Author: tea

  • 12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ენერგიული დღე გელოდებათ. სამსახურში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ კონფლიქტის თავიდან აცილებაში.

    კურო 

    ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. სპონტანური შენაძენები გადადეთ. პირად ურთიერთობაში სასიამოვნო საუბარი ან შეხვედრაა მოსალოდნელი.

    ტყუპები 

    კომუნიკაციისთვის კარგი დღეა. შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებს შეგაცვლევინებთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

    კირჩხიბი 

    მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ოჯახს. ძველი საკითხი შეიძლება კვლავ გახდეს აქტუალური, თუმცა ამჯერად მისი საბოლოოდ მოგვარების შესაძლებლობა გექნებათ.

    ლომი 

    თქვენი ინიციატივა და თავდაჯერებულობა შედეგს მოგიტანთ. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია შესაძლებელი.

    ქალწული 

    საქმეების სიმრავლემ შეიძლება დაგღალოთ. სწორად გადაანაწილეთ დრო და ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. ფინანსურად სტაბილური დღეა.

    სასწორი 

    ურთიერთობები დღის მთავარი თემა იქნება. გულწრფელი საუბარი გაუგებრობის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მარტოხელებისთვის საინტერესო ნაცნობობაა შესაძლებელი.

    მორიელი 

    პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება დაგჭირდეთ. ინტუიციას მოუსმინეთ, თუმცა ფაქტებიც აუცილებლად გადაამოწმეთ.

    მშვილდოსანი

    ახალი იდეებისა და ცვლილებების დღეა. კარგი პერიოდია სამომავლო მოგზაურობის, სწავლის ან ახალი პროექტის დაგეგმვისთვის.

    თხის რქა 

    ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში პოზიტიური ცვლილება შეიძლება გამოჩნდეს. სამსახურში თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. საღამო დასვენებას დაუთმეთ.

    მერწყული 

    მოულოდნელი შეხვედრა ან შეტყობინება დღის გეგმებს შეგიცვლით. ცვლილებებს წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ – შესაძლოა საინტერესო შესაძლებლობა გაჩნდეს.

    თევზები 

    ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. შემოქმედებითი საქმიანობისთვის კარგი დღეა. ურთიერთობებში მოერიდეთ ზედმეტ ეჭვიანობას და დაუფიქრებელ დასკვნებს.

  • ‼ ვინ არის ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული გოგო

    ‼ ვინ არის ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული გოგო

    ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა ცნობილია. გარდაცვლილი ლიზა მოისწრაფიშვილია. მომხდარით შეძრწუნებულია ბათუმის სახელოვნებო საზოგადოება.

    ლიზი მოისწრაფიშვილი ცნობილი რეჟისორის, ნანა ახვლედიანის ერთადერთი შვილი იყო.

    ლიზას 11 წლის გოგონა დარჩა.

  • 🔴 ის ცნობილი ტელეწამყვანის ქალიშვილია – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔴 ის ცნობილი ტელეწამყვანის ქალიშვილია – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    ტრაგედია ბათუმში – მაღალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა. შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.

    Palitravideo-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ლიზი მოისწრაფიშვილია და ის „აჭარის“ ტელევიზიის ჟურნალისტის, ნანა ახვლედიანის ქალიშვილია.

    ლიზა მოისწრაფიშვილს ერთი შვილი, გოგონა დარჩა.

    როგორც Palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    „ღმერთო, ეს რა თავზარდამცემი ამბავიაააა”;

    „გამეგლიჯა გული, ჩვენი ულამაზესი ლიზიკო;“ – წერენ ახლობლები.

  • როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი და რა მოსალოდნელ ანომალიებზე საუბრობენ სინოპტიკოსები

    როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი და რა მოსალოდნელ ანომალიებზე საუბრობენ სინოპტიკოსები

    სანამ წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში ძალიან ძლიერი „სუპერ-ელ-ნინიო“ ყალიბდება, ინდოეთის ოკეანეში პარალელურად ახალი ოკეანური ანომალია ძლიერდება. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც „ინდოეთის ოკეანის დადებითი დიპოლი“.

