Author: tea

  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის აპრილში განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელის

    ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის აპრილში განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელის

    2026 წლის აპრილში მრავალი ადამიანისთვის მოვლენები, თითქოს, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ბუნებრივად დალაგდება. ცხოვრებისეული ტემპი საგრძნობლად დაჩქარდება. ერთი შეხედვით, შემთხვევითი შეხვედრები კი, სინამდვილეში, სავსებით კანონზომიერი აღმოჩნდება. ის იდეებიც კი, რომლებიც აქამდე ზედაპირულად გეჩვენებოდათ, მოულოდნელად რეალიზების რეალურ შანსს მოიპოვებს.

    საგაზაფხულო პერიოდში შინაგანი ტრანსფორმაცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა – თავდაჯერებულობა მატულობს, რთული გადაწყვეტილებები გაცილებით იოლად მიიღება, ყოველდღიური შფოთვა კი მეორეხარისხოვანი ხდება. ეს არა მკვეთრ, ნახტომისებურ ცვლილებას, არამედ იმ სასიამოვნო შეგრძნებას ჰგავს, როდესაც ადამიანი საკუთარ, საჭირო კალაპოტს საბოლოოდ პოულობს.

    ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის კი 2026 წლის აპრილი განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატებული აღმოჩნდება:

    ვერძი

    ვერძებისთვის აპრილში ყველაფერი უფრო სწრაფად და, რაც მთავარია, სასურველი მიმართულებით ამოძრავდება. თვეობით შეჩერებული საკითხები ერთი საუბრით ან შეტყობინებით მოულოდნელად მოგვარდება. ენერგიის მოზღვავება არა ქაოსური, არამედ მკაფიო და მიზანმიმართული იქნება. მოქმედების სურვილი და კონკრეტული გზები კი ნათლად გამოიკვეთება.
    მოულოდნელი წინადადებები და შეთავაზებები გელით, როგორც სამსახურებრივი, ისე პირადი პროექტების სახით, რის გამოც ჯობს, გადაწყვეტილებები სამომავლოდ აღარ გადადოთ. ამ პერიოდში გადადგმული მცირე ნაბიჯებიც კი სწრაფ შედეგს გამოიღებს.
    ამასთანავე, სიტუაციაზე კონტროლის განცდა გაძლიერდება და საკუთარი თავით კმაყოფილების გრძნობა მოიმატებს. იღბალი უფრო ეფექტურად იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ყველაფრის ტოტალურ კონტროლს არ შეეცდებით. ხანდახან ყველაზე მომგებიანი სცენარი სპონტანურ გადაწყვეტილებაზე – გამგზავრებაზე, საინტერესო ნაცნობობაზე ან რაიმე ახლის გამოცდაზე დათანხმება იქნება. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოძრაობასთანაა დაკავშირებული, თქვენზე დადებითად აისახება. ურთიერთობებში კი სასიამოვნო განახლება, მეტი გულწრფელობა ან მნიშვნელოვანი ნაცნობობაა მოსალოდნელი.

    ტყუპები

    ტყუპებს აპრილში მრავალი ახალი ნაცნობობა ელოდება. შემთხვევითმა დიალოგებმა თუ მიმოწერებმა შესაძლოა, მოულოდნელი შესაძლებლობები გამოკვეთოს. ეს სულაც არ გულისხმობს გლობალურ ცვლილებებს. ხშირად ერთი ნაცნობობა რამდენიმე სასარგებლო კავშირსა თუ იდეას ბადებს. თქვენ უფრო ხშირად აღმოჩნდებით საჭირო დროს საჭირო ადგილას და რეალურ შედეგსაც დაინახავთ.
    მნიშვნელოვანია, რომ რუტინაში არ ჩაეფლოთ და მოწვევები, შეთავაზებები არ უგულებელყოთ, რადგან ნამდვილი იღბალი სწორედ მოძრაობისა და კომუნიკაციის გზით მოვა. ნებისმიერი ფორმატი, სადაც საკუთარი თავის წარმოჩენაა შესაძლებელი – სამუშაო შეხვედრებიდან დაწყებული, წვეულებებითა თუ კოლაბორაციებით დასრულებული, წარმატებით იმუშავებს.
    კარიერაშიც მოულოდნელი შემობრუნება და ისეთი შემოთავაზებაა მოსალოდნელი, რომელზეც ადრე არც კი გიფიქრიათ. ფინანსები ძირითადად ახალი იდეებისა და პროექტების მეშვეობით გაიზრდება. თვის მთავარი უპირატესობა კი იმის განცდა იქნება, რომ ცხოვრება კვლავ საინტერესო და დატვირთული გახდა.

