რომელი ჭურჭელია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რომელი საშიში? – აღნიშნულის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა მარიამ ჩაჩუამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
Author: tea
-

ლიმონი, წიწაკა და მარილი – საუკეთესო წამალი, რომელიც 9 პრობლემას კურნავს
ლიმონის, წიწაკას და მარილს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე უბრალოდ გემრიელი კერძის მომზადება. ძლიერი სამეული შეგიძლიათ სხვადასხვა დაავადების დროს გამოიყენოთ.
ნაღვლკენჭოვანი დაავადება
ნაღვლკენჭოვანი დაავადება ჩვეულებრივ საჭმლის მომნელებელ სითხეში იწარმოება, რომელიც ნაღვლის ბუშტში გროვდება. ის ტკივილს იწვევს და საჭმლის მონელებას გავლენას ახდენს. ჩვეულებრივ კენჭების მოშორება ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. მაგრამ, ამ პრობლემის გადაჭრა 3 ნაწილი ზეითუნის ზეთის, 1 ნაწილი ლიმონის და 1 ნაწილი წიწაკის ნარევის მიღებით შეგიძლიათ.
სურდო და გაციება
ნახევარ ლიმონის წვენს 1 ჭიქა მდუღარე წყალს დაუმატეთ და დალიეთ, რომ გაციების ნიშნები შეამსუბუქოთ. ლიმონი წყალში 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ამოიღეთ, თაფლით დაატკბეთ და ეს სამკურნალო სასმელი დალიეთ.
გულისრევა
1 ს/კ ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ შავი წიწაკა თბილ წყალს დაუმატეთ, რომ გულისრევა აღმოფხვრათ. შავი წიწაკის ნარევი მუცელს ამშვიდებს და ლიმონი გულისრევას აქრობს.
ასთმის შეტევა
2 მიხაკი, 10 წიწაკის მარცვალი და 15 ბაზილიკის ფოთოლი მდუღარე წყალს დაუმატეთ. დაბალ ცეცხლზე დადგით და 15 წუთით ხარშეთ. სითხე გადაწურეთ და მინის თავდახურულ ქილაში გადაიტანეთ. თაფლით დაატკბეთ და ყოველდღე ასთმის ნიშნების შესამბუქებლად გამოიყენეთ.
ყელის ტკივილი
1 ს/კ ლიმონის წვენი, ნახევარი ჩ/კ შავი წიწაკა და 1 ჩ/კ მარილი 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ. ამ ხსნარით ყელი გამოივლეთ.
გამონაყარი
1 ს/კ ჰიმალაის ვარდის მარილის და თბილი წყლის ნარევით ყელი გამოივლეთ, რომ წყლულები მალე შეხორცდეს და სახიფათო ბაქტერიები გააქროთ.
კბილის პასტა
ნახევარი ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა და მიხაკის ზეთი აურიეთ. მტკივნეულ კბილზე წაისვით და ტკივილი რამდენიმე წუთში გაქრება.
წონის დაკლება
2 ს/კ ლიმონის წვენი, კოვზის მეოთხედი დაფქული წიწაკა და 1 ს/კ ნატურალური თაფლი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ლიმონში შემავალი პოლიფენოლები წონის მომატებას აფერხებს, მეტაბოლიზმს აჩქარებს და ინსულინს აკონტროლებს.
დახშული ცხვირი
ეს საშუალება ცემინებს ხელს უწყობს და გაჭედილ ცხვირს ასუფთავებს. კვლიავი, წიწაკა, დარიჩინი და ილი უბრალოდ თანაბარი პროპორციით ერთმანეთს აურიეთ.
ცხვირის სისხლდენა
ბამბის ჩხირი ლიმონის ახალ დაწურულ წვენში დაასველეთ და ნესტოში მოათავსეთ. თავი უკან გადასწიეთ, რომ სისხლი ყელში არ გადავიდეს. ეს გულისრევას შეამცირებს და სისხლხდენას ერთ წუთში შეაჩერებს.
-

