Author: tea

  • “ზღვის დონე აიწევს… მოქალაქეებს ვურჩევ, რომ ნახონ ეს საიტი და ის, თუ როგორი დრამატული სურათია მოსალოდნელი” – გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტი

    “ზღვის დონე აიწევს… მოქალაქეებს ვურჩევ, რომ ნახონ ეს საიტი და ის, თუ როგორი დრამატული სურათია მოსალოდნელი” – გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტი

    „წყალდიდობები მომრავლდა, მაგრამ სანაპიროს ინტეგრირებული მართვა არ გვაქვს“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ განაცხადა.

    მისი თქმით, მომავალ წლებში ზღვის დონე აიწევა, რისთვის საჭიროა მზაობა. ამ ნაწილში საუბრისას რესპონდენტი აღნიშნავს, რომ რიგ ქვეყნებს შემუშავებული აქვს სანაპიროს ინტეგრირებული მართვის მექანიზმები, რისი შემოღებაც საქართველოშიც მნიშვნელოვანია.

  • სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რამდენ ხანს შენარჩუნდება ცვლილება? – “ზაფხულის რეჟიმზე გადავედით, რაც იმას გულისხმობს, რომ…”

    სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რამდენ ხანს შენარჩუნდება ცვლილება? – “ზაფხულის რეჟიმზე გადავედით, რაც იმას გულისხმობს, რომ…”

    დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 21 ივნისიდან, ზაფხულის რეჟიმით გადაადგილდება, რაც იმას გულისხმობს, რომ გაზრდილია მოცდის დრო და შემცირებულია ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა. საზაფხულო რეჟიმი 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ზაფხულის რეჟიმზე გადასვლა სტანდარული პროცედურაა, რაც ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირებას უკავშირდება.

  • მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა – ვერ წარმოიდგენთ  რა დაარქვეს ახალშობილს?

    მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა – ვერ წარმოიდგენთ რა დაარქვეს ახალშობილს?

    ტელეწამყვანი მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა. ახალშობილს ლუკა დაარქვეს.

  • წვიმა ელჭექით და სეტყვა – ქვეყნის ნაწილში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

    წვიმა ელჭექით და სეტყვა – ქვეყნის ნაწილში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

    გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში,24- 25 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

    თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24-25 ივნისს შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24-25 ივნისს შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

  • “ეს ეხება 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს… რეგისტრაცია დაიწყება 6 ივლისს” – კახა კალაძე

    “ეს ეხება 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს… რეგისტრაცია დაიწყება 6 ივლისს” – კახა კალაძე

    თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება.

    როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge.

  • 🔴”მოკლეს, დაჩეხეს…” – დაპირისპირების კადრები კლინიკიდან, სადაც 35 წლის ნინო მუჯრს ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ქალი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა

    🔴”მოკლეს, დაჩეხეს…” – დაპირისპირების კადრები კლინიკიდან, სადაც 35 წლის ნინო მუჯრს ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ქალი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა

    ხმაურია თბილისში, იმ კლინიკასთან, სადაც 35 წლის ნინო მუჯრს ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ქალი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.

    ვიდეო: “TV პირველი”

  • მთავრობის განკარგულება, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    მთავრობის განკარგულება, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება და რეგულაცია 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

    სამინისტრო განმარტავს, რომ 2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება. ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.

    2026 წლის 1-ელი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.

    2031 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.

  • კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა – სურსათის უვნებლობის ექსპერტის გაფრთხილება

    კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა – სურსათის უვნებლობის ექსპერტის გაფრთხილება

    სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გაყინული ხორცის გალღობის უვნებელ ხერხებზე საუბრობს. მისი თქმით, კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ხორცი გალღობის მიზნით, ოთახის ტემპერატურაზე, რამდენიმე საათით გაჩერდეს.

    „კატეგორიულად აკრძალულია და არ შეიძლება გაყინული (ნებისმიერი) ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა. ოთახის ტემპერატურაზე გალღობას დიდი დრო სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, შესაძლებელია, ტემპერატურამ საშიშ დიაპაზონს მიაღწიოს (10 გრადუსიდან, 60 გრადუსამდე), გავრცელდეს ბაქტერიები და შემდეგ პათოგენურებად გარდაქმნა. ამიტომ, მისაღებია, პრაქტიკულია და აუცილებელია, რომ გალღობის პროცესი მიმდინარეობდეს უსაფრთხოდ და უვნებლად.

