Author: tea

  • თბილისმა დიდი იმედი დაკარგა, წარმოუდგენელი დანაკლისია.

    თბილისმა დიდი იმედი დაკარგა, წარმოუდგენელი დანაკლისია.

    ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ცირა ელი­საშ­ვი­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მომ­ხდარ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა.

    “ეს გი­ორ­გია, გუ­შინ რუს­თა­ვე­ლის 30 ნომ­რის მშე­ნებ­ლო­ბი­დან ჩა­მო­ვარ­დნი­ლი 37 წლის გი­ორ­გი კე­ლენ­ჯე­რი­ძე. მას გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­დან ვიც­ნობ­დი. ზუ­რაბ ოზ­მა­ნო­ვის ჯგუ­ფის წევ­რი იყო. ამ ჯგუფს უპი­რო­ბოდ ვენ­დო­ბი. სა­ო­ცა­რი ბიჭი იყო, მშვი­დი, სი­ტყვა­ძუნ­წი, მუ­დამ მო­ღი­მა­რი და სა­კუ­თა­რი საქ­მის ძა­ლი­ან დიდი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი.

    თბი­ლის­მა დიდი იმე­დი და­კარ­გა. ძა­ლი­ან უდ­როო იყო მისი წას­ვლა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და­ნაკ­ლი­სია. ერთი, რაც ვიცი გი­ორ­გი შეც­დო­მას არ და­უშ­ვებ­და, იმ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და. მშე­ნებ­ლო­ბის დროს უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ზომა უნდა იყოს და­ცუ­ლი, ასე­თი ადა­მი­ა­ნუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი ტრა­გე­დია რომ არ გან­მე­ორ­დეს. მად­ლო­ბა, გიო, თბი­ლი­სის­თვის და ბო­დი­ში,“- წერს ცირა ელი­საშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

    გუ­შინ, თბი­ლი­სის ცენ­ტრში, ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, ოპე­რის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ქუ­ჩა­ზე მშე­ნე­ბა­რე სას­ტუმ­რო­დან მუშა გად­მო­ვარ­და. მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

  • 🔴 საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    🔴 საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისი იყო.

    ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

  • ,,წვიმა, ელჭექი, ზღვაზე შტორმი…“ – ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ

    ,,წვიმა, ელჭექი, ზღვაზე შტორმი…“ – ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ

    26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ოჯახი ახმეტაში ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს

    ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ოჯახი ახმეტაში ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები 28 წლის ავთო მარხვაიძე გომეწრის ხეობაში, სოფელ ბეღელას მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს.

    ოჯახის ამბობს,  ახალგაზრდა კაცი თუშეთის სოფელ ჯვარბოსელში, დღეობაზე მიდიოდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია.

    ადგილობრივების  განმარტებით, რომ მარხვაიძე ჯვარბოსელის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს ჩავიდა. მათი ვარაუდით, სწორედ ამ მონაკვეთზე, ხიდზე გადასვლისას, ის წყალში გადავარდა.

    ავთო მარხვაიძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მისი ცხედარი სამძებრო ოპერაციაში ჩართულმა ადგილობრივებმა აღმოაჩინეს.

  • საგანგებო ბრიფინგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში – ვინ დააკავა უწყებამ?

    საგანგებო ბრიფინგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში – ვინ დააკავა უწყებამ?

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ლევან წაქაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, ამჯერად სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები – კ.კ. და კ.ა.

    უწყებაში აცხადებენ, რომ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხები, მოტყუებით დაეუფლნენ სხვის ქონებას და უკანონოდ ისარგებლეს დაყადაღებული ქონებით.

  • ”სინამდვილეში, ჩვენ არ ვკვდებით?” – მსოფლიო შოკირებულია ახალი სამეცნიერო თეორიით

    ”სინამდვილეში, ჩვენ არ ვკვდებით?” – მსოფლიო შოკირებულია ახალი სამეცნიერო თეორიით

    სოციალურ ქსელების მომხმარებელი გაოგნებულია მას შემდეგ, რაც მეცნიერმა ბლოგერმა ჯოლი მოლიმ თქვა, რომ ჩვენ შეიძლება არასოდეს მოვკვდეთ და რომ სამყაროს აღსასრული ადრე მოვიდა, ჩვენ ეს უბრალოდ არ ვიცოდით.

    ჯოლი ინტერნეტში ბევრს საუბრობს ჩვენი სამყაროს სტრუქტურაზე და ადამიანებზე სამეცნიერო თვალსაზრისით. ახლა ბლოგერი ამტკიცებს, რომ ჩვენ შეიძლება არასოდეს მოვკვდეთ. უბრალოდ, ჩვენი ცნობიერება გადადის ალტერნატიულ რეალობაში.

    ამ სამყაროში ჩვენი სული არსებობს პარალელურ სამყაროში განვლილი ცხოვრების მოგონებების გარეშე, გარდა ზოგიერთი დეტალისა, რომელიც ზოგჯერ ჩვენთვის „არასწორად“ გვეჩვენება.

    მოლიმ აღნიშნა, რომ თუ კვანტური უკვდავების თეორია, რომელიც ვარაუდობს, რომ ადამიანები რეალურად არასოდეს კვდებიან, ზუსტია, მაშინ კაცობრიობამ მრავალჯერ შეწყვიტა არსებობა აპოკალიფსური მოვლენების გამო. მაგალითად, „ასტეროიდები, რომლებმაც გაანადგურეს დინოზავრები“ 65 მილიონი წლის წინ.

    „თუ უკვდავების კვანტური თეორია სწორია, თქვენ უბრალოდ გაიღვიძებთ პარალელურ სამყაროში და არ გეხსსომებათ, რომ ახლახან განიცადეთ აპოკალიფსური მოვლენა.“- თქვა მოლიმ ვიდეოში.

    მან ასევე დააზუსტა, რომ ერთადერთი მინიშნება იმისა, რომ პარალელური სამყარო შეიძლება არსებობდეს, არის „მანდელას ეფექტი“. ეს არის ფენომენი, რომელშიც რამდენიმე ადამიანს აქვს იგივე მოგონებები, რომლებიც ეწინააღმდეგება რეალურ ფაქტებს.

    ქსელში მაშინვე დაიწყო ამ ვარაუდის განხილვა და ბევრი დაეთანხმა, რომ ეს ინფორმაცია საკმაოდ საშიშია. ყოველივე ამის შემდეგ, ეს ყველაფერი ამბობს, რომ გამოსავალი არ არის. ცხოვრება მეორდება, მხოლოდ სხვა ფორმით.

  • „სიტყვებიც უძლურია… ისეთი უბედურება დატრიალდა ჩემს სახლთან…“ – ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

    „სიტყვებიც უძლურია… ისეთი უბედურება დატრიალდა ჩემს სახლთან…“ – ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

    მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე  ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ წერს, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა 7 კი დაშავდა.

    „დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა ცხოვრებამ, რამდენად მყიფეა ყველაფერი…

    ისეთი უბედურება დატრიალდა ჩემს სახლთან, რომ სიტყვებიც კი უძლურია.

    საქართველო, ვწუხვარ…

    ყველა ვერ იღვიძებს, ვინც ღამით მშვიდად დაიძინა. ყველა ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე, ვინც გზას გაუდგა.

    ერთი წამიც საკმარისია, რომ მთელი ცხოვრება შეიცვალოს.

    მშვიდობა და ძალა ყველა ოჯახს, ვინც ამ ტრაგედიამ შეიწირა ან დაამწუხრა.

    გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან ხვალინდელი დღე არავის აქვს დაპირებული“

  • 🔴 მძიმე ავარია ბათუმში – დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავდა 7

    🔴 მძიმე ავარია ბათუმში – დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავდა 7

    ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

    არსებული ცნობებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი.

    მირკოავტობუსში მსხდომი პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბელარუსები იყვნენ. ორივე გარდაცვლილი უცხოელია.

    გორგილაძის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით, ხელოვნების უნივერისტეტოს შენობასთან მოხდა.

    „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

  • რა მოხდა მკვლელობამდე, დაახლოებით, 21:35 საათზე, ვერაზე – გამოძიების მასალები

    რა მოხდა მკვლელობამდე, დაახლოებით, 21:35 საათზე, ვერაზე – გამოძიების მასალები

    საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

    უწყება ავრცელებს გამოძიების მასალებსაც.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან. შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებული პირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ორ ახალგაზრდას გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

    ამავე ქმედებით, ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც ერთმა ქალბატონმა თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო.

    2026 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ში მდებარე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძის საცხოვრებელ მისამართზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციის თანამშრომლების მოწოდებაზე, დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას ბრალდებულმა სამართალდამცველების მიმართ მუქარა განახორციელა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 3 პირის მიმართ) 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ,,კისისხევი” სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

    ,,სიტყვები უძლურია იმ უდიდესი უბედურების წინაშე, რამაც დღეს ჩვენი სოფელი მოიცვა. ორი ახალგაზრდის,გიგა იოსებაშვილისა და მიშიკო ზაალიშვილის ასე ადრეულად შეწყვეტილი სიცოცხლე თითოეული კისისხეველის მოუშუშებელი იარაა.

    კისისხევის გვერდის ადმინისტრაცია სამძიმარს უცხადებს გიგასა და მიშიკოს ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ ენით აღუწერელი ტკივილის გამო. გამძლეობა და სულის სიმტკიცე მისცეს უფალმა მათ ოჯახებს ამ უმძიმეს წუთებში…ნათელში იყოს მათი სპეტაკი სულები”.- ნათქვამუა განცხადებაში.