რა განსხვავებაა ამ ორ ლიმონს შორის – ეს ბევრმა არ იცის!
ლიმონი განსაკუთრებული ხილია – იგი წარმატებით გამოიყენება როგორც კულინარიაში, ასევე მედიცინასა და კოსმეტიკაში.
ლიმნის უამრავი სახეობა არსებობს, მაგრამ ჩვენ, როგორც წესი, ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. “ლიმონი ლიმონიაო” – ჩავილაპარაკებთ და ვყიდულობღ ნებისმიერს, რომელიც უახლოეს მაღაზიაში შეგვხვდება. არადა მთლად ასეც არ ყოფილა!
ჩვენს ბაზარზე, ჩვეულებრივ ორი სახის ლიმონი გვხვდება – ადგილობრივი და ე.წ. მეიერის ჯიშის ლიმონი. ფოტოს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მათი გარჩევა ძალიან მარტივია.
მეიერის ლიმონი

მთელ მსოფლიოში წლიურად 14 ამილიონი ტონა მეიერის ლიმონი მოჰყავთ. იგი ჩინური წარმოშობის, ლიმონისა და ფორთოხლის ჰიბრიდული ჯიშია. ტანდაბალი, უეკლო ხე ან ბუჩქია და ჩვენში უფრო მეტად სახლში, დეკორატიული მიზნისთვის აშენებენ. ეზოში ან თუნდაც სახლში დასარგავად მას ირჩევენ კომპაქტური ზომის, ტემპერატურული ცვლილების მიმართ შედარებით მედეგობისა და ადრემსხმოიარობის გამო.
ჩვეულებრივი ლიმონის ჰიბრიდული ჯიშის განსხვავების ცონდა სასარგებლოა ყველასთვის, ვინც კულინარიით არის დაინტერესებული. ჩვეულებრივი ლიმონი გაცილებით მჟავეა, მეიერის ლიმონს კი უფრო რბილი გემო აქვს, ამასთან, ის უფრო მრგვალი და მცირე ზომისაა, კანი მუქი ყვითელი, თითქმის ფორთოხლისფერი აქვს. სხვა ჯიშის ლიმონისგან განსხვავებით მეიერის ლიმონი დიდხანს არ ინახება.
თუ, მაგალითად, გვსურს ლიმონის ნაყინის, კრემის ან ხილის სალათისთვის ლიმონის სოუსის მომზადება, უმჯობესია მეიერის ლიმონი გამოვიყენოთ. სხვა ჯიშის ლიმონი ლიმონი კი კარგია მაშინ, როცა ლიმნის ცედრა გვჭირდება.
-

სახიდან და სხეულიდან “პაპილომების” (ხორცმეტი) მოცილების ყველაზე ეფექტური მეთოდი
კანი, როგორც ვიცით სხეულის ზედაპირის საფარველია და აქედან გამომდინარე, მისი როლია ორგანიზმი დაიცვას გარეგანი ზემოქმედებებისგან. კანი და კანის დანამატები კი ასაკთან ერთად ცვლილებას განიცდის. იმუნიტეტის დაქვეითება, ორსულობა, მძიმე დაავადებები, ძლიერი სტრესი, გენეტიკური ფაქტორი, ნაწლავების პოლიპოზი, სიმსუქნე, ენდოკრინული დარღვევები, ზოგიერთი ტიპის ვირუსი კი იწვევს პაპილომებს, რომლებიც კანის ზედაპირიდან გამოწეული ფორმის ხორცმეტებია (კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები), შეფერილობა ძირითადად კანის ფერის აქვთ, იშვიათად კი ყავისფერი.


