Author: tea

  • 🔻მოქალაქე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს რომ ავტომობილში მყოფი პირი მოტოციკლეტს წიხლს ურტყამს და მის მძღოლს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს – ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻მოქალაქე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს რომ ავტომობილში მყოფი პირი მოტოციკლეტს წიხლს ურტყამს და მის მძღოლს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს – ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

    “საერთოდ არ მსიამოვნებს ამ ვიდეოს ყურება, მაგრამ რადგანაც ყველას წააშლევინა ამ ოჯახმა, გადავწყვიტე იყოს აქ… მოტოციკლზე მე ვარ. საჩივარი დაწერილია, მამაკაცის ვინაობა იდენტიფიცირებულია” – წერს მოქალაქე ანი რობაქიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ ავტომობილში მყოფი პირი მოტოციკლეტს წიხლს ურტყამს და მის მძღოლს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

  • 19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე აქტიური და ნაყოფიერი იქნება. შესაძლოა მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან ახალი იდეა გაგიჩნდეთ. პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ.

    კურო
    ფინანსური საკითხები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. კარგი დროა ბიუჯეტის გადასახედად და სამომავლო გეგმების დასაწყობად. საღამოს სასიამოვნო შეხვედრაა მოსალოდნელი.

    ტყუპები
    თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს ბევრ კარს გაგიღებთ. თამამად გამოხატეთ საკუთარი აზრი, თუმცა მოერიდეთ კამათს, რომელიც არაფრის მომტანი იქნება.

    კირჩხიბი
    შესაძლოა, წარსულიდან ვინმემ შეგახსენოთ თავი. ნუ აჩქარდებით ძველი საკითხების ხელახლა გახსნაში. საკუთარ ემოციებს მეტი დრო დაუთმეთ.

    ლომი
    დღე ხელს უწყობს მეგობრულ ურთიერთობებსა და ახალი ნაცნობობების გაჩენას. შესაძლოა, მიიღოთ მხარდაჭერა იქიდან, საიდანაც არ ელოდით.

    ქალწული
    სამუშაო სფეროში პასუხისმგებლობები გაიზრდება, მაგრამ თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. ეცადეთ, დასვენებისთვისაც გამონახოთ დრო.

    სასწორი
    ახალი ინფორმაციის მიღება და ცოდნის გაღრმავება წარმატებას მოგიტანთ. კარგი დროა სამომავლო გეგმებზე ფიქრისთვის.

    მორიელი
    დღეს ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. ენდეთ საკუთარ შეგრძნებებს, განსაკუთრებით ფინანსურ და პირად საკითხებში.

    მშვილდოსანი
    ურთიერთობები დღის მთავარი თემა იქნება. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობების მოგვარებაში.

    თხის რქა
    დღე ხელსაყრელია ყოველდღიური საქმეების დასასრულებლად. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ და ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.

    მერწყული
    შემოქმედებითი ენერგია გაიზრდება. კარგი დროა ჰობისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად და სასიამოვნო ემოციების მისაღებად.

    თევზებიოჯახური საკითხები პირველ პლანზე გადმოვა. ახლობლებთან გატარებული დრო დადებით განწყობას შეგიქმნით.

  • ⭕️”პირველი შვილი 42 წლის ასაკში გავაჩინე, იმდენი დრო არ მაქვს დარჩენილი…” – თეა წულუკიანის სულისშემძვრელმა სიტყვებმა ხალხი დააფიქრა🥺

    ⭕️”პირველი შვილი 42 წლის ასაკში გავაჩინე, იმდენი დრო არ მაქვს დარჩენილი…” – თეა წულუკიანის სულისშემძვრელმა სიტყვებმა ხალხი დააფიქრა🥺

    ”42 წლის ასაკში გავაჩინე პირველი შვილი, იმდენი დრო არ მაქვს დარჩენილი რომ…” – ნახეთ თეა წულუკიანის უმძიმესი განცხადება

     

    თეა წულუკიანმა ოჯახისა და შვილის შესახებაც ისაუბრა: „ფაქტი, რომ მე ჩემი ერთადერთი შვილი შემეძინა 42 წლის ასაკში,ვთვლი, რომ ღვთის ძალიან დიდი წყალობაა და სწორედ ამიტომ შევძელი კარგი დედობა. მე ადრეულ ასაკში დედობისთვის მზად არ ვიქნებოდი.ვამაყობ, რომ მიუხედავად სამსახურისა, შევძელი მეგობრული ურთიერთობის დამყარება და დედაშვილური კავშირის ჩამოყალიბება.

    ალბათ, ეს არ უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მეუღლე არის ჩემზე 9 წლით უმცროსი, არის ძალიან კარგი ადამიანი და, ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაშიც გამიმართლა. ის, რომ ის ყველაფერი აიტანო, რასაც ის იტანს, ძალიან რთულია, ვაღიარებ. არის ძალიან კარგი მეუღლე, ძალიან კარგი მამა“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

  • 1000 ლარი სემესტრულად სტუდენტებისთვის – ვის დააფინანსებს მერია

    1000 ლარი სემესტრულად სტუდენტებისთვის – ვის დააფინანსებს მერია

    “სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში” მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ცვლილებები ამოქმედდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    მისივე განმარტებით, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი გახდება. ასევე, ამოქმედდება ახალი პროგრამა  სახელწოდებით “ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის”.

    “პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების შემუშავებაზე იმუშავებენ, მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტური სფეროების განსაზღვრა კი ყოველწლიურად განხორციელდება. ასევე გაგრძელდება იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს სწავლის უფლება სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერია, ყოველსემესტრულად, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს აფინანსებს.

    “სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს 1 280-მა სოციალურად დაუცველმა, 500-ზე მეტმა მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა სტუდენტმა და 50-მდე შშმ სტუდენტმა მიიღო დაფინანსება. ამასთან, მივესალმებით აღნიშნული მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაზრდის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

  • გარდაიცვალა ერთ-ერთი პირი, რომლის მდგომარეობაც ურეკში, ზღვიდან ამოყვანის შემდეგ დამძიმდა

    გარდაიცვალა ერთ-ერთი პირი, რომლის მდგომარეობაც ურეკში, ზღვიდან ამოყვანის შემდეგ დამძიმდა

    🔻 გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთ-ერთი პირი, რომლის მდგომარეობაც ურეკში, ზღვიდან ამოყვანის შემდეგ დამძიმდა | ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია 30 წლამდე კაცი, რომელიც, სავარაუდოდ, სომხეთის მოქალაქეა

    🔻 ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო და ოთხივე მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. თუმცა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე იყო

  • ⭕ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო

    ⭕ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო

    ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო – ოთხივე მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს.

    როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთს ადგილზე უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

    დამატებითი დეტალები უცნობია.

  • 🔻ვაჟები პირველი და ერთადერთი ქორწინებიდან და ორი ქალიშვილი – ალისა და ჟასმინი – უკრაინული გამოცემა მიხეილ სააკაშვილის შვილების შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻ვაჟები პირველი და ერთადერთი ქორწინებიდან და ორი ქალიშვილი – ალისა და ჟასმინი – უკრაინული გამოცემა მიხეილ სააკაშვილის შვილების შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    პო­პუ­ლა­რულ­მა უკ­რა­ი­ნულ­მა ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა “გორ­დონ­მა“გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად მი­მო­ი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ოთხი­ვე შვი­ლის ცხოვ­რე­ბას, მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

    მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რუს­თა­ვის №12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ა­მა­ყით სა­უბ­რობს თა­ვის ორ ვაჟ­სა და ორ ქა­ლიშ­ვილ­ზე. მისი თქმით, შვი­ლე­ბის­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რია.

    ვა­ჟე­ბი – წარ­მა­ტე­ბა ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტის სფე­რო­ში და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა აზი­ა­შიმო­გეხ­სე­ნე­ბათ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ნი­დერ­ლან­დე­ბის მო­ქა­ლა­ქე სან­დრა რუ­ლოვსთან პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი – ედუ­არ­დი (და­ბა­დე­ბუ­ლი 1995 წელს) და ნი­კო­ლო­ზი (და­ბა­დე­ბუ­ლი 2005 წელს) ჰყავს. გა­მო­ცე­მა იხ­სე­ნებს, რომ 2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში მის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში პო­ლი­ტი­კოს­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რას საქ­მი­ა­ნო­ბენ მისი უფ­რო­სი შვი­ლე­ბი:

    ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი – უფ­რო­სი ვაჟი დღეს­დღე­ო­ბით ევ­რო­პა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო და წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტად ით­ვლე­ბა. იგი ამ­ჟა­მად ნი­დერ­ლან­დებ­ში ცხოვ­რობს და იქ აგ­რძე­ლებს თა­ვის წარ­მა­ტე­ბულ პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას.

    ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი – უმ­ცროს­მა ვაჟ­მა სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­წყო ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. მა­მა­მი­სის თქმით, ნი­კო­ლო­ზი თავ­და­პირ­ვე­ლად კუ­რი­ე­რად მუ­შა­ობ­და და პი­ცა­სა და სხვა­დას­ხვა საკ­ვებს ატა­რებ­და, რათა სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქო­ნო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან ია­პო­ნი­ის სა­ელ­ჩოს გრან­ტი მო­ი­პო­ვა, გა­ემ­გზავ­რა ია­პო­ნი­ა­ში, სა­დაც შე­ის­წავ­ლა ენა, ამ­ჟა­მად კი ლა­ოს­ში იმ­ყო­ფე­ბა და ლა­ო­სურ ენას ეუფ­ლე­ბა.მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ შვი­ლე­ბის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია მის­მა აღ­ზრდამ, თუმ­ცა მათ­თვის ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­ა­ლო­ბა ემო­ცი­უ­რად მარ­ტი­ვი არ არის:

    “გარ­და იმი­სა, რომ მათ სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ ფული, ისი­ნი თა­ვი­ანთ მი­სი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ხე­და­ვენ. ეს მე გა­და­ვე­ცი მათ. არ ვიცი, კარ­გია თუ ცუდი, რომ ფული სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ, მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და. ჩემი შვი­ლე­ბის ცო­ტა­თი დე­მო­რა­ლი­ზე­ბას ახ­დენს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი ხე­და­ვენ, თუ რო­გორ ეპყრო­ბა ჩემ­თან არ­სე­ბუ­ლი ოკუ­პა­ცი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მაგ­რამ ისი­ნი გა­უმკლავ­დე­ბი­ან ამას. მათ ეს­მით, რა­ტომ ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი“, – აღ­ნიშ­ნა ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა გა­მო­ცე­მას­თან.

    უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ელის-მა­რია – “ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის ვარ­სკვლა­ვი

    “მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, ელის-მა­რი­ას არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­ვე­ლად 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში აც­ნო­ბა. გო­გო­ნას დედა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძეა, რო­მელ­მაც ის 2020 წლის ზა­ფხულ­ში გა­ა­ჩი­ნა.

    სა­ა­კაშ­ვი­ლი შვი­ლის ნი­ჭი­ე­რე­ბი­თა და ხა­სი­ა­თით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია:

    “უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ალი­სია. ის ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვია და უკვე სამ ენა­ზე სა­უბ­რობს“, – სი­ა­მა­ყით ჰყვე­ბა პო­ლი­ტი­კო­სი.

    მი­სი­ვე თქმით, გო­გო­ნა ძა­ლი­ან მებ­რძო­ლი და პრინ­ცი­პუ­ლი იზ­რდე­ბა: “ის ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე იცავს თა­ვის უფ­ლე­ბებს და ებ­რძვის უსა­მარ­თლო­ბას. არის ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი“.

    უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი – ცხოვ­რე­ბა ომის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ულ კი­ევ­შიმი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ჟას­მი­ნი, უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს. მისი დედა უკ­რა­ი­ნის პარ­ტია “ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კოა. 2021 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ვე­ბის დღეს, იას­კომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც წყვილ­მა სა­ჯა­როდ აღი­ა­რა სიყ­ვა­რუ­ლი და პარტნი­ო­რო­ბა. სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­შინ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო და მას ლი­ზას­თან უკვე სა­ერ­თო ოჯა­ხი ჰქონ­და.

    2023 წლის ზა­ფხულ­ში ლიზა იას­კომ გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა ზუს­ტი თა­რი­ღი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია. თა­ვად სა­ა­კაშ­ვილ­მა წე­რილ­ში აღი­ა­რა, რომ თა­ვი­სი უმ­ცრო­სი შვი­ლი, ჟას­მი­ნი, პი­რა­დად ჯერ კი­დევ არ უნა­ხავს. განაგრძეთ კითხვა…

  • ამ წუთებში ნაძალადევის რაიონში ძლიერი ხანძარია

    ამ წუთებში ნაძალადევის რაიონში ძლიერი ხანძარია

    ნაძალადევის რაიონში ავტომობილების სახელოსნო დაიწვა. კადრებს “ტვ პირველი” ავრცელებს.

  • ნიკა გვარამიამ თეა ულუკიანს ლექსი მიუძღვნა

    ნიკა გვარამიამ თეა ულუკიანს ლექსი მიუძღვნა

    “გადასარევია, ასეთი ზუსტი პორტრეტი იშვიათია. ლუპიტა კი არა, ჯალათეა უნდა ერქვას, ოღონდ…

     

    ნიკა გვარამიამ ესპანელი პოეტის ლექსი მიუძღვნა თეა წულუკიანს, რომელიც ამჟამად 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს.

     

    “გადასარევია, ასეთი ზუსტი პორტრეტი იშვიათია. ლუპიტა კი არა, ჯალათეა უნდა ერქვას, ოღონდ…

     

     

    ყასბის ქალიშვილი

     

    სოფელში ცხოვრობს ლუპიტა,

     

    ყასაბი ჰყავდა მამა.

     

    მამის ხელობა ესწავლა,

     

    სულ ოცნებობდა ამას.

     

    მოსწონდა, როცა საკლავი

     

    ასხმარტალებდა ფეხებს;

     

    მოსწონდა, როცა ხედავდა

     

    რიდით მომზირალ გლეხებს.

     

    მოსწონდა, სისხლის მდინარე

     

    რომ ჩაჰყვებოდა ღელეს;

     

    მოსწონდა, როცა ხედავდა

     

    მამის სისხლიან ხელებს.

     

    მაგრამ ვერ გახდა ყასაბი,

     

    ტანად მორჩილი, ჩია.

     

    ვერ ერეოდა ნაჯახს და

     

    ვერ მოკლა გულის ჭია.

     

    ჰოდა, იფიქრა – ყასბობის

     

    თუკი არ შემწევს ძალა,

     

    სხვაგვარად დავაზიანებ –

     

    ენას ვიხმარებ ხმალად…

     

    სოფელში ახლა ლუპიტას

     

    სუყველა იცნობს, როგორც

     

    ბოროტი ენის პატრონს და

     

    ყასბის მემკვიდრე გოგოს.

     

    ცდილობს, სუყველა დაგესლოს

     

    სოფლის მიღმა თუ მოღმა…

     

    სამოციოდე კილოა

     

    და სამოცივე – ბოღმა.