Author: tea

  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

    „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

    სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი 37 წლის ნიკა ხატიაშვილია.

    ხატიაშვილი ამავე სოფლის მკვიდრია.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ხატიაშვილი თბილისში, ავტომობილების დაშლაზე მუშაობდა.
    ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

    შეგახსენებთ, სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან მდგომ ახალგაზრდებს მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

    შეჯახების შედეგად, ნიკა ხატიაშვილი ადგილზე დაიღუპა, სამი მამაკაცი კი დაშავდა. სხვადასხვა დაზიანებებით, ისინი წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ერთი, მკურნალობას თბილისში აგრძელებს.

    სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს.

  • “საშინელი ტრაგედია დატრიალდა… ადამიანი ქუჩაში მიდის და მთვრალი მძღოლი კლავს, მერამდენედ?” – ცნობილია სიღნაღში ავარიის შედეგად დაღუპულის ვინაობა

    “საშინელი ტრაგედია დატრიალდა… ადამიანი ქუჩაში მიდის და მთვრალი მძღოლი კლავს, მერამდენედ?” – ცნობილია სიღნაღში ავარიის შედეგად დაღუპულის ვინაობა

    სიღნაღის მუნიციპალიტეტის სო­ფელ ტი­ბა­ან­ში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. და­ღუ­პუ­ლი 37 წლის ნიკა ხა­ტი­აშ­ვი­ლია. მას მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ტყუპი ბავშვი დარ­ჩა.

    არსებული ინფორმაციით, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფი პირი, რომელიც მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობდა, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით 4 ადა­მი­ანს იმ დროს შე­ე­ჯა­ხა, როცა ისი­ნი ტრო­ტუ­არ­ზე იდ­გნენ. ერთი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, სამი კი და­შავ­და.

    როგორც ადგილობრივი გვიყვება, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ისინი და­ბა­დე­ბის დღი­დან ბრუნ­დე­ბო­დნენ.

    მძღო­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, თუმცა მოგვიანებით ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

    ფაქტზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

    ნიკა ხა­ტი­აშ­ვი­ლს სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან:

    “ადამიანი ქუჩაში მიდის და მთვრალი მძღოლი კლავს, მერამდენედ?

    ნიკა, საშინელი ტრაგედია დატრიალდა…

    დეგენერატი, არაკაცი, სად გაიქცა, დაღუპა ანგელოზივით ბიჭი…

    ნიკა უდიდესი ტკივილი ხარ შენ ჩვენი ყველასი! დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი უფალმა..

    ნიკა ტიბაანის ტკივილი ხარ გენაცვალე, ძალიან კარგი ადამიანი წახვედი ამ ქვეყნიდან…

    ვაიმე, ნიკა როგირი ტრაგედია დაატყდა შენს ოჯახს. უკარგესი ადამიანი, როგორ მეცოდები... ”

    სიღნაღის მუნიციპალიტეტის სო­ფელ ტი­ბა­ან­ში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. და­ღუ­პუ­ლი 37 წლის ნიკა ხა­ტი­აშ­ვი­ლია. მას მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ტყუპი ბავშვი დარ­ჩა.

    არსებული ინფორმაციით, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფი პირი, რომელიც მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობდა, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით 4 ადა­მი­ანს იმ დროს შე­ე­ჯა­ხა, როცა ისი­ნი ტრო­ტუ­არ­ზე იდ­გნენ. ერთი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, სამი კი და­შავ­და.

    როგორც ადგილობრივი გვიყვება, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ისინი და­ბა­დე­ბის დღი­დან ბრუნ­დე­ბო­დნენ.

    მძღო­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, თუმცა მოგვიანებით ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

    ფაქტზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

    ნიკა ხა­ტი­აშ­ვი­ლს სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან:

    “ადამიანი ქუჩაში მიდის და მთვრალი მძღოლი კლავს, მერამდენედ?

    ნიკა, საშინელი ტრაგედია დატრიალდა…

    დეგენერატი, არაკაცი, სად გაიქცა, დაღუპა ანგელოზივით ბიჭი…

    ნიკა უდიდესი ტკივილი ხარ შენ ჩვენი ყველასი! დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი უფალმა..

