Author: tea

  • ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – სინოპტიკოსების მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – სინოპტიკოსების მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    საქართველოს მთიან რაიონებში 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • „არ მაინტერესებს გვარამიას აზრები არანაირად…“ – ნინი ბადურაშვილი

    „არ მაინტერესებს გვარამიას აზრები არანაირად…“ – ნინი ბადურაშვილი

    ნიკა გვარამიამ ნინი ბადურაშვილის ახალ სიმღერას “ლამაზების პრეზიდენტო” პოსტი მიუძღვნა.

    ნიკა გვარამის პოსტის საპასუხოდ, ნინი ბადურაშვილი „პრაიმტაიმთან“კომენტარს აკეთებს და ამბობს:

    „მისი ეს პოსტი წაკითხული არ მქონდა, ახლა გავეცანი თქვენი მეშვეობით, არ მაინტერესებს გვარამიას აზრები არანაირად.

    ფიქრობს, რომ ყაველაშვილს მივუძღვენი ეს სიმღერა? ძალიან სასაცილოა, იეთიმ გურჯის ულამაზესი პოეზიიდან ერთ-ერთი ტექსტია, რაზეც შექმნა ეკამ სიმღერა. რა შუაშია მიხეილ ყაველაშვილი, ან მიხეილ სააკაშვილი. სპილოს მოგონება ბუზისგან, – აი ,ეს არის.

    ეს არის ძველი იეთიმ გურჯის ლექსზე შექმნილი სიმღერა. არავის არ ეძღვნება და, უბრალოდ, სასაცილოა, თუ  ვინმემ ჩათვალა, რომ მე მივუძღვენი რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას. მიკვირს, რატომ წავიდა ასეთ პროვოკაციაზე?!“

  • “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა”: რა მოხდა აბაშაში?

    “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა”: რა მოხდა აბაშაში?

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილზევე, ბრალდებულის სახით დააკავა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ფოტოს “მთავარი არხი” ავრცელებს.

  • აბიტურიენტის ემოციები გამოცდის შემდეგ – “არაპროგრამული დავწერე, სამშობლოს ვუღალატე”

    აბიტურიენტის ემოციები გამოცდის შემდეგ – “არაპროგრამული დავწერე, სამშობლოს ვუღალატე”

    “ვიცი არ მაპატიებს, მაგრამ ისეთი საყვარელია, მაინც დავდებ. ასე ისტორიას შევინახავ და შვილიშვილებს დავუტოვებ. მარტო “ტაშ-ფანდურა” კი არაა “დრამაქვინობაც” გამოსდის.

    “სამშობლოს უღალატა”. საგამოცდო სივრცე ბედნიერი სახით დატოვა, მაგრამ დაგვინახა თუ არა, დაგროვილი ემოცია ვეღარ გააკონტროლა, “ისედაც მეტირებოდაო”. ბედნიერების ცრემლებად ქცეულიყოს ჩვენო სიყვარულო” – წერს დადუ მერი შუბითიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს”.

  • ☀️ 1 თვის ამინდის პროგნოზი სრულად

    ☀️ 1 თვის ამინდის პროგნოზი სრულად

    კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C , მაღალმთიან ზონაში +17, +19°C -ის ფარგლებშია.

    ივლისი საქართველოს დიდ ნაწილში წლის ყველაზე ცხელი თვეა. ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობზე +42, +41, ქართლსა და კახეთში +37, +41°C, მთაში +36, +42°C, მაღალმთიან ზონაში +31, +38°C-ს აღწევს.

    ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +12, +14°C-ს შეადგენს, ქართლსა და კახეთში +6, +13°C-ს, მთიან რაიონებში +5, +8°C-ს შეადგენს, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში კი +4°C-დან  -3°C-მდე იკლებს.

    დასავლეთ საქართველო

    შავი ზღვის სანაპირო რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +25, +26°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო ტემპერატურასთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით  +19, +16° -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით  +33, +36°C-მდე.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +25°C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +18, +19°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება მთაში ღამით +17, +14°C -მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +12, +9°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება მთაში დღისით +34, +37°C-მდე, მაღალმთიან რაიონებში +30, +33°C -მდე.

    აღმოსავლეთ საქართველო

    ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24 +27°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება შიდა ქართლში ღამით +16, +13°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +36, +39°C-მდე

    კახეთი: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +26°C, რაც 1°-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე, თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +17, +14°C -მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +33, +38°C-მდე.

    მთიანი და მაღალმთიანი რაიონები: ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მთაში მოსალოდნელია +21, +23°C, მაღალმთიან რაიონებში +17, +18°C,  რაც 10-ით მაღალია საშუალო მაჩვენებელზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში  +9, +6°C-მდე, თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება დღისით +34, +37°C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +29, +32°C-მდე.

  • “პეკინზე, ზედ ტროტუარზე მანქანა გაჩერდა, ქალი გადმოვიდა, ვთხოვე არ გააჩერო”

    “პეკინზე, ზედ ტროტუარზე მანქანა გაჩერდა, ქალი გადმოვიდა, ვთხოვე არ გააჩერო”

    ბევრი ადამიანი შეძრა სოციალურ ქსელში გავრცელებულმა უმძიმესმა კადრებმა, სადაც ჩანს, როგორ დაეჯახა ტროტუარზე მიმავალ ქალს ავტომობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე დღის წინ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა. ქალი ტროტუარზე მოძრაობდა, როდესაც ტროტუარიდანვე დაძრული მანქანა მას დაეჯახა და იქვე მდგარ მეორე ავტომობილს მიაჯახა. სამწუხაროდ, ქალმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.კადრები, როგორც ჩანს, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. მასში ჩანს, რომ ჯიპის მძღოლი ქალია. ამ საშინელ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს.