პაპილომები ყველაზე ხშირად გვხვდება კისერზე, სახეზე, იღლიის ქვეშ და სარძევე ჯირკვლების ქვეშ მდებარე კანზე, იშვიათად კი სხეულის სხვა უბნებზე. ვინაიდან პაპილომების წარმოშობა ძირითადად ვირუსულია, მათი გადადება ადამიანიდან ადამიანზე შესაძლებელია კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით, ასევე, ერთი ადამიანის ტანზე პაპილომები ხშირად ვრცელდება და მრავლდება.
როგორც წესი, პაპილომები ძალიან ნელა იზრდება, მაგრამ, გარკვეული მდგომარეობების დროს (ორსულობა, ავადმყოფობა, სტრესი) შესაძლებელია მათი ზომისა და რიცხვის სწრაფი მომატება. თუ პაპილომის საფუძველი ზიანდება, ვითარდება მისი ანთებითი პროცესი. სწორედ ხშირი ტრავმატიზმისა და ინფიცირების გამო და ასევე, ესთეთიკური ჩვენებებით, ხდება პაპილომების მოცილება. ამასთან, შიდაეპიდერმული კიბო შეიძლება პაპილომებით იქნას შენიღბული.
პაპილომები მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად ჩქარი ტემპით მატულობს. ბევრმა თქვენგანმა კი ამ დაავადების შესახებ ალბათ დღეს პირველად გაიგო, უმეტესი დერმატოლოგთან მკურნალობს, მე კი მინდა მათი მოსაცილებელი ხალხური, მარტივი მეთოდები გაგანდოთ- სახლის პირობებში.
1. 72%-ნი სარეცხი საპონი დაასველეთ და კარგად წაუსვით პაპილომებს. უმჯობესია პროცედურა ჩაიტაროთ ძილის წინ, ვინაიდან საპონწასმული გარეთ გასვლა არასასიამოვნო პროცესია, დილით კი საპონი ჩამოიბანეთ. მასე გააკეთეთ 4-5 დღის განმავლობაში. თუ კანი დაწითლდა და ქავილი დაგეწყოთ პროცედურის სრულ დასრულებამდე, შეწყვიტეთ, ერთი დღე დაისვენეთ და შემდეგ კვლავ განაგრძეთ. შედეგად კი ნახავთ კანი როგორ დაიბრუნებს ძველ იერს.
2. ფართოდ გავრცელებული და გამართლებული მეთოდი, რომელიც New York-ელმა ექიმმა Doug Will-მა დანერგა მედიცინის პრაქტიკაში- ვაშლის ძმრის ტამპონია. ბამბა ან სუფთა პირსახოცი ჩაასველეთ ჩვეულებრივ ვაშლის ძმარში და პაპილომებზე დაიდეთ ტამპონივით 2-3 წუთის განმავლობაში. ეს მარტივი პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში. პაპილომები ჯერ დაიწყებენ ფერის შეცვლას, შემდეგ კი გაქრებიან თქვენი კანიდან სამუდამოდ. უფრო უსაფრთხოებისთვის კი შეგიძლიათ ვაშლის ძმარი გააზავოთ ცოტა წყალთან და გამოიყენოთ ასეთი სახის ტამპონი.

-

4 პროდუქტი, რომელიც აფუჭებს სახის კანს- ამოიღეთ ისინი რაციონიდან!
“მითხარით რას ჭამთ და გეტყვით როგორი სახის კანი გაქვთ”. ვფიქრობ სახის კანთან დაკავშირებული პრობლემები დღეს როგორც სხვა თემები, ერთ-ერთი აქტუალურია. შესაძლოა უმეტესობას მიაჩნია, რომ ჰორმონების და ალერგიის ბრალია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კანის უარყოფით ცვლილებას გარკვეული სახის პროდუქტები იწვევენ. არასწორი კვება ამრავლებს ფერიჭამელებს და კანს ხდის ფერმკრთალს, ალკოჰოლი, შაქარი და სხვა კი უფრო აუარესებენ მას.

