Author: tea

  • “აღარ შემიძლია მეტის მოთმენა, ყველას გაფრთხილებთ…” – სოფო ნიჟარაძემ მიმართვა გამოაქვეყნა

    “აღარ შემიძლია მეტის მოთმენა, ყველას გაფრთხილებთ…” – სოფო ნიჟარაძემ მიმართვა გამოაქვეყნა

    სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ხალხს აფრთხილებს

    “მეგობრებო! მე ბევრჯერ გაგაფრთხილეთ, არ ენდოთ ფეიქ გვერდებს გათამაშებასთან დაკავშირებით, ჩემი გვერდი არაფერს არ ათამაშებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არასდროს არ ყოფილა გათამაშება, ეს იყო ტყუილი. რამდენი ვბლოკავთ გვერდს, ახალი იხსნება, რასაც მე ყოველ ჯერზე ვერ გავაკონტროლებ

    – წერს მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

  • „წარმოუდგენელია, როგორ შეძლო ამდენის გაქაჩვა“ – დათო ლიკლიკაძე ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

    „წარმოუდგენელია, როგორ შეძლო ამდენის გაქაჩვა“ – დათო ლიკლიკაძე ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

    ცნობილი ფლორისტის ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს, რომელიც ყოფილი თანამშრომლის მხრიდან შრომის ინსპექციაში დავას უკავშირდება, ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    „იმდენი ადამიანი წერს მის არაკაცობაზე, უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეძლო ამდენის გაქაჩვა, თან ისე, რომ სახალხო სიყვარული და აღიარება არ დაჰკლებია. წარმომიდგენია, რა მინძრეულია. აი, მე ხომ „დარგის ექსპერტი“ ვარ, მაგრამ ჩემშიც კი გაოცებას იწვევს“, – წერს დათო ლიკლიკაძე.

    შეგახსენებთ, რომ სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ზურა შევარდნაძის ყოფილმა თანამშრომელმა მას შრომის ინსპექციაში უჩივლა. მოსარჩელე მხარე შევარდნაძეს სამსახურიდან მიზეზის ახსნის გარე გაშვებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

    ამ დროისთვის საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი: ნაწილი ფლორისტს მხარდაჭერას უცხადებს, ნაწილი კი სამუშაო გარემოში არსებულ შესაძლო ძალადობაზე საუბრობს.

    აღნიშნულ თემას სამი დღის შემდეგ, ადრესატი ზურა შევარდნაძეც გამოეხმაურა: „დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ. მზად ვარ ლანძღვის, შეურაცხყოფის, გინების, წყევლის ასატანად. იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კი არა ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს. თუ კი გეწყინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ დაწერეთ, ამოთქვით ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა.

    გაზაფხულია, ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ, გაზაფხულია, გაზაფხულია საჩვენო ამინდია. სპეცოპერაცია „მადონა“ რომ მორჩება ამაზე თუ მოისურვებთ მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია.დაწერეთ, დაწერეთ“, – წერს ზურაბ შევარდნაძე.

  • “კარგია, მაგრამ გათავებას ვერ ვასწრებ…” – ნახეთ, რა ვიდეოს უქვეყნებს ანრი ჯოხაძე ნინო კუზანოვას

    “კარგია, მაგრამ გათავებას ვერ ვასწრებ…” – ნახეთ, რა ვიდეოს უქვეყნებს ანრი ჯოხაძე ნინო კუზანოვას

     

    ანრი ჯოხაძე საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს სადაც ნინო კუზანოვა ამბობს, რომ ტიკ-ტოკი კარგია თუმცა გათავებას ვერ ასწრებს. საინტერესოა რას გულისხმობდა ექიმი?

     

  • რამდენიმე წუთრის წინ ბათუმში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა

    რამდენიმე წუთრის წინ ბათუმში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა

    ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. საგამოძიებო მოქმედებები ქალაქის ცენტრში ამ წუთებში მიმდინარეობს, პერიმეტრი კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

    “პირველების” ინფრომაციით, არასრულწლოვანი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

  • “ზუსტად ისე გეტყვით, როგორც ვხედავ: ვხედავ, როგორ ღალატობს”- ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

    “ზუსტად ისე გეტყვით, როგორც ვხედავ: ვხედავ, როგორ ღალატობს”- ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

    ცნობილი ქართველი ნეთელმხილველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე მისი 2003 წლის 23 ნოემბრით დათარიღებული წინასწარმეტყველება ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

     

    “ლელა კაკულია: მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გააკეთებს ამას!

    ℹ️ გთავაზობთ ქალბატონი ლელას უახლეს წინასწარმეტყველებას. ქვეყნდება პირველად.

    ✅️2003 წელი, 23 ნოემბერი

    ადრეც აღვნიშნე და კვლავ ვიმეორებ: რუსეთის პრეზიდენტს თითი ბირთვულ ღილაკზე კი უდევს, მაგრამ დაჭერას ვერ მოასწრებს!!!

