“ვახო სანაიას მიუსაჯეს 14 დღიანი პატიმრობა ფბ სტატუსის გამო. ეს უკვე საგანგაშო ამბავია! სოლიდარობა ძალიან საამაყო კოლეგას! სწორ მოქალააქეს და კარგ ადამიანს!” – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
Author: tea
-

საქართველოში წუხელ კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პირველადი ინფორმაცით, დღეს თბილისის დროით 00:34-ზე ქალაქ ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 10კმ-ში, სოფელ გორელოვკადან 3კმ-ში მოხდა 3(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
მანამდე მიწისძვრა 20:40-ზე დაბა ახალგორიდან ჩრდილოეთით 23კმ, სოფელი უკანამხარიდან 1კმ-ში მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.3(Ml) მაგნიტუდას შეადგენდა.
-

4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი – ნახეთ, ვის გაუმართლებს უახლოეს დღეებში
ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 4 ნიშანს, რომლებსაც ივლისის ბოლო კვირაში განსაკუთრებით გაუმართლებთ.
ლომი
ლომებისთვის იღბლიანი პერიოდი იწყება. მოსალოდნელია წარმატება როგორც კარიერაში, ისე პირად ურთიერთობებში. შესაძლოა, მიიღოთ სასიხარულო ამბავი ან დიდი ხნის ნანატრი შესაძლებლობა.სასწორი
სასწორებს ფინანსური და პროფესიული კუთხით სასიამოვნო სიახლეები ელით. წარმატებული მოლაპარაკებები, ახალი ნაცნობობები და მოულოდნელი შანსები მათ სასარგებლოდ განვითარდება.მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ენერგია და მოტივაცია არ მოაკლდებათ. იღბალი განსაკუთრებით მოგზაურობას, სწავლასა და ახალი პროექტების დაწყებას უკავშირდება. თამამი ნაბიჯები შედეგს მოიტანს.თევზებითევზებისთვის ეს პერიოდი სასიამოვნო სიურპრიზების მომტანია. ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ, ხოლო პირად ცხოვრებაში ჰარმონია და პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი.
-

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, თქვენს რჩეულს როგორ უყვარხართ. თქვენც ნუ დაიშურებთ სითბოსა და სიყვარულს მათთვის, ვინც თქვენთვის ძვირფასია! შეეცადეთ, შინაგანი კრიტიკოსი ცოტა ხნით „გამორთოთ“ და ყველაფერში ნაკლი თუ უზუსტობა არ ეძებოთ. პროფესიული საკითხების მოგვარებაში საიმედო მოკავშირეების პოვნას შეძლებთ. თანამოაზრეების გარემოცვაში შრომა ხომ ყოველთვის სასიამოვნოა! შესაძლებლობა გექნებათ, ხარისხიანი ნივთი საკმაოდ კარგი ფასდაკლებით შეიძინოთ. ნუ მისცემთ გარშემომყოფებს უფლებას, განწყობა გაგიფუჭონ. ყურადღება საკუთარ გეგმებზე გადაიტანეთ და ნერვებს ნუ აჰყვებით.
კურო
თუ ურთიერთობა ახლახან დაიწყეთ, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მაქსიმალური თავშეკავება გმართებთ. აბობოქრებული მარსი თქვენს წყვილს კონფლიქტებისკენ უბიძგებს. შესაძლოა, უფროსი თაობის წარმომადგენლებს თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევა მოუნდეთ. დროსა და ნერვებს დაზოგავთ, თუ საუბარს მშვიდ, ნეიტრალურ თემაზე გადაიტანთ. შემოქმედებითი საქმიანობა დიდ კმაყოფილებასა და აღიარებას მოგიტანთ. თუ საკუთარ ძალებს ირწმუნებთ და თავდაუზოგავად იმუშავებთ საკუთარ სფეროში მწვერვალების დაპყრობას შეძლებთ. მშვენიერი პერიოდია მსხვილი ფინანსური გარიგებების, ასევე მიწის ნაკვეთის, ბინის ან ავტომობილის შესაძენად. ამ დღეს თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად და თავისუფლად იგრძნობთ — ისარგებლეთ ამით და თამამად დაელაპარაკეთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ.
ტყუპები
ამ დღეს ახლობელ ადამიანთან კამათის რისკი მაღალია. სატურნი ვენერასთან ოპოზიციაშია, ამიტომ სკანდალების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. ნუ მოსთხოვთ საყვარელ ადამიანებს იმას, რაც თავად არ შეგიძლიათ. ასტროლოგები შეგახსენებენ, რომ გადაჭარბებული პერფექციონიზმი ყოველთვის სასარგებლო არ არის. შესაძლოა, ამ დღეს მოულოდნელმა პრობლემებმა თავი იჩინონ, ამიტომ ახალი საქმის დაწყებას არ გირჩევთ. მოერიდეთ საეჭვო ავანტიურებს, განსაკუთრებით, თუ მათში თითქმის უცნობი ადამიანი გითრევთ — შესაძლოა, სასწორზე არა მხოლოდ თქვენი ავტორიტეტი, არამედ ფული და თავისუფლებაც კი დადგეს. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა ფსიქოლოგიურ დაძაბულობას მოგიხსნით და სხეულს გაგიკაჟებთ.
კირჩხიბი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა გარკვეული გაუცხოება გაჩნდეს. ეს რომ თავიდან აირიდოთ, ასტროლოგები გირჩევენ, ერთად მეტი დრო გაატაროთ. ბობოქარი ვნებები, ეჭვიანობის შემოტევა, კამათი და შერიგება — უახლოესი რამდენიმე დღეში თქვენი ცხოვრება სწორედ ამ სცენარით განვითარდება. დღე სავსეა პროვოკაციებითა და დაპირისპირებებით. სამსახურებრივმა ინტრიგებმა, კოლეგების შურმა და მოულოდნელმა დაბრკოლებებმა შესაძლოა თქვენი გეგმების განხორციელება შეაფერხოს, თუმცა, მალე შემოსავლის დამატებითი წყარო გამოჩნდება, რაც მიმდინარე ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ლომი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნას, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. შეეცადეთ, ყველაფერი ღიად განიხილოთ და ერთმანეთის გაგება სცადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მშობლებსა და უფროს ნათესავებს მეტი ყურადღება დაუთმოთ — მით უმეტეს, რომ მათგან დიდ მორალურ მხარდაჭერას იგრძნობთ. მშვენიერი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის — ეცადეთ, ეს დრო საკუთარი ნიჭის განვითარებისთვის გამოიყენოთ. ხომ არ დადგა დრო, რომ სტომატოლოგს ეწვიოთ? პროფილაქტიკური შემოწმება სამომავლო პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.
ქალწული
დღის მეორე ნახევარში შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. მოემზადეთ პარტნიორთან მნიშვნელოვანი საუბრისთვის და გახსოვდეთ, რომ ერთად ყველაფერს შეძლებთ. წარმატებული დღეა მნიშვნელოვანი წამოწყებებისა და ინფორმაციის ხელსაყრელად გამოყენებისთვის. გარშემომყოფები აუცილებლად დააფასებენ თქვენს აქტიურობას, თუმცა, ამ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. შეეცადეთ, ეს დღე ჩვეულებრივი რუტინისგან განსხვავებულად გაატაროთ —ყოველდღიური ერთფეროვნება თქვენს ნერვულ სისტემაზე მძიმედ მოქმედებს.
სასწორი
სიყვარულში დიდი წარმატება გელით. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომ მეორე ნახევარი იპოვოთ. ბინის რემონტის დასაწყებად არახელსაყრელი დროა — ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლის მასშტაბური კეთილმოწყობისგან თავი შეიკავოთ. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კამათს — შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწევთ, საქმიან ურთიერთობას კი ნამდვილად გაიფუჭებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღევანდელი შენაძენი ფულის ამაო ფლანგვა იქნება. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე სირბილის და სიარულის დრო გამონახოთ — მსუბუქი კარდიოდატვირთვა ძალიან წაგადგებათ.
