საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59კმ-ში, სოფელ მამიშლართან იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59კმ-ში, სოფელ მამიშლართან იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

5 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთიან რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მთიან რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგიერთ ადგილას ნალექი ძლიერი იქნება, მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ინტენსიურმა ნალექებმა შესაძლოა პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას შეუწყოს ხელი.
სპეციალისტები მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში მცხოვრებლებსა და დამსვენებლებს, ურჩევენ, ყურადღებით ადევნონ თვალი ამინდის განახლებულ პროგნოზებს და საჭიროების შემთხვევაში დაიცვან შესაბამისი უსაფრთხოების რეკომენდაციები.

აშშ-ის ქალაქ დეტროიტში, 14 წლის ამინა ბრედლი ბიძაშვილის გადარჩენას ემსხვერპლა. ამის შესახებ ტელეკომპანია WXYZ იტყობინება.
გოგონას მამამ, გლენ ბრედლიმ, განაცხადა, რომ ისინი ოჯახთან ერთად პარკში, წყალთან ახლოს ისვენებდნენ. ამინა და მისი უმცროსი ბიძაშვილი მდინარისკენ წავიდნენ. როდესაც 9 წლის ბიჭი წყალში ჩავარდა, ამინა მას მაშინვე მიჰყვა. მამის თქმით, გოგონამ ცურვა იცოდა, თუმცა მდინარეში დინება ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა.
გლენი შვილის დახმარებას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. ამასობაში, თვითმხილველებმა ბიჭის ნაპირზე გამოყვანა მოახერხეს, ამინა კი წყალქვეშ გაუჩინარდა. „მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მამა, დამეხმარე, მამაკაცი, ჩემი გადარჩენაც კი გახდა საჭირო, რადგან თავადაც ძირს მივდიოდი, ვიხრჩობოდი“ – ჰყვება ბავშვის მამა.

ვერძი
დღე აქტიური და შედეგიანი იქნება. ენერგია საკმარისი გექნებათ, რათა დაწყებული საქმეები წარმატებით დაასრულოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.
კურო
შესაძლოა, სასიამოვნო სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს განწყობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. კარგი დღეა ოჯახთან ურთიერთობის გასაძლიერებლად და სამომავლო გეგმების დასაწყებად.
ტყუპები
კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა დადებით შედეგს მოგიტანთ.
კირჩხიბი
დღე ფინანსური საკითხების მოწესრიგებისთვის ხელსაყრელია. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან ახალი შესაძლებლობა. საღამოს დასვენებას მეტი დრო დაუთმეთ.
ლომი
თქვენი თავდაჯერებულობა გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს. იდეების განხორციელებისთვის კარგი დროა. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზი არ არის გამორიცხული.
ქალწული
მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობას და ყველაფრის გაკონტროლების სურვილს. თუ პრიორიტეტებს სწორად გადაანაწილებთ, დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იქნება.
სასწორი
მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობა წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, საინტერესო პროექტში ჩაერთოთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან მოულოდნელი ზარი გელით.
მორიელი
კარიერულ სფეროში თქვენი შრომა დაფასდება. გადაწყვეტილებების მიღებისას ინტუიციას ენდეთ. პირად ცხოვრებაში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას გააქარწყლებს.
მშვილდოსანი
დღე ახალი ცოდნის მიღებისა და მოგზაურობის დაგეგმვისთვის იდეალურია. ოპტიმიზმი დაგეხმარებათ სირთულეების მარტივად გადალახვაში.
თხის რქა
ფინანსური საკითხების გადახედვა სასარგებლო იქნება. ნუ იჩქარებთ მსხვილი ხარჯების გაწევას. ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში.
მერწყული
პარტნიორულ ურთიერთობებში კომპრომისი საუკეთესო გამოსავალი იქნება. ყურადღებით მოუსმინეთ სხვების აზრს — ეს სასარგებლო გამოცდილებას მოგიტანთ.
თევზებიდღე ყოველდღიური საქმეების მოწესრიგებისთვის ხელსაყრელია. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ და გადაღლას მოერიდეთ. საღამოს სასიამოვნო ემოციები და კარგი განწყობა გელით.