    თუმცა ისევ ვხედავ, რომ პუტინი პოლონეთს კვლავაც ემუქრება – დიდი ხანია ემუქრება, და ეს მუქარა ლიტონი სიტყვები არ არის – მართლა ემუქრება რაკეტების სროლით. და ვხედავ, როგორ ფეთქდება რაკეტა საზღვარზე.

    მსოფლიო პოლიტიკოსებში დაიწყება დიდი გარჩევები, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ეს გარჩევები არ არის, ასე ვთქვათ, ჭორაობა – ეს არის მეტად სერიოზული საკითხი, რომელსაც მე დედამიწის ყოფნა-არყოფნის საკითხს ვეძახი.
    ‼️ამიტომაც ვამბობ: ვინც ჩემი, ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ფრთის ქვეშ რჩება თავისი ნებით, ყველა გადარჩება! ამას წლებია ვიმეორებ და იცოდეთ, ასეც ასრულდება.

    ვხედავ, რუსეთი ისეთ დღეში ჩავარდება, საქართველო დაავიწყდება. რთული პერიოდები იმაში აისახება, რომ (არ დაგავიწყდეთ ეს ძველი წინასწარმეტყველება) მოდიან მუსლიმები. ისრაელი შეებრძოლება მათ, ვინაიდან ღმერთი არ ტოვებს ისრაელის შვილებს, და მსოფლიო ერთიანი დროშის ქვეშ გაერთიანდება – დიდ დარტყმას მიაყენებენ მუსლიმებს.

    უნდა აღვნიშნო: იმ პოლიტიკური ჭიდილით, რომელიც ისრაელსა და ევროპას შორის მიმდინარეობს, ევროპა ვერც გულს მოულბობს მუსლიმებს და ვერც თამაშს განაგრძობს მათთან. ამიტომ ომები გაგრძელდება და ამ ომს დაერქმევა დასუფთავება დედამიწისა, დასუფთავება მთელი მსოფლიო პოლიტიკისა. ამ ომს ქრისტიანული სამყარო მოიგებს ისრაელთან ერთად.

    რაც შეეხება ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს დაპატიმრებაზე ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემულ ორდერს, ზუსტად ისე გეტყვით, როგორც ვხედავ: ის ერთ კარში შედის და მეორედან გამოდის! დიახ, ნეთანიაჰუს დიდი დამსახურება აქვს ისრაელის წინაშე და ვინც ეს არ იცით, გადახედეთ ისტორიას, გადახედეთ წარსულს.

    რაც მთავარია, ამერიკა და ევროპა რუსეთს არცერთ შემთხვევაში არ მისცემენ მწვანე შუქს.

    ‼️უფრო მეტიც, ვხედავ, როგორ ღალატობს რუსეთს ჩეჩნეთის ლიდერი.

    მოკლედ, მსოფლიოს დიდი ამბები ელის.

    ჩემი საქართველო კი – ისევ ვიმეორებ – ურთულესი პოლიტიკური ომებიდან ძვრება, ევროკავშირის წევრიც ხდება და ნატოშიც შედის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გააკეთებს ამას – მთავარია, რომ ეს მოხდება სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ!”- ვკითხულობთ ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე.

  • რას ჰყვება  ეკა კუპატაძე პირადზე, რომლის შესახებაც ღიად არასდროს უსაუბრია

    რას ჰყვება ეკა კუპატაძე პირადზე, რომლის შესახებაც ღიად არასდროს უსაუბრია

    მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მძიმე პერიოდზე ‘შენი ამბავი თაიასთან” საუბრობს.

  • ”მთელმა ქვეყანამ დაკარგა ძალიან ნათელი და გამორჩეული ადამიანი”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ”მთელმა ქვეყანამ დაკარგა ძალიან ნათელი და გამორჩეული ადამიანი”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    მოტოციკლით ავარიას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში Marketer ge ავრცელებს
    “ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, საქართველოს შემოქმედებითმა ინდუსტრიამ და მთელმა ქვეყანამ დაკარგა ძალიან ნათელი და გამორჩეული მარკეტერი. ადამიანი, რომლის სახელსაც უამრავი გაბედული და შთამაგონებელი პროექტი უკავშირდება. ვასკა იყო საკომუნიკაციო სააგენტო Supermarket-ის და ღვინის ბრენდ ჟუჟუნას თანადამფუძნებელი. კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებული და ჟიურის წევრი. ვასკა იყო ადამიანი, რომლის შთაგონებით თაობები უნდა აღზრდილიყო. მარკეტერის გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და მეგობრებს” | ნათქვამია Marketer. ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • რატომ არ უნდა მივირთვათ ტარხუნა ცოცხლად – ექიმის განმარტება

    რატომ არ უნდა მივირთვათ ტარხუნა ცოცხლად – ექიმის განმარტება

    ტარხუნა შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალს, მაკრო და მიკრო ელემენტებს. შეიცავს რკინასა და მანგანუმს, რაც აღემატება დღიური ნორმის რაოდენობას.