    გალღობის ერთ-ერთი მეთოდია, გამდინარე ცივი წყლის ქვეშ გალღობა, სადაც შეფუთვის გარეშე უნდა მოვათავსოთ პროდუქტი. ამ შემთხვევაში, მალეც გალღვება. როდესაც ცივი წყალი მოდის, ტემპერატურა საშიშ დიაპაზონს ვერ მიაღწევს და დაცული იქნებით.

    ასევე, არსებობს მეორე მეთოდიც, რომელსაც ინდუსტრიული ობიექტები ხშირად იყენებენ – საყინულიდან იღებენ ხორცს და მაცივარში ათავსებენ“, – ამბობს სპეციალისტი.

  • 🔻 ”ნეტავ სულ არ გათენებულიყო, თუ ღირდა საერთოდ ამად ეს გათენება?!” – 35 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 ”ნეტავ სულ არ გათენებულიყო, თუ ღირდა საერთოდ ამად ეს გათენება?!” – 35 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    ქართველი ემიგრანტი, 35 წლის ნინო მუჯირი გარდაიცვალა – ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

    “გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი 35 წლის ნინი მუჯირი. ნეტავ სულ არ გათენებულიყო, თუ ღირდა საერთოდ ამად ეს გათენება?! ნუთუ ამის გასაგებად უნდა ამოსულიყო მზე?! ქართველი ემიგრანტები, “ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ნინი მუჯირის ოჯახსა და ახლობლებს.

    ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან. ვინ იცის სად ხარ? მენანები იმ ქარისთვის შენს საფლავზე, რომ ააშრიალებს დაღლილ ხეებს… მენანები იმ ქარისთვის აბუჩად,რომ იგდებს და გამუდმებით აქეთ-იქით არწევს შენს საფლავზე ამოსულ გვირილებს…მენანები მიწისთვის, ცივი მიწისთვის…მენანები სამარადისო ძილისთვის…” – წერს შოთო სიხარულიძე.

  • 24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სამსახურში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. საღამოს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დადებით ემოციებს მოგიტანთ.

    კურო
    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. სასურველია, დიდი ხარჯები სხვა დროისთვის გადადოთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

    ტყუპები
    თქვენი კომუნიკაციის უნარი დღეს განსაკუთრებით გამოკვეთილი იქნება. კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, ახალი ნაცნობობისა და პროფესიული კონტაქტების გასაფართოებლად.

    კირჩხიბი
    ემოციური ფონი შედარებით მგრძნობიარე იქნება. ეცადეთ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. ოჯახური საკითხების მოგვარება წარმატებით დასრულდება.

    ლომი
    დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენი იდეები და ინიციატივები სხვების მხარდაჭერას მოიპოვებს. ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისთვის.

    ქალწული
    დაგროვილი საქმეების დასრულების დროა. დეტალებზე ყურადღება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.

    სასწორი
    რომანტიკული და შემოქმედებითი ენერგია გაძლიერდება. კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად და საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად.

    მორიელი
    ოჯახურ და საცხოვრებელ საკითხებზე კონცენტრირება მოგიწევთ. მოთმინება და დიპლომატია შესაძლო უთანხმოებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

    მშვილდოსანი
    მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან საინტერესო შეთავაზება შეიძლება მიიღოთ. მოგზაურობისა და სწავლის თემები აქტუალური გახდება. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

    თხის რქა
    ფინანსური შესაძლებლობები გამოჩნდება, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველა დეტალი გადაამოწმეთ. შრომა მალე შედეგს გამოიღებს.

    მერწყული
    ენერგიითა და მოტივაციით სავსე დღე გელით. კარგი დროა საკუთარი გეგმების რეალიზებისთვის. ყურადღება მიაქციეთ ახლობლებთან ურთიერთობას.

    თევზებიდღე სიმშვიდისა და თვითანალიზისთვისაა განკუთვნილი. ნუ გადაიტვირთებით ზედმეტი პასუხისმგებლობებით. დასვენება და ემოციური ბალანსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.