    მორიელი

    მორიელებისთვის აპრილი შინაგანი გარდაქმნის პერიოდი იქნება, რაც მოულოდნელად ყოველდღიურობაზეც მოახდენს გავლენას. ის, რაც ადრე ეჭვებს იწვევდა, ახლა ბევრად ცხადი გახდება. საით წახვიდეთ, ვისთან დარჩეთ და რაზე თქვათ უარი – მნიშვნელოვან შეკითხვებზე საკუთარ თავს თავად გასცემთ პასუხებს. გაჩნდება შეგრძნება, რომ ზედმეტი ტვირთის ტარება საბოლოოდ შეწყვიტეთ, რაც ახალი შესაძლებლობებისთვის ადგილს გამოათავისუფლებს.
    ამ თვეში იღბალი საკუთარ თავთან გულწრფელობის მეშვეობით გაამართლებს. რაც ნაკლები იქნება კომპრომისი საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ, მით უკეთესად დალაგდება გარემოებები. სამუშაო პროცესში შესაძლოა, შეიქმნას სიტუაციები, სადაც მოულოდნელ მოგებას ნახავთ, მაშინაც კი, თუ თავდაპირველად ყველაფერი საეჭვოდ გამოიყურებოდა.
    ურთიერთობებში კავშირის გაღრმავების ან იმის მშვიდად გაშვების შანსი მოგეცემათ, რაც დიდი ხანია, აღარ ფუნქციონირებს. ფინანსური თვალსაზრისით, თვე შესაძლოა, წარმატებული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ ნაბიჯის გადადგმას გაბედავთ, რომელსაც ადრე სამომავლოდ ინახავდით. მთავარი ბონუსი კი შინაგანი ძალის მოზღვავება იქნება, რაც უფრო თავდაჯერებულსა და მშვიდს გაგხდით. ეს კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სხვა დანარჩენ სიკეთეებს თავისთავად მიიზიდავს.

    წყარო: ​beaumonde.ge

  • აირჩიე ქვა, რომელმაც პირველმა „დაგიძახა“ და წაიკითხე, რას გეუბნება ის… დევს 12 ქვა აირჩიე ერთი და დაწერე

    აირჩიე ქვა, რომელმაც პირველმა „დაგიძახა“ და წაიკითხე, რას გეუბნება ის… დევს 12 ქვა აირჩიე ერთი და დაწერე

    1. მთის ბროლი — შენი ენერგია ახლა სიწმინდეს და სიმშვიდეს ითხოვს. სული კვლავ ნათელ ფოკუსს ეძებს.
    2. ფლუორიტი — გონება გადატვირთულია. საჭიროა ენერგეტიკულ დეტოქსს, წესრიგის და ფოკუსის დაბრუნება.
    3. ლაზურიტი — შენთვის ახლა მნიშვნელოვანია სიმართლე და გულწრფელი გარემო. დროა თქვა ის, რასაც გრძნობ.
    4. ობსიდიანი— შენი ენერგია დაცვას, და სტრესისგან გათავისუფლებას ითხოვს. უსაფრთხოება პირველი პრიორიტეტია.
    5. ამაზონიტი — გჭირდება სიმშვიდე კომუნიკაციაში. დროულია თქვა ის, რაც გულში გაქვს, მაგრამ ნაზად და ჰარმონიულად.
    6. ლაბრადორიტი — ტრანსფორმაცია დაიწყო. შენში ახალი ძალა იღვიძებს, რომელსაც მხოლოდ ნდობა სჭირდება.
    7. ვარდისფერი კვარცი — გეძახის სიყვარული. პირველ რიგში — საკუთარი თავის მიმართ ნაზი დამოკიდებულება და ემოციური ბალანსი.
    8. აქატი — სტაბილურობა, თავდაჯერება და ნელი, მაგრამ მყარი პროგრესი. ყველაფერი თავის დროზე დალაგდება.
    9. აპატიტი — მოტივაციის ასამაღლებლად იდეალური დროა. შენი სხეულიც და გონებაც ახლებურ ენერგიას ეძებს.
    10. სოდალიტი — აზრები უნდა დალაგდეს. გჭირდება ლოგიკური გადაწყვეტილებები და გაწონასწორებული ხედვა.
    11. ამეთვისტო — შენი სული სიმშვიდეს, შინაგან სიბრძნეს და ზედმეტი ფიქრებიდან გათავისუფლებას ითხოვს.
    12. ონიქსი — ახლა ძალა, შინაგანი სიმტკიცე და ნებისყოფა გჭირდება. შენს წინ გამოწვევებია, მაგრამ შენ უფრო ძლიერი ხარ.
  • გია ხუხაშვილი მეუფე შიოს მიმართავს – “არავინ ისეთ ზიანს არ აყენებს ქართულ ეკლესიას როგორც… ინფორმაცია ახლახანს ვრცელდება

