Author: tea

  • 29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    დღე, შეიძლება, დაძაბული ნოტით დაიწყოს. დიდი ალბათობით, ბევრი ვერძი გადაჭარბებულად შეაფასებს საფრთხის დონეს. ყველაფერი მალე მოწესრიგდება, მთავარია, სწორად შეაფასოთ არსებული ვითარება.

    კურო

    დღეს, კურო არ დარჩება ნათელი შთაბეჭდილებების გარეშე. ბევრი კუროსთვის სასარგებლო იქნება, აქტიური რეჟიმით მოქმედება. გააფართოეთ კონტაქტები, ახლა ეს ძალიან სასარგებლოა თქვენთვის.

    ტყუპები

    დღეს დადებულმა გარიგებებმა შეიძლება, ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. ამიტომ, ერიდეთ ახალ პროექტებსა და ხელშეკრულებების გაფორმებას. ამასთან, ნუ მოიხიბლებით სარეკლამო წინადადებებით.

    კირჩხიბი

    კირჩხიბებს უნდა ახსოვდეთ, რომ დღეს მათი იმპულსურობა შესაძლოა, გასცდეს გონივრულს და  მიიღონ არასასურველი შედეგი. დღეს, გაქვთ შანსი, ტრიუმფს მიაღწიოთ, ოღონდ, დიდი ძალისხმევა უნდა გასწიოთ. ეცადეთ, ძალიან არ გადაიღალოთ.

    ლომი

    ამ დღის სტრესული სიტუაციები პირდაპირ არ იმოქმედებს თქვენზე, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს ახლობელ ადამიანებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, სიფრთხილის ზომები დაიცავით და ერიდეთ ინტრიგებს.

    ქალწული

    დღეს, ქალწულებს შეუძლიათ, მოულოდნელი რისკები გასწიონ, რაც მიზანშეწონილი არაა. არ არის გამორიცხული, დაემორჩილოთ კოლექტიურ ემოციურ იმპულსს და არასასურველ ვითარებაში აღმოჩნდეთ. საბედნიეროდ, ამ დღეს თავგადასავლების დადებითი შედეგი მაინც უფრო სავარაუდოა, ვიდრე უარყოფითი.

    სასწორი

    დღეს, სასწორთა ნაწილისთვის, კონფლიქტების ალბათობა იზრდება. განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც თანამდებობას იკავებს და ატარებს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ტვირთს. ის სასწორები, ვინც შორსაა საზოგადოებრივი საქმიანობისგან, დღეს მშვიდად გაატარებენ.

    მორიელი

    დღეს, მორიელებს თავგადასავლები ელით, მაგრამ აქვთ ყველა შანსი, რომ უსაფრთხოდ და ბონუსებითაც კი გამოვიდნენ სიტუაციიდან. თუ რამე ისე არ აეწყო, როგორც გეგმავდით, არ იჩქაროთ, შორს არ არის ის დრო, როდესაც თქვენი სურვილების და ოცნებების ახდენა დაიწყება.

    მშვილდოსანი

    დღეს, დამატებითი ძალისხმევა იქნება საჭირო ბიზნესსა თუ ოჯახში სიტუაციის დასალაგებლად. სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს მეტი გამბედაობა. მთავარია, ხელოვნურად არ შექმნათ პრობლემები.

    თხის რქა

    დღეს, თხის რქებს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობის გაფუჭების რისკი ემუქრებათ. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები – ახლა, თქვენ ვერ ხედავთ მთლიან სურათს და შეიძლება, დაუშვათ საბედისწერო შეცდომა.

    მერწყული

    დღეს, მერწყულებისთვის ადვილი არაფერი იქნება, ფრთხილად იყავით, სამსახურშიც და პირად ურთიერთობებშიც, შეიძლება, საბედისწერო შეცდომა დაუშვათ. ამიტომ, დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით, ან გააკეთებთ.

    თევზები

    დღეს, თევზებმა არ უნდა მოინდომონ, საკუთარ თავს აჯობონ, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ თქვენ ძალიან დიდ ენერგიას დახარჯავთ, რაც, ნამდვილად, არ ღირს.

