერგიით სავსე იქნებით და გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას ადვილად შეძლებთ. სამუშაო სფეროში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში კი გულწრფელობა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.კურო
ფინანსური საკითხები ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. კარგი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისა და სამომავლო მიზნების განსაზღვრისთვის. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს.ტყუპები
თქვენთვის აქტიური და საინტერესო დღეა. კომუნიკაცია, შეხვედრები და ახალი ნაცნობობები წარმატებული იქნება. შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც მომავალში გამოგადგებათ.კირჩხიბი
დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე და ინტუიციური იქნებით. ოჯახურ და პირად საკითხებში სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ. შინაგანი სიმშვიდე წარმატების გასაღები იქნება.ლომი
თქვენი ბუნებრივი ლიდერული თვისებები დღეს კიდევ უფრო გამოიკვეთება. კარგი დროა ინიციატივის გამოსავლენად. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და თქვენი აზრი ბევრისთვის მნიშვნელოვანი იქნება.ქალწული
პრაქტიკული მიდგომა და დეტალებისადმი ყურადღება წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა სამსახურში მნიშვნელოვანი დავალება ან ახალი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ.სასწორი
ურთიერთობები და პარტნიორობა დღის მთავარი თემა იქნება. ეცადეთ მოუსმინოთ სხვების პოზიციასაც. დიპლომატიურობა ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.მორიელი
დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებულად ძლიერია. საიდუმლო ან დაფარული ინფორმაცია შეიძლება გამოვლინდეს. ფინანსურ საკითხებში წარმატების შანსი გაქვთ.მშვილდოსანი
ახალი იდეები და შთაგონება მოგაკითხავთ. მოგზაურობის, სწავლის ან ახალი პროექტის დაწყებისთვის კარგი დროა. ოპტიმიზმი ბევრ კარს გაგიღებთ.თხის რქა
კარიერული საკითხები აქტიურდება. მოთმინება და დისციპლინა შედეგს აუცილებლად მოგიტანთ. ნუ იჩქარებთ — ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა ყველაზე ეფექტური იქნება.მერწყული
შემოქმედებითი და არასტანდარტული აზროვნება დღეს თქვენს უპირატესობად იქცევა. კარგი დროა იდეების გაზიარებისა და თანამოაზრეებთან თანამშრომლობისთვის.თევზებიემოციური და რომანტიკული დღეა. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სურვილებსა და ოცნებებს. ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში.
-

მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
ილია თოფურიას წაგებასთან დაკავშირებულ მიმოხილვასა და გამოხმაურებებს UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ეხმიანება და ქართველ გულშემატკივრებს აკრიტიკებს.
„რამდენჯერაც შემოვედი „ფეისბუკზე“ და „ინსტაგრამზე“ ყველა ილია თოფურიას ბრძოლას განიხილავს და სასწაული ვერსიები მოვისმინე. საიდან ამდენი ფანტაზია, ყველა პროფესორი როგორ გახდა… განიხილავენ სხვადასხვა სისულელე მიზეზს, არ ჩამოვთვლი. მიკვირს, ამდენი ნეგატიური აზრი, ამდენი ეჭვიანობა, ამდენი აბსურდული ანალიზი… ჩვენ მებრძოლები ვართ, როგორც მოგებისთვის ვართ მზად, ისე ვიცით, რომ შეიძლება, დავმარცხდეთ. რატომ აძლევთ თქვენ თავს უფლებას, ამდენი ცუდი აზრი გაავრცელოთ?! მე ვამაყობ ილიათი, მან არაფრისგან ბევრი შეძლო. ღმერთის წყალობით მალე დაბრუნდება,“ – ამბობს დვალიშვილი.
ვრცლად ↓
-