ამასთან დაკავშირებით კი მრავალი ანალიზის წყალობით უტყუარი სიმართლე მოგვაწოდა ექიმმა Nigma Talib-იმ, რომელიც მუშაობს ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორიცაა Sienna Miller-ი და მაკიაჟის ოსტატი Charlotte Tilbury, ამიტომ ნიგმა ღრმად დარწმუნებულია, რომ სასმელი და ზოგიერთი საკვები უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენი სახის კანზე. ის ასევე ამბობს, რომ ათწლიანი მუშაობის შედეგად დარწმუნდა თუ რა ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს საკვებს კანისა და ზოგადად დაბერების საკითხზე. მაგალითად, თუ ვახშამზე მაკარონს, პურს ან მარცვლეულს მიირთმევთ, ეს აისახება ნაწლავების შებერვასა და შეშუპებაზე. ბევრი საკვები კი იწვევს ორგანიზმში ქიმიური კასკადის ცვლილებას და შედეგად ჰორმონალურ დარღვევებს ვიღებთ, რაც ასევე აჩქარებს კანის დაბერების საკითხს- ჩნდება ლაქები, ნაოჭები, იცვლება ტონი და იკარგება ელასტიურობა.

არსებობს საკვების ჯგუფი, რომლებიც სახის კანის განსაკუთრებულ ზიანს იწვევენ და ესენია- ღვინო, შაქარი, რძე და გლუტეინები. მაგრამ ექიმი ნიგმას ანალიზის შედეგობრივი რჩევებით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ კანის ნაადრევი და ზოგადი პრობლემები.
1. ღვინის მოქმედება.

ტიპიური სიმპტომები: ძლიერი სიწითლე, სტრიები თვალებს შორის, ჩაწითლებული ქუთუთოები და ცხვირ-ბაგე, გაფართოვებული ფორები, გამომშრალი და დაქსელილი კანი.
ეს მახასიათებლები ძირითადად აქვთ ქალებს, რომლებიც ყოველ საღამო ორ სირჩა (ბოკალი) ღვინოს მაინც მიირთმევენ, თუმცა სახის კანზე უარყოფითად სხვა ალკოჰოლური სასმელებიც მოქმედებენ. როგორც ცნობილია, ალკოჰოლი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც ხელს უწყობს ცილა კოლაგენის განადგურებას (ცილა კოლაგენი უნარჩუნებს კანს ელასტიურობას); ალკოჰოლის მოხმარება ასევე თრგუნავს ფერმენტების აქტივობას, ფერმენტების აქტივობა კი კანის აღმდგენით ფუნქციას ასრულებს. მაშასადამე, ალკოჰოლის მოხმარება იწვევს კანის ელასტიურობისა და აღმდგენი ფუნქციის მოშლას.2. შაქრის მოქმედება.

ტიპიური სიმპტომები: სტრიები და ნაოჭები შუბლზე, ნაკეცები თვალებქვეშ, სახის ღონემიხდილი გამომეტყველება, ფერმკრთალი ტონი და გათხელებული კანი, მტკივნეული გამონაყარი მთელს სახეზე.
ეს მახასიათებლები ვლინდება ქალებში, რომელთა რაციონი სავსეა ნამცხვრებით, ტორტებით, ნახშირწყლებით სავსე პროდუქტებით, თეთრი ბრინჯით. ასეთი კვების შემთხვევაში ძნელია შეინარჩუნოთ კანის სიჯანსაღე და ახალგაზრდული იერი. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შაქარი გლიკაციულ პროცესს იწვევს, რაც ნიშნავს იმას, რომ გლუკოზის ჭარბი მოლეკულები ერთვის კოლაგენს და სტაბილურ და ელასტიურ კოლაგენს გარდაქმნის ბოჭკოვან, ხისტ და მოუქნელად. შაქარი ასევე ხელს უშლის სახის კანზე ცხიმის განაწილების საკითხს, ცხიმი ხომ ხელს უწყობს კანის სიგლუვეს, თუმცა ამ შემთხვევაში ისიც იკარგება.
შაქარი განსაზღვრული ბალანსით გავლენას ახდენს ასევე ნაწლავების ბაქტერიებზე, რაც ჩირქოვან აკნეს იწვევს სახის კანზე, მხრებსა და მკერდის არეში. შაქარი ასევე ზრდის ინსულინის ჰორმონს, რომელიც ხელს უწყობს სტრესის ჰორმონის- კორტიზოლას სტიმულირებას, ამ დროს კი კორტიზოლა იწვევს ენერგიის გადამისამართებას სისხლძარღვებში სახის გარშემო, შაქრის მოხმარების შედეგად კი ფერხდება თანდათანობით ეს პროცესი და სახის კანი იფიტება.
თუ კი შეწყვეტთ ან შეამცირებთ შაქრის მოხმარებას, შედეგი თქვენს სახის კანზე ძალიან მალე აისახება.3. რძის მოქმედება.

