Author: tea

  • “მანქანიდან გადმოვიდა და ნათესავს ურეკავდა. მგონი ქალი მოვკალიო..აახლაც შოკში ვარ” – რას ამბობენ თვითმხილველელბი ნაძალადევში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე?

    “მანქანიდან გადმოვიდა და ნათესავს ურეკავდა. მგონი ქალი მოვკალიო..აახლაც შოკში ვარ” – რას ამბობენ თვითმხილველელბი ნაძალადევში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე?

    “საოცარი ადამიანი მოკლა, რომელიც თავის გზაზე მიდიოდა. ძალიან მტკივა გული. რამდენიმე დღის წინ დავკრძალეთ, შოკში ვარ ,” – ამბობს ავარიის დროს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.

    სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია, როგორ დაეჯახა ტროტუარზე მიმავალ ქალს ავტომობილი. ქალი ადგილზე გარდაივალა.
    შემთხვევა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა.

    შსს თქმით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

    როგორც თვითმხილველები წერენ მძღოლი, რომელიც ქალს დაეჯახა, მანქანიდან გადმოვიდა და ნათესავს ურეკავდა, მგონი ქალი მოვკალი, მიშველეო. გამვლელმა დარეკა 112-ში.

    საშინელებმა იყო, შევესწარი. გაჩერებაზე ვიდექი ავტობუსს ველოდებოდი. თითქოს ისე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალს მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით გავიგე, რომ ვერ მოხერხდა გადარჩენა. ახლაც შოკში ვარ, – ამბობენ თვითმხილველები.

    წყარო: palitravideo.ge

  • ფინანსთა მინისტრის სასიხარულო განცხადება, პენსია და სოციალური დახმარების მიმღები ადამიანებისთვის.

    ფინანსთა მინისტრის სასიხარულო განცხადება, პენსია და სოციალური დახმარების მიმღები ადამიანებისთვის.

    ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800 მლნ ლარზე მეტით, – ამის შესახებ მან პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
    მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში:

    70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;

    70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება;

    გარდა პენსიისა, რომელიც, როგორც იცით ინდექსირებულია და კონკრეტული ფორმულით ხდება მისი ზრდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;

    ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს;

    ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

    დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი

  • ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივლისში განსაკუთრებული წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება

    ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივლისში განსაკუთრებული წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება

    2026 წლის ივლისი ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის ბარაქის, ფინანსური წინსვლისა და ბედნიერი შემთხვევების პერიოდად იქცევა. ასტროლოგების თქმით, პლანეტების კეთილგანწყობილებითა და მფარველობით სრულად სარგებლობას სწორედ ეს ნიშნები შეძლებენ:

    ლომი
    თქვენს ნიშანში იუპიტერის გადასვლა ახალი შესაძლებლობების ხანგრძლივ პერიოდს გაგიხსნით. თავდაჯერებულობა, პოპულარობა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევის შანსები საგრძნობლად გაიზრდება. თვის დასაწყისი განსაკუთრებით ხელსაყრელი მასშტაბური პროექტების, ახალი ნაცნობობისა და მომავალი მიღწევებისთვის მომზადების თვალსაზრისით იქნება

    ვერძი
    ვერძებს წინ ნათელი და მოვლენებით დატვირთული თვე ელოდებათ. სიხარულის საფუძველი უფრო მეტი გექნებათ – მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, შემოქმედებითი წარმატება, სასიამოვნო შეხვედრები და ახალი გატაცებები. გარდა ამისა, ეს პერიოდი ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სასარგებლო ჩვევების ჩამოსაყალიბებლად საუკეთესოა.

    კირჩხიბი
    კირჩხიბებს ივლისი ფინანსურ აღმავლობასა და განახლებას ჰპირდება. სამყარო კარიერულ განვითარებას, შემოსავლების ზრდასა და ახალი პერსპექტივების გაჩენას შეუწყობს ხელს, ხოლო ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენლისთვის დაბადების დღე ახალი ეტაპის სიმბოლურ ათვლის წერტილად იქცევა. თვის ბოლოს საკუთარი ოცნებების განხორციელება თამამად შეგიძლიათ, დაიწყოთ...ვრცლად

  • 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ საკითხს მოაგვარებს.