    ნიკა ტიბაანის ტკივილი ხარ გენაცვალე, ძალიან კარგი ადამიანი წახვედი ამ ქვეყნიდან…

    ვაიმე, ნიკა როგირი ტრაგედია დაატყდა შენს ოჯახს. უკარგესი ადამიანი, როგორ მეცოდები... “

  • „უკარგესი ადამიანი დავკარგეთ…“ – ყოფილი ფეხბურთელი და ბავშვთა კლუბის მწვრთნელი გარდაიცვალა

    „უკარგესი ადამიანი დავკარგეთ…“ – ყოფილი ფეხბურთელი და ბავშვთა კლუბის მწვრთნელი გარდაიცვალა

    დერმატოლოგმა განმარტა, თუ რატომ არის შხაპის მიღება აუცილებელი ზღვისა და აუზის შემდეგ.
    ზღვის წყალი და აუზის წყალი კანისთვის უვნებლად გამოიყურება, მაგრამ ცურვის შემდეგ ბევრი ივიწყებს მარილის, ქვიშისა და ქლორის შემცველი ნივთიერებების ნარჩენების ჩამობანას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმშრალე, გაღიზიანება და დაჭიმულობის შეგრძნება.

    სპეციალისტის თქმით, ზღვის მარილი თავისთავად არ არის მავნე ნივთიერება. თუმცა, წყლის აორთქლების შემდეგ, კანის ზედაპირზე რჩება მარილის კრისტალები, რამაც შეიძლება დაარღვიოს დამცავი ბარიერი და გაზარდოს ტენიანობის დაკარგვა, განსაკუთრებით ბუნებრივად მგრძნობიარე კანზე. ქვიშას ასევე შეუძლია გამოიწვიოს მექანიკური გაღიზიანება: ტანსაცმლის მოძრაობისას ან კანის ხახუნისას მცირე ნაწილაკებმა შეიძლება დააზიანონ ზედა დამცავი ფენა და გამოიწვიონ სიწითლე, ქავილი და დისკომფორტი. ზღვის წყლისა და აუზის ზემოქმედება განსხვავებულია. ზღვაში მთავარი ფაქტორია მარილების მაღალი კონცენტრაცია, რომელიც კანზე რჩება წყლის გაშრობის შემდეგ. აუზში ქლორი და დეზინფექციისთვის გამოყენებული სხვა ნივთიერებები დამატებით სტრესს ქმნის. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს მიკროორგანიზმების განადგურებას, მაგრამ ხანგრძლივმა კონტაქტმა შეიძლება გამოაშროს კანი და გაზარდოს გაღიზიანება.

    ზღვისა და აუზის შემდეგ მოვლის პრინციპები იგივეა: კანის ზედაპირიდან ნარჩენების მოცილება და შემდეგ მისი დამცავი ბარიერის აღდგენა. აუზის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქლორის შემცველი კომპონენტების ჩამობანა, ხოლო ზღვის შემდეგ მარილისა და ქვიშის მოშორება.

    სასურველია შხაპის მიღება ცურვის შემდეგ რაც შეიძლება მალე. რაც უფრო დიდხანს რჩება მარილი, ქვიშა ან ქლორი კანზე, მით უფრო მაღალია სიმშრალისა და გაღიზიანების რისკი. წყალი უნდა იყოს თბილი და არა ცხელი: ძალიან ბევრი სითბო კიდევ უფრო აზიანებს კანის დამცავ ლიპიდურ შრეს. დერმატოლოგები ასევე გვირჩევენ თბილი წყლისა და ნაზი გამწმენდი საშუალებების გამოყენებას ცხელი შხაპისა და უხეში სკრაბების ნაცვლად.

    გაწმენდისთვის უმჯობესია აირჩიოთ ნაზი გელები და კრემ-გელები უხეში ინგრედიენტების გარეშე. მოძებნეთ დამატენიანებელი და აღმდგენი ინგრედიენტები, როგორიცაა გლიცერინი, პანთენოლი, ცერამიდები და რბილი ზეთები. თუ თქვენი კანი სიმშრალისკენაა მიდრეკილი, უმჯობესია თავი აარიდოთ ალკოჰოლის მაღალი შემცველობის, ძლიერი არომატის და მკაცრი გამწმენდი ინგრედიენტების შემცველ პროდუქტებს.

    „შხაპის მიღების შემდეგ, თქვენს კანს არა მხოლოდ გაწმენდა, არამედ აღდგენაც სჭირდება. სასარგებლოა კრემის, ლოსიონის ან დამარბილებელი საშუალების წასმა პირსახოცით გაშრობის შემდეგ პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში – სწორედ ამ დროს ინარჩუნებს კანი ტენიანობას საუკეთესოდ“, – აღნიშნა ექიმმა.

    თუ გაღიზიანება უკვე მოხდა, მნიშვნელოვანია, რომ არ გაამწვავოთ დაზიანება. მოერიდეთ სკრაბებს, უხეში ტილოებს და აქტიური ინგრედიენტების შემცველ პროდუქტებს. უმჯობესია გადახვიდეთ ნაზ გამწმენდ და აღმდგენი მოვლის საშუალებებზე. თუ შეამჩნევთ ძლიერ სიწითლეს, ქავილს, დახეთქილებას ან გამონადენს, მიმართეთ ექიმს.

  • კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    “3 სასაკლაო ადგილი გზაზე. არ ჩაიჩეხოთ! გაავრცელეთ! ზუგდიდის გამოსასვლელიდან თბილისის მიმართულებით 12 კმ-შ.ი” – ინფორმაცია და კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

  • “გავრცელდა ტრაგიკული ამბავი…” – რას წერს ნიკა გვარამია?

    “გავრცელდა ტრაგიკული ამბავი…” – რას წერს ნიკა გვარამია?

    ნიკა გვა­რა­მია – ღა­რი­ბაშ­ვილს ძა­ლი­ან ბევ­რი აქვს სა­ლა­პა­რა­კო და იმე­დია, იმ წყალს მო­უყ­ვე­ბა, რომ­ლის პი­რა­საც ყვე­ლა­ნი ჩა­მოვ­სხდე­ბით და და­ვე­ლო­დე­ბით ქვეყ­ნის მტრე­ბის “გვა­მე­ბის“ ჩა­მო­ცუ­რე­ბას

    “რე­ჟიმს იმა­ზე მე­ტად ძვრე­ბა სული, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, თა­ნაც უკვე შავ­რაზ­მელ “ქო­ცებ­შიც”, რად­გან ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ას ამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს,“ – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ნიკა გვა­რა­მია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წე­რილს.

    რო­გორც გვა­რა­მია “ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე წერს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ძა­ლი­ან ბევ­რი აქვს სა­ლა­პა­რა­კო, გვა­რა­მია იმე­დოვ­ნებს, რომ იმ წყალს მო­უყ­ვე­ბა, რომ­ლის “პი­რა­საც ყვე­ლა­ნი ჩა­მოვ­სხდე­ბით და და­ვე­ლო­დე­ბით ქვეყ­ნის მტრე­ბის “გვა­მე­ბის” ჩა­მო­ცუ­რე­ბას“.“რა გა­ვი­გეთ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მო­მარ­თვი­დან (თუ ეს წე­რი­ლი ნამ­დვი­ლია): მო­ძა­ლა­დის მი­მართ მსხვერ­პლის მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბა სა­ზი­ზღრო­ბაა და ვე­რა­ფერს ვე­რა­თუ ვერ შვე­ლის, პი­რი­ქით, უა­რესს შვრე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ვაჭ­რო­ბა, კი­დევ მეტს მო­გის­ჯი, თუ პო­ლი­ტი­კი­დან სა­მუ­და­მოდ წას­ვლის გა­რან­ტი­ებს არ მომ­ცე­მო, იმას ადას­ტუ­რებს, რომ მისი და­ჭე­რის მო­ტი­ვი არა კო­რუფ­ცი­ო­ნე­რის დას­ჯა ან ზო­გა­დად კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლაა, არა რა­ი­მე სა­ჯა­რო თუ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სია, არა­მედ ბი­ძი­ნას პი­რა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი, მო­ი­ცი­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე (რო­გორც ის თვლის). და კი, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში და­ჭე­რი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რად ფას­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით, გინ­და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იყოს გვა­რად და გინ­და ჯონ სმი­ტი, გინ­და ჩა­დე­ნი­ლი ჰქონ­დეს და­ნა­შა­უ­ლი და გინ­და არა) რო­გორც ჩანს, რე­ჟიმს იმა­ზე მე­ტად ძვრე­ბა სული, ვიდ­რე ეს ჩვენ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. თა­ნაც, უკვე თა­ვის შავ­რაზ­მელ ქო­ცებ­შიც, რა­ხან ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ას ამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის “და­უ­მარ­ხა­ვი მიც­ვა­ლე­ბუ­ლია”, არა­ვის რომ არ უნდა, ყვე­ლა რომ მის მო­შო­რე­ბას ცდი­ლობს და და­ჭე­რი­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც კი რომ ჯობ­ნის ქო­ცე­ბის გუ­ლებ­ში, ამი­ტო­მაც, მალე “და­მარ­ხა­ვენ”.