ტიპიური სიმპტომები: შეშუპებული ქუთუთოები, ნაკეცები და მუქი წრეები თვალის ქვეშ, თეთრი ლაქები, მუწუკები და წერტილები ნიკაპზე.
მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ მანდილოსნებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ რძეს, ზოგადად რძის პროდუქტებს- ყველი, იოგურტი, ნაღები და სხვა. ამ პროდუქტების მთავარი და ყველაზე გავრცელებული ერთ-ერთი ელემენტია ლაქტოზა, რომელიც ორგანიზმის მიერ ვერ გადაიტანება. პრობლემას შეიძლება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შევხვდეთ, რადგან წლების განმავლობაში შეიძლება ნელ-ნელა მოხდეს ფერმენტების დაკარგვა, რომელიც ლაქტოზას ეხმარება გადამუშავებაში.
ერთი ჭიქა რძე შეიცავს 20-ზე მეტ კოქტეილს მრავალი ჰორმონებისა და ქიმიკატების სახით, ასევე იმ სხვა ნივთიერებებს, რომლითაც იკვებება და იღებს ძროხა- ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო, ანტიფუნგალური და ანალგეტიკები. ამიტომ ისინი შლიან თქვენი ჰორმონების – ესტროგენის და პროგესტერონის ბალანსს, რის გამოც ჭარბად მრავლდება უჯრედები, რომლებიც ბლოკავენ ფორებს და შედეგად ბაქტერიები ყოვნდებიან კანზე დიდხანს.
თუ გინდათ იგრძნოთ შედეგი, სამი კვირის განმავლობაში ამოიღეთ რაციონიდან რძის ნებისმიერი პროდუქტი.4. გლუტეინების მოქმედება.

ტიპიური სიმპტომები: შეშუპებული და დაწითლებული ღაწვები, მუქი პიგმენტური ლაქები ნიკაპზე.
ბევრი ჩვენგანი მგრძნობიარეა წებოვანას ცილის მიმართ, რომელიც გვხდება ჭვავში, ხორბალსა და ქერში. ადამიანთა განსაზღვრული ნაწილი განიცდის გლუტენურ დაავადებას- გლუტენომგრძნობიარე ცელიაკია, კერძოდ კი გლუტეინის შემცველი პროდუქტების გადატანა უჭირს მათ ორგანიზმს.
წებოვანა ასევე გავლენას ახდენს- უჯრედების პასუხისმგებელობას კანის პიგმენტაციაზე, რაც იწვევს მუქ ლაქებს ნიკაპზე; იმუნურ სისტემაზე, რომელიც შლის სქესის ჰორმონს და შედეგად ჩნდება ნიკაპზე მუქი ლაქები, რაც პირდაპირ კავშირშია ქალის რეპროდუქციულ ორგანოებთან.
არ გამოიყენოთ პროტეინის შემცველი კოსმეტიკა, მიიღეთ ბევრი წყალი და ბოჭკოვანი საკვები, შედეგად კი შეშუპება ჩაცხრება და მოხდება კანის ტონის ნორმალიზება.
წყარო: intermedia .ge -

თურქი ექიმები: არ მოიკლოთ D ვიტამინი, ის დაგიცავთ ყველა სახის ვირუსებისგან
თურქი პროფესიონალი ექიმების აზრით კორონავირუსის წინააღმდეგ აუცილებელია ძლიერი იმუნური სისტემა გქონდეთ. ამისთვის საჭიროა საკმაო რაოდენობით მიიღოთ A, C, E, K და D ვიტამინები.

