“თბილისი – გოძიაშვილის 40 ნომერი , მიწის ნაწილი ჩამოიშალა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.” – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” და მომხდარის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
Author: tea
-

„ნუ გადააბიჯებთ საფლავებს ან მათ შორის არსებულ ბორდიურებს” – ეზოტერიკოსის რჩევა
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
„ქცევის წესები სასაფლაოზე
(ამ თემას მეტს აღარ შევეხები და გაიზიარეთ )
ახლოვდება აღდგომა , რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი თქვენგანი მალე ეწვევა სასაფლაოებს. იცით თუ არა წესები, როგორ უნდა მოიქცეთ სასაფლაოზე, რომ არ აიკიდოთ „ნეკრო-მიჯაჭვულობა“, არ წაგართვან ჯანმრთელობა და არ დაიზიანოთ ენერგეტიკა?
სასაფლაოზე სტუმრობა ყოველთვის დაკავშირებულია განსაკუთრებულ ემოციურ ფონთან და ეთიკურ ნორმებთან. იმისთვის, რომ თავი მშვიდად იგრძნოთ და ენერგეტიკული დისკომფორტი აირიდოთ, სასურველია დაიცვათ ქცევის გარკვეული წესები.
აი, ძირითადი რეკომენდაციები:
1. ემოციური მდგომარეობა და ხმაური
სიმშვიდე: ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ზედმეტი ხმამაღალი ტირილი, ყვირილი ან ისტერიკა, ხალხური რწმენით, „აფრთხობს“ მიცვალებულის სულს და თქვენც ფიზიკურად გფიტავთ.
ხმაური: ნუ ისაუბრებთ ხმამაღლა, ნუ იცინებთ და ნუ მოყვებით მხიარულ ისტორიებს, რაც არ უკავშირდება მიცვალებულის პატივსაგებ მოგონებებს.
2. ნივთებთან მოპყრობა
არაფერი წამოიღოთ სახლში: ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წესია. ნებისმიერი ნივთი (ყვავილი, მონეტა, მიწა), რომელიც სასაფლაოს ტერიტორიაზეა, იქ უნდა დარჩეს. სახლში მიტანილი ნივთი ნეგატიური ენერგიის მატარებლად ითვლება.
თუ რამე დაგივარდათ: თუ ძვირფასი ნივთი (მაგალითად, ტელეფონი ან გასაღები) დაგივარდათ, აიღეთ, მაგრამ იმავე ადგილას სიმბოლურად დატოვეთ ხურდა ფული ან კანფეტი „გამოსასყიდად“.
არ გადააბიჯოთ: ნუ გადააბიჯებთ საფლავებს ან მათ შორის არსებულ ბორდიურებს. გამოიყენეთ მხოლოდ ბილიკები.
3. კვება და სასმელი
ზომიერება: საქართველოში გავრცელებული ტრადიციაა საფლავზე შესანდობარის თქმა, თუმცა ეკლესია არ მიესალმება სასაფლაოზე ნადიმის მოწყობას. საკმარისია სიმბოლურად პურისა და ღვინის მიღება.
ნარჩენები: არასოდეს დატოვოთ ნაგავი საფლავზე. ყველაფერი, რაც მორჩება, მოაგროვეთ და სპეციალურ ურნაში გადაყარეთ.
4. პირადი უსაფრთხოება და ჰიგიენა
ხელების დაბანა: სასაფლაოდან გამოსვლისთანავე კარგად დაიბანეთ ხელები. სახლში მისვლისას კი სასურველია ფეხსაცმლის გაწმენდა, რათა იქაური მიწა არ შეიტანოთ.
ორსულები და ბავშვები: ხალხური ტრადიციით, ორსულებისთვის და ძალიან პატარა ბავშვებისთვის სასაფლაოზე სიარული სასურველი არ არის მათი სუსტი ენერგეტიკული ველის გამო.
5. ჩაცმულობა
შეარჩიეთ მოკრძალებული, მუქი ფერის სამოსი. მოერიდეთ გამომწვევად ჩაცმას ან ზედმეტად მკვეთრ ფერებს.