    შსს-ში ამბობენ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

    აღნიშნულ ფაქტს ტელეწამყვანი და ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ეხმაურენა და წერს:

    “ორ ჯიპს შორის რომ ქალი ჩანს რამდენიმე წამში უპასუხისმგებლობის, უკულტურობის, გაუნათლებლობის, თავხედობის და სინაგლის მსხვერპლი ხდება. იმისაც, რომ ამ განუკითხაობაზე პასუხისმგებლები ისე აივლიან და ჩაივლიან ვითომც არაფერი, მითუმეტეს თუ შავი ჯიპია, შავი შუშებით… რატომ დგანან ეს მანქანები ამ ტროტუარზე? სხვა ტროტუარებზეც. ამასწინათ პეკინზე ერთი დიდი და ცნობილი რესტორნის წინ, ზედ ტროტუარზე მანქანა გაჩერდა, ქალი გადმოვიდა, ვთხოვე არ გააჩერო ტროტუარია თქო და ვინ გეკითხება შენ, მე სულ აქ ვაჩერებო და რესტორანში შებრძანდა. ახლა ამ ფოტოზე დროს ვეღარაფერი დააბრუნებს. არც ეს ჩემი სტატუსი შეცვლის რამეს, მაგრამ როდემდე გააჩერებთ მანქანებს ტროტუარებზე, როდემდეეე? ,” – წერს გოდერძი შარაშუია.

    წყარო: ​palitravideo.ge

  • 3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე აქტიური და ენერგიული იქნება. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარებას მოერიდეთ. საღამოს სასიამოვნო სიახლე გელით.

    კურო
    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, თუმცა დეტალების გადამოწმება აუცილებელია. პირად ურთიერთობებში ჰარმონია შენარჩუნდება.

    ტყუპები
    კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. წარმატებით შეძლებთ მოლაპარაკებებსა და ახალი კონტაქტების დამყარებას. მოულოდნელი შეხვედრა სასიამოვნო შთაბეჭდილებას დატოვებს.

    კირჩხიბი
    დღე საკუთარ თავზე ზრუნვასა და დასვენებას დაუთმეთ. ნუ გადაიღლებით. ოჯახური გარემო დადებით ენერგიას მოგანიჭებთ და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.

    ლომი
    შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. პროფესიულ სფეროში თქვენი ძალისხმევა დაფასდება. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს.

    ქალწული
    ორგანიზებულობა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. დაწყებული საქმეების დასრულება უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ახლის წამოწყება. ჯანმრთელობასაც მეტი ყურადღება მიაქციეთ.

    სასწორი
    შემოქმედებითი იდეები წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა ახალი გეგმების დასაწყებად და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ფინანსურ საკითხებში ზომიერება შეინარჩუნეთ.

    მორიელი
    ინტუიცია არ გიღალატებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ გამოცდილებას ენდეთ. ოჯახურ თემებზე საუბარი სასარგებლო შედეგს გამოიღებს.

    მშვილდოსანი
    აქტიური დღე გელით. მოგზაურობის, სწავლისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. მოულოდნელმა ინფორმაციამ შესაძლოა თქვენი გეგმები შეცვალოს.

    თხის რქა
    საქმიანობაში მოთმინება და სიზუსტე წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურ საკითხებში წინსვლის შანსი გამოჩნდება. პირად ცხოვრებაში კომპრომისი საუკეთესო გამოსავალი იქნება.

    მერწყული
    ურთიერთობები დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. კარგი დროა თანამშრომლობისა და საერთო პროექტების დასაწყებად. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემომყოფებს.

    თევზებიდღე ნაყოფიერი იქნება, თუ პრიორიტეტებს სწორად განსაზღვრავთ. ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ, ხოლო საღამოს სასიამოვნო ემოციები და დასვენების შესაძლებლობა გელით.

  • ჯარიმა 2000 ლარამდეა – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

    ჯარიმა 2000 ლარამდეა – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

    საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება. ამის მიზანია შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შემთხვევების პრევენციაა.

    რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა კი გამოიწვევს დაჯარიმებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

    სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი − 2 000 ლარის ოდენობით

  • „მოვიდა ანალიზის პასუხი…“ – „დანტესი“ მიმართვას ავრცელებს

    „მოვიდა ანალიზის პასუხი…“ – „დანტესი“ მიმართვას ავრცელებს

    ცნობილი ქუთაისელი ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი სოციალური ქსელის გამომწერებს დედამისის ჯანმრთელობის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს.

    „მოვიდა ბიოფსიის კვლევის პასუხი, რომელსაც ყველა ველოდებოდით… პასუხი სასიხარულოა – სიმსივნური წარმონაქმნი არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის“, – წერს „დანტესი“.

    ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

  • „მოვიდა ანალიზის პასუხი…“ – „დანტესი“ მიმართვას ავრცელებს

    „მოვიდა ანალიზის პასუხი…“ – „დანტესი“ მიმართვას ავრცელებს

    ცნობილი ქუთაისელი ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი სოციალური ქსელის გამომწერებს დედამისის ჯანმრთელობის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს.

    „მოვიდა ბიოფსიის კვლევის პასუხი, რომელსაც ყველა ველოდებოდით… პასუხი სასიხარულოა – სიმსივნური წარმონაქმნი არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის“, – წერს „დანტესი“.

    ვრცლად, ნახეთ ვიდეო: