ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წლების წინ გაუჩინარებულ ორ პირზე საუბრობს.
Author: tea
-

ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ – ვის შეუძლია თანხის გატანა
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 758 ათასი ადამიანია.
2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 34,826 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 178,197,376.89 ლარი.
ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით – 2%+2%+2%.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
• მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
• მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
• საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა;
• საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.
-

გოგა მანია გურამ დადიანიძეზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წლების წინ გაუჩინარებულ ორ პირზე საუბრობს.
„25.08.2026 ჩემი სათქმელი, წლების წინ გაუჩინარებულ ბიჭთან და გოგონასთან დაკავშირებით… ბიჭი შემთხვევით შემოაკვდათ და მერე გააქრეს მისი გვამი.
ბევრს მოეკითხება პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით. (ბევრმა ახლობელმა იცის სიმართლე და უმალავენ შვილმკვდარ დედას) ხოლო რაც შეეხება გოგონას, რომელიც 13 წლის გაუჩინარდა, ის განზრახ არის მოკლული! ვწუხვარ ძალიან. უფალო გადმოგვხედე. დაე, მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი“, – წერს გოგა მანია.
-

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა! – ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა.
ქართველი საეკლესიო მოღვაწე – არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი
ლოცვა, რომელიც ბერის დაბადების დღეს მორწმუნე მრევლმა უნდა წაიკითხოს:
„ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!“
-

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს ენერგიულობა და მიზანდასახულობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა მოულოდნელი საქმე გამოჩნდეს, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. საღამოს დასვენება და მშვიდ გარემოში ყოფნა სასარგებლო იქნება.კურო
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს. სამუშაო გარემოში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება ან ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს. სიყვარულში გულწრფელი საუბარი გაუგებრობის მოგვარებაში დაგეხმარებათ.ტყუპები
აქტიური და კომუნიკაციებით დატვირთული დღე გელით. ახალი ინფორმაცია ან მნიშვნელოვანი საუბარი თქვენს გეგმებზე გავლენას მოახდენს. კარგი დროა შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისა და ახალი კონტაქტებისთვის. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე არ არის გამორიცხული.კირჩხიბი
დღეს მეტი ყურადღება საკუთარ ემოციურ მდგომარეობას დაუთმეთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე შეგიძლიათ. ოჯახთან დაკავშირებული საკითხი შესაძლოა თქვენს ყურადღებას მოითხოვდეს. საღამოს სასიამოვნო ამბავი განწყობას გაგიუმჯობესებთ.ლომი
თქვენი თავდაჯერებულობა და ინიციატივა დღეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. ხელსაყრელი დღეა ახალი იდეების წარსადგენად და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად. თუმცა ეცადეთ, სხვების აზრიც გაითვალისწინოთ. სიყვარულში რომანტიკული მომენტებია მოსალოდნელი.ქალწული
დღეს დეტალებზე ყურადღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. სამსახურში შესაძლოა დაგჭირდეთ ძველი საკითხის დასრულება ან შეცდომის გამოსწორება. ფინანსურ გადაწყვეტილებებს ნუ იჩქარებთ. საღამოს დრო საკუთარ თავსა და დასვენებას დაუთმეთ.სასწორი
ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნება დღის მთავარი ამოცანა იქნება. შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბარი ადამიანთან, რომლის აზრიც თქვენთვის ბევრს ნიშნავს. სამუშაოში თანამშრომლობა წარმატებას მოგიტანთ. სასიყვარულო სფეროში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.მორიელი
ინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერი გექნებათ. შესაძლოა აღმოაჩინოთ დეტალი, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით. პროფესიულ სფეროში მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა ბევრ საკითხს გაამარტივებს.მშვილდოსანი
ახალი იდეებისა და ცვლილებების დღეა. შესაძლოა მოგზაურობასთან, სწავლასთან ან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. ფინანსებში ზომიერება შეინარჩუნეთ. საღამოს მეგობრებთან ურთიერთობა კარგ განწყობას მოგიტანთ.თხის რქა
დღეს შედეგის მისაღწევად მოთმინება და თანმიმდევრულობა დაგჭირდებათ. სამუშაოში თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლოა ფინანსებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაც მოგიწიოთ. პირად ცხოვრებაში მეტი სითბო გამოიჩინეთ.მერწყული
მოულოდნელმა ამბავმა შესაძლოა დღის გეგმები შეგიცვალოთ, თუმცა საბოლოოდ ცვლილება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი იდეების განსახორციელებლად. სიყვარულში საინტერესო განვითარებაა მოსალოდნელი.თევზებიდღეს ინტუიციას ენდეთ, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით არ მიიღოთ. სამსახურში მშვიდი და ორგანიზებული მოქმედება საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. ახლობელ ადამიანს შესაძლოა თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს. საღამოს საკუთარ თავს დასვენების საშუალება მიეცით.
-

