Author: tea

  • 1000 ლარი სემესტრულად სტუდენტებისთვის – ვის დააფინანსებს მერია

    1000 ლარი სემესტრულად სტუდენტებისთვის – ვის დააფინანსებს მერია

    “სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში” მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ცვლილებები ამოქმედდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    მისივე განმარტებით, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი გახდება. ასევე, ამოქმედდება ახალი პროგრამა  სახელწოდებით “ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის”.

    “პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების შემუშავებაზე იმუშავებენ, მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტური სფეროების განსაზღვრა კი ყოველწლიურად განხორციელდება. ასევე გაგრძელდება იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს სწავლის უფლება სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერია, ყოველსემესტრულად, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს აფინანსებს.

    “სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს 1 280-მა სოციალურად დაუცველმა, 500-ზე მეტმა მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა სტუდენტმა და 50-მდე შშმ სტუდენტმა მიიღო დაფინანსება. ამასთან, მივესალმებით აღნიშნული მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაზრდის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

  • გარდაიცვალა ერთ-ერთი პირი, რომლის მდგომარეობაც ურეკში, ზღვიდან ამოყვანის შემდეგ დამძიმდა

    გარდაიცვალა ერთ-ერთი პირი, რომლის მდგომარეობაც ურეკში, ზღვიდან ამოყვანის შემდეგ დამძიმდა

    🔻 გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთ-ერთი პირი, რომლის მდგომარეობაც ურეკში, ზღვიდან ამოყვანის შემდეგ დამძიმდა | ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია 30 წლამდე კაცი, რომელიც, სავარაუდოდ, სომხეთის მოქალაქეა

    🔻 ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო და ოთხივე მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. თუმცა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე იყო

  • ⭕ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო

    ⭕ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო

    ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო – ოთხივე მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს.

    როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთს ადგილზე უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

    დამატებითი დეტალები უცნობია.

  • 🔻ვაჟები პირველი და ერთადერთი ქორწინებიდან და ორი ქალიშვილი – ალისა და ჟასმინი – უკრაინული გამოცემა მიხეილ სააკაშვილის შვილების შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻ვაჟები პირველი და ერთადერთი ქორწინებიდან და ორი ქალიშვილი – ალისა და ჟასმინი – უკრაინული გამოცემა მიხეილ სააკაშვილის შვილების შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    პო­პუ­ლა­რულ­მა უკ­რა­ი­ნულ­მა ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა “გორ­დონ­მა“გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად მი­მო­ი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ოთხი­ვე შვი­ლის ცხოვ­რე­ბას, მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

    მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რუს­თა­ვის №12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ა­მა­ყით სა­უბ­რობს თა­ვის ორ ვაჟ­სა და ორ ქა­ლიშ­ვილ­ზე. მისი თქმით, შვი­ლე­ბის­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რია.

    ვა­ჟე­ბი – წარ­მა­ტე­ბა ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტის სფე­რო­ში და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა აზი­ა­შიმო­გეხ­სე­ნე­ბათ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ნი­დერ­ლან­დე­ბის მო­ქა­ლა­ქე სან­დრა რუ­ლოვსთან პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი – ედუ­არ­დი (და­ბა­დე­ბუ­ლი 1995 წელს) და ნი­კო­ლო­ზი (და­ბა­დე­ბუ­ლი 2005 წელს) ჰყავს. გა­მო­ცე­მა იხ­სე­ნებს, რომ 2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში მის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში პო­ლი­ტი­კოს­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რას საქ­მი­ა­ნო­ბენ მისი უფ­რო­სი შვი­ლე­ბი:

    ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი – უფ­რო­სი ვაჟი დღეს­დღე­ო­ბით ევ­რო­პა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო და წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტად ით­ვლე­ბა. იგი ამ­ჟა­მად ნი­დერ­ლან­დებ­ში ცხოვ­რობს და იქ აგ­რძე­ლებს თა­ვის წარ­მა­ტე­ბულ პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას.

    ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი – უმ­ცროს­მა ვაჟ­მა სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­წყო ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. მა­მა­მი­სის თქმით, ნი­კო­ლო­ზი თავ­და­პირ­ვე­ლად კუ­რი­ე­რად მუ­შა­ობ­და და პი­ცა­სა და სხვა­დას­ხვა საკ­ვებს ატა­რებ­და, რათა სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქო­ნო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან ია­პო­ნი­ის სა­ელ­ჩოს გრან­ტი მო­ი­პო­ვა, გა­ემ­გზავ­რა ია­პო­ნი­ა­ში, სა­დაც შე­ის­წავ­ლა ენა, ამ­ჟა­მად კი ლა­ოს­ში იმ­ყო­ფე­ბა და ლა­ო­სურ ენას ეუფ­ლე­ბა.მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ შვი­ლე­ბის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია მის­მა აღ­ზრდამ, თუმ­ცა მათ­თვის ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­ა­ლო­ბა ემო­ცი­უ­რად მარ­ტი­ვი არ არის:

    “გარ­და იმი­სა, რომ მათ სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ ფული, ისი­ნი თა­ვი­ანთ მი­სი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ხე­და­ვენ. ეს მე გა­და­ვე­ცი მათ. არ ვიცი, კარ­გია თუ ცუდი, რომ ფული სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ, მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და. ჩემი შვი­ლე­ბის ცო­ტა­თი დე­მო­რა­ლი­ზე­ბას ახ­დენს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი ხე­და­ვენ, თუ რო­გორ ეპყრო­ბა ჩემ­თან არ­სე­ბუ­ლი ოკუ­პა­ცი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მაგ­რამ ისი­ნი გა­უმკლავ­დე­ბი­ან ამას. მათ ეს­მით, რა­ტომ ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი“, – აღ­ნიშ­ნა ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა გა­მო­ცე­მას­თან.

    უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ელის-მა­რია – “ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის ვარ­სკვლა­ვი

    “მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, ელის-მა­რი­ას არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­ვე­ლად 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში აც­ნო­ბა. გო­გო­ნას დედა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძეა, რო­მელ­მაც ის 2020 წლის ზა­ფხულ­ში გა­ა­ჩი­ნა.

    სა­ა­კაშ­ვი­ლი შვი­ლის ნი­ჭი­ე­რე­ბი­თა და ხა­სი­ა­თით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია:

    “უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ალი­სია. ის ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვია და უკვე სამ ენა­ზე სა­უბ­რობს“, – სი­ა­მა­ყით ჰყვე­ბა პო­ლი­ტი­კო­სი.

    მი­სი­ვე თქმით, გო­გო­ნა ძა­ლი­ან მებ­რძო­ლი და პრინ­ცი­პუ­ლი იზ­რდე­ბა: “ის ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე იცავს თა­ვის უფ­ლე­ბებს და ებ­რძვის უსა­მარ­თლო­ბას. არის ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი“.

    უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი – ცხოვ­რე­ბა ომის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ულ კი­ევ­შიმი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ჟას­მი­ნი, უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს. მისი დედა უკ­რა­ი­ნის პარ­ტია “ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კოა. 2021 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ვე­ბის დღეს, იას­კომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც წყვილ­მა სა­ჯა­როდ აღი­ა­რა სიყ­ვა­რუ­ლი და პარტნი­ო­რო­ბა. სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­შინ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო და მას ლი­ზას­თან უკვე სა­ერ­თო ოჯა­ხი ჰქონ­და.

    2023 წლის ზა­ფხულ­ში ლიზა იას­კომ გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა ზუს­ტი თა­რი­ღი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია. თა­ვად სა­ა­კაშ­ვილ­მა წე­რილ­ში აღი­ა­რა, რომ თა­ვი­სი უმ­ცრო­სი შვი­ლი, ჟას­მი­ნი, პი­რა­დად ჯერ კი­დევ არ უნა­ხავს. განაგრძეთ კითხვა…

  • ამ წუთებში ნაძალადევის რაიონში ძლიერი ხანძარია

    ამ წუთებში ნაძალადევის რაიონში ძლიერი ხანძარია

    ნაძალადევის რაიონში ავტომობილების სახელოსნო დაიწვა. კადრებს “ტვ პირველი” ავრცელებს.

  • ნიკა გვარამიამ თეა ულუკიანს ლექსი მიუძღვნა

    ნიკა გვარამიამ თეა ულუკიანს ლექსი მიუძღვნა

    “გადასარევია, ასეთი ზუსტი პორტრეტი იშვიათია. ლუპიტა კი არა, ჯალათეა უნდა ერქვას, ოღონდ…

     

    ნიკა გვარამიამ ესპანელი პოეტის ლექსი მიუძღვნა თეა წულუკიანს, რომელიც ამჟამად 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს.

     

    “გადასარევია, ასეთი ზუსტი პორტრეტი იშვიათია. ლუპიტა კი არა, ჯალათეა უნდა ერქვას, ოღონდ…

     

     

    ყასბის ქალიშვილი

     

    სოფელში ცხოვრობს ლუპიტა,

     

    ყასაბი ჰყავდა მამა.

     

    მამის ხელობა ესწავლა,

     

    სულ ოცნებობდა ამას.

     

    მოსწონდა, როცა საკლავი

     

    ასხმარტალებდა ფეხებს;

     

    მოსწონდა, როცა ხედავდა

     

    რიდით მომზირალ გლეხებს.

     

    მოსწონდა, სისხლის მდინარე

     

    რომ ჩაჰყვებოდა ღელეს;

     

    მოსწონდა, როცა ხედავდა

     

    მამის სისხლიან ხელებს.

     

    მაგრამ ვერ გახდა ყასაბი,

     

    ტანად მორჩილი, ჩია.

     

    ვერ ერეოდა ნაჯახს და

     

    ვერ მოკლა გულის ჭია.

     

    ჰოდა, იფიქრა – ყასბობის

     

    თუკი არ შემწევს ძალა,

     

    სხვაგვარად დავაზიანებ –

     

    ენას ვიხმარებ ხმალად…

     

    სოფელში ახლა ლუპიტას

     

    სუყველა იცნობს, როგორც

     

    ბოროტი ენის პატრონს და

     

    ყასბის მემკვიდრე გოგოს.

     

    ცდილობს, სუყველა დაგესლოს

     

    სოფლის მიღმა თუ მოღმა…

     

    სამოციოდე კილოა

     

    და სამოცივე – ბოღმა.

  • “ჯაჯომ ეს მოიტყუა, ნუ იტყუები!” – რა თქვა ნანიკო ხაზარაძემ?

    “ჯაჯომ ეს მოიტყუა, ნუ იტყუები!” – რა თქვა ნანიკო ხაზარაძემ?

    ნანიკო ხაზარაძე “სარკასტიკას” სტუმრობდა. მან “იმედის” ეთერში მომხარი ინციდენტის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

  • “სავლე  სულიერად იყო ბრმა…”-  რა დაწერა თოფურიას ყოფილმა ცოლმა, რაც ყველამ ილიას მიმართ ირონიად აღიქვა – ვნებები ოქტაგონზე და მის მიღმა

    “სავლე სულიერად იყო ბრმა…”- რა დაწერა თოფურიას ყოფილმა ცოლმა, რაც ყველამ ილიას მიმართ ირონიად აღიქვა – ვნებები ოქტაგონზე და მის მიღმა

    ილია თო­ფუ­რი­ას სენ­სა­ცი­ურ­მა მარ­ცხმა ჯას­ტინ გე­ი­ჯის­თან მსოფ­ლიო შოკ­ში ჩა­აგ­დო, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, სპორ­ტუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის მიღ­მა გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მე, პი­რა­დი დრა­მა იმა­ლე­ბო­და. ბრძო­ლამ­დე ატე­ხი­ლი სკან­და­ლი, რო­მე­ლიც ილი­ას გან­ქორ­წი­ნე­ბა­სა და ოჯა­ხის წევ­რებს შე­ე­ხე­ბო­და, გას­ცდა სპორ­ტულ ფარ­გლებს და ნამ­დვილ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში გა­და­ი­ზარ­და.

    • გე­ი­ჯის პრო­ვო­კა­ცია თო­ფუ­რი­ას გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე: “მეც მი­ვა­ტო­ვებ­დი მას…“

    რო­გორც ირ­კვე­ვა, ამე­რი­კელ­მა მებ­რძოლ­მა ბრძო­ლამ­დე კარ­გად იცო­და ილი­ას სუს­ტი წერ­ტი­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კით და­ი­წყო. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გე­ი­ჯიმ სა­ჯა­როდ ახ­სე­ნა ილი­ას და­შო­რე­ბა მის მე­უღ­ლეს­თან, ვე­ნე­სუ­ე­ლელ ბიზ­ნეს­ლე­დი ჯორ­ჯი­ნა უს­კა­ტე­გის­თან.

    გე­ი­ჯიმ გა­ნა­ცხა­და, რომ თო­ფუ­რი­ას იმ­დე­ნად “აუ­ტა­ნე­ლი” ხა­სი­ა­თი აქვს, რომ სრუ­ლი­ად ეს­მის მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის: “მეც მი­ვა­ტო­ვებ­დი მას“, – აღ­ნიშ­ნა ამე­რი­კელ­მა.

    ამან ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის მძაფ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. ილი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის დაც­ვა სცა­და: “ჯას­ტინ­მა წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თა. რაც ჩემ­სა და ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს შო­რის მოხ­და, მხო­ლოდ ჩვე­ნი საქ­მეა. ჩვენ ერ­თად აღარ ვართ, მაგ­რამ ის ჩემი შვი­ლის დე­დაა! ყვე­ლამ, ვინც მას შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს – გა­მო­ი­ჩი­ნეთ ელე­მენ­ტა­რუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა. დე­დის პა­ტი­ვის­ცე­მა ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი კო­დექ­სია“, – და­წე­რა ილი­ამ.

    • და­პი­რის­პი­რე­ბა მა­მე­ბის დო­ნე­ზე: “ვინ არის ახლა და­ბა­ლი?“

    კონ­ფლიქ­ტი კი­დევ უფრო გამ­წვავ­და, როცა საქ­მე­ში ჯას­ტინ გე­ი­ჯის მა­მაც ჩა­ე­რია. თო­ფუ­რი­ამ არ და­მა­ლა, თუ რა­ტომ გაბ­რაზ­და მე­ტო­ქე­ზე ასე ძა­ლი­ან:

    “მა­მა­შე­ნი ამ საქ­მე­ში არ უნდა ჩა­გე­რია. მან ლუ­დის ბოთ­ლით ხელ­ში სა­ჯა­როდ მი­წო­და “და­ბა­ლი“ და თქვა, რომ შენ დამ­ლე­წავ­დი. მერე შენ და­ი­წყე ჩემს გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი… იდი­ო­ტო, ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვებ­რძვით და ერ­თად ცხოვ­რე­ბის­თვის პარტნი­ორს არ ვე­ძებ. როცა ოქ­ტა­გონ­ზე და­გა­ძი­ნებ, მა­მა­შენს შევ­ხე­დავ და ვკი­თხავ: აბა, ვინ არის ახლა და­ბა­ლი?!“ – მი­მარ­თავ­და ილია გე­ი­ჯის ბრძო­ლის წინ.

    თუმ­ცა, რე­ა­ლო­ბა სხვაგ­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა – თეთრ სახ­ლში გა­მარ­თულ უმ­ძი­მეს ბრძო­ლა­ში გე­ი­ჯიმ ილი­ას ორი­ვე თვალ­ზე ტრავ­მა მი­ა­ყე­ნა, მე­ო­თხე რა­უნდში ილი­ას ძმამ, ილი­ას მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრძო­ლის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. თო­ფუ­რია პირ­და­პირ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

    • ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის პოს­ტი: “სავ­ლე სუ­ლი­ე­რად იყო ბრმა “

    ყვე­ლა­ზე დიდი აჟი­ო­ტა­ჟი კი მა­ინც ილი­ას ყო­ფი­ლი ცო­ლის, ჯორ­ჯი­ნა უს­კა­ტე­გის რე­აქ­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია. ქმრის მძი­მე მარ­ცხი­სა და ფი­ზი­კუ­რი ტრავ­მის (დრო­ე­ბი­თი სიბრმა­ვის) შემ­დეგ, მან “ინ­სტაგ­რამ სთო­რი­ში“ ბიბ­ლი­უ­რი ცი­ტა­ტა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ბევ­რმა თო­ფუ­რი­ას მი­სა­მარ­თით პირ­და­პირ ირო­ნი­ად და დარ­ტყმად აღიქ­ვა:

    “სავ­ლე წა­მოდ­გა მი­წი­დან, მაგ­რამ თვალ­გა­ხე­ლი­ლი ვე­რა­ვის ხე­დავ­და (საქ­მე­ე­ბი 9:8). სამი დღის შემ­დეგ, მო­წა­ფემ ილო­ცა მის­თვის და მას მხედ­ვე­ლო­ბა და­უბ­რუნ­და“.

    ჯორ­ჯი­ნამ ამას სა­კუ­თა­რი გან­მარ­ტე­ბაც და­ურ­თო, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ილი­ას ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხავს.

    “ქრის­ტი­ა­ნულ ტრა­დი­ცი­ა­ში ეს სიბრმა­ვე ხში­რად უფრო მე­ტად აღიქ­მე­ბა, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ფი­ზი­კუ­რი მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­გვა: ეს სიმ­ბო­ლუ­რად ნიშ­ნავ­და, რომ სავ­ლე სუ­ლი­ე­რად იყო “ბრმა“ და სჭირ­დე­ბო­და გა­ჩე­რე­ბა, რათა საგ­ნე­ბი სულ სხვა კუ­თხით და­ე­ნა­ხა, ვიდ­რე თა­ვის გზას გა­აგ­რძე­ლებ­და. გზა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და სი­ცო­ცხლე“.

    UFC-ის სამ­ყა­რო და ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ახლა ორ ბა­ნა­კად არი­ან გა­ყო­ფი­ლე­ბი: ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ყო­ფილ­მა ცოლ­მა ილი­ას ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტში ზურ­გში ლახ­ვა­რი ჩას­ცა და დას­ცი­ნა, ნა­წი­ლი კი ფიქ­რობს, რომ ეს მი­ნიშ­ნე­ბაა – ილი­ას დიდი პა­უ­ზა, ამ­ბი­ცი­ე­ბის და­ცხრო­ბა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა სჭირ­დე­ბა.

    ერთი რამ ცხა­დია: “მა­ტა­დორს“ კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი უდ­გას – რო­გორც ოქ­ტა­გონ­ზე, ისე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში.

  • “სამწუხაროდ ასეა…” – რა გაამხილა ვანო ჯავახიშვილმა ნიკა არაბიძის შესახებ ?

    “სამწუხაროდ ასეა…” – რა გაამხილა ვანო ჯავახიშვილმა ნიკა არაბიძის შესახებ ?

    პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და იუ­მო­რის­ტი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და­ვით ქა­ში­აშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მას, “მე­სა­მე ფურ­ცელს“ სტუმ­რობ­და. ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა იმ რთულ გზა­ზე, რო­მელ­საც კრი­ტი­კუ­ლი მე­დია გა­დის, გა­იხ­სე­ნა გუნ­დის დაშ­ლის მტკივ­ნე­უ­ლი პე­რი­ო­დი და ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან დღეს აქვს

    გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

    გუნ­დის გახ­ლე­ჩა და ურ­თი­ერ­თო­ბა ნიკა არა­ბი­ძეს­თან

    ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა გუნ­დის დაშ­ლის პრო­ცეს­ზე, რო­დე­საც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი „რუს­თა­ვი 2“-ზე დაბ­რუნ­და, ნა­წი­ლი კი ახალ არხზე გა­და­ვი­და.

    “პრობ­ლე­მა ჩემ­თვის გუნ­დის გახ­ლე­ჩაა, რაც რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და. პირ­ვე­ლი 2012-ში იყო, როცა ნა­წი­ლი ბი­ძი­ნას გუნდში გა­და­ვი­და. ბოლო გა­ყო­ფა კი მა­შინ მოხ­და, როცა „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ პირ­ვე­ლი პრო­ტეს­ტის დროს გუნ­დი „ფორ­მუ­ლა­ზე“ იყო, შემ­დეგ კი ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, ნიკა არა­ბი­ძე „რუს­თა­ვი 2“-ზე დაბ­რუნ­და. და­ნარ­ჩე­ნებ­მა, მათ შო­რის მიშა ან­დღუ­ლა­ძემ, ცალ­კე ტე­ლე­ვი­ზია გა­ა­კე­თეს.

    ეს და­ყო­ფა, რა თქმა უნდა, მუდ­მი­ვად გა­ზი­ა­ნებს და გან­გრევს. იწყებ ახ­ლე­ბის ძებ­ნას, ზრდი მათ და მერე ისი­ნიც მი­დი­ან. ამ სფე­რო­ში არ­სე­ბო­ბენ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ამ­ბი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებს – მიშა ან­დღუ­ლა­ძე ჩემი მე­გო­ბა­რია და მას­თან ხში­რად ვკონ­ტაქ­ტობ, თუმ­ცა ნიკა არა­ბი­ძეს­თან, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს და მას მერე არც მი­ნა­ხავს“.