Author: tea

  • “ოპერაში ვიყავით, ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მკითხა…” – რა გაიხსენა სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ ეთერში? ‼

    “ოპერაში ვიყავით, ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მკითხა…” – რა გაიხსენა სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ ეთერში? ‼

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ გაიხსენა, როგორ შესთავაზა, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატობა. ზურაბიშვილის განცხადებით, ამ თემაზე მათ შორის დეტალური განხილვა არ ყოფილა და დღემდე არ იცის, რატომ სწორედ ის შეარჩიეს კანდიდატად.

    “ოპერაში ვიყავით. ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მკითხა – თქვენ კიდე გინდათო პრეზიდენტობაო? დავფიქრდი და უცებ ეხლა პასუხი უნდა გავცე და – რატომ არა? – ეს არის ჩემი ყველაზე ისეთი პასუხი და შემდეგ არანაირი შეხვედრა იმაზე, რომ გაერჩია მე რას ვფიქრობ. ერთი ერთზე არასდროს არ ყოფილა საუბარი, რომ აი თქვენ, როგორც პრეზიდენტი, რას აპირებთ? როგორ აპირებთ? – არაფერი! წავიდა და პარტიაში ჩემი კანდიდატურა გაიტანა, როცა პარტია რეალურად წინააღმდეგი იყო, ესეც ვიცი. ჩემი მთავარი კითხვა ამ ყველაფერზე დღეს და ჩემი შვილის მთავარი კითხვა არის – რატომ შენ? და არა მაქვს პასუხი” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “TV პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

  • დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი… – ექიმის გაფრთხილება

    დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი… – ექიმის გაფრთხილება

    ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში განმარტავს, რატომ შეიძლება იყოს ღამით ნერწყვდენა საყურადღებო სიმპტომი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

    მისი თქმით, თუ დილით გაღვიძებისას ამჩნევთ, რომ ბალიში, რომელზეც გეძინათ, ნერწყვით არის დასველებული, ეს ნიშანი არ უნდა დააიგნოროთ. მსგავსი მდგომარეობა ხშირად უკავშირდება გასტროეზოფაგურ რეფლუქსს — მდგომარეობას, როდესაც კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში ამოდის.

    ექიმის განმარტებით, ნორმალურ პირობებში კუჭის შიგთავსი საყლაპავში ან საერთოდ არ უნდა ამოდიოდეს, ან მხოლოდ მცირე რაოდენობით და იშვიათად. თუმცა რეფლუქსის დროს მჟავა შიგთავსი უფრო დიდი მოცულობით და უფრო ხშირად ხვდება საყლაპავში.

    როგორც გიორგი ღოღობერიძე ამბობს, როდესაც კუჭის მჟავა საყლაპავში აღწევს, იქ არსებული გემორეცეპტორები თავის ტვინს შესაბამის სიგნალს აწვდიან. ამის შედეგად აქტიურდება ცდომილი ნერვი, რომელიც სანერწყვე ჯირკვლებს, განსაკუთრებით კი ყბისქვეშა ჯირკვალს, ააქტიურებს. შედეგად პირის ღრუში დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოიყოფა, რაც შეიძლება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდეს და ადამიანს ძილის დროს ნერწყვი გადმოსდიოდეს.

    ექიმი ურჩევს ყველას, ვინც მსგავს სიმპტომს ამჩნევს, ყურადღებით დააკვირდეს საკუთარ ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართოს.

    წყარო: ​primetime.ge

  • 🔴 “პატარძლის ნაცვლად დედა” – ვიდეო ჯვრისწერის ცერემონიიდან, რომელიც ნახვების რეკორდს ხსნის

    🔴 “პატარძლის ნაცვლად დედა” – ვიდეო ჯვრისწერის ცერემონიიდან, რომელიც ნახვების რეკორდს ხსნის

    “პატარძლის ნაცვლად დედა” – ვიდეო ჯვრისწერის ცერემონიიდან, რომელიც ნახვების რეკორდს ხსნის.

    ვიდეო: demsikk

  • “შეეშვათ მანიპულაციებს – მიკროფონი რომ გამოგართვათ, ჩაგარტყათ და გითხრათ: არაფერ შუაში ვარ, რადგან მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ”- რას ამბობს კახა კალაძე?

