გარდაბანში ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი.
მათივე ცნობით, ისინი ერთ სამსახურში მუშაობდნენ და დილით ერთად მგზავრობდნენ.

გარდაბანში ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი.
მათივე ცნობით, ისინი ერთ სამსახურში მუშაობდნენ და დილით ერთად მგზავრობდნენ.

უმძიმესი ავარია მოხდა გარდაბანში, კერძოდ სოფელ ბირლიკში, დღეს დილით BMW – ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შედეგად ხუთი ადამიანია გარდაცვლილი, ერთი კი კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს.
გლოვაა სოფელში, სადაც ტრაგედია დატრიალდა. სამი გარდაცვლილი ადგილობრივია.
“ხუთი ახალგაზრდაა გარდაცვლილი, სამი ჩვენი სოფლის ბირლიკის მაცხოვრებელი, მათ შორის ორი ძმაა. დანარჩენი – კიდევ ორი გარდაცვლილი საგარეჯოელია. ის ბიჭებიც ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან. დიდი ტრაგედიაა. როგორ მოხდა, ზუსტად ვერ გეტყვით – ძალიან მძიმე ავარიაა, BMW – ს მარკის მანქანით სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან ძალიან დიდ ხეს შეასკდნენ. სულ 6 ახალგაზრდა იჯდა მანქანაში. 5 გარდაცვლილია და ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. საშინელი ამბავია, სამძიმარი ოჯახებს”, – ამბობს ამბები.ge საუბარში მერის წარმომადგენელი კალინინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ნუშრავან მამედოვი.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ოჯახის წევრებიც.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).
„ავარია ჩემ სახლთან მოხდა. ჩემი მეზობლები იყვნენ. ყველა მათგანი კარგი, მოწესრიგებული ახალგაზრდა იყო. დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ და მაგიტომ მოხდა ასე. ყველა თითქმის ტოლები – 18 წლისები. ერთად ვარჯიშობდნენ. ერთი ბოქსს ასწავლიდა ჩემ შვილს. გარდაცვლილიდან 2 ძმანი იყვნენ”,– უყვება „პრაიმტაიმს” ადგილობრივი.