თურქეთის ყველაზე გავლენიანი ექიმების განცხადებით, ქვეყანა მზადაა კორონავირუსს დახვდეს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ჯერ არ არის არანაირი ოფიციალური შემთხვევა დაფიქსირებული, თურქები მაინც მსჯელობენ ვირუსის ბუნებრივი მეთოდებით დამარცხებაზე.
ექიმი სერათ კორანის თქმით, თურქეთშიც მიმდინარეობს ვაქცინის გამოგონებაზე მუშაობა, თუმცა როდისთვის იქნება მზად ეს არავინ იცის, ამიტომ ექიმი გვირჩევს, რომ ვირუსს ბუნებრივი მეთოდებით უნდა გავუმკლავდეთ: “როგორც სხვა დანარჩენი ვირუსები, კორონავირუსიც პირველად იმუნურ სისტემას უმიზნებს, ადამიანის სისუსტე ზუსტად აქედან იწყება… თითოეულ ჩვენთაგანმა უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ვიკვებოთ სწორად! აუცილებლად მიიღეთ ვიტამინები, რათა იმუნური სისტემა გაიძლიეროთ”.

ნახეთ რას გვირჩევთ თურქი ექიმი, რომელიც აჩიბადემის ინფექციურ კლინიკაში მუშაობს:
* ვირუსის რისკს ამცირებს ზამთრის პროდუქტები, რომლებსაც უამრავი ვიტამინები გააჩნია. მიირთვით აუცილებლად ციტრუსი, ბროკოლი, ბროწეული და კომბოსტოს ნაირსახეობა.
* საჭმელთან ერთად მიირთვით მწნილეულიც. მწნილი შეიცავს პრობიოტიკურ ბაქტერიებს და ერთ-ერთი აუკეთესო ანტივირუსია.
* უარი არ თქვათ ნიორზე, ხახვსა და სტაფილოზე – ყველაზე მეტი ანტიბაქტერიული თვისებები ზუსტად ამ ბოსტეულის სახეობებს გააჩნიათ.
* მიირთვით კვერცხი! კვერცხის გული დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ D -ს, მზის სხვისის შემდეგ, ყველაზე მეტი რაოდნობით D ვიტამინი კვერცხის გულშია. ამ ვიტამინს ასევე უხვად შეიცავს თევზი, ფორთოხლის წვენი, რძე და სოკო.
* D ვიტამინის გარდა, იმუნურ სისტემას აძლიერებს ასევე C, E, K და A, ვიტამინები.

-

,,ბალიშის ქვეშ დაფნის ფოთლებს დებდნენ… მიზეზი გაგაოცებთ!” –
ყველა იმ ტრადიციას შორის, რომელიც მივიწყებულია, ეს თითქმის არარეალურად ჟღერს. თუმცა საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი წინაპრები ბალიშის ქვეშ დაფნის ფურცლებს დებდნენ.

ყველაფერი ბერძნული მითოლოგიით იწყება დაფნემ, რომელსაც აპოლონი მისდევდა, დედამიწას გადარჩენა სთხოვა და ის დაფნად გარდაიქცა. ამ სასწაულით შეძრული შეყვარებული ღმერთი, ამ მცენარეს სამუდამო დიდების, სიბრძნისა და გამარჯვების სიმბოლოდ ირჩევს.
საუკუნეების მანძილზე ამ მითმა სხვადასხვა კულტურაში შეაღწია. ბალიშის ქვეშ მისი დადება კი შემთხვევითი არ იყო.
ამბობდნენ, რომ მისი სუნი ღრმა ძილს უწყობს ხელს, გონებას ამშვიდებს და კოშმარებს განდევნის. მაგრამ მიზეზი მხოლოდ ეს არ არის.

