“უმძიმესი დიაგნოზი ჰქონდა და იარაღი სახლში ჰქონდა, თქვენი აზრით, ამას ვინ უნდა აკონტროლებდეს?!” – ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეომიმართვა ვერაზე, გუშინ მომხდარი მკვლელობის შესახებ.
Author: tea
-

აქ ვიდექი… ბავშვი მუხლებზე დაეცა…
“აქ ვიდექი… ბავში მუხლებზე დაეცა, მანქანაში ისხდნენ.. შოკში იყვნენ, ბავშვებმა სისხლი რომ დაინახეს, მერე შეშინდნენ” – რას ჰყვება ვერაზე მომხდარი დანაშაულის თვითმხილვევლი?
https://newnews.com.ge/wp-content/uploads/2026/07/50580
-

“გაუფრთხილებია ბავშვები, ნუ იცინითო, გამოიტანა იარაღი და ცეცხლი გაუხსნა… ამათ დაძრეს მანქანა და…” – თბილისის ცენტრში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები
- მთავარ ფოტოზე: ნიკოლოზ ღუნაშვილი
თბილისის ცენტრში გუშინ 17 წლის ბიჭი მოკლეს. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სროლის დროს დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
- გარდაცვლილი ნიკოლოზ ღუნაშვილია. მან სკოლა წელს დაამთავრა, ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას აპირებდა, თუმცა არ აცალეს.
მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ნიკა კაპანაძეა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. კაპანაძემ დაკავების დროს, პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია – ის ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული ხელზე მიღებული დაზიანების გამო.
მომხდარის დეტალები:
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.
როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა.

რას ჰყვებიან დანაშაულის თვითმხილველები?
“4-5 გასროლის ხმა იყო, მერე ბავშვების კივილი გავიგე. გადმოვიდა ბავშვი, მუხლებზე დაეცა, არც ნასვამები იყვნენ, არაფერი. თავდამსხმელი არც დამინახავს, ძაღლი მყავდა გამოყვანილი და გოგონებს ველაპარაკებოდი. ამბობენ, რომ უბრალოდ გაიარა და მანქანაში ისროლაო. მანამდე ჩხუბი არ ყოფილა, აბსოლუტური სიმშვიდე იყო. სისხლი რომ დაინახეს ბავშვებმა მერე შეშინდნენ. ერთი უფრო მძიმედ იყო. დანარჩენები გადმოვიდნენ და მერე აღმოაჩინეს, რომ მხარში დაჭრილები იყვნენ. რაც შეეხება ტაქსიში დაჭრილ ქალს, ამბობენ, რომ ზევით რომ წავიდა მერე ესროლაო. შოკში იყვნენ ბავშვებიც. ის, ვინც მძიმედ იყო, თავიდან გონზე იყო, მე მგონი დააგვიანა სასწრაფომ მოსვლა. ხალხი ყვიროდა სად არის სასწრაფოო. საკაცით გადაიყვანეს ბავშვი”
“ტყუილ-უბრალოდ ქალს შვილი მოუკლეს, ნეტა განახათ, რა ბავშვები იყვნენ. ვიცი, რომ ვიღაც გიჟმა ესროლა. მოწმე ჰყავთ, არაჩვეულებრივი ქალბატონი, მის თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი, თავად მიმართა პოლიციას დაკითხვაზე. ბავშვებს ზევით ესროლეს და ქვევით ჩამოვიდნენ, გვიშველეთო. ის კაცი არანორმალური იყო, ფსიქიკური პრობლემები აქვს, როგორ შეიძლება იარაღი ჰქონდეს დღევანდელ დღეს. რა ბავშვები იყვნენ, ორმეტრიანები, კალმით დახატულები” – ჰყვებიან თვითმხილველები “ტვ პირველთან”.
-

