Author: tea

  • დავით ოქიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს (ფოტო)

    დავით ოქიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს (ფოტო)

    ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

    სამწუხარო ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

    „ადამიანი, რომელმაც თავისი ობიექტივით დროის ისტორიას უამრავი დაუვიწყარი კადრი შემოუნახა…
    უამრავი არქივი საქართველოს კულტურის პალატის თითქმის ყველა პროექტის და ყველა ვარსკვლავის გახსნის. მშვიდობით, კარგო ადამიანო“, – წერს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.

  • “როგორც იქნა აღიარა” 😱😱 მთელი ქვეყანა გაოგნებულია: ანრი ჯოხაძემ დიდი საიდუმლო გაამხილა

    “როგორც იქნა აღიარა” 😱😱 მთელი ქვეყანა გაოგნებულია: ანრი ჯოხაძემ დიდი საიდუმლო გაამხილა

    მომღერალი ანრი ჯოხაძე “იმედზე” ნოე სულაბერიძესთან იყო გადაცემაში და საკუთარ ძმაზე ისაუბრა:

    “მყარი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა ცოცხალია და ის გააშვილეს. იმ წლებში ძალიან ბევრი ფაქტი მომხდარა ბავშვების მოპარვის და გაშვილების. ბოლო დროს ხალხი ამაზე ღიად ალაპარაკდა… ვესაუბრე თამუნა მუსერიძეს და მან დამაკვალიანა თუ როგორ დამეწყო გამოძიება”, – ამბობს ანრი.

    ანრიმ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მისი ამღერება მამის დაპატიმრებას უკავშირდებოდა. “ჩემი ამღერება უკავშირდება მამის პატიმრობას… როდესაც მამა დაიჭირეს – დედამ პირობა მისცა: “შენს შვილებს ყოველთვის ნახავ ტელევიზორში!” და ეს პირობა შეასრულა. ჩვენ სულ ვმონაწილეობდით საახალწლო სატელევიზიო გადაცემებში და მამა გვიყურებდა, მანამ სანამ პირადად გავიცნობდით…”

  • 🔴 ზუგდიდში, სასტუმრო “მარსში” 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

    🔴 ზუგდიდში, სასტუმრო “მარსში” 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

    🔴 ზუგდიდში, სასტუმრო “მარსში” 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს | ინფორმაციას ამის შესახებ ტვ პირველი ავრცელებს.
    🔴 მათი ცნობით, კაცი სავარაუდოდ, დღეს გადმოვიდა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და სასტუმროში ნომერი იქირავა. მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
    🔴 მთავარი დეტალებს არკვევს.
  • 🔴რეჟისორი ნანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔴რეჟისორი ნანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    რეჟისორი ნანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    “ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა” – წერს ნანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

    ლიზა მოისწრაფიშვილი 11 აგვისტოს ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში – განახლებული პროგნოზი

    როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში – განახლებული პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. სინოპტიკოსების თქმით, 20 აგვისტოდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

    „დღეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

    ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს და დასავლეთს საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 25-30 გრადუსი.

    თბილისშიც უახლოესი სამი დღის განმავლობაში წვიმიან ამინდს ველოდებით. აქ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს“, – განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.

  • 🔴”დედა ემიგრაციაში ჰყავდა, საშინელი ტრაგედია ტრიალებს, ოჯახის ერთადერთი შვილია” – რას ამბობს დაღუპულის ახლობელი, ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔴”დედა ემიგრაციაში ჰყავდა, საშინელი ტრაგედია ტრიალებს, ოჯახის ერთადერთი შვილია” – რას ამბობს დაღუპულის ახლობელი, ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ, ავტომაგისტრალზე გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

    გარდაცვლილი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილავოს მკვიდრი დავით კაკულიაა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ინფო მარტვილი” ავრცელებს.

    ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ახალგაზრდა ავტომობილში დაიწვა. მისი თქმით, გარდაცვლილის დედა ემიგრაციაში იმყოფება.

    “დედა ემიგრაციაში ჰყავდა, საშინელი ტრაგედია ტრიალებს, გლოვობს მთელი მარტვილი. ბიჭი მანქანაში ჩაიწვა, საშინელება მოხდა. ოჯახის ერთადერთი შვილია“ – აცხადებს ოჯახის ახლობელი “ინფო მარტვილთან” საუბარში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს

    ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს

    ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადება ავრცელებს.

    “სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია. შსს-მ რამდენიმე დღეში გააკეთა იმდენი, რამდენიც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.

    გამოძიება გრძელდება სხვა ვერსიების გადასამოწმებლად! ჭაც შემოწმდა.

    სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ: საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, სამაშველო სამსახური და კრიმინალური პოლიცია.

    ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ სამივე სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა.

    გამოძიება გრძელდება და წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი” – ნათქვამია ტარიელ კაკაბაძის განცხადებაში.

    ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

  • ცნობილია, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა

    ცნობილია, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა

    ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია.

    გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას.

    „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის, როგორ გამწარდა ოჯახი გამისკდა გული. ვაიმე შენს დედას, რატომ უფალო…

    დათუჩა ჩემო სასწაულო, რატო წახვედი ასე უდროოდ რატო“,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

    არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • „ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – გოგა მანია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

    „ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – გოგა მანია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

    საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი, გოგა მანია, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება.

    მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

    იგი „პრაიმტაიმს“ ესაუბრება და ახალ წინასწარმეტყველებაზე უყვება.

    როგორც გოგა ამბობს, სამეფო კარზე დიდი არეულობაა მოსალოდნელი და გარდაიცვლება მეფე ჩარლზი.

    „გარდაცვალება იქნება სამეფო კარზე მეფე ჩარლზის, მას აქვს დაავადება, რომელსაც ვერ უშველიან. მისი გარდაცვალება ძალიან ახლოსაა, ეს მოხდება 2025-2026 წელს. მანდ მთელი დიდი ოინებია და დიდი თამაშია. ეწირებიან, იმ არასწორ ქმედებებს რაც მოხდა. პრინცესა დაიანას გარდაცვალება – ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს და მოიშორეს. ამაზე არ საუბრობენ, ეს დამალულია. ისინი პასუხს აგებენ სწორედ ამ ყველაფრის გამო.

    სიმსივნე ეს არის ენერგეტიკული დაზიანების დაავადება, ერთგვარი ფსიქოსომატიკური. თუმცა ჩარლზს ვერ უშველიან და ის მალე გარდაიცვლება. ამის მერე, სამეფო კარზე უდიდესი ცვლილებები იქნება“,- ამბობს გოგა მანია.

    მისი თქმით, ასევე ამერიკაში, რეზიდენციაში მოხდება გარდაცვალება.

  • VIDEO: “ფეხი ჩაჰყვა და ვეღარ გადაასწრო მატარებელს… არ გვეგონა, ასე უცებ თუ დაიმსხვრეოდა შენი ოცნებები!” – რას ამბობენ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ 16 წლის გოგოზე?

    VIDEO: “ფეხი ჩაჰყვა და ვეღარ გადაასწრო მატარებელს… არ გვეგონა, ასე უცებ თუ დაიმსხვრეოდა შენი ოცნებები!” – რას ამბობენ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ 16 წლის გოგოზე?

    ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული 16 წლის სანდრა შარაშიძეა.

    ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, ბოტანიკურ ბაღთან მოხდა. სანდრას სამგზავრო მატარებელი შეეჯახა და ის ადგილზე დაიღუპა.

    ახლობლების ინფორმაციით, გოგონას ლიანდაგზე ფეხი ჩაჰყვა და ვერ გაასწრო მატარებელს.

    როგორც “პალიტრავიდეოს” წყარო უყვება, გოგონა მწვანე კონცხზე ცხოვრობდა და როცა ეს ტრაგედია მოხდა, ზღვიდან სახლში ბრუნდებოდა.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც სარკინიგზო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

    სანდრას სოციალურ ქსელში ახლობლები და ოჯახის წევრები ემოციურად ემშვიდობებიან.