    კურო
    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ. საღამოს ოჯახთან ან ახლობლებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარების შესაძლებლობა გექნებათ.

    ტყუპები
    თქვენი კომუნიკაციის უნარი დღეს განსაკუთრებულად გამოკვეთილი იქნება. ახალი ნაცნობობა ან საინტერესო შეთავაზება მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

    კირჩხიბი
    დღე საკუთარი მიზნების გადახედვისთვის გამოგადგებათ. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. ყურადღება ჯანმრთელობასა და დასვენებასაც მიაქციეთ.

    ლომი
    აქტიური და წარმატებული დღე გელით. თქვენი ინიციატივები დადებით შეფასებას მიიღებს. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.

    ქალწული
    დეტალებზე კონცენტრირება წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა ძველი საკითხის საბოლოოდ დასრულება შეძლოთ. ფინანსურ თემებში კარგი სიახლეა მოსალოდნელი.

    სასწორი
    დღე იდეალურია ახალი გეგმების დასაწყებად. კოლეგებთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება. პირად ცხოვრებაში მეტი ყურადღება პარტნიორს დაუთმეთ.

    მორიელი
    შესაძლოა მოულოდნელმა ინფორმაციამ თქვენი გეგმები შეცვალოს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. მოერიდეთ ემოციურ გადაწყვეტილებებს.

    მშვილდოსანი
    ენერგიით სავსე დღე გელით. მოგზაურობასთან, სწავლასთან ან კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობა შეიძლება გამოჩნდეს.

    თხის რქა
    მოთმინება დღეს თქვენი მთავარი მოკავშირე იქნება. დაწყებული საქმეები წარმატებით დასრულდება, თუ საკუთარ გეგმას ბოლომდე მიჰყვებით.

    მერწყული
    შემოქმედებითი იდეები და ახალი კონტაქტები წარმატებას მოგიტანთ. კარგი დროა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად.

    თევზებიინტუიცია სწორ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ. ნუ უგულებელყოფთ შინაგან ხმას. საღამოს დასვენება და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება ენერგიას აღგიდგენთ.

  • 🔻 “ძალიან არაეთიკური იყო” – ეკა კუპატაძე მამუკა მდინარაძეს პასუხობს

    🔻 “ძალიან არაეთიკური იყო” – ეკა კუპატაძე მამუკა მდინარაძეს პასუხობს

    “მდინარაძის გამოსვლა ჩემს მიმართ იყო არაეთიკური, ვერ მასწავლის, სად როგორ ვილაპარაკო… ზედმეტი და არაკორექტული იყო, ძალიან შეეშალა” – ეკა კუპატაძე მამუკა მდინარაძეს პასუხობს.

    ცნობისთვის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კონკრეტული პირი, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი.

    მდინარაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების წარმოება მუდმივად მიმდინარეობს.

    “დაზარალებული, მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მათი ადვოკატები მუდმივად საქმის კურსში არიან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და იციან, რას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

    კონკრეტული პირის მიმართ ჩნდება ეჭვი საქმეში, იცოდა თუ არა მან კონკრეტული დანაშაულის შესახებ, დამალა, ხელი შეუწყო, დაეხმარა, რასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები. ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზეც იგივე შემიძლია გითხრათ – ერთ-ერთ პირზე იყო საუბარი და ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციულობის მაღალი დონე ამის ფონზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე ვერ საუბრობდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ წუთებში მე როგორც ვიცი და ჩემთვის როგორც ცნობილია, შეიძლება უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში.

    აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით ყველა სიტყვას. დაზარალებულს, ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ამავე დროს ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც – არა მხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს – როდესაც საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც.

    დღეს, მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკვე დაკავებულია კონკრეტული პირი, მაგრამ ეს თხოვნა და გაფრთხილება შეიძლება სხვა შემთხვევებშიც გამოგვადგეს. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. დავაცადოთ საგამოძიებო ორგანოებს იმ მოქმედებების ლოგიკურ შედეგებამდე მიტანა, რა მოქმედებების შედეგიც უნდა იყოს პირის ბრალდება. ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული ემოციურ ფონზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    ვიდეო: “TV პირველი”

  • (ვიდეო) საზარელი ავარიის პირველი კადრები, რომელსაც მე-12 კლასელი ემსხვერპლა – 17 წლის სპორტსმენი თავად მართავდა მანქანას, რომელიც ბოძს შეეჯახა

    (ვიდეო) საზარელი ავარიის პირველი კადრები, რომელსაც მე-12 კლასელი ემსხვერპლა – 17 წლის სპორტსმენი თავად მართავდა მანქანას, რომელიც ბოძს შეეჯახა

    საზარელი ავარიის პირველი კადრები, რომელსაც მე-12 კლასელი ემსხვერპლა – 17 წლის სპორტსმენი თავად მართავდა მანქანას, რომელიც ბოძს შეეჯახა

     

  • 🔻 რას ამბობს ეკა კუპატაძე იხილეთ კომენტარებში ⤵️

    არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს.

    „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირის დაკავებას უდასტურებენ.

    უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაკავება მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

    მანამდე, „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მალანია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ლანჩხუთში დააკავეს.

    გიგა ავალიანის დედის ეკა კუპატაძის განცხადებით, „გიორგი მალანია არის საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნება“.

    „რომ არ გიორგი მალანია, შესაძლებელია დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი ყოფილიყო, რადგან ნია იმნაძე ამ ყველაფერს სისრულეში მაინც მოიყვანდა თავის მკვლელ შეყვარებულთან ერთად, მაგრამ საქმე ისაა, რომ გიგა მოკლეს 1-ელ ოქტომბერს, 2 ოქტომბერს ჩემი დაბადების დღე იყო და სავარაუდოდ, ჩვენ ერთად წავიდოდით სახლში. გიორგი მალანიამ დააჩქარა გიგა ავალიანის მკვლელობა და კიდევ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, გიორგი მალანია არის საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნება, იმიტომ, რომ გიორგი მალანია სახეში უყურებდა გიგას, მან იცოდა, რომ გიგას წუთები დათვლილი იყო. მან იცოდა, რომ მის მასწავლებელს მხოლოდ რამდენიმე წუთის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ბოლო მითითებები, ზუსტად არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ ბოლო მითითებები მან ალექსანდრე გაბაშვილს მისცა მამასთან ერთად. ის იჯდა მამასთან ერთად მანქანაში, როცა ბოლო დეტალებს აწვდიდა ალექსანდრე გაბაშვილს. გაკვეთილზეც უპასუხა ალექსანდრე გაბაშვილს, სავარაუდოდ, იმ დროს გიგა ჩაის გასაკეთებლად იყო გასული და გაკვეთილზე ბავშვებთან ერთად ესაუბრა მკვლელს”, – განუცხადა ეკა კუპატაძემ „ტვ პირველს“.

  • 🔻 ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს ⤵️

    🔻 ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს ⤵️

    ნანუკა ჟორჟოლიანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

    “ბაბლი ისევ აღშოფთდა როცა ვთქვი რომ ჩემთვის საკითხი დგას ბიძინა VS მიშა.

    მეგობრებო, ყველას თავის ველი შეუძლია ჰქონდეს. ვიღაცისთვის ბრძოლის წარმატება ქალბატონ სალომეზე გადის, ვიღაცისთვის ალიანსებზე და ვიღაცისთვის მიშაზე.

    ის რომ თურმე ქოცური პროპაგანდა გვაშინებს პრობლემაა მეგობრებო.

    ნებისმიერ პროპაგანდას უნდა ებრძოლო და არა ემონო. გაუმართავია ბოლო სიტყვა მაგრამ გასაგები” – წერს ნანუკაჟორჟოლიანი.

  • გარდაიცვალა ქართველი ცნობილი ბიზნესმენი

    გარდაიცვალა ქართველი ცნობილი ბიზნესმენი

    ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა | ინფორმაციას BMG ავრცელებს.
    ბიზნესმენის სახელს უკავშირდება საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები: „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და „მოქსი“ . ასევე დედაქალაქისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია და განვითარება, როგორიც მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსია.
    შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი და ტექსტი გამოსახულება