    რო­გორც ჩანს, სი­მარ­თლეა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ბოლო 1 კვი­რაა ცირ­კუ­ლი­რებს: ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის ძმის, მისი სი­მამ­რის და მა­მა­მი­სის (ანუ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამ­რის) სახ­ლებ­ში ჩხრე­კა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ქო­ნე­ბე­ბის აღ­წე­რის და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­კი­თხვე­ბის თან­ხლე­ბით. ასე­ვე გავ­რცელ­და ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი, თით­ქოს ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლის სი­მამრმა ვერ გა­უძ­ლო ამ ყვე­ლა­ფერს და თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, რაც, რა­კი­ღა აქამ­დე არ და­დას­ტურ­და, ალ­ბათ, და სა­ბედ­ნი­ე­როდ ტყუ­ი­ლია. ღა­რი­ბაშ­ვილს ძა­ლი­ან ბევ­რი აქვს სა­ლა­პა­რა­კო და იმე­დია იმ წყალს მო­უყ­ვე­ბა, რომ­ლის პი­რა­საც ყვე­ლა­ნი ჩა­მოვ­სხდე­ბით და და­ვე­ლო­დე­ბით ქვეყ­ნის მტრე­ბის “გვა­მე­ბის” ჩა­მო­ცუ­რე­ბას.

    P.S. იმე­დია, სან­დო და უში­შა­რი ად­ვო­კა­ტი გა­მო­ი­ნა­ხე­ბა ცი­ხი­დან სი­მარ­თლის გა­მო­სა­ტა­ნად. არ მგო­ნია, ვინ­მემ უარი უთხრას პა­ტი­მარს“, – წერს გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

    ცნო­ბის­თვის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და წერს, რომ “დღე­ი­დან მისი და მისი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“. რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ხვალ, 18 აგ­ვის­ტოს ვრცელ წე­რილს გა­ავ­რცე­ლებს.

  • “ამ წუთას ხდება ურეკში, ძლივს გამოდიან სასტუმროებიდან, ნახეთ, რა ხდება” – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    “ამ წუთას ხდება ურეკში, ძლივს გამოდიან სასტუმროებიდან, ნახეთ, რა ხდება” – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    “ერთი ასფლატი რა გახდა რომ დააგონ ურეკში? ჩვენ დამსვენებლები ვართ. ეს ხდება ურეკში ყოველ წელს ერთიაიგივე პრობლემაა”, – წერს ნინი ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

  • “მოულოდენლად, თავის არეში სისხლძარღვი ( ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში” – რას წერს ეკა ბესელია?

    “მოულოდენლად, თავის არეში სისხლძარღვი ( ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში” – რას წერს ეკა ბესელია?

    მე- 10 დღე დაიწყო, რაც ერთად ვიბრძვით დედას სიცოცხლისთვის…მოულოდენლად, თავის არეში სისხლძარღვი ( ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში, – ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებლი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

    “დედას ჩემზე ბევრი ფბ მეგობარი ჰყავს და ჩემზე აქტიურია ამ სამყაროში. არ ვწერდი აქამდე და არც მქონდა ამის ძალა , მაგრამ იმდენი მეგობარი ჰყავს დედას ( მათ შორის ჩემი მეგობრებიც ) , რომ ვალდებულად ვთვლი დავწერო მოკლედ და რომ კითხულობენ რატომ არ ჩანს – ვუთხრა , რომ მე- 10 დღე დაიწყო, რაც ერთად ვიბრძვით მისი სიცოცხლისთვის !

    ერთად ვიბრძვით მისი გადარჩენისთვის და მჯერა, რომ აუცილებლად გადავიტანთ ამ განსაცდელს უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით, მოულოდენლად, თავის არეში სისხლძარღვი ( ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში. მე- 10 დღეა ყველა ერთად ვიბრძვით ….მადლობა ექიმ ბუბა შალამბერიძეს , რომელმაც ორი ოპერაცია გაუკეთა და აკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია ….

    ყველა ექიმს და სანიტარს, ვინც დედას უვლის მირიანის და ნანას სახელობის კლინიკაში …ჩვენ ოთხივე შვილი დედას პალატის ქვემოთ ეზოში ,, დავბანაკდით “ და ველოდებით …ისეთი ძლიერია, ისეთი კეთილი, ისეთი მზრუნველი, უანგარო, თავდადებული, რომ აუცილებლად უნდა გადალახოს უფლის შეწევნით ეს დიდი განსაცდელი! მის მეგობრებს ცალ – ცალკე ვერ გპასუხობთ და დავწერ როგორც კი სიახლე გვექნება. კეთილი ადამიანების ლოცვა გააძლიერებს დედას,” – წერს ეკა ბესელია.

  • განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს

    განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე („მილანი-კორტინა-დ’ამპეცო 2026″) მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო პერსონალსა და ადმინისტრაციულ ჯგუფზე ფულადი პრიზები გაიცემა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

    განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, საპრიზო თანხმების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს საქართველოს სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.

