ლიფტის რიგები ბათუმში – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.


ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და სარდაფი დაიტბორა.
📽️ მთავარი ამბები კახეთიდან
11 ივლისიდან N309 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსებს 18-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებენ.

ზაფხულის სეზონზე მზით მიღებული დამწვრობის შემთხვევები იმატებს, თუმცა, როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, პაციენტების მომართვიანობა მხოლოდ სეზონურობაზე არ არის დამოკიდებული.
მისივე განმარტებით, ზამთარში კლინიკას ძირითადად საწვავი აირისა და სხვადასხვა გამათბობლის აფეთქებით გამოწვეული მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტები მიმართავენ, ხოლო ზაფხულში ამ შემთხვევებს მზით დამწვრობაც ემატება.
ქაშიბაძე ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წელია, ლეღვის ნახარშით დამწვრობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მზის არასწორი ზემოქმედებით მიღებული ტრავმები, მათ შორის მცირეწლოვნებში, კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.
– სტატისტიკა თუ არსებობს, ზაფხულში უფრო მეტია მომართვიანობა თუ ზამთარში?
– სტატისტიკა არ არსებობს. პაციენტების მომართვიანობა ტალღებად არის ხოლმე და, ჩემი დაკვირვებით, ეს არც სეზონურობაზეა დამოკიდებული და არც სხვა ფაქტორზე. ამჟამად, ჩვენდა სამწუხაროდ, დამწვრობის ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა ყოველთვის ასეთი გადავსებულები არ ვართ.
ზოგადად, გაცილებით უფრო სერიოზული დატვირთვა ზამთრის პერიოდში გვაქვს, როდესაც დამწვრობის ძირითადი მიზეზი საწვავი აირისა და სხვადასხვა გამათბობლის აფეთქებაა. ზაფხულში კი ამ შემთხვევებს მზით მიღებული დამწვრობაც ემატება, რაც ასევე ცენტრის გადატვირთვას იწვევს.
– ზაფხული რუჯის სეზონია. წლების წინ ლეღვის ნახარში საკმაოდ აქტუალური იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პრაქტიკა დავიწყებას მიეცა.
– ჩვენდა სასიხარულოდ, უკვე მესამე წელია, ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მთელი დამწვრობის ცენტრი, მთელი კოლექტივი ველოდებოდით იმ წელს, როდესაც მსგავსი დაზიანებით არც ერთი პაციენტი აღარ გვეყოლებოდა.
– წელს რა ვითარებაა, ბევრი მომართვიანობაა მზით დამწვრობაზე?
– ასეთი პაციენტები ყოველთვის არიან. ზოგს მზეზე ჩაეძინება, ზოგს კი ერთ დღეში საუკეთესო რუჯის მიღება სურს. ძირითადად, ახალგაზრდები არიან, თუმცა გვყავს ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო მზის გულზე დამცავი კრემის გარეშე ყოფნა მოუწიათ და შედეგად დამწვრობა მიიღეს.
ასეთი შემთხვევები ყოველთვის გულდასაწყვეტია, რადგან ეს არის ტრავმა, რომლის თავიდან აცილებაც ძალიან მარტივად შეიძლებოდა — მზისგან დამცავი კრემის სწორად შერჩევითა და გამოყენებით.
განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც საქმე მცირეწლოვნებს ეხება. ძალიან სამწუხაროა, როცა პატარა ბავშვი მზეზე იწვება, იღებს გადახურებას და ე.წ. მზის დაკვრას.

კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან ფხალაძე, სოციალურ ქსელში მშობლებს მიმართავს და მოუწოდებს, შვილებისთვის ყოველდღიურად, დილითა და საღამოს, ილოცონ. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შვილების უსაფრთხოებისთვის ღვთის შეწევნის თხოვნას.
„მშობლებო, ვისთვისაც ჩემი კურთხევა ყურადსაღებია, შვილებს ლოცვა უკითხეთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. აქ აღარ დავწერ, ყველა ლოცვის წიგნში წერია მამის წასაკითხი ლოცვა და დედის წასაკითხი ლოცვა. ღმერთს მეტად უნდა ვთხოვოთ, რომ დაიცვას ჩვენი შვილები. დარიგება, კოდექსები, პოლიცია, ჯარიმები, მეორე ხარისხოვანია, სიკვდილი ყველა ნაბიჯზეა უკვე ჩასაფრებული და ვერ ძღება. ასევე, ყველას გაძლევთ კურთხევას, მოერიდეთ საგზაო წესების დარღვევას, ერთმანეთში კონფლიქტებს, ექსტრემალურ სიტუაციებს, ნარკოტიკებს, სასმელს. სულ რამდენ წელსღა ცოცხლობს კაცი, იმასაც ნუ იმოკლებთ და ჩვენც ნუ გვიგლეჯავთ გულებს. ამ ორმოც წელში რა არ გადავიტანე, მაგრამ ანგელოზივით ბავშვისთვის პანაშვიდის გადახდა, წესის აგება, დაკრძალვა, ჩემთვის კატასტროფა იყო“, – წერს მამა ლევანი.