6.ხალხური რწმენები (რატომ ერიდებიან ფოტოების გადაღებას)
არსებობს რამდენიმე გავრცელებული „აკრძალვა“
ენერგიის „მიბმა“: ითვლება, რომ ფოტო აფიქსირებს მომენტს და ადგილის ენერგიას. ძველი რწმენით, სასაფლაოზე გადაღებულ ფოტოს შეუძლია „ნეგატიური მუხტი“ შემოიტანოს სახლში.ამიტომ ნუ გადაიღებთ ფოტოებს სასაფლაოზე,ნუ უღებთ პატარა ბავშვებს და ნუ გიხარიათ ეს ცუდიაყურადღება
.. სასაფლაო ითვლება განსაკუთრებულ ზონად, სადაც „ცოცხლებისა“ და „მიცვალებულების“ სამყარო ერთმანეთს ხვდება. ამიტომ, არსებობს მკაცრი დაუწერელი წესები, რათა ადამიანმა არ დააზიანოს თავისი ენერგეტიკა.
აი, ძირითადი ეზოთერული აკრძალვები:
მზის ჩასვლის შემდეგ სტუმრობა: ითვლება, რომ მზის ჩასვლისას აქტიურდება სხვა სამყაროს ენერგიები. ამ დროს ადამიანის დამცავი ველი სუსტდება და იზრდება „მიწებების“ (ნეგატიური ენერგიის აკიდების) რისკი. საუკეთესო დროა დილის 8-დან შუადღის 2 საათამდე.
საფლავზე ფულის დათვლა: არასოდეს ამოიღოთ საფულე და არ დათვალოთ ფული სასაფლაოს ტერიტორიაზე. ამით თქვენს ფინანსურ იღბალს „სასაფლაოს ენერგიას“ აბამთ, რაც მომავალში დანაკარგებს იწვევს.
ზედმეტი საუბარი პირად წარმატებებზე: ნუ მოყვებით საფლავთან თქვენს დიდ მიღწევებზე, ბედნიერებაზე ან სიმდიდრეზე. ითვლება, რომ ამით შეიძლება „დააფრთხოთ“ თქვენი იღბალი ან გამოიწვიოთ ენერგეტიკული დისბალანსი.
სხვისი საფლავიდან ჭამა ან დალევა: არასოდეს აიღოთ სხვის საფლავზე დატოვებული ტკბილეული ან საკვები. ეს ნივთები უკვე „მიკუთვნებულია“ სხვა სამყაროსთვის და მათი მითვისება ენერგეტიკულად სახიფათოა.
უკან მოხედვა გამოსვლისას: სასაფლაოს ჭიშკარს რომ გამოცდებით, უკან არ მოიხედოთ, რაც არ უნდა მოგეჩვენოთ. ეს სიმბოლურად ნიშნავს, რომ თქვენ ტოვებთ იმ სამყაროს და არ ეპატიჟებით მას თქვენს ცხოვრებაში გამოსაყოლებლად.
საჩივრები ცხოვრებაზე: ნუ დაიწყებთ საფლავთან წუწუნს იმაზე, თუ რა ცუდად გაქვთ საქმე ან როგორ გინდათ სიკვდილი. „ადგილის სულებმა“ ეს შეიძლება პირდაპირ გაიგონ და თქვენი სურვილი „შეასრულონ“.
ფეხმძიმე ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ყოფნა: ეზოთერიკაში მიჩნეულია, რომ ნაყოფს და პატარა ბავშვებს (7 წლამდე) ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული ძლიერი ენერგეტიკული ფარი, ამიტომ ისინი ყველაზე ადვილად იწოვენ ნეგატივს.
მთავარი წესი: სასაფლაოზე შედით და გამოდით სხვადასხვა გზით (თუ შესაძლებელია), ან გამოსვლისას გონებაში თქვით: „რაც აქ არის, აქ დარჩეს, მე ჩემი მშვიდობით მივდივარ“.სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ ენერგეტიკული და ფიზიკური განწმენდა დაგეხმარებათ, რომ იქაური მძიმე ემოციები და „ნეგატივი“ სახლში არ შეიტანოთ.