ვერძი
სასურველია, დღევანდელი დღე მეგობრების წრეში გაატაროთ, ხოლო თუ მხიარულ განწყობასაც შეიტანთ გარშემომყოფებში, მაშინვე გახდებით თავშეყრის სული და გული და კომპლიმენტებსაც მრავლად დაიმსახურებთ.
კურო
დაუვიწარი იქნება დღევანდელი საღამო, არის ალბათობა, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და წერტილი დაუსვათ გაუგებრობებს, რომლის მოგვარებასაც აქამდე ამაოდ ცდილობდით.
ტყუპები
ის, რაც თქვენში ხდება, თავს უსუსურ, გამოუცდელ ადამიანად გაგრძნობინებთ და იმდენად შეგაშფოთებთ, რომ მზად ხართ, უარი თქვათ ყოველგვარ ნორმებსა და სტანდარტებზე. მოეშვით, მალე ყველაფერი დალაგდება, ახლა კი აქტიური დასვენების დროა.
კირჩხიბი
დაკავდით სასარგებლო საქმიანობით ოჯახურ გარემოში, ან გაიხსენეთ მივიწყებული ჰობი, შექმენით საინტერესო ესკიზები, შეცვალეთ სამოსის სტილი, ან სულაც რაიმე კულინარიული შედევრი „შექმენით“. დღესასწაულის მოწყობის დროა.
ლომი
ყურადღებით დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს, ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მათ ქმედებებს, საუბარს და აუცილებლად გააკეთებთ შესაბამის დასკვნებს. სასიკეთოა ცურვა და ვარჯიში ენერგეტიკული ბალანსისთვის.
ქალწული
მოინახულეთ ახლობლები, მეგობრები, გაისეირნეთ ბუნებაში მათთან ერთად, გამოაფხიზლეთ გადაღლილი გონება და აივსეთ სული და ფიზიკური სხეული ჯანსაღი ენერგიებით და პოზიტივით.
სასწორი
ნუ აჰყვებით აბეზარ ფიქრებსა და მოგონებებს, ისინი არა მარტო თქვენს გუნება-განწყობაზე აისახება ნეგატიურად, არამედ, ენერგიასაც გამოგაცლით და გამოგფიტავთ, მუქ ფერებში დაგანახვებთ ცხოვრებას. აჯობეთ საკუთარ თავს.
მორიელი
ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, საკვების ხარისხს, სჯობს, მიირთვათ ჩვეული კერძები მცირე ულუფებით და თავი შეიკავოთ ეგზოტიკური საკვებისგან. სასურველია, გონება დაასვენოთ სამსახურებრივ თემებზე ფიქრისგან.
მშვილდოსანი
შექმენით მყუდრო ატმოსფერო თქვენს ირგვლივ და დაკავდით არსებული ინფორმაციის გაანალიზებით, შესაძლოა, რომელიმე საკითხი გაურკვევლობას იწვევს თქვენში, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად მოიძიეთ საჭირო ლიტერატურა.
თხის რქა
ნაკლები იფიქრეთ საქმეებზე და მეტი გართობისა და მოდუნების საშუალება მიეცით საკუთარ თავს. სასიკეთოა სასიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაცია, მოიფიქრეთ რაიმე, დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გასატარებლად.
მერწყული
მოსალოდნელია ახალი რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც შესაძლოა, არც ისე დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ დასამახსოვრებელი ნამდვილად იქნება, თუმცა, არაფერია გამორიცხული.
თევზები
თავი დაანებეთ შემოვლით გზებს და პირდაპირ განაცხადეთ თქვენი სურვილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სადავეები სხვების ხელში აღმოჩნდება და დააგვიანებთ.

