Author: tea

  • “დამ გადაასწრო, ძმა კი…” 🥹💔გურიაში ბავშვს მატარებელი დაეჯახა🥹😢😱😱 მომხდარის უმძიმესი დეტალები

    “დამ გადაასწრო, ძმა კი…” 🥹💔გურიაში ბავშვს მატარებელი დაეჯახა🥹😢😱😱 მომხდარის უმძიმესი დეტალები

    დღეს გურიაში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მოხდა.

    ,,რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა”.

    წყაროს ცნობით, დაშავებული ბავშვი ლანჩხუთის ,,მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში.

    ,,საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და ქუთაისში გადაიყვანეს. მეექვსე კლასის მოსწავლე ბავშვია. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა,”- უთხრა “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა ნიგვზიანში, ირაკლი გუჯაბიძემ.

  • „თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო…ბაჩო როცა გადმობრუნებულ მანქანაში იყო ეს თქვა….“ – ლიკა კუჭუხიძის პირველი ინტერვიუ უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ

    „თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო…ბაჩო როცა გადმობრუნებულ მანქანაში იყო ეს თქვა….“ – ლიკა კუჭუხიძის პირველი ინტერვიუ უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ

    კვირას, 5 აპრილს – ლიკუნა კუჭუხიძე ნოე სულაბერიძის გადაცემაში იქნება სტუმრად.

    ლიკა იმ სამწუხარო ტრაგედიის შესახებ ისაუბრებს, რამაც რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო შეძრა.

    შეგახსენებთ, რომ ლიკას მეუღლე აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.

    „თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო…ბაჩო როცა გადმობრუნებულ მანქანაში იყო თქვა, ლიკას მიმიხედეთო, ადამიანი რა გრძნობით უნდა გიყვარდეს, რომ ტოვებ ამ სამყაროს და კიდევ შენს საყვარელ ადამიანზე ფიქრობ…

    ჩემს გარდაცვალებას ელოდებოდა ყველა, ისე მძიმედ ვყოფილვარ…

    ლიკუნია, ჩვენი ბაჩო აღარ არისო, მანდ უკვე ყველაფერი ჩაქრა, სულის ტკივილამდე რომ ადამიანი მოგენატროს, აი მაგ დონეზე მენატრება…“ – ამბობს ლიკა კუჭუხიძე.

  • გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს

    გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მარკო რუბიოსთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

    “რაც შეეხება რუბიოს ზარს: დიდი ანალიზი არ სჭირდება დასკვნას, რომ ის განპირობებული იყო ირანის ომის მეორე ფაზასთან დაკავშირებული ლოგისტიკური პრობლემებით.შესაბამისად, მაღალი ალბათობით, გამომდინარე იქიდან რომ რუსეთის მარწუხებში მყოფ ხელისუფლებას აშშ-სთან ამ კუთხით თანამშრომლობის “ფუფუნება” არ აქვს,

    საუბრის რეალური შედეგი არა ურთიერთობების გაუმჯობესება, არამედ გაუარესება იქნება.ველოდები, ამგვარი შედეგის პირველივე სიმპტომების გამოჩენის შემდეგ, როგორ იტყვის კობახიძე, რომ რუბიო მისგან ირანთან მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდა…” – წერს გია ხუხაშვილი.

  • როდის გამოიდარებს ქვეყნის მასშტაბით – განახლებული პროგნოზი

    როდის გამოიდარებს ქვეყნის მასშტაბით – განახლებული პროგნოზი

    საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს, თუმცა 3 აპრილიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 2026 წლის 31 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

    უნალექო ამინდი შენარჩუნდება 1 და 2 აპრილსაც. აღნიშნულ პერიოდში მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში.

    თუმცა, ამინდის სტაბილური ფაზა ხანგრძლივი არ იქნება. დასავლეთ საქართველოში ისევ იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქშიც არის წვიმა მოსალოდნელი.

    სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებასაც ვარაუდობენ.

  • ⭕️ ქუთაისში საავადმყოფოში   შეიყვანეს  ბავშვი, რომელსაც  მატარებელი დაეჯახა

    ⭕️ ქუთაისში საავადმყოფოში შეიყვანეს ბავშვი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა

    ქუთაისში საავადმყოფოში შეიყვანეს  ბავშვი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა.

    “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ბავშვი ქუთაისში კლინიკა “დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრშია”  გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

    შემთხვევა გურიაში  მოხდა.

    “ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • ქარბუქი, ნისლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    ქარბუქი, ნისლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

    ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

    „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • დაიღუპა პოლიციელი, 52 წლის ქალი – სად მოხდა შემთხვევა

    დაიღუპა პოლიციელი, 52 წლის ქალი – სად მოხდა შემთხვევა

    🔻 ყვარელში ავარიის შედეგად პოლიციელი, 52 წლის ქალი დაიღუპა | ინფორმაციას გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს და წერს, რომ ავარია ცოტა ხნის წინ იმ დროს მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მათივე ცნობით, სწორედ ამ მანქანაში იჯდა პოლიციელი, რომელიც შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები

    📸 მთავარი ამბები კახეთიდან

  • „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ – ანდრია ჯაღმაიძე

    „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ – ანდრია ჯაღმაიძე

    „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.

    ჟურნალისტებთან საუბრისას, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა, წლების წინ, პატრიარქთან საუბარი.

    „მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო –  გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე კიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ – ასე რომ ამბობენ, ქამარზე კიდია ეს გასაღებიო, აქ არის, თუ იქ არისო, მაგით მეტად აღარ დაინტერესდნენო, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია, თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

  • ‼️ ავარია გორთან ავტომაგისტრალზე – რა ვითარებაა ადგილზე

    ‼️ ავარია გორთან ავტომაგისტრალზე – რა ვითარებაა ადგილზე

    გორთან ავტომაგისტრალზე დღეს კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ვიდეოს “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

    დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია.

     

  • “შევედი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე….” 😱😱  რა შეემთხვა ახალგაზრდა გოგონას ნახეთ კომენტარში 👇👇

    “შევედი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე….” 😱😱 რა შეემთხვა ახალგაზრდა გოგონას ნახეთ კომენტარში 👇👇

    გოგონას ანეკდოტად ქცეული ისტორია:

    “მე-12 კლასი. სადაცაა სკოლას დავამთავრებთ. დირექტორმა გამოაცხადა, სანამ დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლე სამედიცინო შემოწმებას არ გაივლის, ატესტატს არავის მივცემთო. ასე რომ, იძულებული გავხდით, საავადმყოფოში წავსულიყავით.

    ყველა ექიმი ჩამოვიარე და ბოლოსთვის შემოვიტოვე ყველაზე საინტერესო – ნაცხის აღება. შევდივარ კაბინეტში და ვხედავ: ზის ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი, სტუდენტი-პრაქტიკანტი. ბედი არ გინდა? – გავიფიქრე.

    რას გავაწყობდი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე… დუმილია. სრულიად არაფერი ხდება. ვგრძნობ, როგორ მიყურებს ის ვიგინდარა! ჯანდაბაშიც წასულა!

    უცბად ჩაახველა და სანდომიანი ხმით მომმართა: “ახალგაზრდა ქალბატონო, რომ იცოდეთ, ნაცხს ყელიდან ვიღებთ!”