  • 3 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი – ვის გაუღიმებს ბედი უახლოეს პერიოდში

    3 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი – ვის გაუღიმებს ბედი უახლოეს პერიოდში

    ასტროლოგები უახლოეს დღეებს განსაკუთრებით წარმატებულ პერიოდად ასახელებენ სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის. მათი თქმით, ენერგეტიკული ცვლილებები ფინანსურ, პირად და კარიერულ სფეროებზე დადებით გავლენას მოახდენს.

    ლომი

    ლომებისთვის იწყება პერიოდი, როცა დიდი ხნის ნაფიქრი გეგმები რეალურ შედეგებს მოიტანს. მოსალოდნელია წარმატება როგორც სამსახურში, ისე პირად ურთიერთობებში. ასტროლოგები ამბობენ, რომ სწორედ ახლაა საუკეთესო დრო ახალი პროექტების დასაწყებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

    მშვილდოსანი

    მშვილდოსნებს იღბალი ფინანსურ საკითხებში გაუღიმებთ. შესაძლოა მოულოდნელი შემოსავალი, საინტერესო შეთავაზება ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, არ თქვან უარი ახალ ნაცნობობასა და მოგზაურობებზე – ისინი წარმატებასთან იქნება დაკავშირებული.

    თევზები

    თევზებისთვის ეს პერიოდი ემოციური და სულიერი სიმშვიდის მომტანი იქნება. მათ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები განსაკუთრებით სიყვარულისა და ოჯახური ურთიერთობების მიმართულებით იგრძნობა. ასტროლოგების თქმით, ინტუიცია თევზებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

  • სამტრედიაში, მდინარე გუბისწყალში კაცის ცხედარი იპოვეს

    სამტრედიაში, მდინარე გუბისწყალში კაცის ცხედარი იპოვეს

    სამტრედიაში დაკარგული მწყემსი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სოფელ იანეთში, მდინარე გუბისწყალში იპოვეს.

    მაშველებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს.

    ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

    მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ძალები აქტიურად ჩაერთნენ.

    ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

  • „შერჩეულ მსხვერპლებს გოგონების სახელით წერდნენ, უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ძალადობდნენ…“ – დაკავებულია კიდევ ორი პირი

    „შერჩეულ მსხვერპლებს გოგონების სახელით წერდნენ, უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ძალადობდნენ…“ – დაკავებულია კიდევ ორი პირი

    გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

    „საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხულია ასამდე მოწმე, დანიშნულია და მიღებულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვა პირებმა მათთვის მიუღებელ პირთა გამოვლენის და დასჯის მიზნით ჯგუფური მოქმედება დააორგანიზეს. ისინი შერჩეულ მსხვერპლებს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით გოგონების სახელით წერდნენ და წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილზე შეხვედრაზე ითანხმებდნენ, შემდეგ კი უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ძალადობდნენ, რასაც კამერაზე აფიქსირებდნენ, ძალადობის ამსახველ კადრებს კი მობილურ ტელეფონებში ინახავდნენ და მიზნობრივ ჯგუფებში ავრცელებდნენ.

    2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.

    იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.

    სამართალდამცველებმა ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებენ უწყებაში.

  • წარმოუდგენელია ამბავია ლექტორი ნანი გვარიშვილი სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა – ვიდეო იხილეთ კომენტარებში

    წარმოუდგენელია ამბავია ლექტორი ნანი გვარიშვილი სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა – ვიდეო იხილეთ კომენტარებში

    სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნანი გვარიშვილმა, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონის დაზიანებაც სცადა. ინფორმაციას და ვიდეოკადრებს “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

    ახალგაზრდები უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებდნენ. როგორც ცნობილია, მედიკამენტების მიწოდების მოთხოვნით პეტიცია უკვე შემუშავებულია, ხელმოწერები კი საქართველოს რამდენიმე ქალაქში გროვდება.