საშინელი ფაქტი მოხდა იტალიის ქალაქ ტარანტოში! დილის 5 საათზე
სასოფლო სამეურნეო სამსახურის შესასრულებლად მიდიოდა
35 წლის ემიგრანტი , წარმოშობით მალიდან – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის“ ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე წერს.
„ მას ფეხმძიმე მეუღლე დარჩა…
ველოსიპედით სამსახურში მიმავალი ახალგაზრდა გახდა 5 კაციანი ჯგუფის სამიზნე და ამ ჯგუფის წევრებიდან
4 არასრულწლოვანი იყო:
მხოლოდ 14 და 15 წლისანი.
თავის გადასარჩენად მსხვერპლმა ,
იქვე ახლოს მდებარე ბარს შეაფარა თავი
რა დროსაც მეპატრონემ მას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდააააააა.
და საშუალება არ მისცა სიცოცხლე დაეცვა საბრალოს.
და არც პოლიციას გამოუძახა…
ადამიანის გადარჩენისთვის ერთი ნაბიჯი იყო საჭირო….
ის ყველანაირი ბასრი საშუალებებით დაჩეხეს… რაც კი ხელთ ქონდათ ამ
” არაკაცების ჯგუფს”.
რა უნდოდათ
დილის 5 საათზე არასრულწლოვანებს გარეთ?
სად იყვნენ მშობლები ამ დროს!
ბარის მეპატრონე!
საზოგადოება.
სამწუხაროდ ჩვენ, რასისტული საზოგადოება ვართ !
ამას დავწერ ხმამაღლა რადგან
მე თავად მომიწია ნ.13 ავტობუსში, რომლითაც ვისარგებლოთ ყოველ დღე,
მომიწია შეტაკება პატივსაცემ “ასაკოვან მოხუცთან”, რომელიც უშვერი სიტყვებით ამკობდა ავტობუსში ამოსულ შოკოლადისფერ დედა შვილს , პატარა სულ სადღაც 7 თვის იქნებოდა.
რადგან შეწუხდა , ვერ აიტანა მისი ტირილი. აი ეს არის დღევანდელი ინტეგრაციის სახე!
მე ვიტყვი რომ:
სკოლები რომელიც სავსეა ემიგრანტი ბავშვებით და დღემდე ბევრი სახით ხდება ახალმისული ბავშვების ბულინგი!
მეტი ყურადღება არის საჭირო,
საჭიროა საგანმანათლებლო ახალი პროექტები ინტეგრაციისთვის.
ჩამოშლილია:
მიმღებლობის კულტურა,
სტუმარმასპინძლობის კულტურა !
უნდა უფრო გაძლიერებული ფორმით ხდებოდეს ორივე მხარის სტუმრის და მასპინძლის თანდასწრებით ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა!
ჩვენ ვიღებთ უცხო სამყაროს და ამავდროულად ვანადგურებთ!
დღეს ჩემთვის ” ბიძია თომას
ქოხის” თანამედროვე ისტორია განმეორდა!
შორეული ქვეყნიდან ჩამოსული საბრალო ადამიანი…
ვინ იცის რა ოცნებებით ქარგავდა მის მომავალ სამყაროს🥺
ის პატარას ელოდებოდა.
აქ ყველა სიტყვა ზედმეტია ამ ჯგუფის დასაცავად.
უმკაცრესი განაჩენი!
ვერ ვიქნები ჰუმანური მათ მიმართ!
ნებისმიერ სტრუქტურას, სკოლას, ადამიანებს, კანონს ევალებათ ინტეგრაციისთვის მეტი ყურადღების მიქცევა და ამ ეტაპზე ვიტყვი ადგილობრივებთან მეტად.
ემიგრაციაში არის მთელი მსოფლიო
ადამიანებს ავიწყდებათ თავიანთი ისტორიები. ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ისევ დუმილით ვგუდავ ამ ტკივილს
ამ ახალგაზრდის დაკარგული სიცოცხლე
კი არის დღევანდელობის მწარე რეალობა! საჭიროა: სანამ მოხდება ცუდი, მანამ
ვიმოქმედოთ“, – წერს ფიქრია კუჭუხიძე.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი პირი: ოთხი არასრულწლოვანთა პროკურატურის, ხოლო ერთი საერთო პროკურატურის განკარგულებით. სრულწლოვანი 20 წლის ფაბიო სალეა, ხოლო ოთხი არასრულწლოვანი 15-დან 16 წლამდე ასაკისაა.

სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, კიდევ 7 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის 2 საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდია”.

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
„მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
თუმცა ნალექი არსად გაგრძელდება მთელი დღის მანძილზე, მზიანი და თბილი საათები კვლავ დარჩება ჩვენი ყოველდღიურობის მთავარ ფერად, მხოლოდ საღამოსა და ღამის საათებში გაგვიავდრდება, ქარის გაძლიერებით.
სითბო და სინათლე ისევ ჩვენთანაა, ხოლო წვიმა მხოლოდ ხანმოკლე ხნით, თითქოს ბუნების ემოციური შეხსენება იქნება, რომ ყოველი დღე თავისი სიურპრიზით მოდის.
გისურვებთ საოცარ დღეებს და აქვე გეტყვით, რომ მზის ულტრაიისფერი ინდექსი მაღალია, შეგიძლიათ გაირუჯოთ და გაზაფხულზეც დატკბეთ მშვენიერი ნამზეურით”,- წერს კობა ფარტენაძე.

N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რითაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანა გახდება შესაძლებელი.

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, გასულ წელს დაფინანსების ზედა ზღვარი 20 000 ლარი იყო, წელს მეწარმეებს უკვე 50 000 ლარამდე თანხის მიღება შეუძლიათ.

“რა ბოროტი უნდა იყო ქალი, ასე მოიქცე!” – ქორწილში, დედამთილი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, კადრები სოციალურ ქსელში ვრცე.ლდება