ვინ არის სოფია რომანო? – რა არის ცნობილი ჯასტინ გეიჯის შეყვარებულზე, რომელიც ილია თოფურიასთან დაპირისპირებისას, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა?
ჯასტინ გეიჯისა და სოფია რომანოს ურთიერთობის თაობაზე რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა ერთმანეთი თავდაპირველად გაცნობის აპლიკაციის საშუალებით იპოვა.
სოფიასთან გამოჩენამდე, მედია და გულშემატკივრები ჯასტინს ნამდვილ “მარტოხელა მგლად“ მიიჩნევდნენ. ინტერვიუებში, როდესაც მის პირად ცხოვრებაზე კითხვას უსვამდნენ, ის ყოველთვის თავს არიდებდა პასუხს ან ხუმრობდა, რომ მისი ერთადერთი “სიყვარული და მეწყვილე“ ოქტაგონი და სისხლიანი ბრძოლები იყო. ის იმდენად ფოკუსირებული იყო კარიერაზე, რომ პრესას ეჭვიც კი ეპარებოდა, ეცალა თუ არა მას საერთოდ პაემნებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები ძირითადად განიხილავენ ჯასტინ გეიჯის მომავალს UFC-ში (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ტურნირზე UFC Freedom 250 ილია თოფურიასთან ბრძოლაში ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა), საზოგადოებას სპორტსმენის პირადი ცხოვრებაც არანაკლებ აინტერესებს. სახელი, რომელიც ამ კონტექსტში ყველაზე ხშირად ფიგურირებს, სოფია რომანოა – გეიჯის საცოლე/შეყვარებული, რომელიც თავის მხრივ წარმატებული მოდელი და სოციალური მედიის ცნობილი სახეა.
-
ვინ არის სოფია რომანო?
სოფია რომანო 1995 წლის აპრილში დაიბადა. ის ამერიკელი მოდელი, ინფლუენსერი და კონტენტ კრეატორია. მიუხედავად იმისა, რომ MMA-ის (შერეული ორთაბრძოლების) ფანებმა იგი ძირითადად ჯასტინ გეიჯის პარტნიორობით გაიცნეს, სოფიას საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა მანამდეც, ვიდრე UFC-ის სამყაროს ყურადღების ცენტრში მოხვდებოდა.
-
სოფია რომანოს კარიერა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვიდრე მოდელობითა და ციფრული კონტენტის შექმნით სერიოზულად დაკავდებოდა, სოფია სატელევიზიო სფეროში მუშაობდა. მან ოთხ წელზე მეტი გაატარა ცნობილ ტელეკომპანია ABC Studios-ში. გარდა ამისა, მას საპროდიუსერო ურთიერთობა ჰქონდა ისეთ მედია გიგანტებთან, როგორებიცაა Warner Bros. Discovery და Fox.

ამჟამად მან მთელი ფოკუსი სამოდელო სფეროსა და ციფრულ მედიაზე გადაიტანა. მის “ინსტაგრამგვერდს”, უკვე ათასობით გამომწერი ჰყავს, რომელთა დიდი ნაწილი მან სწორედ UFC-ის ვარსკვლავთან ურთიერთობის შემდეგ შეიძინა. სოფია საკუთარ პროფილზე ხშირად აქვეყნებს მოდურ ფოტოსესიებს, ლაიფსტაილ და სამოგზაურო ბლოგებს, ასევე სხვადასხვა ბრენდებთან კოლაბორაციებს. თუმცა, მზარდი პოპულარობის მიუხედავად, იგი ინარჩუნებს უშუალო იმიჯს და გლამურულ კადრებთან ერთად ხშირად აზიარებს იუმორისტულ და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ პოსტებს.
სოფია რომანოს ქონების შესახებ ოფიციალური და ზუსტი ციფრები არ არსებობს, რადგან არც თავად ინფლუენსერს და არც მის წარმომადგენლებს ეს მონაცემები საჯაროდ არასდროს გამოუქვეყნებიათ. თუმცა, მისი წარსული გამოცდილებისა (ტელეპროდუქციაში მუშაობა) და ამჟამინდელი საქმიანობის (სამოდელო სფერო, ინფლუენსერობა და მსხვილი ბრენდების რეკლამირება) გათვალისწინებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას საკმაოდ სტაბილური და მაღალი შემოსავლის წყარო აქვს.
-
სოფია რომანოსა და ჯასტინ გეიჯის ურთიერთობა
წყვილის რომანი საზოგადოებისთვის უკვე რამდენიმე წელია ცნობილია. როგორც ირკვევა, მათი პირველი კონტაქტი გაცნობის აპლიკაციაში დაიწყო. ვირტუალური საუბრები მალევე პირად შეხვედრებში გადაიზარდა და რაც თავიდან ჩვეულებრივ, მეგობრულ კომუნიკაცია იყო, დროთა განმავლობაში სერიოზულ სიყვარულში გადაიზარდა.

დღესდღეობით მოდელი გეიჯის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლას ესწრება. მას ხშირად შეამჩნევთ ოქტაგონთან ახლოს, სადაც ის ემოციურად გულშემატკივრობს საყვარელ მამაკაცს, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში მხარდამჭერ პოსტებს უძღვნის. შეყვარებულები ხშირად ანებივრებენ გამომწერებს ერთობლივი მოგზაურობებისა თუ ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი კადრებით. მიუხედავად ასეთი საჯაროობისა, წყვილს ოფიციალური ნიშნობის ან ქორწინების შესახებ ჯერჯერობით არაფერი გამოუცხადებია.