    გია ხუხაშვილი მეუფე შიოს მიმართავს – “არავინ ისეთ ზიანს არ აყენებს ქართულ ეკლესიას როგორც… ინფორმაცია ახლახანს ვრცელდება

    პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მეუფე შიოს მიმართავს და წერს:

    “ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მეუფე შიო მოუწოდებს თავის განსაკუთრებით “გულმხურვალე” მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ამ აგრესიული, მე ვიტყოდი, აღვირახსნილი კამპანიისგან. ახლა არავინ ისეთ ზიანს არ აყენებს ქართულ ეკლესიას და პირადად მასაც, ვიდრე ეს ხალხი,”- წერს გია ხუხაშვილი.

  • “ეს ამბავი წუხელ, ძალიან გვიან გავიგე” – რა თქვა სასამართლოსთან, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ?

    “ეს ამბავი წუხელ, ძალიან გვიან გავიგე” – რა თქვა სასამართლოსთან, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ?

    მოუწევთ მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა! – ქვას ქვაზე დავადუღებ! – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მან სასამართლო სხდომაზე ბოლო სიტყვა უნდა წარმოთქვას, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ.

    სხდომაზე იმყოფებიან ასევე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანები და ადვოკატები. საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი იხილავს.

    „მაშინ, როცა გგონია, რომ არაფერი გაგვაკვირვებს მკვლელების მხრიდან, ასე არ არის. მათ ყოველ ჯერზე შეუძლიათ ჩემი გაკვირვებაც კი.

    მე დღეს უნდა დავკითხულიყავი, როგორც მოწმე და მათ ჩემი დაკითხვაც არ მოისურვეს.

    მე სულ ბოლოს უნდა მეთქვა სიტყვა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელიც გათვალისწინებული იყო ბრალის წარდგენის დროს სასჯელის შეფარდებისთვის. ეს ამბავი წუხელ ძალიან გვიან გავიგე. ამიტომ, ვითხოვე მოვსულიყავი დღეს. მოვედი და მოუწევთ მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა!

    გთხოვთ ჟურნალისტებს, ყველა ადვოკატი ჩაწერთ, აბსოლუტურად ყველა! ჰკითხეთ, არ აინტერესებდათ იმ პირის გამოკითხვა და მოსმენა, ვინც მათ კიკინიან ბავშვებს „შეკვეთით იჭერს“, არ აინტერესებთ ჩემი მოსმენა? ნია იმნაძის მოსმენა არ გაინტერესებდათ?! ნია იმნაძე არის გოგონა, ვინც ჩემი შვილი მიწაში ჩააწვინა და ვინც ეს არასრულწლოვანები ციხეში გაუშვა. გოგონას, რომელსაც ჩემი შვილი თურმე სექსუალურად ავიწროებდა, არაფერი ჰქონია თურმე სათქმელი სასამართლო პროცესზე. ყველა ადვოკატს ჰკითხეთ, რატომ არ აინტერესებდათ ეკა კუპატაძის აზრი ნია იმნაძის და სხვ დანარჩენების. მადლობა თანამბრძოლისთვის. ქვას ქვაზე დავადუღებ!- განაცხადა ეკა კუპატაძემ.

    მან სასამართლო პროცესზე, თავისი შვილის, გიგა ავალიანის წიგნები მიიტანა, რითაც როგორც თავად ამბობს, სურს, წარმოაჩინოს „ვინ იყო მისი შვილი და როგორი შვილი მოუკლეს”.

  • ბათუმში დედამ შვილს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

    ბათუმში დედამ შვილს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

    🔻 ბათუმში დედამ შვილს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა – პოლიციამ ქალი დააკავა | ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ მეზობლების თქმით, შემთხვევის დროს აივანზე მყოფი კაცი სისხლდენით რამდენიმე წუთის განმავლობაში დახმარებას ითხოვდა. მომხდარის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. შსს-მ გამოძიება 126 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

  • მომხდარის დეტალები იხილეთ კომენტარებში

    მომხდარის დეტალები იხილეთ კომენტარებში

    თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.

  • როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები საქართველოში

    როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები საქართველოში

    მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს აქვეყნებს.

    „მიმდინარე კვირაში, საქართველოში კვლავ არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი, პერიოდულად ხანმოკლე წვიმით. დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში, სანაპირო კურორტებისგან განსხვავებით შედარებით დათბა, მაგრამ არც ესაა საბოლოო დათბობა და ისევ აცივდება. ასე რომ, ჯერჯერობით ამინდის მხრივ სტაბილური გაზაფხული არ იქნება…

    მიუხედავად ცვალებადი ამინდისა, გისურვებთ, რომ ყოველი წვიმის წვეთი გახდეს თქვენი სიხარულის ნაპერწკალი, ხოლო ყოველი მზის სხივი – ახალი იმედის და ენერგიის წყარო“, – წერს კობა ფარტენაძე.

  • 26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    სულიერი სიმშვიდით შეძლებთ დაბრკოლებების გადალახვას, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და დაუფიქრებლად.

    კურო

    გზებზე სიფრთხილე და ყურადღება არ მოადუნოთ. იყავით წინდახედული და მეტი პოზიტივით უყურეთ მიმდინარე მოვლენებს.

    ტყუპები

    პირად საქმეებსა და საქმიან სფეროში, მოგიწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

    კირჩხიბი

    კარგი დროა, რათა დაიკმაყოფილოთ ცნობისმოყვარეობა და გაიუმჯობესოთ მეხსიერება. ეს კარგად აისახება თქვენს პროფესიონალურ საქმიანობაზე.

    ლომი

    შესაძლოა, პირველ ცდაზე ბიზნესსა თუ სხვა წვრილმან საქმეები წარმატებას ვერ მიაღწიოთ, მაგრამ ვარსკვლავებს თქვენი სიმტკიცისა და შეუპოვრობის დანახვა უნდათ.

    ქალწული

    კარგია, დღეს, მიხედოთ სარემონტო სამუშაოებს, იზრუნეთ ასევე ჯანმრთელობაზე, აიმაღლეთ იმუნიტეტი.

    სასწორი

    ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს, დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ გაგონილს და შეეცადეთ, პოზიტიური განწყობა გადასდოთ ახლობლებს, კოლეგებსა და მეგობრებს.

    მორიელი

    ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, თავი შეიკავეთ ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისგან.

    მშვილდოსანი

    დღეს, შესაძლოა მნიშვნელოვანი სამსახურებრივი საკითხების გადაჭრა და ახალ გეგმებზე მუშაობა მოგიწიოთ.

    თხის რქა

    მოაგვარეთ საოჯახო საკითხები, ახლობლებთან ერთად დაგეგმეთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმეები და წვრილმანი საყიდლებისთვის შესაფერისი დროა.

    მერწყული

    სამსახურსა, თუ ბიზნესში წარმატებისთვის გამოიყენეთ ვერბალური მაგია. იყავით ოპტიმისტი და განეწყვეთ პოზიტიურად.

    თევზები

    ეცადეთ, იყოთ მშვიდად, განსაკუთრებით, უფროსობასთან და კოლეგებთან ნუ იქნებით უხეში და რადიკალური. გამოიჩინეთ გულისხმიერება და კეთილგანწყობა ირგვლივ მყოფთა მიმართ.

  • მანქანა ქალს დაეჯახა – თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

    მანქანა ქალს დაეჯახა – თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

    თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • „ტრაგედია დატრიალდა, სიტყვები უძლურია…“ – გორში ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭის ვინაობა ცნობილია

    „ტრაგედია დატრიალდა, სიტყვები უძლურია…“ – გორში ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭის ვინაობა ცნობილია

    გორის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად დაღუპული 22 წლის ბიჭი სპირიდონ ტატიაშვილია.

    ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს საღამოს, გორი-მეჯვრისხევის გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რა დროსაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.