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, “პირველებისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვილია 65 წლის პენსიონერი თამილა კაზალიკაშვილი. ადგილობრივებსი თქმით, ქალი სახლიდან ფეხით ცოტნე დადიანის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, როდესაც მას მანქანით რუსეთის მოქალაქე ქალი დაეჯახა.
ის, რომ საზარელი ავარიის საქმეზე სწორედ რუსეთის მოქალაქეა დაკავებული, ამას “პირველებს” უდასტურებს მისი ადვოკატიც.
იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქე საქართველოში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ ქმართან ერთად გადმოვიდა.
“პირველების” ინფორმაციით, ავტომობილს მძღოლი რუსეთში გაცემული მართვის მოწმობით მართავდა. ის ახლა დაკავებულია და 24 ივნისს პატიმრობაც შეეფარდა. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებული პენსიონერს განზრახ არ დაჯახებია და არც ადგილიდან მიმალულა. “ეს იყო ტექნიკური შეცდომა… ხანდახან ხდება ხოლმე” – ამბობს უფლებადამცველი.
“პირველებმა” მოიპოვა სათვალთავლო კამერის ჩანაწრებიც, სადაც ჩანს, რომ პენსიონერი ტროტუარზე მოძრაობს, რა დროსაც მის გვერდზე მდგომი მანქანა ადგილიდან იძვრება და მას ეჯახება. შეჯახების შემდეგ “ჯიპის” მარკის ავტომობილი იქვე მდგარ მეორე ავტომობილსაც ეჯახება.
“მეც ვნახე სოციალურ ქსელში ზოგადად დამოკიდებულება ამ ქალბატონის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქე არის, მაგრამ მეუღლე ჰყავს უკრაინის მოქალაქე. დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან და არანაირი კავშირი არ აქვთ არც უკრაინასთან და არც რუსეთთან. აქ ცხოვრობენ და აქ მოღვაწეობენ. ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე. სპეციალურად რომ მოეკლა მაშინ განზრახ მკვლელობა იქნებოდა და არა ავტოსაგზაო შემთხვევა. გამორიცხულია აბსოლუტურად სხვა განზრახვა, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანაქანის ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი. არსად გაქცეულა განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც გარბიან და ტოვებენ. იქვე იყო, დარჩა, დააკავეს ადგილზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოკელდ დაკავდა”, – აცხადებს ადვოკატი.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტნე დადიანის ქუჩაზე 21 ივნისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


მოდელმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ მეუღლის, დავით ანთელიძის შესახებ “გვანცას პოდკასტში” ისაუბრა.

საქართველოს მთიან რაიონებში 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ნიკა გვარამიამ ნინი ბადურაშვილის ახალ სიმღერას “ლამაზების პრეზიდენტო” პოსტი მიუძღვნა.
ნიკა გვარამის პოსტის საპასუხოდ, ნინი ბადურაშვილი „პრაიმტაიმთან“კომენტარს აკეთებს და ამბობს:
„მისი ეს პოსტი წაკითხული არ მქონდა, ახლა გავეცანი თქვენი მეშვეობით, არ მაინტერესებს გვარამიას აზრები არანაირად.
ფიქრობს, რომ ყაველაშვილს მივუძღვენი ეს სიმღერა? ძალიან სასაცილოა, იეთიმ გურჯის ულამაზესი პოეზიიდან ერთ-ერთი ტექსტია, რაზეც შექმნა ეკამ სიმღერა. რა შუაშია მიხეილ ყაველაშვილი, ან მიხეილ სააკაშვილი. სპილოს მოგონება ბუზისგან, – აი ,ეს არის.
ეს არის ძველი იეთიმ გურჯის ლექსზე შექმნილი სიმღერა. არავის არ ეძღვნება და, უბრალოდ, სასაცილოა, თუ ვინმემ ჩათვალა, რომ მე მივუძღვენი რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას. მიკვირს, რატომ წავიდა ასეთ პროვოკაციაზე?!“

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილზევე, ბრალდებულის სახით დააკავა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტოს “მთავარი არხი” ავრცელებს.