ჯასტინ გეიჯი UFC-ის ფანების ინტერესის ეპიცენტრში რჩება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორშაბათს გამართულ UFC Freedom 250-ზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა ილია თოფურიასთან და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. ამ დიდ წარმატებასთან ერთად, სოფია რომანო კვლავ რჩება გეიჯის ყველაზე დიდ დასაყრდენად და მოტივატორად, თუმცა, ამავდროულად, იგი წარმატებით აგრძელებს საკუთარი სახელის დამკვიდრებას და მხოლოდ “UFC-ის ვარსკვლავის შეყვარებულის“ სტატუსით არ შემოიფარგლება.
-
-

“რა მაგარი ამბავიააა!!!” – სასიხარულო ინფორმაცია ილია თოფურიასთან დაკავშირებით
როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელიც თეთრი სახლის ეზოში გაიმართა, ამერიკელ ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა.
საგულისხმოა, რომ მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ ქართველი მებრძოლის კუთხემ ბრძოლის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ესპანელი ჟურნალისტი, ირატი პრატი “ელ მატადორის” ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
“კარგი ამბები ვაშინგტონიდან: ილია თოფურია კარგად არის. ისვენებს.”
იქვე, პრატის პასუხი კომენტარზე თვალბუდის ძვლის შესაძლო მოტეხილობაზე:
“საბედნიეროდ, არ ყოფილა.”
სასიხარულო ამბავია, რომ ჩვენი ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
-

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღე ენერგიულად დაიწყება. შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს ახალი იდეა ან შეთავაზება, რომელიც მომავალში მოგებას მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ კომუნიკაციას – ზედმეტმა სისწრაფემ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს.
კურო
ფინანსურ საკითხებზე ფოკუსირება სასარგებლო იქნება. კარგი დროა ბიუჯეტის გადახედვისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად. საღამოს დასვენება და კომფორტი განსაკუთრებით დაგჭირდებათ.
ტყუპები
თქვენი დღეა – ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. შეხვედრები, მოლაპარაკებები და ახალი ნაცნობობა წარმატებით წარიმართება. ეცადეთ, ერთდროულად ძალიან ბევრი საქმე არ აიღოთ.
კირჩხიბი
ინტუიცია ძლიერად იმუშავებს. შესაძლოა, პასუხები ისეთ კითხვებზე იპოვოთ, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ. ემოციური ბალანსის შესანარჩუნებლად დრო საკუთარ თავს დაუთმეთ.
ლომი
მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა სასიამოვნო შედეგებს მოიტანს. გუნდური მუშაობა წარმატებული იქნება. პირად ცხოვრებაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.
ქალწული
კარიერული საკითხები წინა პლანზე გადმოვა. ხელმძღვანელობის ან კოლეგების ყურადღებას მიიპყრობთ. დეტალებზე კონცენტრაცია დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი შეცდომის თავიდან აცილებაში.
სასწორი
ახალი ცოდნის მიღებისა და გეგმების გაფართოების დღეა. მოგზაურობაზე, სწავლებაზე ან სამომავლო პროექტებზე ფიქრი შთაგაგონებთ. ოპტიმიზმი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება.
მორიელი
ფინანსური ან ემოციური საკითხების ღრმად გააზრება მოგიწევთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელიც მომავალზე იმოქმედებს. ენდეთ საკუთარ გამოცდილებას.
მშვილდოსანი
ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. პარტნიორთან, მეგობართან ან კოლეგასთან თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდება. მოუსმინეთ სხვის პოზიციას.
თხის რქა
ორგანიზებულობა დღეს თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. დაგროვილი საქმეების დასრულებას შეძლებთ. ჯანმრთელობისა და ყოველდღიური რეჟიმის გაუმჯობესებაზე დაფიქრება სასარგებლოა.
მერწყული
შემოქმედებითი ენერგია მოიმატებს. კარგი დღეა ჰობისთვის, ახალი პროექტის დასაწყებად ან რომანტიკული ურთიერთობების გასაძლიერებლად. სპონტანურობამ სასიამოვნო სიურპრიზი შეიძლება მოგიტანოთ.
თევზები
სახლი, ოჯახი და პირადი სივრცე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ახლობლებთან ურთიერთობა დადებით ემოციებს მოგიტანთ. ინტუიციას ენდეთ, განსაკუთრებით საღამოს საათებში.