აი, მარტივი და ეფექტური ნაბიჯები:
შხაპი და თმის დაბანა: სასურველია მიიღოთ შხაპი და აუცილებლად დაიბანოთ თმა. თმა ყველაზე მეტად იწოვს გარემოს ენერგეტიკას. შხაპის დროს წარმოიდგინეთ, როგორ ჩააქვს წყალს მთელი დღის სიმძიმე.
ტანსაცმლის გამოცვლა: ის ტანსაცმელი, რომელიც სასაფლაოზე გეცვათ, მაშინვე გაიხადეთ და გარეცხეთ. ნუ დატოვებთ მას ოთახში და ნუ ჩამოკიდებთ სხვა ტანსაცმელთან ერთად კარადაში გაურეცხავად.
მარილით განწმენდა: მარილი ენერგეტიკული „ღრუბელია“. შეგიძლიათ შხაპის დროს სხეულზე (კისრის ქვემოთ) მარილიანი წყალი გადაივლოთ ან უბრალოდ ხელები დაიბანოთ მარილით. ის ანეიტრალებს ნებისმიერ უარყოფით მუხტს.
სანთლის დანთება: სახლში დაანთეთ სანთელი (უმჯობესია ნაკურთხი). ცეცხლი წმენდს სივრცეს და ამშვიდებს ფსიქიკას. ცოტა ხანს უყურეთ ალს – ეს დაგეხმარებათ აზრების მოკრეფაში.
ნაკურთხი წყლის პკურება: თუ მორწმუნე ხართ, შეგიძლიათ სახლის კუთხეებში ნაკურთხი წყალი ასხუროთ და თავადაც დალიოთ ერთი ყლუპი.
მთავარია: არ ჩაიციკლოთ შიშებზე. თუ ამ პროცედურებს ჩაატარებთ, ჩათვალეთ, რომ ენერგეტიკული „კარი“ დაიხურა და თქვენს პირად სივრცეში ხართ.უფალმა დალოცოს თქვენი ცოცხლები და გაუნათლოს სული თქვენს წასულებს. ვისწავლოთ პატივისცემა იქ, სადაც მარადისობა იწყება.დაიცავით ეს წესები და იყავით მშვიდად. გაუგზავნე მეგობარს, ვისი უსაფრთხოებაც გაინტერესებს! გააზიარე, რომ სხვამაც არ დაუშვას შეცდომა. ამინ!”,- წერს იოსელიანი.
-

კვირა თუ ორშაბათი – როდის უნდა გავიდეთ საფლავზე
როდის უნდა გავიდეთ საფლავზე? – ამ თემაზე “დილა მშვიდობისა საქართველოს” ეთერში მამა იოვანე მჭედლიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, აღდგომის დღესასწაული ცვლილებისთვის და მიცვალებულებისთვის თანაბრად სასიხარულოა.
„საფლავზე გასვლას რაც შეეხება, ის იმხელა დღესასწაულია, რომ გლოვის უფლება არ გვაქვს, თუ გვჯერა რომ ღმერთი აღდგა. საფლავზე გასულმა ადამიანმა არ უნდა იგლოვოს“,- ამბობს მამა იოვანე.
-

რას ნიშნავს აღდგომის ღამით ნანახი სიზმარი
აღდგომის ღამე, რომელიც აღდგომა-ს უკავშირდება, ქრისტიანულ და ხალხურ ტრადიციებში განსაკუთრებულად მისტიკურ და სულიერ პერიოდად მიიჩნევა. სხვადასხვა წყაროსა და ეთნოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, ამ ღამით ნანახ სიზმრებს ხშირად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ეზოთერულ და ფოლკლორულ წარმოდგენებში მიიჩნევა, რომ აღდგომის ღამეს სიზმრები შეიძლება იყოს სიმბოლური გზავნილები, რომლებიც ადამიანის შინაგან მდგომარეობას, სურვილებს ან მომავალთან დაკავშირებულ მინიშნებებს ასახავს. ზოგიერთი ტრადიციის მიხედვით, ამ ღამით ნანახი სიზმარი „წმინდა“ ენერგიის გავლენით უფრო სუფთა და ჭეშმარიტად ითვლება.