    “შეეშვათ მანიპულაციებს – მიკროფონი რომ გამოგართვათ, ჩაგარტყათ და გითხრათ: არაფერ შუაში ვარ, რადგან მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ”- რას ამბობს კახა კალაძე?

    აქ არ არის ერთი შეხებით დაზიანება. თხოვნაა, შეეშვათ სიცრუის გავრცელებას – ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დაეკისრება – მე რომ მიკროფონი გამოგართვათ, თავში ჩაგარტყათ და გითხრათ, არაფერ შუაში ვარ, რადგან მიკროფონი მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ. „ყველაფერი ჩემი ბრალია“ ეს გინდათ, თქვენ. დამშვიდდით, „ყველაფერი ჩემი ბრალია“,- ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ლოტკინის დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სივრცეში მომხდართან დაკავშირებით მის შესაძლო პასუხისმგებლობას ეხებოდა.

    როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, უამრავი ვიდეო აქვთ და საზოგადოებას მიაწვდიან, თუ რა ხდება ახალ რეაბილიტირებულ სივრცეებში.

    შეგახსენებთ, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ლოტკინის დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სივრცეში ბავშვის დაშავების შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა. გამგეობა აღნიშნავდა, რომ ატრაქციონი რამდენიმე მოზარდმა დააზიანა, წაქცეული კონსტრუქცია კი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა. მათივე ცნობით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

  • „გაძლიერდება ქარი, მოსალოდნელია შტორმი და წვიმა ელჭექით“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება

    „გაძლიერდება ქარი, მოსალოდნელია შტორმი და წვიმა ელჭექით“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება

    მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

    „27-28 საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. დასავლეთ საქართველოში ადგილობრივად ძლიერი ნალექია ნავარაუდევი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

    ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია შტორმული სიტუაცია.

    უამინდობის ფონზე იზრდება სხვადასხვა სტიქიური პროცესის განვითარების რისკი, მათ შორის მდინარეებზე წყლის დონის მატების, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურების შესაძლებლობა.

    გაითვალისწინეთ შესაბამისი რეკომენდაციები, გამოიჩინეთ სიფრთხილე და თვალყური ადევნეთ პროგნოზის ოფიციალურ წყაროებს“, – წერს მეტეოროლოგი.

  • რა კადრებს აქვეყნებს მოქალაქე ცირკის მიმდებარე ტერიტორიიდან?

    რა კადრებს აქვეყნებს მოქალაქე ცირკის მიმდებარე ტერიტორიიდან?

    “საბურთალოზე ერთი მე ვარ გველუკა და მეორე ეს, ცირკის კიბეზე აბირჟავებდა” – ამის შესახებ მოქალაქე ლელა გველუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

  • “დიმა, შენ მამაჩემის თვალში ნული ხარ და ასეც იქნები! შენ ყველაზე მთავარში ჩაიჭერი მამაჩემთან…” – და­ვით ერა­ძის შვილ­ი დიმა ობოლაძეს

    “დიმა, შენ მამაჩემის თვალში ნული ხარ და ასეც იქნები! შენ ყველაზე მთავარში ჩაიჭერი მამაჩემთან…” – და­ვით ერა­ძის შვილ­ი დიმა ობოლაძეს

    სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, და­ვით ერა­ძის შვილ­ი ალექ­სან­დრე ერა­ძე სპორტულ ჟურნალისტს, დიმა ობოლაძეს მიმართავს.

    ალექ­სან­დრე ერა­ძის განცხადება ეხება 2022 წელს ერთ-ერთ გადაცემაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ და­ვით ერა­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარ­ს და ამ კომენტარის გამო ატეხილ აჟიოტაჟს.

    “იუთუბზე” ლაივი არხ “ლაი-ლაი”-ზე, რომლის წამყვანი ნოდარ სიმსივე და დიმა ობოლაძე არიან, ხალხი სთხოვდა აზრის დაფიქსირებას ამ მოვლენებთან მიმართებაში და დააფიქსირეს კიდევაც. თავიდან დიმა არ იყო მოსული და მისმა შვილმა და ნოდარმა ეს სიტუაცია ახსნეს და თქვეს, რომ მათ არ მოეწონათ არც “იმედზე” დადებული ქარდი და არც ის, რაც მამაჩემთან მიმართებაში ხდება ბოლო წლების განმავლობაში და ისიც კი თქვა დიმას შვილმა, რომ ეს უკვე მას აღარც კი უკვირს, რაც ძალიან სამწუხაროა…ასევე ახსნეეს “მეგობრობა”, “კოლეგები” და მოკლედ…