დედა-შვილს მანქანა დაეჯახა – მძიმე ავარია გარდაბანში
გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა.
ავარიის შედეგად ორივე მათგანი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
-

წარმოუდგენელია! რა ხდება ამ წუთებში ქობულეთიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე? – ვრცელდება ვიდეოკადრები
“ქობულეთიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე საცობია” – ვიდეოს სოციალურ ქსელში მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
-

გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
-

არ გადაღვაროთ ყავის ნალექი – ჩვენ მისი გამოყენების 15 საოცარ ხერხს გასწავლით
როგორც კი ყავის სმას მოვრჩებით, ნალექს, ბუნებრივია, ვღვრით. არადა, ამის გაკეთება არ ღირს – ყავას საოცრებების მოხდენა შეუძლია. ყავის ნალექი ოჯახში ნამდვილი განძი ყოფილა. ეს ხერხები ამას ადასტურებს.
1. ცხიმიანი თმის რეცეპტი
თუ თქვენი თმა სწრაფად ხდება დასაბანი, თმაში ყავის ნალექი შეიზილეთ და დაიბანეთ. სიფაფუკეს და სისუფთავეს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.
2. ტანის სკრაბი
ყავა ნებისმიერ ღრუბელზე უკეთ აცლის სხეულს კანის მკვდარ უჯრედებს.
3. სახის სკრაბი
ყავის სკრაბი სახეს კარგად წმენდს, თან შესანიშნავ გამაახალგაზრდავებელ მასაჟსაც აკეთებს.

4. არავითარი მუქი წრეები
თვალების გარშემო მუქი წრეები სწრაფად გაგიქრებათ, თუ ამ პრობლემურ უბანს ყავის ნალექით დაიზილავთ. კოფეინი დაღლილი კანის მატონიზირებელი საშუალებაა, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
5. ნიორი დამარცხებულია
სადილის მომზადების შემდეგ ხელებზე ნივრისა და სხვა სანელებლების სუნი აღარ აგივათ, თუ მათზე ყავის ნალექს გადაივლებთ.
6. აქრობს უსიამოვნო სუნს
ფეხსაცმელებიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად საკმარისია მათში ცოტა ხნით ყავის ნალექი მოათავსოთ, შემდეგ კი გადმოფერთხოთ.

7. აქრობს ნაკაწრებს
ყავით ამოავსეთ ავეჯზე ნაკაწრები. მათი კვალი შეუმჩნეველი გახდება.
8. ჰაერის გამწმენდი
ყავას ნებისმიერი უსიამოვნო სუნის შთანთქმა შეუძლია. გამოიყენეთ მისი ეს უნიკალური თვისება.
9. ტაფებისა და ქვაბების სახეხი
დაფქული ყავა გამოიყენეთ როგორც ჭურჭლის სახეხი
საშუალება.10. ქსოვილების შესაღები
თეთრი სამზარეულოს ტილოები, რომლებსაც რთულად ამოსაყვანი ლაქები აქვს, შეგიძლიათ მუქად – შეღებოთ ყავის ნალექში გამოხარშოთ.

11. ძაღლებისთვის სასარგებლო
თუ თქვენს ძაღლს რწყილები ჰყავს, შამპუნში ყავა გაურიეთ და ისე დაბანეთ.
12. კატის საწინააღმდეგო
თუ კატები თქვენს ეზოს თავდაყირა აყენებენ, მიწა ყავით მონამეთ – კატები ამ სუნს ვერ იტანენ.
13. მცენარეებისთვის სასარგებლო
ყავის ნალექი შესანიშნავი სასუქია ნებისმიერი მცენარისთვის.

14. ბაღის ჯადოქარი
არა მხოლოდ სასუქი – ნიადაგის ყავის ნალექის მორწყვით ყვავილის ფოთლებსაც შეეცვლებათ ფერი.
15. ნატურალური პლასტილინი
ყავით, ზღვის მარილით, ცხელი წყლით და ზეთით ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პლასტილინს დაამზადებთ ბავშვებისთვის.
-

სრული სიმართლე კარაქის შესახებ – საიდუმლო, რომელსაც დიდხანს გვიმალავდნენ!
გასული საუკუნის 2-იანი წლებიდან კარაქის პოპულარობამ საგრძნობლად იკლო. ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ აღნიშნული პროდუქტი გულის არტერიების ათეროსკლეროზის გამომწვევად მიიჩნიეს.
არადა, კარაქი უძველესი დროიდან ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროდუქტია ტიბეტის მაცხოვრებლებს შორის. მისი გამოყებების ყველაზე პოპულარული მეთოდია პროდუქტი, სახელწოდებით “tsocha”. მის შემადგენლობაში შედის იაკის რძისგან დამზადებული კარაქი, მწვანე ჩაი და მარილი. ამ სასმელს ტიბეტელები დღეში რამდენჯერმე სვამენ. რამდენადაც, ამ რეგიონის მაცხოვრებლების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიოანობა მსოფლიოშია ცნობილი, კარაქის მიმართ ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება მინიმუმ ეჭვქვეშ მაინც უნდა დადგეს.
სინამდვილეში კარაქი ძალიან სასარგებლო და ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი პროდუქტია.
1. იგი არის ვიტამინ А-ს ყველაზე ადვილად შთანთქმადი წყარო. ეს ვიტამინი ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლებისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.
2. კარაქის ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ცხიმში ხსნადი ვიტამინების – А, Е, Д, К-ს შეთვისებას. აქედან გამომდინარე, ბოსტნეული უფრო სასარგებლოა (და გემრიელიც!) თუ მათ კარაქთან ერთად მივირთმევთ.3. კარაქის გამოყენება არ იწვევს ჭარბწონიანობას. მისი ცხიმოვანი მჟავების შემადგენელი ქიმიური სტრუქტურა ისეთია, რომ შეწოვის შემდეგ ისინი გამოიყენება მხოლოდ ენერგიით უზრუნველყოფაზე, და არა ცხიმწარმოქმნაზე. კარაქის მიღების შემდეგ წარმოიქმნება დანაყრების შეგრძნება. აქედან გამომდინარე, მცირდება შიმშილის გრძნობა და, შესაბამისად, ზემეტი საკვების მიღება აღარ გვინდება.
4. კარაქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რის გამოც აღნიშნული პროდუქტი კიბოსა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკასაც უზრუნველყოფს.
5. არაპასტერიზებული ნაღების კარაქი შეიცავს ე.წ. შებოჭილობის საწინააღმდეგო ფაქტორს (Wulzen factor). ამ უკანასკნელს გააჩნია სამკურნალო მოქმედება ართრიტების, კატარაქტისა და არტერიის შემცირებული ელასტიურობის დროს.
6. კარაქი იოდის კარგი წყაროა. ამასთან, იოდი კარაქში არსებობს ყველაზე ადვილად შეთვისებადი ფორმით. სწორედ ის ფაქტი, რომ კარაქის პოპულარობა შემცირდა მარგარინის სასარგებლოდ, გახდა გასული საუკუნის დასაწყისში ჩიყვის ეპიდემიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
7. კარაქი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოქმედებას. ამცირებს დიარეისა და შებერილობის სიხშირეს.
8. ვიტამინ К2-ის მაღალი შემცველობა ხელს უშლის კარიესისა და ოსტეოპოროზის განვითარებას.
9. კარაქის ცხიმოვანი მოლეკულები აგრილებს ქრონიკულ ანთებას და ხელს უშლის საჭმლის მომნელებელი სისტემის კედლის მეშვეობით ტოქსინების მოხვედრას.
10. კარაქის საიდუმლო ინგრედიენტი – ეს არის ნივთიერება, სახელწოდებით ბიტურატი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების (ლიპიდების) დონეს, ამაღლებს მგრძნობელობას ინსულინის მიმართ საკმაოდ შთამბეჭდავი 300%-ით. კარაქის მოხმარება ამცირებს ინფარქტის შემთხვევებსაც.
ცხადია, მომხმარებლის თვალში კარაქის რეპუტაციის შელახვა ხელსაყრელია იაფი მცენარეული ცხიმებისა და ტრანსცხიმების მწარმოებელთათვის, რომელთა მთავარი მიზანი საკუთარი პროდუქტის გაყიდვების გაზრდაა.