ეთნოგრაფიული წყაროები მიუთითებს, რომ ძველად ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ასეთ სიზმრებს:
ნათელი და მშვიდი სიზმარი კეთილდღეობასა და წარმატებას ნიშნავდა;
ქაოსური ან შიშისმომგვრელი სიზმარი კი გაფრთხილებად ითვლებოდა, რომ ადამიანს მეტი სიფრთხილე მართებდა;
ახლობელი ადამიანების ნახვა სიზმარში ხშირად მათთან კავშირის გამყარების ან მონატრების გამოხატულებად მიიჩნეოდა.
მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგია სიზმრებს უფრო მეტად ადამიანის ფსიქიკის, ემოციებისა და ქვეცნობიერის გამოხატულებად განიხილავს. სპეციალისტების განმარტებით, განსაკუთრებული თარიღები, როგორიცაა აღდგომა, შესაძლოა უბრალოდ ძლიერ ემოციურ ფონად იქცეს, რაც სიზმრებშიც აისახება.
შედეგად, აღდგომის ღამით ნანახ სიზმრებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს — რელიგიური და ეზოთერული ხედვებით ისინი შეიძლება ნიშნების მატარებელი იყოს, ხოლო მეცნიერული თვალსაზრისით — ადამიანის შინაგანი სამყაროს ანარეკლი.
-

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღე აქტიურია და ენერგიით სავსე ხარ. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად, თუმცა სიჩქარემ შეცდომები არ დაგაშვებინოს. ფინანსურ თემებში ფრთხილად იყავი.კურო
შინაგანი სიმშვიდის დღეა. უკეთესია, თუ ნაკლებად ჩაერთვები კონფლიქტებში. კარგი პერიოდია ოჯახთან ურთიერთობისთვის და გეგმების დალაგებისთვის.ტყუპები
კომუნიკაციის დღეა — საინტერესო შეხვედრები და ახალი კონტაქტები გელოდება. იდეების გაზიარება წარმატებას მოგიტანს.კირჩხიბი
ფინანსურ საკითხებზე კონცენტრაცია მოგიწევს. შესაძლოა დამატებითი შემოსავლის შანსიც გაჩნდეს. ემოციურად შედარებით მგრძნობიარე ხარ.ლომი
შენი დღეა. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდები. კარგი დროა საკუთარი თავის წარმოსაჩენად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.ქალწული
მეტი დასვენება და საკუთარ თავზე ზრუნვა გჭირდება. შესაძლოა, ძველი საკითხები კვლავ ამოტივტივდეს — დროა მათთან გამკლავების.სასწორი
მეგობრებთან და გუნდთან ურთიერთობა დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ახალი გეგმები შეიძლება კოლექტიურად დაიგეგმოს.მორიელი
კარიერული წინსვლის შესაძლებლობაა. შენი შრომა შეიძლება დაფასდეს. ყურადღება მიაქციე უფროსებთან კომუნიკაციას.მშვილდოსანი
გაგიჩნდება სურვილი ცვლილებების და ახალი გამოცდილებების. კარგი დროა სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისთვის ან ახალი მიმართულების დასაწყებად.თხის რქა
დღე ტრანსფორმაციულია — შესაძლოა რაღაც დასრულდეს, რომ ახალი ეტაპი დაიწყოს. ფინანსურ და ემოციურ საკითხებში სიღრმისეული ანალიზი დაგეხმარება.მერწყული
ურთიერთობები აქტიურდება. შეიძლება მნიშვნელოვანი საუბარი ან გადაწყვეტილება დაგჭირდეს პარტნიორთან ან ახლობელ ადამიანთან.თევზებიდღე ყოველდღიურ საქმეებზე კონცენტრაციას მოითხოვს. ჯანმრთელობას და რეჟიმს მეტი ყურადღება მიაქციე. პატარა დეტალები დიდ შედეგს მოგცემს.