მორიელი
თუ ცხოვრების მეგზური ნაპოვნი გყავთ, არ არის გამორიცხული, რომ მეგობრის ან ახლო ნათესავის ბედის განკარგვას დიდი ენთუზიაზმით შეუდგეთ. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების მოსმენა და გაგება — ამით ოჯახში ჰარმონიულ და ბედნიერ გარემოს შექმნით. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება, ამიტომ მზად იყავით, რომ კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენს მიღწევებს ყურადღებას მიაქცევენ. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ რაიმე ახალი და ორიგინალური შეიძინოთ. არახელსაყრელი გარემოებები საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე, რომლებიც ბოლო დროს ასე გაწუხებთ — ასტროლოგები სიმშვიდის შენარჩუნებას გირჩევენ.
მშვილდოსანი
ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს ახალი, ხანმოკლე გატაცება ელით. მშვენიერი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისა და კავშირების გასამყარებლად. ყურადღება, ზრუნვა, სულიერი კომფორტი და სითბო სწორედ ისაა, რაც ახლა საყვარელ ადამიანს უნდა აჩუქოთ. ნუ დახარჯავთ ფულს იმპულსურ შენაძენზე — ის უსარგებლო აღმოჩნდება. ეცადეთ, უახლოეს დღეებში მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტები მიირთვათ და ფიზიკური აქტივობა არ დაივიწყოთ — ვარჯიში როგორც აღნაგობას, ისე განწყობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.
თხის რქა
მალე სახლიდან მოშორებით გელით შეხვედრა, რომელსაც შეუძლია თქვენი ბედისწერა შეცვალოს. შეწყვიტეთ დახურულ კარზე კაკუნი — ახლა თქვენი აქტიურობა შესაძლოა ზეწოლად ჩათვალონ. ამ დღეს თქვენში წინააღმდეგობის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერ საკითხზე კამათობთ მაშინაც, როცა არავინ გეკამათებათ. მალე შეძლებთ თავს დაუგეგმავი საყიდლების უფლებაც მისცეთ, მანამდე კი შეეცადეთ, შემოსავლების ფარგლებში იცხოვროთ და ვალებს მოერიდოთ. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში. მშვენიერი პერიოდია ორგანიზმის გაჯანსაღების, სპორტისა და იმიჯის შესაცვლელად.
მერწყული
ეცადეთ, ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. გულახდილი საუბარი ურთიერთობებს გაამყარებს და ენერგეტიკულ ბალანსს აღადგენს. დღევანდელი სამუშაო გაკმაყოფილებთ და პროფესიის შეცვლას არ გეგმავთ. შეცდომები რომ თავიდან აირიდოთ, შეეცადეთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები და საპასუხისმგებლო მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ. ფინანსური სირთულეების ასაცილებლად, „დაზოგვის რეჟიმი“ უნდა ჩართოთ. მშვიდი და ჰარმონიული დღეა, თუმცა ნუ გადაიღლებით — რელაქსაცია ან მედიტაცია სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
თევზები
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა? ასეთ შემთხვევაში, ეცადეთ, ცოტა ხნით საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც სულიერ და ზნეობრივ გარდასახვას უკავშირდება. მცდარმა რჩევამ ან არასწორად გაგებულმა ინფორმაციამ შეიძლება შეცდომები და ოჯახის წევრებთან დაპირისპირება გამოიწვიოს. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც ინტრიგებს ხლართავს, რომ დაგაზიანოთ. შეეცადეთ, სიტუაციაში ჩუმი, შეუმჩნეველი გამოძიებით გაერკვეთ. სატურნი-იუპიტერის ტრინის გავლენით, შეიძლება ენერგია ოდნავ დაგიქვეითდეთ, ამიტომ ყურადღება დადებით ფიქრებზე გადაიტანეთ და განწყობის ასამაღლებელი საშუალება იპოვეთ.
-

საშინელ დღეში იყო, მითხარით ჩემი და გადარჩა თუ არაო…მართლა შოკში იყო” – და-ძმა ავარიაში მოყვნენ, 35 წლის გოგო გარდაიცვალა.