2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება. ამასთან ერთად, შეწყდება უკან დაბრუნების საქმეებზე დაწყებული ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოებები.
მთავრობის მიერ მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. საკითხი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ წარადგინა.
კანონის თანახმად, პენსიის, ისევე როგორც კომპენსაციისა და შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყება, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, გარდაცვალება და სხვა.
როგორც მთავრობა განმარტავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გვიან მოწოდება ხდება და ამის გამო თანხები ზედმეტად გაიცემა.
პარლამენტის მიერ კანონის მიღების შედეგად, ზედმეტად დარიცხული პენსიების შემთხვევაში, შეღავათი 1 685 პენსიონერს/გარდაცვლილის მემკვიდრეს შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა კი, 1 213 804 ლარს შეადგენს.
ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია 252 პირს შეეხება, მათ შორის არის 32 პირს, რომელთა მიმართ სასამართლო წარმოება მიმდინარეობს.
რაც შეეხება შემწეობას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, შეღავათი სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს შეეხება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 130 500 ლარია. ასევე შეღავათი შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ 1 444 პირს/ოჯახს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 2 653 678 ლარს შეადგენს.
წყარო: IPN.GE

3-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში 23 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს – ნოდარ დარჩიძე ზღვაში 5 ივლისს, მეგობართან ერთად შევიდა და მალევე გაუჩინარდა. მეგობარმა წყლიდან გამოსვლა უვნებლად შეძლო, მას კი მაშველები ეძებდნენ.

2023 წლის სექტემბერში სეისმოლოგებმა უნიკალური სიგნალი დააფიქსირეს, რომელიც ცხრა დღის განმავლობაში მთელ პლანეტაზე ვრცელდებოდა. განსხვავებით მიწისძვრებისგან, ეს სიგნალი მხოლოდ ერთი სიხშირისგან შედგებოდა და ის ისმოდა არქტიკიდან ანტარქტიდამდე. თავდაპირველად მას “USO” ეწოდა — უცნობი სეისმური ობიექტი – წერს Science და Nature Communications-ი.
საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ სიგნალის მიზეზი გახდა მასშტაბური კატასტროფა აღმოსავლეთ გრენლანდიაში. 2023 წლის 16 სექტემბერს დიქსონის ფიორდში გიგანტური მეწყერი ჩამოიშალა, რომლის მოცულობა დაახლოებით 10 000 ოლიმპიური აუზის ტოლფასი იყო ქანების სახით. ამან გამოიწვია 200-მეტრიანი მეგაცუნამი — ტალღა, რომელიც სიდიდით აღემატებოდა ცნობილი სატელიტურ კოშკს, Space Needle-ს.
ფიორდში წყალმა წინ და უკან მოძრაობა დაიწყო, რასაც სეიში ეწოდება — ფენომენი, რომელიც დაახლოებით 10 000-ჯერ აირეკლა ცხრა დღის განმავლობაში. სწორედ ეს მოძრაობა დააფიქსირეს სეისმურმა სენსორებმა მთელ მსოფლიოში. მეცნიერები კატასტროფის მიზეზად კლიმატის ცვლილებას და მყინვარების დნობას ასახელებენ, რამაც მთის ფერდობები არასტაბილური გახადა.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა წყლის შხეფისგან წარმოქმნილი რხევა დედამიწის ქერქის გავლით მთელ პლანეტაზე გავრცელდა,“ — აღნიშნა სეისმოლოგმა სტივენ ჰიკსმა (UCL-დან).

დღეს, თბილისის დროით 07:35 საათზე, ონის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კილომეტრში, სოფელ ირიში 3.2 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვერძი
დღე ხელს შეგიწყობთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში. სამსახურში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, ხოლო პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.
კურო
მოთმინება დღეს თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. სასიამოვნო სიახლე შესაძლოა ოჯახის წევრისგან ან ახლობლისგან მიიღოთ.
ტყუპები
აქტიური და დატვირთული დღე გელით. კომუნიკაცია წარმატებას მოგიტანთ, ამიტომ შეხვედრები და მოლაპარაკებები გადადოთ არ ღირს. საღამოს დასვენებისთვის დრო აუცილებლად გამონახეთ.
კირჩხიბი
ინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერად იმუშავებს. ენდეთ საკუთარ შეგრძნებებს, განსაკუთრებით ფინანსურ და საქმიან საკითხებში. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა დამატებით მოტივაციას მოგცემთ.
ლომი
თქვენი ენერგია და თავდაჯერებულობა სხვების ყურადღებას მიიპყრობს. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად და საკუთარი იდეების წარმოსაჩენად. ეცადეთ, ზედმეტად არ იჩქაროთ.
ქალწული
დღე დეტალებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. შესაძლოა მცირე შეცდომამ გეგმები შეგიცვალოთ, თუმცა სიმშვიდის შენარჩუნებით ყველაფერს მარტივად მოაგვარებთ. ჯანმრთელობასაც მეტი ყურადღება მიაქციეთ.
სასწორი
რომანტიკული და სასიამოვნო დღე გელით. ახალი ნაცნობობა ან მოულოდნელი შეხვედრა დადებით ემოციებს მოგიტანთ. სამსახურში გუნდური მუშაობა საუკეთესო შედეგს გამოიღებს.
მორიელი
დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს და ყველა დეტალი კარგად შეაფასეთ. ფინანსურ სფეროში კარგი შესაძლებლობა გამოჩნდება.
მშვილდოსანი
ოპტიმიზმი და კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. მოგზაურობასთან, სწავლასთან ან ახალი გამოცდილების მიღებასთან დაკავშირებული გეგმები წარმატებით განვითარდება.
თხის რქა
პრაქტიკული მიდგომა დღეს საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ სამუშაოს და დაუსრულებელ საქმეებს. საღამოს ოჯახურ გარემოში სასიამოვნო დრო გელით.
მერწყული
შემოქმედებითი იდეები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად ან ჰობის განვითარებისთვის. მოულოდნელი ზარი ან შეტყობინება სასიამოვნო სიახლეს მოგიტანთ.
თევზებიდღე ემოციურად მშვიდი და ჰარმონიული იქნება. ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ, ხოლო ახლობლებთან ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება. საღამოს დასვენება და ძალების აღდგენა არ გადადოთ.