-

რისი გაკეთება არ შეიძლება აღდგომას
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს თავისი წესები აქვს და მართლმადიდებელი ქრისტიანები მაქსიმალურად ცდილობენ მათ დაცვას. წითლად შეღებილი კვერცხი და ხატის პური – ყველა ოჯახშია; თუმცა ამის გარდა, არსებობს ერთგვარი დაუწერელი კანონები, რომელთა შესრულებაც მორწმუნეებს უწევთ.
ამჯერად, გეტყვით, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. აღდგომას და მის შემდგომ დღეებში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძიმე სამუშაოს კეთება – დალაგება, რეცხვა, უთო, კერვა… იკრძალება ნაკურთხი პროდუქტის გადაყრა;
ამ წმინდა დღეს ასევე არ შეიძლება გლოვა, კამათი, ბილწსიტყვაობა ან ვინმეს განკითხვა.
არაა სასურველი აღდგომას საფლავზე მისვლა, ასევე ამ დღეს არ შეიძლება მკითხაობა, სხვადასხვა რიტუალის ჩატარება, რომლებიც მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის მიუღებელია
-

“მშვიდობით, მადლობა ყველაფრისთვის” 😭😭😭ტრაგედია დათო კენჭიაშვილის ოჯახში
მომღერალ დათო კენჭიაშვილის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრილდა.
დათოს ბებია გარდაეცვალა.
მშვიდობით, ბებო
მადლობა ყველაფრისათვის ,
იმ ღვაწლისათვის, რაც ჩემი მომავლისთვის გაიღე …
შევხვდებით ოდესმე … – წერს კენჭიაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს. -

როგორი ამინდი იქნება ხვალ – განახლებული პროგნოზი
14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი ამინდი იქნება.
მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში იწვიმებს თოვლჭყაპი და თოვლი. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და საშუალოდ 10–15 გრადუსის ფარგლებში იქნება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
12 აპრილს თბილისში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი, ძირითადად ღამის საათებში. გაძლიერდება დასავლეთის ქარი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში.
13 აპრილს კვლავ მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ძლიერი ქარი.
-

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2026 წლის აპრილში დიდი სიურპრიზი ელის – ასტროლოგები ასახელებენ
გაზაფხულის შუა პერიოდს არა მხოლოდ თბილი ამინდი, არამედ ის მოულოდნელი სიურპრიზებიც გაამრავალფეროვნებს, რომლებსაც სამყარო ზოდიაქოს ზოგიერთი იღბლიანი წარმომადგენლისთვის ამზადებს… აპრილი მოულოდნელი გარდასახვებით იქნება სავსე და მათ ყველაზე ჩვეულებრივ ადგილებში, თუნდაც საკუთარი სადარბაზოს კუთხეში ან ახალი სამსახურის ზღურბლთან გადააწყდებით.
თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ჩვეული რიტმით იცხოვროთ – ისწავლოთ, ვინმეს შეხვდეთ, სოციალური ქსელები დაათვალიეროთ – და მოულოდნელად ისეთი სიახლე შეიტყოთ, რომელიც განწყობას “ყველაფერმა დამღალადან” “როგორც იქნა, რაღაც კარგი მოხდას” მდგომარეობამდე შეცვლის.
ამასთანავე, სიურპრიზები არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც აღმოჩნდება: ისინი გიბიძგებენ იმისკენ, რისკენაც დიდი ხანია, მიისწრაფვით, თუმცა ამას მუდმივად სამომავლოდ განიხილავდით. შფოთვისკენ მიდრეკილთათვის ეს პერიოდი მარტივი არ იქნება, რადგან მოვლენების განვითარების ყველა ვარიანტის წინასწარ გათვლა ვერ მოხერხდება. ამ თვეში ლოგიკა რეალობას ხშირად ჩამორჩება, საუკეთესო მომენტები კი სწორედ იქ მოხდება, სადაც არავინ ელის…
ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის იქნება:
ვერძი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, აპრილში სიურპრიზი კარიერულ სფეროში გელით, რაც ძალიან გაგაოცებთ. შესაძლოა, ისეთი სიტუაცია შეიქმნას, როდესაც თქვენ უბრალოდ საკუთარ საქმეს აკეთებთ, ზედმეტს არაფერს ელით, საბოლოოდ კი ისეთ შეთავაზებას იღებთ, რომელზეც უარის თქმა რთულია… ეს შეიძლება ახალი პროექტი, დაწინაურება ან საკუთარი თავის უფრო მასშტაბურ საქმეში გამოცდის შანსი იყოს. ამასთანავე, ყველაფერი საკმაოდ მკვეთრად მოხდება: დღეს თუ ჯერ კიდევ ჩვეულ რიტმში მოძრაობთ, ხვალ უკვე რაღაც წარმოუდგენლის ახალ პირობებს განიხილავთ. თავიდან შეიძლება მცირე ეჭვი გაგიჩნდეთ, თუმცა მას სწრაფადვე აზარტი შეცვლის.
და დიახ, თქვენ ამას ნამდვილად გაართმევთ თავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავიდან მოგეჩვენებათ, რომ ეს თქვენს შესაძლებლობებს აღემატება. ყოველდღიურობაში ეს მეტ პასუხისმგებლობასთან, თუმცა, ამავდროულად, მეტ შესაძლებლობასთან ასოცირდება. თქვენს შემჩნევას დაიწყებენ, თქვენს აზრს ანგარიშს გაუწევენ და ეს თავდაჯერებულობის დიდ მუხტს მოგცემთ. ამასთან, შესაძლებელია ფინანსური ბონუსიც მიიღოთ, რომელიც მიმდინარე მოვლენებს სასიამოვნოდ დააგვირგვინებს. მთავარია, შიშის გამო უარი არ თქვათ და საკუთარი შესაძლებლობები არ დააკნინოთ. მაშინაც კი, თუ შეთავაზება მოულოდნელია, ის ძალიან დროული აღმოჩნდება.
კურო
აპრილში თქვენი სიურპრიზი პირად ცხოვრებას უკავშირდება და აქ მოვლენები მაქსიმალურად საინტერესოდ შეიძლება, წარიმართოს. თუ ურთიერთობაში ხართ, პარტნიორმა შესაძლოა, ისეთი საქციელით ან გადაწყვეტილებით გაგაოცოთ, რომელიც თქვენს კავშირს ახალ საფეხურზე აიყვანს. ეს შეიძლება სერიოზული საუბარი, მოულოდნელი საჩუქარი ან ისეთი ნაბიჯი იყოს, რომელიც თქვენ მიმართ მის რეალურ დამოკიდებულებას გამოავლენს. ხოლო თუ თავისუფალი ხართ – მოულოდნელი ნაცნობობისთვის მოემზადეთ, რომელიც მარტივად დაიწყება, თუმცა სწრაფადვე რაღაც დიდში გადაიზრდება! ეს შეიძლება, სრულიად არაორდინალურ ადგილას მოხდეს – ყავის რიგიდან დაწყებული, რომელიმე მიმართულებით ტურის ჩატში შემთხვევითი მიმოწერით დასრულებული.
აქ ყველაზე კარგი ის არის, რომ დაძაბულობას ან ეჭვებს საერთოდ არ იგრძნობთ. ყველაფერი ბუნებრივად განვითარდება და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს მეტ სითბოში, ყურადღებასა და ერთად ყოფნის სურვილში გამოიხატება. მნიშვნელოვანია, არ ჩაიკეტოთ და ყველაფრის გაკონტროლება არ სცადოთ. უბრალოდ ამ გამოცდილების მიღების უფლება საკუთარ თავს მიეცით…ვრცლად
-

ავარია სამტრედიაში – არიან დაშავებულები
სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა. 2 ქალი და 1 მამაკაცი. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა „ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს.
ამ დროისთვის დაშავებულებს უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები და იმყოფებიან მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