    „XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის გასაცემი საპრიზო თანხები შემდეგი სახით გადანაწილდა: ფიგურულ ციგურაობაში (წყვილთა ასპარეზობა) II ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად პრიზს 51 000 ლარის ოდენობით და დამატებით ფულად პრიზს 449 000 ლარს, ხოლო ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილისთვის – 6 800 ლარს. ასევე, ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილის მფლობელები ფულადი პრიზის სახით მიიღებენ 6 800 ლარს და დამატებით 50 000 ლარს. ფიგურულ ციგურაობაში ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ფულადი პრიზის სახით გადაეცემა 71 400 ლარი.

    სამთო-სათხილამურო სპორტის (სლალომი/გიგანტური სლალომი) სახეობაში მონაწილეობისათვის განისაზღვრა დამატებითი ფულადი პრიზი 50 000 ლარის ოდენობით.

    საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის საექიმო პერსონალი ფულადი პრიზის სახით მიიღებს 42 840 ლარს, ხოლო საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის ადმინისტრაციული ჯგუფი – 28 560 ლარს“,-აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “დათბება, არ შეგეშინდეთ… ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს” – რას ამბობს სინოპტიკოსი აგვისტოს სიცივეებზე და როდის გამოიდარებს საქართველოში?

    “დათბება, არ შეგეშინდეთ… ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს” – რას ამბობს სინოპტიკოსი აგვისტოს სიცივეებზე და როდის გამოიდარებს საქართველოში?

    ბოლო დღე­ე­ბის გრი­ლი და წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა ნელ-ნელა მო­ი­მა­ტებს. რამ­დე­ნად ნორ­მა­ლუ­რია ასე­თი გრი­ლი აგ­ვის­ტო და რო­დი­დან დაბ­რუნ­დე­ბა მზი­ა­ნი დღე­ე­ბი? გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სი­ნოპ­ტი­კო­სი ნინო წვე­რა­ვა უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის ამინ­დის პროგ­ნოზ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებ­ზე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს.

    ნინო წვე­რა­ვა:

    – დღე­ი­დან აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს, უკე­თე­სი ამინ­დი გა­მო­ვა, აღარ იქ­ნე­ბა სიგ­რი­ლე. ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ხან­მოკ­ლე ხა­სი­ა­თის წვი­მა, ტემ­პე­რა­ტუ­რაც ნელ-ნელა მო­ი­მა­ტებს. და­სავ­ლეთ­ში დღეს და ხვალ წვი­მი­ა­ნი ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

    და­სავ­ლეთ­ში სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 33 გრა­დუ­სამ­დე გა­იზ­რდე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა, რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, 34 გრა­დუ­სამ­დე. ხვალ თბი­ლის­ში 31 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა. ზეგ და მა­ზეგ 32-33 გრა­დუ­სი. თუმ­ცა მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა თბი­ლის­ში ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში. ამ­ხე­ლა სიგ­რი­ლის შემ­დეგ, რომ დათ­ბე­ბა, არის შან­სი იწ­ვი­მოს. ოღონდ ხან­მოკ­ლე ხა­სი­ა­თის, უცებ რომ იწ­ვი­მებს და მალე გა­და­ი­ღებს.

    – ასე­თი ცივი დღე­ე­ბი ზა­ფხულ­ში, რამ­დე­ნად ნორ­მა­ლუ­რია?

    – რამე კონ­კრე­ტუ­ლი და სა­გან­გა­შო არ ხდე­ბა. ყო­ფი­ლა ასე­თი ამინ­დე­ბი, უბ­რა­ლოდ ბოლო წლებ­ში არა და ამი­ტომ არ გვახ­სოვს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის არის, რომ ბოლო პე­რი­ო­დის აგ­ვის­ტო არა­ვის ახ­სოვს ასე­თი, მაგ­რამ სენ­სა­ცი­უ­რი არა­ფე­რი ხდე­ბა. ასე რომ დათ­ბე­ბა, არ შე­გე­შინ­დეთ. დღეს უკვე 25-28 გრა­დუ­სამ­დე გა­იზ­რდე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა და მზეც გა­მო­ვა.

  • “ასეთი ამბავია ქობულეთში, ფრთხილად იყავით, ძალიან საშიშია” – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    “ასეთი ამბავია ქობულეთში, ფრთხილად იყავით, ძალიან საშიშია” – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

    “ქობულეთი, ქვედა სამება… ახლა დათვიც შემოგვეჩვია… დათვი ძალიან საშიში ცხოველია… ფრთხილად იყავით სამებელებო“ – წერს მერაბ ბლადაძე.