ზოგი თვლიდა, რომ დაფნა ბედნიერებას და ბარაქას იზიდავდა. სხვები კი ამ გზით სიზმრების დამახსოვრებას ცდილობდნენ — მათ სჯეროდათ, რომ დაფნას სიზმრების შენახვა დილამდე შეეძლოთ.
ეს, უსაფრთხოების შეგრძნებასაც იძლეოდა თითქოს, ფოთლები ჩუმად დარაჯობდნენ მძინარეებს.

დღეს ეს ტრადიცია თითქმის მივიწყებულია. თუმცს ის გვახსენებს, როგორ იყვნენ ჩვენი წინაპრები ბუნებასთან, სიმბოლოებთან და უხილავ ამბებთან დაკავშირებული.
ამ ტრადიციის თავიდან აღმოჩენა არ ნიშნავს ცრურწმენას. ეს უფრო, წარსულის ხმების მოსმენა დს იმ სიბრძნის პოვნაა, რომელიც თანამედროვე სამყარომ დაკარგა.
სცადეთ დღესვე, იქნებ შედეგმა გაგაოცოთ!
-

თქვენს სხეულზე ხშირად ჩნდება ასეთი ჩალურჯებები?-ამას თავის მიზეზი აქვს და ეს უნდა იცოდეთ!
როდესაც რომელიმე კიდურს რაიმეს მტკივნეულად მივარტყამთ, მაშინვე გვიჩნდება იმ ადგილას ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისინი თავისით წარმოიქმნებიან და ვერაფრით ვიხსენებთ რა დროს დავიზიანეთ.
ჩალურჯება-ეს არის კასეტური სისხლი, რომელიც გამოწვეულია შიდა სისხლდენით.
ამ სტატიაში გეტყვით ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს, თუ რატომ შეიძლება გაჩნდეს უმიზეზოდ თქვენს სხეულზე ჩალურჯებები.
1. ინფექცია
სისხლში დაგროვილმა ჭარბმა ტოქსინებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები.
2. კვებითი ხარვეზები
როდესაც არასწორად ვიკვებებით ჩვენი ორგანიზმი განიცდის B, C, A, D ვიტამინებისა ან ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას. სწორედ ამ დროს ჩნდება სხეულზე სისხლჩაქცევები.
3.ასაკი
ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანი უფრო თხელი ხდება, ამიტომ დამცავი ფენა, რომელიც კაპილალებს დაზიანებისგან იცავს სუსტება, რაც ასევე იწვევს სისხლჩაქცევებს.

4. სისხლ-ძარღვთა დაავადებები
ზოგიერთმა ისეთმა დაავადებამ, როგორიცაა ჰემოფილია, თრომბოციტოპენია, წითელი მგლურა, ციროზი, ლეიკემია და მრავალი სხვა, შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები.
5. ფიზიკური დატვირთვა
ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვის დროს ყველაზე დიდი სიმძიმე კუნთებს აწვება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების მუშაობის დარღვევა და გაჩნდეს სისხლჩაქცევები.

6. დიაბეტი
დიაბეტით დაავადებულ ადამიანს ხშირად აქვს სხეულზე მუქი ლაქები, მაგრამ ესენი სისხლჩაქცები არ არის, ეს ლაქები ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობიდან გამომდინარე ჩნდება.
-

