Author: tea

  • როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას?

    როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას?

    კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, განათლების სამინისტროს მიერ დაწყებით კლასებში სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

    “1.800.000 ასეთი სკოლის ფორმის შესყიდვა გამოაცხადეს ქოცებმა და ბიუჯეტს სულ მცირე ნახევარი მილიარდი სრულიად უსარგებლო ხარჯი “შეტენეს” იმისთვის, რაც საჭიროა თუ არა, არც კი გამოუკვლევიათ. უბრალოდ, ვიღაცამ ჩათვალა, რომ ასე კარგია და სწორი, სოციალური თანაბრობაა, ლამაზია, ხალხის გულს მოვიგებთ თუ არავინ არ იცის კიდევ რა არგუმენტით. ასე ჩათვალა თავის ტრავმულ გამოცდილებაზე ან საბჭოთა მეხსიერებაზე დაყრდნობით, თორემ კი არ დაუდგენია შესწავლით და ანალიზით.

    თუ გადასაყრელი ფული ჰქონდათ (და დიახ, ეს საბიუჯეტო ფულის გადაყრაა), დენის გაძვირება, საწვავის და ბევრი სხვა რამის როგორ შეეჩერებინათ, ის ეფიქრათ.

    მაგრამ საქმე კიდევ იმაშია (რაც მთავარია), რომ ამ შესყიდვაზე სულ მცირე 50 მილიონს მაინც ისე მოიპარავენ და ჩაიდებენ ჯიბეში, როგორც დაგიბარებია.” – წერს ნიკა გვარამია.

    ცნობისთვის,პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შესასყიდი რაოდენობა და ესკიზები ცნობილია.

    2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

    სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, მეორე ეტაპი კი საქონლის დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.

    ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ სამინისტროს ბაზრის კვლევა გამოცხადებული აქვს კოსტიუმებისთვის, ქვედატანებისა და შარვლებისთვის.

    რაც შეეხება უშუალოდ რაოდენობას, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, „საგანმანათლებლო რესურსების“ დაკვეთით შესასყიდი ოდენობა უნდა იყოს 292 ათასი გოგონას პიჯაკი, 308 ათასი ბიჭის პიჯაკი, 438 ათასი გოგონას შარვალი, 616 ათასი ბიჭის შარვალი, 146 ათასი მუხლამდე ქვედაკაბა და 1000 გრძელი ქვედაკაბა.

    ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს.

  • ამას არავინ მოელოდა 😭😱😱 დასანანი ინფორმაცია გიორგი მამარდაშვილის შესახებ 🥹😢

    ამას არავინ მოელოდა 😭😱😱 დასანანი ინფორმაცია გიორგი მამარდაშვილის შესახებ 🥹😢

    ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე, განმეორებით მატჩში პარი სენ ჟერმენი ლივერპულს ესტუმრა და კვლავ 2:0 დაამარცხა. 90 წუთი სრულად ითამაშეს გიორგი მამარდაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ.

    ამ უკანასკნელმა პირველი გოლის დროს, საგოლე გადაცემა მიითვალა და მთლიანობაში ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა. თამაშის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა ლივერპულის და პსჟ-ს ფეხბურთელები შეაფასა.

    სამწუხაროდ, მამარდაშვილს ყველაზე დაბალი შეფასება 5.7 ერგო. ეს ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე დაბალი შეფასებაა. რაც შეეხება კვარას, მას Sofascore-მა 7.2 ქულა დაუწერა.

    გიორგის ყველაზე დაბალი ქულა დაუწერა სხვა ფეხბურთელებთან შედარებით ასევე კიდევ ერთმა ცნობილმა სპორტულმა გამოცემა WHOSCORED-მა, 6.23 ქულა.

    რაც შეეხება Flashscore-ს, აქაც მამარდაშვილს ყველაზე დაბალი ქულა, 5.8 შეფასება ერგო.

  • SOS! – ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერები – მოქალაქე მოსახლეობას აფრთხილებს

    “ფეისბუქ” ჯგუფში “ქალაქის პრობლემები” მოქალაქე ანონიმურად ავრცელებს სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

    ვიდეოს ავტორი წერს, რომ ადამიანები, რომლებიც კადრებში ჩანან დადიან კორპუსებში და ნივთებს იპარავენ.

  • 6 ლოცვა, რომელიც ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ

    6 ლოცვა, რომელიც ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ

    ლოცვა ამოღებულია წმინდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

    წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დღე და შესთხოვეთ ღმერთს წრფელი გულით. “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ … – მათე 7,7-11”. როდესაც ჩვენი თხოვნა გულიდან მოდის და ღმერთის წინაშე სამართლიანია ის აუცილებლად აგვისრულდება. დიდება უფალს.

    ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

    ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზეშთაეს სერაბიმთა, რომელმან იტვირთე სიტყვა ღვთისა ხორცითა, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.

    ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა

    ჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.

    წმინდისა იოანე ნათლისმცემლისა

    ყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.

    წმინდა დიდმოწამისა გიორგისა

    ნათელ-ჰყავ შვილდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით, გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.

    წმიდა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისა

    ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

  • შეიძლება თუ არა უარის თქმა ნათლიად გახდომაზე? – მოძღვრის განმარტება

    შეიძლება თუ არა უარის თქმა ნათლიად გახდომაზე? – მოძღვრის განმარტება

    მაინტერესებს თუ შეიძლება უარის თქმა ისეთ წმინდა შემოთავაზებაზე როგორიცაა მირონით დანათესავება, ანუ თუ შეიძლება ადამიaნმა უარი განაცხადოს ბავშვის ნათლიად გახდომაზე? ცოდვაში ხომ არ ჩავარდება ამით? – ამ კითხვას გამოცემა orthodoxy.ge პასუხობს.

    „ვერავინ დაგვაძალებს ნათლიობას. ჩვენი ნებაა, დავეთანხმებით, თუ არა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. თუ მოსანათლავი სრულწლოვანია და მას არ აქვს განზრახული ნათლობის შემდეგ ქრისტიანული (ეკლესიური) ცხოვრება, ალბათ აჯობებს უარიც ვუთხრათ, ავუხსნათ, რომ ქრისტიანობა ეკლესიურობის გარეშე არ არსებობს.

    თუ მოსანათლავი მცირეწლოვანია, უმჯობესია მივიღოთ შემოთავაზება და ვიზრუნოთ ბავშვის ქრისტიანულ აღზრდაზე – ნათლიობა სწორედ ამას გულისხმობს. თუმცა აქაც არჩევანი ჩვენზეა.“ – ხსნის მოძღვარი ანდრია კემულარია.

  • „როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით…“ – თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ

    „როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით…“ – თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ

    ფული – შენი შინაგანი სამყაროს სარკე: როგორ ვცვლით რეალობას დამოკიდებულებით? – აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს Astrologia.ge სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

    „დაფიქრებულხართ, რატომ არის, რომ ზოგისთვის ფული ადვილად მოდის, ზოგისთვის კი ის მუდმივი ბრძოლისა და შიშის საგანია? პასუხი არა ეკონომიკაში, არამედ ჩვენს დამოკიდებულებაში იმალება.

    ფული ენერგიაა, რომელსაც უყვარს მოძრაობა და დაფასება. მდგომარეობა ჩვენს ცხოვრებაში სწორედ მაშინ იცვლება როცა ხედვას ვცვლით:

    1. დეფიციტის ფსიქოლოგიიდან – სიუხვისკენ ➔

    დეფიციტი: „ფული არ მყოფნის“, „ძალიან ძვირია“, „მე ამას ვერასდროს ვიყიდი“. ასეთი ფიქრებით თქვენ ბლოკავთ ფინანსურ ნაკადს. სამყარო გპასუხობთ: „მართალი ხარ, არ გყოფნის“.

    სიუხვე: ნაცვლად იმისა, რომ თქვათ „ვერ ვიყიდი“, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ შემიძლია ამის უფლება მივცე საკუთარ თავს?“ ეს კითხვა ტვინს აიძულებს ახალი შესაძლებლობები ეძებოს.

    2. შიშიდან – მადლიერებისკენ ➔

    ბევრი ჩვენგანი გადასახადების გადახდისას სტრესს განიცდის.

    შეცვალეთ დამოკიდებულება: ყოველი გადახდილი ლარი არის დასტური იმისა, რომ თქვენ გაქვთ რესურსი! როცა იხდით კომუნალურებს, მადლობა გადაიხადეთ სითბოსთვის და სინათლისთვის.

    შედეგი: მადლიერება ზრდის თქვენს ვიბრაციას, რაც მაგნიტივით იზიდავს ახალ შემოსავლებს.

    3. ფული როგორც „ბოროტება“ – თუ როგორც „ინსტრუმენტი“? ➔

    თუ ქვეცნობიერად გჯერათ, რომ „ფული ადამიანს აფუჭებს“, თქვენი გონება ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გქონდეთ ის (რათა „არ გაფუჭდეთ“).

    ახალი პროგრამა: ფული არის საშუალება, რომ გააკეთო სიკეთე, იმოგზაურო, განვითარდე და დაეხმარო სხვებს. ფული მხოლოდ აძლიერებს იმას, რაც უკვე ხარ.

    პრაქტიკული სავარჯიშო: „დალოცეთ ნაკადი“

    დღეიდან, ყოველთვის, როცა ფულს გასცემთ (მაღაზიაში თუ ონლაინ), გულში თქვით:

    „სიხარულით ვუშვებ და ასმაგად დაბრუნებულს ველოდები“. დააკვირდით, როგორ შეიცვლება თქვენი განწყობა და რა საინტერესო გზებით დაიწყებს სამყარო თქვენს დასაჩუქრებას.

    თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ფულთან? გიხარიათ მისი ხარჯვა თუ ყოველი თეთრი „გენანებათ“? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში!

    სწორად შერჩეული ძი მძივი აძლიერებს შენს არჩევანს.

    დაწერე კომენტარში მხოლოდ ერთი სიტყვა:

    სიყვარული / ფინანსები / კარიერა იმისთვის რომ ავარჩიოთ შენი კონცენტრირებისთვის მნიშვნელოვანი ძი, მიზნების მარტივად და სასიკეთოდ მისაღწევად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ჯარიმა 100 ლარი და მინუს 20 ქულაა – ინფორმაცია მძღოლებისთვის

    ჯარიმა 100 ლარი და მინუს 20 ქულაა – ინფორმაცია მძღოლებისთვის

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.

    როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება და მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.

    „შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით.

    საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც:

    100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

    50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

    დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

    დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

  • სინოპტიკოსების გაფრთხილება დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ

    სინოპტიკოსების გაფრთხილება დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ

    14 აპრილს ქუთაისში დღისით +14 და ღამით +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.

    მცირე ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. მცირე ალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +14, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

    სოხუმშიც იწვიმებს, +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი –1 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაშიც წვიმს, დღისით 10 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.

    ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +9 იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს. დღისით 3 ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

    უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.თბილისშიც ხანმოკლე წვიმის ფონზე მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

  • 14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ის, რაც გუშინ მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, დღეს უკანა პლანზე გადაიწევს და უმნიშვნელო გახდება. რთული იქნება ემოციებთან გამკლავება.

    კურო

    პირად ცხოვრებაში სიახლეებისა და ცვლილებების დროა, შეგიძლიათ, დააჩქაროთ კიდეც ეს მოვლენები გონივრული და ჯანსაღი მიდგომით.

    ტყუპები

    დღეს, მოლაპარაკებები და პარტნიორული ურთიერთობებთან გონივრული მიდგომა სამომავლოდ წარმატების მომტანი იქნება. საღამოს, აუცილებლად მეგობრების წრეში, ან ოჯახის წევრებთან ერთად დაისვენეთ.

    კირჩხიბი

    იზრდება თქვენი გავლენის არეალი და ცნობადობა. ზომიერება და სხვათა დამშვიდების უნარი ზრდის თქვენს ავტორიტეტსა და იმიჯზეც კარგად აისახება.

    ლომი

    დღეს შესაძლოა იმ ძველ ურთიერთობებში, რომელიც ტვირთად გაწევთ, ხარვეზების შესწორება მოგიწიოთ, დროა, სამუდამოდ დაემშვიდობოთ წარსულს და დაისვენოთ.