  • ⭕ მოსალოდნელია  ძალიან ძლიერი ქარი,  4-5 ბალიანი შტორმი – საქართველოში ამინდი უარესდება

    ⭕ მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარი, 4-5 ბალიანი შტორმი – საქართველოში ამინდი უარესდება

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

    სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

    „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • „მასთან უბრალოდ მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ” – რჩევები რეჰანთან დაკავშრებით

    „მასთან უბრალოდ მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ” – რჩევები რეჰანთან დაკავშრებით

    „მასთან უბრალოდ მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ, მასზე ლოცვით ყველა შიშს განდევნი”- ეს გახლავთ ინდუიზმის წმინდა წიგნიდან ”სკანდა პურანი“ მონაკვეთი, სადაც რეჰანის ჯადოსნურ თვისებებზეა საუბარი.
    რეჰანი შეიცავს 1, 5 % ეთერზეთებს, 6% ტანინებს, საპონინებსა და გლიკოზიდებს. მისი სურნელიც სწორედ ეთერზეთების შემადგენლობით აიხსენება. გარდა ამისა, იგი შეიცავს ვიტამინ C, B2, PP, პროვიტამინ A-ს, შაქარსა და კაროტინს. რეჰანი შესანიშნავად ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, იცავს ორგანიზმს ინფექციებისაგან. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას.
    რეჰანს შეუძლია თითქმის ყველა სახის დავაადების მკურნალობა; იქნება ეს რესპირატორული, ვირუსული, ბაქტერიული თუ სოკოვანი სასუნთქი გზების ინფექციები ბრონქიტი (მწვავე და ქრონიკული), ასთმა (შეამცირებს ანთებას და დაამშვიდებს სუნთქვას. ზოგჯერ აღმოფხვრის ასთმის მიზეზს). იგი ეფექტური სიცხის დამწევია, შლის ფილტვებსა და ცხვირში წარმოქმნილ ზედმეტ ლორწოს. ასევე, შლის მსხვილ ნაწლავში წარმოქმნილ აირებს. აძლიერებს ნერვულ სისტემასა და მეხსიერებას. აქრობს პირის ღრუში წარმოქმნილ უსიამოვნო სუნს. აძლერებს კბილებს და ხელს უშლის კარიესის განვითარებას.
    ეთერზეთი არეგულირებს ცხიმოვან ჯირკვლებს, კეტავს ფორებს და აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს. თუკი თქვენი კანი ცხიმიანობისკენ არის მიდრეკილი ან ხშირად უჩივით გაფართოებულ ფორებს, რეჰანი სულ მუდამ ხელთ უნდა იქონიოთ.
    ნიღაბი პრობლემური კანისთვის
    რეჰანის ნიღაბი საუკეთესო საშუალებაა ანთების წინააღმდეგ. მწიკვი რეჰანი შეურიეთ ერთ წვეთ ჩაის ხის ზეთს, დაიტანეთ ანთებით კერაზე და დააფიქსირეთ პლასტირის მეშვეობით. დაიტოვეთ სახეზე 1 საათით, შემდგომ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
    რეჰანი შეიცავს ვერცხლისწყალს, ამიტომ მისი ხშირად დაღეჭვა არ არის რეკომენდირებული. უმჯობესია, თუ მისგან მომზადებულ სალათს მიირთმევთ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეჰანი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ნივთირებებს, რომელიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას. რეჰანი გამოიყენება მეტეორიზმისა და კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დროს.
    მის შემადგენლობაში შედის ფერმენტები, რაც ხელს უწყობს ცხიმის დაწვასა და წონის კლებას. რეჰანისგან შეგიძლიათ სასმელიც მოამზადოთ: მის ახალ ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. ეს სასმელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას გონებრივ მუშაობას და იცავს ორგანიზმს ინფექციებისაგან.
  • შტორმი, ძლიერი ქარი, ელჭექი – ამინდის გაუარესების შესახებ სინოპტიკოსები განცხადებას ავრცელებენ

    შტორმი, ძლიერი ქარი, ელჭექი – ამინდის გაუარესების შესახებ სინოპტიკოსები განცხადებას ავრცელებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

    სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

    „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“- ნათქვამია ინფორმაციაში.