დაამატეთ სოდა თქვენს ყავას ყოველ დღე!-შედეგი გაგაოცებთ!დაამატეთ სოდა თქვენს ყავას ყოველ დღე!-შედეგი გაგაოცებთ!
არავისთვის აღარ წარმოადგენს სიახლეს, რომ სოდას უამრავი სასარგებლო გამოყენება აქვს.
უამრავი სტატია წაგვიკითხავს, როგორ უნდა გამოვიყენოთ სოდა სხვადასხვა პრობლების მოსაგვარებლად, იქნება ეს სახლის საქმეები, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საცხობი სოდის გამოყენება თქვენს საყვარელ სასმელშიც შეგიძლიათ! კიდევ უფრო გასაკვირი შეიძლება აღმოჩნდეს, ის რომ საცხობი სოდისა და კიდევ რამდენიმე ინგრედიენტების დახმარებით ვიმკურნალოთ კიდეც.
სოდა ყავაში არსებულ ზოგიერთ ბუნებრივ მჟავას ეხმარება განეიტრალებაში.
¼ ჩაის კოვზი სოდის დამატებით, ჩვენი ყავა უფრო სასიამოვნო და მსუბუქი დასალევი გახდება და ხელს შეუწყობს მის მონელებას.
აღსანიშნავია, რომ ყავას სოდის გემო საერთოდ არ გასდევს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მონელების პრობლემა, ყავა ნაკლები რაოდენობით უნდა მიიღოს, ან საერთოდ ამოიღოს რაციონიდან. -

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს 😱‼️ “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“
ეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სამყარო გაცილებით სწრაფად იშლება, ვიდრე მათ ეგონათ და ზუსტად განსაზღვრეს, როდის დასრულდება ის.
- ნიდერლანდების რადბოუდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ სამყაროში ყველა ვარსკვლავი ერთ კვინვიგინტილიონ წელიწადში ჩაქრება. ეს გამოისახება ერთი 78 ნულით.
როგორც აღმოჩნდა, ახალი გათვლები გაცილებით მოკლე პერიოდია, ვიდრე წინა პროგნოზი.
პროცესს, რომელიც, მათი აზრით, სამყაროს სიკვდილს იწვევს, “ჰოკინგის გამოსხივება“ ეწოდება. ამ დროს – შავი ხვრელები თანდათანობით “ქრებიან“ და არარაობაში გადადიან.
ადრე ვარაუდობდნენ, რომ ფენომენი მხოლოდ შავი ხვრელებისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ მსგავსად აორთქლება შეუძლიათ ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ნეიტრონული ვარსკვლავები და თეთრი ჯუჯები.
- ნეიტრონული ვარსკვლავები და თეთრი ჯუჯები ვარსკვლავის სასიცოცხლო ციკლის ბოლო ეტაპია. მასიური ვარსკვლავები ფეთქდებიან და შემდეგ ნეიტრონულ ვარსკვლავებად გარდაისახებიან, ხოლო მზის მსგავსი პატარა ვარსკვლავები თეთრ ჯუჯებად იშლება.
ამ „მკვდარ“ ვარსკვლავებს შეუძლიათ უკიდურესად დიდი ხნის განმავლობაში იარსებონ. თუმცა, მკვლევარების თქმით, როდესაც ისინი ძალიან არასტაბილურები ხდებიან, თანდათან იფანტებიან და ფეთქდებიან.
ნეიტრონული ვარსკვლავის ან თეთრი ჯუჯის სიკვდილისთვის საჭირო დროის ცოდნა მეცნიერებს სამყაროს მაქსიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობის გაგებაში ეხმარება.
წამყვანი მკვლევრის, რადბუდის უნივერსიტეტის რადიოასტრონომიისა და ნაწილაკების ასტროფიზიკის პროფესორის, ჰეინო ფალკეს თქმით, წინა კვლევებში “ჰოკინგის გამოსხივება“ არ იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, სამყაროს მაქსიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა გადაჭარბებულად იყო შეფასებული.
„ამგვარად, სამყაროს საბოლოო დასასრული მოსალოდნელზე გაცილებით ადრე დადგება. თუმცა, საბედნიეროდ, ამას მაინც ძალიან დიდი დრო დასჭირდება“, – თქვა მან განცხადებაში.
წყარომეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს
