Author: tea
-

როგორ ეხმაურება მაია ასათიანი “პროფილის” ფორმატის გადაცემის დაწყებას “რუსთავი 2”-ზე, რომელსაც სალომე გოგიაშვილი წაიყვანს?
სალომე გოგიაშვილი რუსთავი2-ზე “პროფილის” ფორმატის გადაცემის წამყვანი ხდება. სატელევიზიო შოუს სახელია “ამბავი”.
“ამბავი, რომელმაც შეცვალა, ატკინა, გააძლიერა და შექმნა ის ადამიანი, ვინც დღეს ხარ სწორედ აქ არის სივრცე, სადაც ნამდვილ ისტორიებს ხმამაღლა ჰყვებიან!” – ნათქვამია გადაცემის აღწერაში.
ახალი გადაცემის დაწყებას ტელეწამყვანი მაია ასათანი გამოეხმაურა, რომელიც “პროფილის” ავტორი და წამყვანი წლების განმავლობაში იყო.

-

ტემპერატურა +27 -მდე აიწევს – ამინდის განახლებული პროგნოზი
24 მაისს – კვირას
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +15, +20°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°.
25 მაისს – ორშაბათს
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +11,+16°.
26 მაისს – სამშაბათს
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +11, +16°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +11,+16°.
მომდევნო 10 დღის ამინდის პროგნოზი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსთვის კი ასე გამოიყურება:

-

🔻 საბერძნეთში საქართველოს მოქალაქემ ავტომობილში ბერძენი ქალი მოკლა – დაკავებულია 40 წლის კაცი
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქემ ავტომობილში ბერძენი ქალი მოკლა – დაკავებულია 40 წლის კაცი | ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და წერს, რომ 40 წლის ქართველმა ავტომობილი ავტოსტოპით გააჩერა, მგზავრობისას კი ქალს სასიკვდილო დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, სისხლიანი ტანსაცმელი კი ნაგავში გადაყარა. პოლიციამ ის მალევე დააკავა, ქართველმა კაცმა დანაშაული აღიარა და მკვლელობის რამდენიმე მოტივი დაასახელა. ჩხრეკისას მას 1505 ევრო აღმოაჩნდა. თავდაპირველად დაკავებული კაცი საქმესთან კავშირს უარყოფდა. გავრცელებული ცნობებით, გამომძიებელმა მკვლელობისთვის გამოყენებული დანა ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულს სამედიცინო შემოწმებისას ხელებზე ნაკაწრები და სისხლის ლაქები აღენიშნებოდა. 40 წლის კაცს ბრალი 4 მუხლით აქვს წაყენებული, მას განზრახ მკვლელობას, ყაჩაღობას, იარაღის ტარებასა და სხვისი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავებიან -

ბოლო ზარის კადრები – ვიდეო საქართველოს სკოლებიდან, რომელმაც დიდ ინტერესი გამოიწვია
“გავიმარჯვებთ სახელოვნად” – ასე ეწერა “ბოლო ზარზე” 20 წლის თეკლა თვალიაშვილს პერანგზე. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა თანატოლებს და იქ მისულ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.“არ ვიცი ვინ არის, ვისი შვილია, მაგრამ მინდა საჯაროდ მადლობა მოუხადო ამ მაგარი გოგონას მშობლებს! მშობლის მოვალეობა მარტო შვილის გაზრდა არაა! მთავარი, აღზრდაა და მადლობა თქვენ, ვინც ეს ულამაზესი გოგო ასე რომ აღზარდეთ. ასე მოაზროვნე ახალგაზრდებით მოვიდა აქამდე საქართველო, და მჯერა რომ ასეთები კიდევ ბევრი იქნებიან” – წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები
-

ამინდი უარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
„23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
-

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღე ენერგიული და აქტიური იქნება. კარგი დროა დაწყებული საქმის დასრულებისთვის. ემოციებში სიჩქარე მოერიდე — განსაკუთრებით ურთიერთობებში.
კურო
ფინანსურ თემებზე ყურადღება დაგჭირდება. შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღო. საღამოს დასვენება და კომფორტი განსაკუთრებით მოგინდება.
ტყუპები
კომუნიკაციის დღეა — ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი საუბარი წარმატებით ჩაივლის. იდეების გაზიარება კარგ შედეგს მოგიტანს.
კირჩხიბი
ინტუიცია გაძლიერდება. ეცადე საკუთარ თავს მოუსმინო და ზედმეტ სტრესს გაერიდო. ოჯახური თემები წინ წამოიწევს.
ლომი
ყურადღების ცენტრში იქნები. კარგი დროა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.
ქალწული
საქმიან და პრაქტიკულ საკითხებში წარმატებული დღეა. გეგმების დალაგება და ორგანიზება მარტივად გამოგივა.
სასწორი
ურთიერთობებში ბალანსის პოვნა მთავარი იქნება. შესაძლოა ვიღაცასთან გაუგებრობა მშვიდად დაასრულო.
მორიელი
ემოციურად ძლიერი დღეა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ნურავის ზეწოლას არ აჰყვები.
მშვილდოსანი
ახალი იდეები და მოტივაცია მოგემატება. მოგზაურობასთან ან სწავლებასთან დაკავშირებული ამბავი გაგახარებს.
თხის რქა
სამუშაო და პასუხისმგებლობები ყურადღების ცენტრში იქნება. შენი შრომა დაფასდება, თუ მოთმინებას შეინარჩუნებ.
მერწყული
შემოქმედებითი ენერგია მოიმატებს. კარგი დროა ახალი პროექტის, ჰობის ან საინტერესო გეგმის დასაწყებად.
თევზები
დასვენება და ემოციური განტვირთვა აუცილებელია. ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი სიმშვიდეს მოგიტანს.
-

ვრცელდება კადრები “ბოლო ზარიდან”, რომელიც ნახვების რეკორდს ხსნის
სკოლის დიასახლისის მიერ შესრულებული ცეკვა “ბოლო ზარზე”. ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეო ფოთის წმინდა ნიკოლზის სლკოლაშია გადაღებული.


-

ვრცელდება ვიდეო “ბოლო ზარიდან”, რომელმაც ერთ დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა – “100-ჯერ ვუყურე”
ვრცელდება ვიდეო “ბოლო ზარიდან”, რომელმაც ერთ დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა – “100-ჯერ ვუყურე”.
“ძალიან ლამაზია”
“100-ჯერ ვუყურე” – წერენ კომენტარებში.
-

“ჩემი მეჯვარე და შვილის ნათლიაა” – რა მოხდა ნანუკა გულუასა და სალომე შარვაძეს შორის?
მსახიობი ნანუკა გულუა “სარკასტიკას” სტუმრობდა. როგორც მსხიობმა თქვა,ის და სალომე შარვაძე წლებია მეგობრობენ, თუმცა ბოლო პერიოდში ურთიერთობა გაუფუჭდათ. მიზეზებზე მსახიობმა საჯაროდ საუბარი არ ისურვა.