    მოვიდა ბატონი დიმა და ფაქტობრივად, რაც ნოდარმა და დიმას შვილმა ისაუბრეს იმის საპირისპირო აზრი დააფიქსირა და თქვა, რომ არაფერი “დასაცავი” არ აქვს თურმე მამაჩემს და თურმე საგინებელი და “მიწადასაყრელიც” ყოფილა მამაჩემი და ღირსიც ყოფილა ამ ყველაფრის.

    ასევე დიმამ თურმე უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ მას როდესაც “აბულინგებდნენ”, თურმე როგორ არ დაწერა მამაჩემმა სტატუსი და რატომ არ გამოექომაგა დიმას…

    დიმას მე არ ვიცნობ ახლოდან და არც მაქვს სურვილი გავიცნო, თუმცა ვიცი ის მიზეზები, რატომაც შენ მამაჩემის თვალში ნული ხარ და ასეც იქნები! შენ ყველაზე მთავარში ჩაიჭერი მამაჩემთან, რაც კაცობა არის… მე აღარ გავაგრძელებ, რადგან მამაჩემის მაგივრად არ ვაპირებ ვისაუბრო…” – წერს ალექ­სან­დრე ერა­ძე სოციალურ ქსელში.

  • ხმაური პირველ სამშობიაროსთან: “გოგოს თირკმელები გაუჩერდა… დიალიზის აპარატი გაფუჭებული აქვთ, ვერ უკეთებენ” – რა ხდება ადგილზე

    ხმაური პირველ სამშობიაროსთან: “გოგოს თირკმელები გაუჩერდა… დიალიზის აპარატი გაფუჭებული აქვთ, ვერ უკეთებენ” – რა ხდება ადგილზე

    პირ­ველ სამ­შო­ბი­ა­რო კლი­ნი­კა­ში კვლავ ხმა­უ­რია. ოჯა­ხის წევ­რე­ბი პა­ცი­ენ­ტის სხვა კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას ითხო­ვენ, რად­გან აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და არა­სა­თა­ნა­დოდ მკურ­ნა­ლო­ბენ.

    • კერ­ძოდ, გან­მარ­ტა­ვენ, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს, რო­მე­ლიც 15 დღეა კლი­ნი­კა­შია, დი­ა­ლი­ზის აპა­რა­ტი სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა „გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი აქვთ და ვერ უკე­თე­ბენ“.

    “გო­გოს თირკმე­ლე­ბი გა­უ­ჩერ­და [თირკმლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა]. 15 დღეა სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. ჭრი­ლო­ბა და­ჩირ­ქე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სი მოვ­ლა არ აქვთ. სამ­შო­ბი­ა­რო­ში რა უნდა ინ­ფექ­ცი­ურ პა­ცი­ენტს? რა­ტომ არ გა­და­იყ­ვა­ნეს დრო­ზე სხვა კლი­ნი­კა­ში?! ახლა, გოგო, ცუ­დად გახ­და და დი­ა­ლი­ზის აპა­რა­ტი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი აქვთ, ვერ უკე­თე­ბენ“, – აღ­ნიშ­ნავს ოჯა­ხის წევ­რი.

    რო­გორც პა­ცი­ენ­ტის დედა გან­მარ­ტავს, ექიმ­მა გა­აფრ­თხი­ლა პა­ცი­ენ­ტი, რომ ოპე­რა­ცია 15 წუთ­ში დას­რულ­დე­ბო­და, თუმ­ცა, ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მისი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო და უფრო დამ­ძიმ­და.

    “პა­ტა­რა ჯირ­კვა­ლი ჰქონ­და, ზაზა ზა­უ­ტაშ­ვილ­მა კი უთხრა, არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ არის, პა­ტა­რა ჯირ­კვა­ლია, 15 წუ­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­აა და სა­ღა­მოს­ვე წახ­ვალ სახ­ლშიო. ვერ წა­ვე­დით! იმ დღის შემ­დეგ, ჩემი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმ­დე­ბა და მძიმ­დე­ბა! არა­ვინ მეხ­მა­რე­ბა. ვთხოვ, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, „ავერ­სის“ კლი­ნი­კას, და­მეხ­მა­რეთ ბავ­შვის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა­ში. 6 წლის შვი­ლი ჰყავს ჩემს შვილს და არ გა­წი­როთ“,- აღ­ნიშ­ნა პა­ცი­ენ­ტის დე­დამ „ტვ პირ­ველ­თან“ სა­უ­ბარ­ში.

    რაც შე­ე­ხე­ბა, თა­ვად სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, მას შემ­დეგ, რაც ოჯა­ხის წევ­რებ­მა კლი­ნი­კის წარ­მო­მად­გენ­ლის ოთა­ხი და­ი­კა­ვეს, მან ოჯა­ხის წევ­რებს მი­მარ­თა: „ვცდი­ლობ, ვრე­კავ. მე არ ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას [სხვა კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე].

    კლი­ნი­კას­თან შეკ­რე­ბი­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ 32 წლის გოგო და ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 35 წლის ქალი ერთ პა­ლა­ტა­ში იყ­ვნენ, რომ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მე­დი­კო­სე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბას ითხო­ვენ.

    პირ­ველ სამ­შო­ბი­ა­რო კლი­ნი­კა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცია.

  • ხახვი სისხლში შაქრის დონეს შესანიშნავად ამცირებს! ამ რეცეპტის დახმარებით წლებია თავს კარგად ვგრძნობ

    ხახვი სისხლში შაქრის დონეს შესანიშნავად ამცირებს! ამ რეცეპტის დახმარებით წლებია თავს კარგად ვგრძნობ

    ხახვი მდიდარია ადვილად ათვისებადი ნახშირწყლებით, მათ შორის გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა და სხვა, B ჯგუფის ვიტამინები, PP, E და კაროტინი.ხახვი შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს: რკინა, ნატრიუმი, კალიუმი, კობალტი, ფოსფორი, კალციუმი, სპილენძი, თუთია, მანგანუმი, ასევე ორგანული მჟავები: ვაშლის, ლიმონის, ეთერზეთი და ფიტონციდები.

    image

    ხახვის კვების ღირებულება ყველასთვის ცნობილია. ხახვი ეფექტური ანტისკლეროზული საშუალებაა, სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ნაღველმდენი თვისება აქვს, კუჭის სეკრეციის აქტიურობას სტიმულირებს, სპერმის წარმოებას ხელს უწყობს და სქესობრივ პოტენციას ზრდის.
    ხახვი ჰიპერტროფიის დროს შესანიშნავად დაგეხმარებათ.ხახვი საკვების გემოს თვისებებს აუმჯობესებს, მას ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით ამდიდრებს, მადას აუმჯობესებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას სტიმულირებს, მსუბუქი მოსადუნებელი მოქმედება აქვს.ხახვი ეთერზეთს შეიცავს, რომელსაც ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ახასიათებს, ამიტომ მისი მიღება უკუჩვენებულია გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა სპაზმური ტკივილის, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადების დროს.

    image

    ფიტონციდები ყველა ცნობილ ბაქტერიას კლავს.ხახვი ჩირქოვანი ჭრილობის, წყლულების, ზედა სასუნთქი გზების და ფილტვების დროს დროს ფართოდ გამოიყენება.ამასთან აღსანიშნავია, რომ ხახვი ორგანიზმის იმუნიტეტს ზრდის, ანგინის და სურდოს დროს გეხმარებათ, ათეროსკლეროზის და ჰიპერტონიის განვითარებას აფერხებს.

    რეცეპტი შაქრის დონის შესამცირებლად3 კგ ხახვი იყიდეთ და თანაბარ 10 ნაწილად გაყავით. დილით 1 ნაწილი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით, ემალის ქვაბში ჩაყარეთ და 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 8-10 წუთით ადუღეთ.შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გაწურეთ. ხახვი გადააგდეთ, სითხე კი 3 ნაწილად გაყავით და დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. ასე 10 დღის განმავლობაში გაიმეორეთ. 6 თვეში შეგიძლიათ გაიმეოროთ.

  • სეტყვა და შტორმია მოსალოდნელი

    სეტყვა და შტორმია მოსალოდნელი

    გარემოს ეროვნული სააგენტო:
    ⛈️ 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

    ⚠️️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).