Author: tea

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

    ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

    გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

    „აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • „თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    „თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    კომპანია „თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

    „გაურკვეველი პირები კომპანია „თელასის“ სახელით ტელეფონით უკავშირდებიან მომხმარებლებს და ითხოვენ პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის საბანკო რეკვიზიტებს და შიდა ელექტროქსელზე დაშვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან ელექტროენერგიის გათიშვით.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ზარებთან „თელასს“ არანაირი კავშირი არ აქვს.

    მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და გადაუმოწმებლად არ გასცეთ პერსონალური ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ⭕️‼️ “რას ფიქორბთ მსგავს მიმართვაზე? რამდენად მისაღებია? 🧐

    ⭕️‼️ “რას ფიქორბთ მსგავს მიმართვაზე? რამდენად მისაღებია? 🧐

    “მოგმართავთ მათ, ვინ ძალიან შე…ცა…” – ნინო ნადირაძე-კუზანოვამ მორიგი ეპატაჟური ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

  • ახალი და მაგარი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

    ახალი და მაგარი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

    საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა.

    მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

    „კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა იქამდე, ვიდრე მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე.

    სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ.

    ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

    წყარო: ​primetime.ge

  • „ძლიერი ქარი და შტორმი“ – სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    „ძლიერი ქარი და შტორმი“ – სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

    „აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • სასიხარულო ინფორმაცია, 2000 ლარი ერთჯერადად ოჯახებს – ცნობილია ვის შეეხება დახმარება, ნახეთ ხართ თუ არა სიაში 👏👍😮

    სასიხარულო ინფორმაცია, 2000 ლარი ერთჯერადად ოჯახებს – ცნობილია ვის შეეხება დახმარება, ნახეთ ხართ თუ არა სიაში 👏👍😮

    აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება იზრდება:

    “აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზრდის ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. 2026 წლიდან, ტყუპისცალზე გასაცემი თანხა 2 000 ლარამდე, ხოლო პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარამდე გაიზრდება.

    შესაბამისად, ორი ტყუპის შემთხვევაში (ორი ბავშვი) 4000 ლარი გაიცემა, სამი ბავშვის (ტყუპის) შემთხვევაში – 6000 ლარი.

    ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს, შობადობის ხელშეწყობას, მშობლების ფინანსურ მხარდაჭერას და ბავშვების აღზრდის პირობების გაუმჯობესებას.

    2025 წელს, პროგრამით ისარგებლა 43-მა ოჯახმა, დაიბადა 87 ბავშვი, მათ შორის ერთ ოჯახში 3 ტყუპი”.

  • პედიატრის საგანგებო გაფრთხილება მშობლებს

    პედიატრის საგანგებო გაფრთხილება მშობლებს

    პედიატრის საგანგებო გაფრთხილება მშობლებს! – “ამის გაკეთებამ შესაძლოა, ბევრად მძიმე შედეგები გამოიწვიოს”.

  • მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

    მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

    მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:

    „7 აპრილს, ნაცრისფერ დღეებს შორის ერთდღიანი გამოდარება გველოდება – მზიანი და მშვიდი ამინდი მოიცავს საქართველოს. ჰაერი შედარებით გათბება და გაზაფხულის სითბოს ვიგრძნობთ.
    თუმცა, ეს სიმშვიდე ხანმოკლე იქნება: 8 აპრილიდან, კვლავ დაბრუნდება ცივი და ნალექიანი დღეები, ასევე ზოგან შესაძლოა აღინიშნოს ძლიერი წვიმა და ძლიერი ქარი.

    მოკლედ: ერთი ნათელი დღე – შემდეგ ისევ ცივი და ქარიანი პერიოდი.
    დღეს ხარებაა – გაზაფხულის სიხარული და სინათლის დღესასწაული… გილოცავთ ამ წმინდა დღეს, რომელიც გვახსენებს იმედს, განახლებას და სულიერ სიმშვიდეს“, – წერს მეტეოროლოგი.