    ქალწული

    გლობალური ცვლილებებია მოსალოდნელი, დიდია ალბათობა, დადგეთ არჩევანის წინაშე – ვის დაშორდეთ და ვის არა.

    სასწორი

    კარგი დღეა პირადი თუ ოჯახური სივრცის მოსაწესრიგებლად, სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად. საქმიანი ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანეთ.

    მორიელი

    ცვლილებების დრო დადგა, კარგი იქნება, თუ ეს ცვლილებები თქვენს გეგმებში შედის, გადადეთ ყველა საქმე და ჩამოყალიბდით, კონცენტრირდით ყველაზე მნიშვნელოვანზე.

    მშვილდოსანი

    პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება და გულწრფელობა გჭირდებათ, მეტი სერიოზულობით მიუდექით პირად საკითხებს.

    თხის რქა

    ნურავის გადააბარებთ თქვენს პასუხისმგებლობას, იყავით მომთმენი და გულდასმით განიხილეთ ყოველი დეტალი, საქმეშიც და ურთიერთობაშიც.

    მერწყული

    უნდა გათავისუფლდეთ ყოველგვარი ძველისა და ზედმეტისგან, რათა ახლის წამოწყებისთვის მოემზადოთ. დატოვეთ თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ აუცილებელი, დანარჩენისგან გათავისუფლდით.

    თევზები

    შესაძლოა, დღეს გაიგოთ ის, რაც დიდი ხანია გაინტერესებდათ. იყავით უფრო მეტად თავდაჯერებული და იზრუნეთ თქვენს იმიჯსა და განწყობაზე.

  • რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

    რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

    ექიმი, გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

    „ის ყურძნის მარცვლები, რომელიც პასკაშია, ცნობილია ბევრი სახელით – ზოგიერთი ქიშმიშს (თურქულად) უწოდებს, ეს ყურძნის მარცვლები საკმაოდ მდიდარია ბევრი სასარგებლო ნივთიერებით, მათ შორის, სამს გამოვყოფდი – საკმაოდ ბევრს შეიცავს ვიტამინ B2 – რიბოფლავინს, ასევე ვიტამინი B6, ბევრი კალიუმია მასში.

    ვიტამინი B2 არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც ჩვენს სხეულს სჭირდება, განსაკუთრებით, ჩვენს მიტოქონდრიებს. ამის ნაკლებობა ორგანიზმში ტუჩის კუთხეების სილურჯით, ნახეთქებით გამოიხატება.

    რიბოფლავინის ნაკლებობის დროს პირის ღრუს ანთებაც ემართება, სტომატიტი, ასევე, დამახასიათებელია ელექტროციტების რაოდენობა, იმ წითელი ბურთულების რაოდენობა, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს. როცა ადამიანი იღებს ქიშმიშს, ფაქტობრივად, ის იღებს დღიურ ვიტამინ B2-ს დოზას.

    ვიტამინი B6 გარდა მიტოქონდრიებისა, ასევე გამოიყენება თავის ტვინის მედიატორების სინთეზისთვისაც. თავის ტვინში ბევრი მედიატორია – ცელტონი, დოპამინი, აქედან ნაწილი ბედნიერების ჰორმონია. ამიტომ ქიშმიშიდან მიღებული ვიტამინი B6 ჩვენ ნამდვილად არ გვაწყენდა. ასევე, ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ ჩვენს ორგანიზმში ჰემოგლობინის სინთეზი დაიწყოს.

    როცა ადამიანს ორგანიზმში ვიტამინი B6 აკლდება, ის ნიშნები ჩნდება, რაც ახლავს ვიტამინ B2-ს. ადამიანი ხდება მიდრეკილი ძილიანობისკენ.

    როცა ადამიანი ხშირად იღებს ქიშმიშს, ორივე ვიტამინს მარტივად ივსებს. როგორც გითხარით, ქიშმიშში კალიუმის მაღალი ჩემცველობაა, ვისაც მაღალი წნევა აქვს, კალიუმით მდიდარი საკვები ძალიან მაგარი საშუალებაა წნევის დასაწევადაც“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.