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა მსხვერპლით. ავარია სამეგრელოში პარასკევს, 17 ივლისს, ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდა. მანქანა, რომელშიც ხუთი ადამიანი იჯდა, გადაბრუნდა, რის შედეგადაც ყველაზე მძიმე დაზიანება მანქანაში მყოფმა ახალგაზრდა გოგონამ, 35 წლის მალვინა გულუამ მიიღო. მალვინა უგონო მდგომარეობაში ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს, ორი დღე ებრძოდა სიკვდილს, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მანქანაში მყოფი სხვა მგზავრები გადარჩნენ, მათ სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, საჭესთან გარდაცვლილი გოგონას ძმა იჯდა, მძღოლის გვერდზე იყო მისი და, მალვინა გულუა, მანქანაში კიდევ სამი ადამიანი იყო, მათი ბიცოლა და ორი მეზობელი გოგონა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
“შევესწარი ამ ავარიას. ძალიან განვიცადე, ავარია უკვე მომხდარი იყო მე რომ იქ აღმოვჩნდი. სულ ხუთი ადამიანი იჯდა მანქანაში. 4 გოგო და ერთი ბიჭი, მძღოლი გარდაცვლილის ძმა აღმოჩნდა, რომელიც შოკურ მდგომარეობაში იყო. მხოლოდ ერთ რამეს იძახდა, მითხარით, ჩემი და ცოცხალია თუ არაო. მე რომ მივედი 2 გოგო უკვე მოშორებით იყო, გადმოყვანილი ჰყავდათ და ხალხი ეხმარებოდა. ერთი ქალბატონი საშუალო ასაკის, მანქანის ერთ კართან იჯდა, აგონიაშია იყო, არც საუბრობდა, დანარჩენი ორი კონტაქტზე იყვნენ, ხოლო ის გარდაცვლილი გოგონა იწვა უგონო მდგომარეობაში, ვერაფერს ამბობდა, მხოლოდ თვალს ძლივს ახელდა. სასწრაფოს მოსვლამდე ხალხი ცდილობდა დაშავებულების დახმარებას. გოგონას ძმა მათგან ოდნავ მოშორებით იჯდა და ტიროდა, საშინელ დღეში იყო, მითხარით ჩემი და გადარჩა თუ არაო. ვერავის ეკარებოდა, მართლა შოკში იყო. განაგრძეთ კითხვა>>>
-

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.
„დღეს, თბილისის დროით 20:40 საათზე, დაბა ახალგორიდან ჩრდილოეთით 23კმ, სოფელ უკანამხარიდან 1კმ-ში მოხდა 3.3(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
-

🔻 როგორი იქნება ზაფხული საქართველოში და რა იწვევს ამინდის მკვეთრ ცვლილებებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️
კლიმატის ცვლილება, მისგან გამოწვეული პრობლემები მსოფლიოს გამოწვევაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს შეუქცევადი პროცესია. სინოპტიკოსები ივლისის მეორე ნახევრიდან საქართველოში ძალიან მაღალი ტემპერატურას ვარაუდობენ, შიგადაშიგ წყალდიდობებსაც. თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო სხვადასხვა უბანი დაიტბორა. განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე, გლდანსა და ვარკეთილში. გარდა ამისა, რამდენიმე ადგილას კლდისა და მიწის მასებიც ჩამოიშალა.
ილიაუნის პროფესორი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი ლაშა სუხიშვილი ამას ურბანულ წყალდიდობას უწოდებს – წვიმას დახვდა წყალგაუმტარი ზედაპირი, ასფალტი. ამიტომაც ახალი სადრენაჟე სისტემების განვითარება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, მით უფრო, როდესაც ზოგიერთი უბნის განაშენიანება სწრაფად იზრდება. რა შეიძლება გამოიწვიოს ამ კლიმატურმა ცვლილებებმა, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე ლაშა სუხიშვილი გვესაუბრება:
– სინოპტიკოსები ძალიან ცხელ ზაფხულს პროგნოზირებენ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ მოსალოდნელ საფრთხეებს?
– ზაფხული იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ანუ ცხელი, მაგრამ გამორჩეულად ცხელი. წელსაც პერიოდულად გვექნება თავსხმა წვიმები, ისეთი, რომელმაც შეიძლება გაგვაკვირვოს. დედამიწაზე ბოლო 10 წელია უკვე რეკორდები მყარდება, ყოველი შემდეგი წელი წინაზე უფრო ცხელია, მაგრამ ეს არ გამოიხატება მხოლოდ ჰაერის ტემპერატურის ზრდაში. ეს გამოიხატება იმაშიც, რომ ჰაერის ტემპერატურის ზრდას თავისი გვერდითი მოვლენები აქვს, როგორიც არის, მაგალითად, ნიადაგისა და მცენარეული საფრის გამოშრობა. ეს ნიშნავს, ერთი მხრივ გვალვას, მეორე მხრივ კი გახურებულ ჰაერში უფრო დიდი რაოდენობით წყლის ორთქლის შემცველობას.
– რამ გამოიწვია ამინდის ასეთი მკვეთრი ცვლილება?
– ეს ბუნებრივი პროცესია, რაც დედამიწა არსებობს, მილიარდობით წელია, კლიმატი სულ იცვლება – ზოგჯერ იწყება გამყინვარება, ზოგჯერ დათბობა. მაგალითად, ჩვენს კონტინენტზე მე-12 საუკუნეში დაიწყო მცირე გამყინვარება, აბსოლუტურად ბუნებრივი, ვიღაცას ქარხანა არ აუშენებია და მერქნის გაფრქვევა არ დაუწყია. ჩვეულებრივად დაიწყო და დასრულდა მე-19 საუკუნის დამდეგს. მერე დაიწყო დათბობის პერიოდი, რომელშიც ახლაც ვიმყოფებით, მაგრამ ეს პროცესი გაამძაფრა ადამიანის მოქმედებამ, ანუ სათბურის ეფექტის მქონე აირების გაფრქვევამ ატმოსფეროში. ეს გაამძაფრა ურბანულმა განაშენიანებამაც.
ჰიდროლოგიაშიც და კლიმატოლოგიაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ე.წ. ქვაფენილი ზედაპირის ფაქტორი. როდესაც მოდის წვიმა, რა ზედაპირი ხვდება წვიმას დედამიწაზე? წყალგამტარი თუ წყალგაუმტარი? მაგალითად, წყალგამტარი ზედაპირია ნიადაგი, წყალგაუმტარი – ასფალტი, ბეტონი, ქვა და ასე შემდეგ. დღისით მზით გახურებული ასფალტი ღამით დაგროვებული სითბოთი ახურებს გარემოს, მაშინ, როცა ბალახის შემთხვევაში ის გრილდება… განაგრძეთ კითხვა
-

ახლახანს უმძიმესი ავარია, არის მსხვერპლი – “საშინელი სანახავი იყო, შვილი ადგილზე დაიღუპა, სად მოხდა ტრაგედია ? ვრცლად იხილეთ კომენტარებში
სენაკში ავარიას 22 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანას, რომელიც ბეტონის ჯებირს შეეჯახა, სწორედ აღნიშნული ახალგაზრდა მართავდა.
დაშავებულია ასევე, მანქანაში მჯდომი მეორე მამაკაციც, რომელიც სენაკის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია.
-

მეცნიერების თქმით, შესაძლოა ჩვენ ვიყოთ უკანასკნელი თაობა, რომელიც ციცინათელებს იხილავს: რატომ ქრებიან მანათობელი მწერები?
სამწუხაროდ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ბავშვობასთან შედარებით, დღეს გაცილებით ნაკლებ ციცინათელას ვხედავთ.
National Geographic-ის ცნობით, ამ საკითხს მიუძღვნა თავისი დისერტაცია ციცინათელების მკვლევარმა რაფაელ დე კოკმა. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ კვლევას სამეცნიერო ღირებულება აქვს, რადგან ციცინათელების სახეობები მთელ მსოფლიოში მცირდება.
ციცინათელები მომხიბვლელი მწერებია, რომლებიც ზაფხულის ღამეებს თავიანთი ბიოლუმინესცენტური კაშკაშით ანათებენ. ისინი მიეკუთვნებიან Lampyridae-ს ოჯახს, რომელიც მოიცავს 2000-ზე მეტ სახეობას, უმეტესობა მათგანი სინათლეს ასხივებს.
ეს რბილი სხეულის მქონე ხოჭოები ცნობილი როგორც ციცინათელები. ისინი ძირითადად შებინდებისას, პარტნიორების მოსაზიდად ანათებენ.

ციცინათელები ადამიანებს ოდითგანვე ხიბლავდნენ. მათი არსებობა სხვადასხვა კულტურაში მრავალფეროვანი პირობების სიმბოლოდ აღიქმებოდა.
-
სამწუხაროდ, ეს ჯადოსნური მწერები ჩვენი ლანდშაფტებიდან სწრაფად ქრებიან.
ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ შესაძლოა ჩვენ ბოლო თაობა ვიყოთ, რომელიც მათ მომაჯადოებელ ბრწყინვალებას იხილავს.
-
დაკარგული ჰაბიტატი: გაქრობის პირას მისული ჭაობები და ტყეები
ციცინათელები ხშირად გვხვდება ზომიერ და ტროპიკულ კლიმატურ პირობებში და ძირითადად ისეთ ნოტიო გარემოში ცხოვრობენ, როგორიცაა ჭაობები და ნესტიანი ტყეები. ეს ტერიტორიები მათი ლარვების განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს უზრუნველყოფს. ისინი სიცოცხლის დიდ ნაწილს ნიადაგში ან ფოთლების ნარჩენების ქვეშ ატარებენ.
ურბანიზაციამ, სოფლის მეურნეობის გაფართოებამ და ტყეების გაჩეხამ ჰაბიტატების განადგურება გამოიწვია, რაც ციცინათელების პოპულაციების გამრავლებას სულ უფრო ართულებს.
-
გარდა ამისა, ციცინათელებზე დიდ გავლენას ახდენს ღამით, ხელოვნურად განათებული შენობები.
მწერებს შეჯვარებისთვის მათი ბუნებრივი ბიოლუმინესცენცია სჭირდებათ, ხოლო ქუჩის განათებები, ბილბორდები და სინათლის სხვა ხელოვნური წყაროები, ციცინათელებს ერთმანეთის სინათლის დანახვაში ხელს უშლის და გამრავლება ვერ ხდება.
კიდევ ერთი ფაქტორია პესტიციდები, რომელიც სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოიყენება. ეს ქიმიკატები არა მხოლოდ პირდაპირ კლავს ციცინათელებს, არამედ ამცირებენ მათი საკვების პოპულაციებს.
გარდა ამისა, პესტიციდებს შეუძლიათ წყლის მარაგების დაბინძურება, რაც კიდევ უფრო აზიანებს მყიფე ეკოსისტემებს.
-
-

„არ არის გამორიცხული, რომ სრულიად უპრეცედენტო პირობების წინაშე აღმოვჩნდეთ…“ – ბოლო ცნობები ელ-ნინიოზე
დიდი ხნის განმავლობაში ნავარაუდები ელ-ნინიო უკვე დაიწყო და, როგორც ჩანს, მოლოდინებს ამართლებს.
გაზაფხულზე კლიმატოლოგები პროგნოზირებდნენ, რომ წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში „ელ-ნინიო“ განვითარდებოდა.
დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო მეტი კლიმატური მოდელი მიუთითებდა, რომ შესაძლოა განსაკუთრებით ძლიერი, ე.წ. „სუპერ ელ-ნინიო“ ჩამოყალიბებულიყო. თუმცა მეცნიერები მაშინვე აღნიშნავდნენ, რომ საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად ჯერ ნაადრევი იყო.
აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ივნისის ყოველთვიურ ანგარიშში ელ-ნინიოს შესახებ გაფრთხილება გამოქვეყნდა. სააგენტომ დაადასტურა, რომ წყნარი ოკეანის იმ მონაკვეთში, რომელიც Niño 3.4-ის სახელითაა ცნობილი, წყლის ტემპერატურა უკვე საკმარისად გაიზარდა, რაც ელ-ნინიოს ოფიციალურად დაწყებას ნიშნავს.
„ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. უკვე ძალიან ძლიერი ელ-ნინიოს ზღვარზე ვართ და არ არის გამორიცხული, რომ წლის ბოლოსთვის სრულიად უპრეცედენტო პირობების წინაშე აღმოვჩნდეთ“, – აცხადებს კლიმატოლოგი ზეკე ჰაუსფატერი.