    რაციონში მისი დამატება ამცირებს რკინადეფიციტური ანემიისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკს. ტარხუნის წყალობით შენარჩუნებულია ჰემოგლობინის ნორმალური დონე. მანგანუმი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და მონაწილეობს უმეტეს მეტაბოლურ პროცესში. თუმცა ტარხუნას აქვს თავისი უარყოფითი თვისებები. დიდი დოზით მიღება არაფრის ვარგა, მათ შორის არც ამ არომატული სანელებლის.

    მისი მიღება ეკრძალებათ ორსულებს (ზრდის საშვილოსნოს ტონუსს და აბორტის პროვოცირებას ახდენს), მეძუძურ დედებს, თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ, უჩივით გასტრიტს, კუჭის მჟავიანობასა და წყლულებს, ალერგიული ხართ მცენარეებზე…

    რა სახით უნდა მივიღოთ ტარხუნა? შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ როგორც ექიმი ამბობს, მისი ცოცხლად მიღება მავნეა…

    ექიმი ნუტრიციოლოგი ჯაბა ტყემალაძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე (ჯაბა ექიმი გირჩევთ) პროდუქტებთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაციებს და რჩევებს აქვეყნებს ხოლმე. ამჯერად ექიმი ტარხუნის უარყოფით თვისებებზე წერს.

    ჯაბა ტყემალაძე: ტარხუნა აბზინდას სახეობაა, მაგრამ აქვს სასიამოვნო გემო და არომატი. ეს მცენარე შეიცავს ფენოლ მეთილხავიკოლს, რომელიც ორგანიზმისთვის საშიშად ითვლება. ამ ნივთიერების გამოყენებისას აღინიშნება ზრდის ჰორმონის აქტივობა და ნეოპლაზიების განვითარება. ამიტომ, ტარხუნამ უნდა გაიაროს ხანგრძლივი თერმული დამუშავება, როგორც ჩაქაფულის დამზადების რეცეპტში. დაბალ ცეცხლზე 2-საათიანი ჩაშუშვის პროცესში თითქმის ყველა მავნე ნივთიერება აორთქლდება.

    უმმა ტარხუნამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის კენჭის ჩამოყალიბება, გააღიზიანოს კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი. მისი ტოქსიკური ნივთიერებები ააქტიურებს ორგანიზმის დიურეზულ თვისებებს და თუ თირკმელებში დიდი კენჭია, პროვოცირებას უკეთებს მის დაძვრას.

    ეს სანელებელი მკაცრად არ შეიძლება ორსულ და მეძუძურ ქალებისთვის, თუნდაც მცირე რაოდენობით. მეთილხავიკოლის გარდა ტარხუნა შეიცავს კიდევ ერთ საშიშ ნივთიერებას – ტუიონს. ის უარყოფითად მოქმედებს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა ან უბრალოდ სპონტანური აბორტი. გარდა ამისა, ტუიონი უარყოფითად მოქმედებს დედის რძის გამომუშავებაზე.ნედლმა ტარხუნამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება გონების დაკარგვა და კრუნჩხვები.

  • რას წერს ზურაბ შევარდნაძეზე მისი თანამშრომელი

    რას წერს ზურაბ შევარდნაძეზე მისი თანამშრომელი

    “გარდენია შევარდნაძის” თანამშრომელი ზურა ჩალათაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    “17 წელია გარდენიაში ვმუშაობ, ფაქტობრივად აქ გავიზარდე. ზურაბ შევარდნაძემ საპატრიარქოს სასწავლებლიდან წამომიყვანა (იქ ზურა განსაკუთრებულად უყვართ), გვერდით დამიყენა, მასწავლა, მიმითითა, ამიხსნა და არასდროს დაზარებია პირადი მაგალითის, გამოცდილების უშურველად გაზიარება. ამ სწავლაში იყო რა თქმა უნდა შენიშვნა და კრიტიკა, იყო შექება და დიდი მადლობა – ასე იოლადაც არ გაუვლია ამ ყველაფერს, მაგრამ არც ერთხელ შეურაცხჰყოფა!!!!! ვიმეორებ,არც ერთხელ!!!!!

    რასაც ეს ბოლო დღეებია ვხედავ, იმაზე მეტია ვიდრე ამ აჟიოტაჟის მიზეზი! ამ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ესეც გაივლის, მომავალში რაც იქნება ისიც! ისევ დაზამთრდება და ისევ მოვა გაზაფხული! მოდით, პირველი მან ისროლოს ქვა, ვინც უცოდველია!!! ზურა შევარდნაძე მემაყება რომ ჩემი მასწავლებელი გქვიათ! გაგიმარჯოთ,” – წერს ზურა ჩალათაშვილი.