Author: tea

  • ახალი და მაგარი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

    ახალი და მაგარი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

    რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.

    საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.

    რა იცვლება კონკრეტულად?

    ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.

    რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:

    ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
    ან საინვესტიციო მიზნით;
    ან სათამაშო ბიზნესში;
    ან ვირტუალურ აქტივებთან;
    ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.

    რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?

    ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.

    „მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.

  • სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

    სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

    სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა.

    როგორც სოფო ბიბილაშვილი “პირველებთან” ამბობს, ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამორიცხა, რომ მისი შვილი მეწყერმა მოიყოლა.

    გურამ დადიანიძის დედის თქმით, ასევე შემოწმდა ჭაც, სადაც საეჭვო ვერაფერი იპოვეს.

    იმედია ცოცხალია და ვიპოვნი – ამბობს სოფო ბიბილაშვილი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილზე.

    ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. ძალიან გახარებული ვარ. გამოირიცხა, რომ მეწყერში არ მოყოლილა ბავშვი, იმედია ცოცხალია და ვიპოვნი. 

    ახლა, რაც ამათ გამიკეთეს, თავის დროზე არ გაკეთებულა და არც 12 წლის განმავლობაში გაუკეთებია არავის”, – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.  

    სამძებრო სამუშაოები დასრულდა, მაგრამ არ სრულდება გამოძიება. პოლიციის განყოფილებაში ეტაპობრივად იკითხებიან საქმის ოქროს მოწმეები, ის ადამიანები, რომლებმაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს.

    17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

  • 🟥„ბათუმელების“ ინფორმაციით, 16 წლის გოგო დაიღუპა მატარებელის შეჯახების შედეგად ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან

    🟥„ბათუმელების“ ინფორმაციით, 16 წლის გოგო დაიღუპა მატარებელის შეჯახების შედეგად ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან

    ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა.

    შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა.

    შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

  • ამინდი უარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    ამინდი უარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

    13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • “ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, სათქმელი რთულად მეთქვა” – ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

    “ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, სათქმელი რთულად მეთქვა” – ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

    არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

    მისივე თქმით, როცა დრო ცოტაა და შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უნდა გავჭრათ გორდიას კვანძი.

    „ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე სათქმელი რთულად მეთქვა, 3 ლიტერატურული არქეტიპის და ერთი მითიურ-ისტორიული პარადიგმის გამოყენებით.

    როგორც ახლა უყვართ თქმა, “ხალხურად” მომდევნო დღეებში განვმარტავ, განვავრცობ, შემოგთავაზებთ. ახლა კი ვისაც დრო და სურვილი გექნებათ, ეს ჩახლართული ტექსტი წაიკითხეთ იმის გასაგებად, როგორ ვუყურებ ვითარებას:

    ჰამლეტი: რეფლექსია, ანალიზი, სკეპტიციზმი და ეგოიზმი, რომელიც კლავს მოქმედებას. შედეგი: ოფელიას, ანუ არა იდეალური, არამედ რეალური ქალის სიკვდილი, როგორც მთავარი ღირებულებითი ორიენტირის. რეფლექსიურ თვითტკბობას (მათ შორის, კარგი ხალხისას) ყოველთვის ეწირება ნამდვილი ფასეულობა.

    დონ კიხოტი: იდეალიზმი, რწმენა და თავგანწირვა, რომელიც მოკლებულია ანალიზს და ვერ აღწევს შედეგს. იდალგო ებრძვის ქარის წისქვილებს მის მიერ გამოგონილი იდეისთვის, რომლისაც თავად სჯერა და სწორედ ეს გულწრფელობა და თავდადება აშორებს რეალობას. იდეოლოგიურ ფანატიზმს (მათ შორის, კარგი ხალხისას) ყოველთვის ეწირება ნამდვილი ფასეულობა.

    შექსპირს და სერვანტესს შევხედოთ და ვისწავლოთ, როგორ არ უნდა ვქნათ.

    იმის გასააზრებლად, თუ როგორ უნდა ვქნათ, მივყვეთ რუსთაველს, ავირჩიოთ ავთანდილის არქეტიპი: რაციონალური ლიდერები და სტრატეგები. ისინი იღებენ სამშობლოსგან დავალებას (თინათინი), ფაქტებზე (და არა ილუზიებზე) დაყრდნობით სახავენ გეგმას, აერთიანებენ განსხვავებულ ჯგუფებს და იძენენ მოკავშირეებს (და არა მოკავშირეებს აქცევენ მტრებად). ამის შემდეგ კი გადადიან ეფექტურ, კოლექტიურ მოქმედებაზე ქაჯეთის ციხის (ავტორიტარული სისტემის) დასანგრევად და იმარჯვებენ, გადაარჩენენ სამშობლოს!

    ახლა კი პარადიგმა იმის გასარკვევად, არა ვინ ვიყოთ, არამედ როგორ მოვიქცეთ: გორდიას კვანძი, ავტორიტარიზმის და პროპაგანდის სიმბოლო. ლეგენდა ამბობდა: „ვინც ამ კვანძს გახსნის, აზიის მბრძანებელი გახდება“. სისტემამ (მისტიკამ, წინასწარმეტყველებამ, ანუ ჩვენს რეალობაში პროპაგანდამ) შექმნა აღქმა, რომ „გახსნა“ ნიშნავს თითებით წვალებას, ასე ვთქვათ, “აბურდულის განბურდვას”. ალექსანდრემ მშრალად შეხედა ფაქტს: კვანძი უნდა განადგურდეს, რათა ურემი გათავისუფლდეს. გაკვალული გზები ყოველთვის არ მუშაობს და მანტრასავით მათი მუდმივად გამეორება უგუნურებაა. მნიშვნელობა აქვს არა რიტუალს, არამედ მხოლოდ შედეგს: ალექსანდრემ დაკრა მახვილი და გააგრძელა გზა აზიის დასაპყრობად. და გაიმარჯვა, გახდა აზიის მბრძანებელი!

    ავტორიტარული პროპაგანდა ყოველთვის ცდილობს, საზოგადოებას წინ დაუდოს ასეთი „გორდიას კვანძები“: ხელოვნური, ჩახლართული ფსევდო-პრობლემები, შეთქმულების თეორიები, ცრუ დილემები, იდეოლოგიური დებატები, რათა ყურადღება გადაიტანოს მთავარისგან, ერთმანეთს დაგვაპირისპიროს, ენერგიისგან დაგვცალოს, ორთქლი გამოგვაშვებინოს. ამ დროს კი გამოსავალი ყოველთვის ალექსანდრესეული რაციონალიზმია: უარი თქვა სისტემის მიერ შემოთავაზებულ წესებზე, შეხედო ფაქტებს ცივი გონებით და ერთი კონკრეტული, სტრატეგიული მოქმედებით გაჭრა დაწყევლილი კვანძი, გადაჭრა პრობლემა.

    ალექსანდრე გვასწავლის დამოკიდებულებას პრობლემისადმი: ნუ ითამაშებ სისტემის წესებით. ავთანდილი კი გვასწავლის გეგმაზომიერებას, მიზანმიმართულებას, დაუღალაობას, ორგანიზებას, ერთიანობის ძალას.

    ავტორიტარული ილუზიებისა და პროპაგანდის დასამარცხებლად, საზოგადოებას სჭირდება არა იდეოლოგიური ფანატიზმი (დონკიხოტობა) ან ინტელექტუალური ნიჰილიზმი და ხელების ჩამოშვება (ჰამლეტობა), არამედ ცივი, ფაქტებზე დაფუძნებული სტრატეგია და ორგანიზებული, კოლექტიური მოქმედება საერთო მიზნისთვის (ავთანდილობა).

    ამიტომაც, არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე!

    როცა დრო ცოტაა და შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უნდა გავჭრათ გორდიას კვანძი! უნდა გავჭრათ ერთად!” – წერს გვარამია.

  • 🔻რა დეტალები ხდება ცნობილი? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔻რა დეტალები ხდება ცნობილი? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, ამჟამად მატარებელი გაჩერებულია და მგზავრებს ვაგონების დატოვების უფლებას არ აძლევენ.

    ინფორმაცია ქალის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით უცობია.

  • მიზეზი გაირკვა…😢👉რას წერს ოჯახის მეგობარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ?

    მიზეზი გაირკვა…😢👉რას წერს ოჯახის მეგობარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ?

    ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი და მოდელი ლიზი მოისწრაფიშვილია. იგი ცნობილი ქართველი კინოოპერატორის ლომერ ახვლედიანის შვილიშვილია.

    სოციალურ ქსელში მას მწუხარებით ემშვიდობებიან:

    „რატომ გააკეთე ეს, ლიზი, შვილო…

    მე და დედას ხომ თურქეთში მიგვყავდი, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა შენთვის… რატომ დაგვასწარი, შვილო? რატომ დაგვტოვე ასე მოულოდნელად…

    ნანა, ჩემო მეგობარო, რა გითხრა… სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამ ტკივილს როგორმე უნდა გაუძლოთ“, – წერს ოჯახის მეგობარი ნანა სარიშვილი.

    როგორც კომენტარებში წერენ, გოგონა ავად იყო და სამკურნალოდ თურქეთში აპირებდნენ წაყვანას, თუმცა ტრაგედია მანამდე დატრიალდა.

  • გურიკა დადიანიძის დედის პასუხი გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტს‼

    გურიკა დადიანიძის დედის პასუხი გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტს‼

    მლეთაში 2014 წელს დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტს, ანი გელაშვილს პასუხობს.

    ანი გელაშვილს ვერაფერში დავეთანხმები – უთხრა მან “პირველებს” ახალგაზრდა ქალის მიერ “ტვ პირველისთვის” მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს შეფასებისას.

    დიასამიძის დედა ინტერვიუს იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც გელაშვილი ამბობს, რომ “ხმა, რომელიც 12 წლის წინ გადაღებულ ვიდეოში ისმის, გურიკა დიასამიძეს არ ეკუთვნის”.

    “დამცინიან, რას მირევენ გზა-კვალს, რა უნდათ ჩემგან არ ვიცი”- აცხადებს სოფო ბიბილაშვილი.

    გურიკა დიასამიძის დედის თქმით, კახა გელაშვილი, ვის მიმართაც კითხვები აქვს, მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა და თუ ტელეფონს აიღებდა, “უივიროდა”:

    ღამის სამ-ხუთ სათზე რომ დაერეკა, ყოველთვის ვპასუხობდითო და რა პასუხს მცემდნენ? – მამამისი იმხელაზე მიყვიროდა, ტელეფონი მივარდებოდა ხელიდან. რას მირევენ გზა-კვალს, რა უნდათ ჩემგან არ ვიცი – არ უნდათ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, არ უნდათ, რომ გამოაშკარავდეს რა მოხდა?! კარგი, ცოცხალია, ვიპოვეთ და ბავშვმა სიმართლე აღიარა, გონებაზე რომ მოვა და იტყვის რა მოუვიდა, მერე სად უნდა წავიდნენ?! – თქვა დაკარგული ბიჭის დედამ.

    მლეთაში გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი, რომელიც17 წლის ბიჭის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს, “დღის ამებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ვერსიით, 12 წლის გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია.

    გელაშვილმა TV პირველის ეთერიდან საპატრიარქოსაც მიმართა და დაუშვა ვარაუდი, რომ დიასამიძე რომელიმე ეპარქიაში მსახურობს.

    17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

    სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისმის ბიჭის ხმა “არ მიმატოვო“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
    გუშინ “პირველებმა” ჩაწერა ანი გელაშვილი, რომელიც 12 წლის წინ გურიკა დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე. საქმის მოწმე დარწმუნებულია, რომ გურიკა ციცხალია, ხმა კი რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა დადიანიძეს არ ეკუთვნის.

  • ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს – უახლოესი დღეების პროგნოზი

    ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს – უახლოესი დღეების პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში უმეტესად ზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდია მოსალოდნელი.

    აღმოსავლეთ საქართველოში დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა უმეტეს რაიონებში +32…+38 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოში +29…+35 გრადუსამდე დათბება. სანაპირო ზოლში შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

    ცალკეულ დღეებში, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, დასავლეთ და მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ადგილობრივად შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც.

    თბილისში 15 აგვისტოს ჩათვლით, უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდია ნავარაუდევი. დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +35…+37 გრადუსს მიაღწევს.

    სინოპტიკოსები მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებენ – განსაკუთრებით შუადღის საათებში, როდესაც მზის სხივები ყველაზე ინტენსიურია. რეკომენდებულია სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება და მზეზე ხანგრძლივი ყოფნისგან თავის არიდება.

  • 🔻 ვინ არიან გომის მთაზე, ავარიისას დაღუპულები? ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან – ვრცლად  იხილეთ კომენტარებში ⤵️

    🔻 ვინ არიან გომის მთაზე, ავარიისას დაღუპულები? ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან – ვრცლად იხილეთ კომენტარებში ⤵️

    გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელორუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

    ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ნაწილის უახლოეს კლინიკაში ტრანსპორტირება მიმდინარეობს.

    ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილთა შორის ბავშვები არ არიან.

    “გომის მთაზე ავარიას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც გვითხრეს, მძღოლმა მოსახვევში მიკროავტობუსი ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა, მანქანაში იჯდა ბავშვიც, მადლობა უფალს, გადარჩა. მგზავრები ბელორუსი ტურისტები არიან”, – აცხადებს ადგილობრივი.

    არსებული ცნობებით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლები იმყოფებიან. შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.