ცნობილი ხდება ვერაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
ვერაზე მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
“კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი საკუთარ სახლში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულმა სამართალდამცველების გამოჩენისთანავე ცეცხლი გახსნა და მათ წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა თითებზე.
დამამძიმებელ გარემოში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ნიკა კაპანაძეა დაკავებული. “კურიერის” ინფორმაციით, ის სხვადასხვა დანაშაულისთვის უკვე ნასამართლევია.
რაც შეეხება მოტივს, გავრცელებული ინფორმაციით, კაპანაძესა და ახალგაზრდებს შორის სროლამდე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ დაახლოებით ათამდე გასროლის ხმა გაიგეს, გარეთ გამოსულს კი დაჭრილი ახალგაზრდები დახვდათ.
შეგახსენებთ, სროლის დროს სულ ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.
-

„ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა…” – რას წერს მასწავლებელი თბილისში მოკლულ ბიჭზე
თბილისის ცენტრში, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულია 2008 წელს დაბადებული ნიკოლოზ ღუნაშვილი, რომელსაც მასწავლებელი სოციალურ ქსელში ემშვიდობება:
„ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო?! არ ვიცი რა დავწერო?! უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა, გადაიქცა ზეციურ არსებად!
სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა…. 22 ივლისის არასრულწლოვნებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბილესი, საამაყო ოჯახი!
უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი”. -

🔻 “ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა…” – რას ამბობენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე?
უმძიმესი დანაშაული მოხდა გუშინ ვერაზე. შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სროლის დროს დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი – ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, ნიკოლოზ ღუნაშვილმა სკოლა წელს დაამთავრა.
“ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო. არ ვიცი რა დავწერო… უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით, ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა, გადაიქცა ზეციურ არსებად!
სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა… 22 ივლისის არასრულწლოვნებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი!
დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბილესი, საამაყო ოჯახი! უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი” – წერს მაია კობახიძე.
კიდევ ერთი ახლობელი მაიკო ხირსელი წერს, რომ მკვლელობამდე, ბიჭები მანქანაში ისხდნენ.
“ღმერთო! გული მეგლიჯება – ჩემს ნიკოლოზს ძმაკაცი მოუკლა თურმე იმ ნაძირალა, ავაზაკმა ვერაზე! ყმაწვილობის წლები ერთად რომ გაატარეს; ვაი, შენს უბედურ დედას და მამას “ღუნა” 17 წლის!
მსხდარან ეს ბიჭები თავისთვის მანქანაში, მასხარაობდნენ ალბათ, თან ეროვნულ ჩაბარებულები და ჩააცალა მთელი აბოიმა, სრულიად უცხომ! მიზეზი-“რა გაცინებთო?!!!
რა ხდება, ღმერთო ჩემო! საგიჟეთია ჩვეულებრივი! რატომ არ არიან იზოლირებულნი ფსიქიურად დაავადებულები?! რატომაა გიჟი მართლაც თავისუფალი და თან იარაღით ?…” – წერს მაიკო ხირსელი
-

“ბრმა ტყვიამ ტაქსშიც შეაღწია, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა” – რა მოხდა ვერაზე, სადაც სროლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ვერაზე მომხდარი რამდენიმე გასროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. 17 -18 წლის ბიჭები და ერთი ქალი. როგორც ამბობენ, დაჭრილი ქალი შემთხვევითი გამვლელია. ფაქტი შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზე მოხდა, დაჭრილები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
უფრო მეტი დეტალის გასარკვევად დავუკავშირდით კაფე „ზილიკოს“ თანამშრომელს. ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კაფედან დაიწყო კონფლიქტი არ ადასტურებს. კაფეში “ზილიკოში” მომუშავე გვიყვება, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს, თუმცა მომხდარის დეტალები მისთვის უცნობია.
“კაფეში ჩვენთან შემოვიდა ქალი, შეშინებული იყო, გვთხოვა, თავს შევაფარებო. ძაღლს ასეირნებდა და ამ დროს რომ გაიგო სროლის ხმები, ჩვენთან შემოვიდა, სხვაგან ვერსად შევაფარე თავი, უნდა მიშველოთო და შემოვიდა. ქუჩაში იყო სროლები. შანიძის ქუჩის ზემოთ ისმოდა სროლის ხმები, თავიდან სროლა არც მეგონა, ეს ქალი რომ შემოვარდა შეშინებული, მაგაზე მივხვდით, რომ აშკარად სროლის ხმა იყო… რაღაცნაირად მიყვა სროლები, ახლა რომ ვაანალიზებ, ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ 10 გასროლა მაინც იქნებოდა. მერე მივხდით უბრალოდ ასაფეთქებლის ხმა ეს არ იყო. ძალიან მალე მოვიდა პატრული და სასწრაფოს ორი მანქანა, როგორც ვიცი, დაჭრილები გადაიყვანეს. სხვა ვერაფერი გავარკვიე, ვცდილობდი გამერკვია მეტი დეტალი, მაგრამ ვერ შევძელი. მალე პოლიციელები მოვიდნენ და ახლოს ვინ მიმიშვებდა. მხოლოდ გასროლის ხმა გავიგეთ ჩვენ. იმდენად ვინერვიულე, ცუდად გავხდი. დაჭრილი ბიჭები ვინ არიან არ ვიცი. ამ ქალბატონმა ასე გვითხრა ორი თუ სამი ბიჭი იყოო. სასწრაფოებით წაიყვანეს დაჭრილები. იმედია, გადარჩებიან. სულ სამ ადამიანზე ამბობენ დაჭრილიაო. ალბათ საღამოს 10 საათი იყო, ეს ამბები რომ ხდებოდა, არც დაჭრილებზე მაქვს ინფორმაცია, არ ვიცი უბნელები არიან თუ არა”, – ამბობს ჩვენთან საუბარში გოგონა და სოციალური ქსელით და მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კაფედან გასულმა ადამიანმა დაჭრა ისინი, არ ადასტურებს:
-

ცნობილია ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ვინაობა
ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნიკა კაპანაძე | მის ფოტოს TV პირველი ავრცელებს. ცნობილია ისიც, რომ ხორავას ქუჩაზე გუშინ მოკლული 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილია
გუშინ გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც შსს-ს მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს”
ცოტა ხნის წინ ინტერპრესნიუსმა ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის ახალი დეტალები გაასაჯაროვა. გამოცემამ დაწერა, რომ თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა – კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა სწორედ ამის შემდეგ გაისროლა. საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ავტომობილში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. დაჭრილი ქალი კი, მათი ინფორმაციით, ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც ტყვია მოხვდა -

ცნობილია ვერაზე მოკლული 17 წლის ბიჭის ვინაობა
ვერაზე გუშინ მოკლული 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილია
გუშინ გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც შსს-ს მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს”
ცოტა ხნის წინ ინტერპრესნიუსმა ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის ახალი დეტალები გაასაჯაროვა. გამოცემამ დაწერა, რომ თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა – კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა სწორედ ამის შემდეგ გაისროლა. საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ავტომობილში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. დაჭრილი ქალი კი, მათი ინფორმაციით, ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც ტყვია მოხვდა -

როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა
კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორის, შმაგი ჭიოკაძის ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შმაგი ჭიოკაძის თქმით, ერთ ახალგაზრდას კლინიკაში შეყვანის დროს მარცხენა მხარის არეში ჰქონდა ღია ჭრილობა, მეორეს კი, მარცხენა მტევნის არეში. ორივე მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია, არიან კონტაქტურები და რეაბილიტაციის გავლის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწევთ კლინიკაში დარჩენა.
„22 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე ჩვენთან შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისები. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული ჩარევა – ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს – მარცხენა მტევნის არეში. ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. კარგად ჩაიარა ოპერაციამ. ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
ჯერჯერობით დარჩებიან კლინიკაში, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჭრილობაა, ცეცხლსასროლით, თუ არაცეცხლსასროლით, ამას უკვე ექსპერტიზა დაადგენს. შესაბამისად, დაველოდოთ. კონტაქტურები არიან, კარგად არიან. რაც შეეხება სარეაბილიტაციო პერიოდს, ვნახოთ, რამდენი ხანიც დასჭირდებათ“, – განაცხადა კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, პოლიციამ თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