    უახლესი სეზონური პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელია, რომ ამ ორი მოვლენის ერთობლივი ზემოქმედება მნიშვნელოვნად შეცვლის ამინდის კანონზომიერებებს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 2026–2027 წლების ზამთარში, რასაც სერიოზული შედეგები ექნება შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპისთვის, წერს Libertatea.

    ინდოეთის ოკეანის დიპოლი წარმოადგენს ტემპერატურულ სხვაობას ინდოეთის ოკეანის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის. დადებით ფაზაში, რომელში შესვლასაც მოვლენა ახლა იწყებს, დასავლეთით წყლები უჩვეულოდ თბება, ხოლო აღმოსავლეთით  გრილდება. ეს სხვაობა მძლავრი ატმოსფერული ცირკულაციის წარმოქმნას განაპირობებს.

    თბილი ჰაერი მაღლა იწევს დასავლეთის შედარებით თბილი წყლების ზემოთ, ხოლო აღმოსავლეთით, უფრო ცივ რეგიონებში, ჰაერის მასები ქვემოთ ეშვება. ეს ქმნის ტროპიკული ცირკულაციის ვრცელ უჯრედს, რომელიც ამინდზე გლობალური მასშტაბით ახდენს გავლენას.

    უახლესი ანალიზი აჩვენებს, რომ ინდოეთის ოკეანის დადებითი დიპოლი ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის შემოდგომის განმავლობაში და ზამთრის დასაწყისშიც შენარჩუნდება.

    შემოდგომის ნალექების სეზონური პროგნოზები უკვე მიუთითებს წვიმის მნიშვნელოვან დეფიციტზე ინდოეთის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში და საშუალოზე მაღალ რაოდენობაზე აუზის დასავლეთით, რაც ატმოსფერული ზემოქმედების გაძლიერებას ადასტურებს, Severe Weather Europe-ის მონაცემებით.

    იმავდროულად, წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში ვითარდება „სუპერ-ელ-ნინიო“, რომელიც მიმდინარე მოდელების მიხედვით, შესაძლოა დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გახდეს.

    ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის ანომალიებმა უკვე მიაღწია ნორმალურ საშუალო მაჩვენებელზე 4–5 გრადუსით მაღალ ნიშნულს, ხოლო ზედაპირის ქვეშ იმყოფება ძალიან თბილი „კელვინის ტალღა“ გადახრებით, რომლებიც 8 გრადუსს აღემატება. უახლესი მეტეოროლოგიური მოდელების შეფასებით, მოვლენამ შესაძლოა პიკს 3 გრადუსზე მეტი გადახრით მიაღწიოს, ხოლო ზოგიერთი სცენარით — 6 გრადუსითაც კი.

    ეს უკიდურესად ძლიერი „ელ-ნინიო“ წარმოქმნის მდგარი ტალღების ატმოსფერულ მოდელს, რომელიც ხასიათდება თბილი ჰაერის აღმავლობით წყნარი ოკეანის თავზე და შედარებით ცივი ჰაერის დაშვებით ინდოეთის ოკეანის თავზე. IOD-თან კომბინაციაში, ეს მოვლენა აყალიბებს ორი ოკეანის სინქრონიზებულ სისტემას, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს მაღალტექნოლოგიურ ატმოსფერულ ნაკადებსა და შტორმების ტრაექტორიაზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

    რა შედეგებია მოსალოდნელი ევროპაში?
    ევროპაში „სუპერ-ელ-ნინიოსა“ და IOD-ის შერწყმა ხელს უწყობს ატლანტის ოკეანის მხრიდან უფრო ძლიერ ატმოსფერულ ცირკულაციას. პროგნოზები მიუთითებს მაღალი წნევის ზონაზე ევროპის სამხრეთითა და ხმელთაშუა ზღვის აუზში, მაშინ როდესაც ატმოსფერული წნევა უფრო დაბალი იქნება კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთითა და ჩრდილოეთით.

    ამ პირობებში, შეფასებების თანახმად, ევროპის უმეტეს ნაწილში ტემპერატურა ამ პერიოდისთვის ნორმაზე მაღალი დარჩება ატლანტიკური ჰაერის რბილი გავლენის წყალობით.

    იმავდროულად, კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში მოსალოდნელია ნალექების მეტი რაოდენობა. თოვლი, ზოგადად, შემოიფარგლება ევროპის ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ცენტრალური ევროპის მაღალმთიანი ზონებით, ვინაიდან ცივ ჰაერს სამხრეთისკენ წაწევის ნაკლები შანსი ექნება.

    მიუხედავად ამისა, სპეციალისტები განმარტავენ, რომ გარკვეულმა ციკლონურმა სისტემებმა შესაძლოა გამოიწვიოს ლოკალური თოვა დაბლობ რაიონებშიც.

    ძალიან მძლავრი „სუპერ-ელ-ნინიოსა“ და ინდოეთის ოკეანის დადებითი დიპოლის შერწყმა ქმნის მაღალი ინტენსივობის ტროპიკულ მექანიზმს, რომელიც მნიშვნელოვნად იმოქმედებს ატმოსფერულ ნაკადებზე 2026–2027 წლების ზამთარში.

    პროგნოზების თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკაში ამან შესაძლოა გამოიწვიოს მკვეთრი კლიმატური განსხვავება რეგიონებს შორის და უხვი თოვლის სეზონი ცენტრალურ და სამხრეთ ზონებში.

  • რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

    რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

    გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე – გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა.

    საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო ბი­ბი­ლაშ­ვილიც.

    სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩა­ერ­თო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 50-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ჩა­ვიდ­ნენ.

    “მე­გობ­რე­ბო, ყვე­ლა ად­გილ­ზე გა­და­ტარ­დე­ბა სკა­ნე­რი. ასე, რომ იქამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ძებ­ნა, სა­ნამ ეს ად­გი­ლი არ დათ­ვა­ლი­ერ­დე­ბა და ამ ხნის მან­ძილ­ზე მე აქ ვარ. მად­ლო­ბა ყვე­ლას” – დაწერა სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლმა სოციალურ ქსელში.

    გვიან ღამით დაკარგული ბიჭის ოჯახის უფლებადამცველმა, ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შსს-ს თანამშრომლები სამუშაოებს დღეს დილით 08:00 საათიდან გააგრძელებდნენ.

    ცნობისთვის, გუშინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმებს ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

    უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

    შსს-ს განცხადებით, საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს.

  • როდის დამონტაჟდა ფარული მოსასმენები გიგა ავალიანის მკვლელობისთვის ბრალდებულების სახლებში, მანქანებში და ციხეებში? ‼️‼️😱 ეკა კუპატაძე აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს ❌⭕️ ვრცლად ნახეთ კომენტარში 👇👇

    როდის დამონტაჟდა ფარული მოსასმენები გიგა ავალიანის მკვლელობისთვის ბრალდებულების სახლებში, მანქანებში და ციხეებში? ‼️‼️😱 ეკა კუპატაძე აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს ❌⭕️ ვრცლად ნახეთ კომენტარში 👇👇

    მოკლული გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის ინფორმაციით, ნია იმნაძის ტელეფონი გასუფთავებული იყო და ერთ მოწყობილობაზე შეერთების შემდეგ ბევრი რამ აღდგა (სრულად – ვერა). ასევე გასუფთავებული იყო გიორგი მალანიასა და დანარჩენების ტელეფონებიც, თან ისეთ მაღალ დონეზე, როგორადაც არასრულწლოვანი თავად ვერ მოახერხებდა.

    “მათ ყველაფერი მოიშორეს – ტანსაცმელი, კეპი, ფეხსაცმელები… ანუ მტკიცებულებები გააქრეს, თუმცა მასალები აღდგა. როცა ოჯახები გაჩხრიკეს, მაშინ დამონტაჟდა ფარული მოსასმენები სახლებში, ციხეებში, მანქანებში… მათ გაშიფვრას დრო ხომ უნდოდა? ჩანაწერები ფონოსკოპიურ ექსპერტიზას გადაეცა და ამასობაში 10 თვე გავიდა.

    ნია იმნაძეს არც არავინ ედავება მკვლელობის დაკვეთას, წაქეზებას – კი, ის უბიძგებს, რომ პასუხი მოსთხოვონ გიგას, დანაშაულისკენ უბიძგებს. მნიშვნელოვანი იცით, რა არის? ნია იმნაძემ იცის ალექსანდრე გაბაშვილის კრიმინალური წარსული და როცა კრიმინალური სულისკვეთების ადამიანთან არჩევ ამბავს და ეუბნები რაღაცას, ეს უკვე წაქეზებაა.

    მთელმა დიდმა დიღომმა იცოდა, რომ ეს ბიჭები უბნელ 10 -13 წლის ბავშვებს ფულს ინტენსიურად სძალავდნენ, ძალადობდნენ, გაკვეთილებზე მასწავლებლებს ატირებდნენ… იმავე სკოლაშია ნია იმნაძე და მანაც ყველაფერი მშვენივრად იცოდა. ასეთი სულისკვეთების ადამიანთან რომ საუბრობ სხვა ტონით, ეს არის წაქეზება. საქმის მასალებში წერია, რომ ალექსანდრე გაბაშვილი ნია იმნაძეს პირობას აძლევს, ვციტირებ: “მოგიგვარებ საქმეს მასწავლებლებთან.

    დადგენილია, რომ თავდასხმას გეგმავდნენ. გიგას უთვალთვალებდნენ, მარტო რომ მოეხელთებინათ. ამ პერიოდის განმავლობაში განიხილავდნენ თავდასხმის დეტალებს, მათ შორის, ნიაც. ამის დამადასტურებელი მესიჯები არსებობს. საქმის მასალებში წერია: “მთელი ერთი კვირაა, ვეუბნები ნიაკოს, მოგიგვარებ პრობლემებს”. ეს იყო ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც მანამდე არაერთ ადამიანს დასხმია თავს. რომ არა ნია იმნაძე, გიორგი მალანია და გიორგი რიკაძე, რომელიც იმ დღეს გაბაშვილს გამოჰყვა, დღეს გიგა ცოცხალი იქნებოდა.” – ამბობს ეკა კუპატაძე.

    წყარო: კვირის პალიტრა

  • ‼️ “მისი გარდაცვალება მძიმე დანაკარგია”- ქართველი ექიმი გარდაიცვალა

    ‼️ “მისი გარდაცვალება მძიმე დანაკარგია”- ქართველი ექიმი გარდაიცვალა

    შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი“ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ თორნიკე (დავით) სირაძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

    „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის“ გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი გამორჩეული კოლეგის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ თორნიკე (დავით) სირაძის გარდაცვალების გამო.

    ბატონი თორნიკე იყო გამორჩეული პროფესიონალი, საქმისადმი უსაზღვროდ ერთგული, მაღალი ადამიანური ღირსებებით შემკული ექიმი, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში თავდადებით იზრუნა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

    მისი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, სიკეთე და კოლეგიალობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი გუნდის მეხსიერებაში.

    ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და ყველას, ვისთვისაც მისი გარდაცვალება მძიმე დანაკარგია.

    ნათელში იყოს მისი სული“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • 2 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წელის აგვისტო განსაკუთრებით წარმატებული იქნება და ყველაფერში გაუმართლებს 🛑⭕️ ჯერ დაწერეთ თქვენი ზოდიაქო, შემდეგ ნახეთ პასუხი კომენტარში 👇👇👇

    2 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წელის აგვისტო განსაკუთრებით წარმატებული იქნება და ყველაფერში გაუმართლებს 🛑⭕️ ჯერ დაწერეთ თქვენი ზოდიაქო, შემდეგ ნახეთ პასუხი კომენტარში 👇👇👇

    აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2026 წელს წითელი ცეცხლოვანი ცხენი მართავს და თითოეულ ადამიანს ცეცხლოვან ენერგიას, ცვლილებების სურვილსა და ტრანსფორმაციის დიდ შესაძლებლობას ანიჭებს.

    ცხენი თავისუფლების, ძალისა და იმპულსურობის სიმბოლოა. ცეცხლოვანი ცხენის წელი კი ამ ენერგიას გააორმაგებს. ეს არის პერიოდი, როდესაც მოძველებული და უსარგებლო ჩვევები, კომუნიკაცია, ურთიერთობა საბოლოოდ უნდა დასრულდეს და ადამიანებმა ცხოვრება განახლებული ენერგიით დაიწყონ.

    ვეფხვი

    ეს წელი არანაკლებ წარმატებული იქნება ვეფხვებისთვის. ცეცხლოვანი ცხენის ენერგია მათ ბუნებრივ გამბედაობასა და მონდომებას კიდევ მეტად გააძლიერებს. 2026 წელს გექნებათ შესაძლებლობა, ყველაზე ამბიციური პროექტებიც კი განახორციელოთ. ეფექტური კომუნიკაციის დახმარებით პირად ურთიერთობებში ყველაფრის გარკვევას, თანამშრომლებთან, საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებებს და ახალი, საინტერესო პროექტების განხორციელებას შეძლებთ.

    ცხენი

    2026 წლის მთავარი სიმბოლო ასევე დიდ წარმატებას მიაღწევს. მათთვის მომდევნო წელი საინტერესო შესაძლებლობების, ფინანსური ზრდისა და თვითგანვითარების პერიოდი იქნება. ყველაფერი, რისთვისაც შრომობდით, შედეგს საბოლოოდ გამოიღებს და ოცნებების ასრულებას შეძლებთ. 2026 წელი გაძლევთ შანსს, განახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ, მაგრამ, დრო, მოტივაცია და გამბედაობა არ გყოფნიდათ.

  • ცუდის ნიშანია თუ არა ჯვრის „გაწყვეტა“ – მოძღვრის პასუხი

    ცუდის ნიშანია თუ არა ჯვრის „გაწყვეტა“ – მოძღვრის პასუხი

    მრევლის კითხვაზე, არის თუ არა ჯვრის გაწყვეტა ცუდის ნიშანი, მამა ანდრია სარია განმარტავს, რომ ეს თავისთავად რაიმე უარყოფითის მანიშნებელი არ არის. სასულიერო პირის თქმით, ჯვრის დაზიანება შესაძლოა ყუნწის სისუსტემ ან მასალის დაზიანებამ გამოიწვიოს.

    „ჯვრის გაწყვეტა, თავისთავად, ცუდს არ ნიშნავს. შეიძლება, სუსტი ყუნწი ჰქონდა, ან მატერია დაზიანდა, არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც, ცუდის ნიშანია. თუ ჯვარი დაზიანდა, გამოცვალეთ, დამარხეთ, ეკლესიაში მიიტანეთ და იქ მოუვლიან,“ – განმარტა მამა ანდრიამ.

  • „მათ განსაკუთრებული იღბალი ექნებათ“ – გოგა მანია ზოდიაქოს 5 ნიშანს ასახელებს

    „მათ განსაკუთრებული იღბალი ექნებათ“ – გოგა მანია ზოდიაქოს 5 ნიშანს ასახელებს

    ეზოთერიკოსი გოგა მანია აგვისტოს თვის 5 ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს, რომელთაც წინსვლა და სასიამოვნო ცვლილებები ელოდებათ.

    გოგა მანიას პროგნოზით, აგვისტოში განსაკუთრებით იღბლიანები ზოდიაქოს ეს ნიშნები იქნებიან:

    1. ლომი
    2. კირჩხიბი
    3. მორიელი
    4. მშვილდოსანი
    5. სასწორი.