Author: tea

  • საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა.შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო

    თანამშრომლობას და IMF-ის მხარდაჭერას, მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით.საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის

    მაჩვენებელი 9.3%-ია და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებასა და სტრატეგიული

    ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რომელთა შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის შედეგადაც დაზოგილი

    ათობით მილიონი ლარი სექტორის განვითარებაში იქნება ინვესტირებული.შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ, – ნათქვამია განცხადებაში.

  • “საშინელ დღეში ჰყავს სტაფი და მომხამრებლებსაც საშინლად პასუხობს ეს რაკაცი… ვინმეს ქმარმა როგორ ვერ ასწავლა ჭკუა?!” – თამარ ივერი ზურაბ შევარდნაძეზე

    “საშინელ დღეში ჰყავს სტაფი და მომხამრებლებსაც საშინლად პასუხობს ეს რაკაცი… ვინმეს ქმარმა როგორ ვერ ასწავლა ჭკუა?!” – თამარ ივერი ზურაბ შევარდნაძეზე

    „კიდევ ერთი დადასტურება იმისა რომ ამ გაღრეჯილი, ვითომ პოზიტიური „შლაპიანი“ გურულის მიღმა, ერთი უზრდელი, თავხედი, გაქსუებული მეჯღანუაშვილია. საშინელ დღეში ჰყავს სტაფი და მომხმარებლებსაც საშინლად უხეშად პასუხობს ეს არაკაცი, აქამდე ერთი ვინმეს ქმარმა, როგორ ვერ „ასწავლა ჭკუა“?!, – წერს თამარ ივერი.
    ცნობისთვის, ერთ-ერთმა მოქალაქემ 30 მარტს ცნობილი ფლორისტისა და მებაღის ზურა შევარდნაძის წინააღმდეგ შრომის ინსპექციაში საჩივარი შეიტანა და მისი განცხადებით, შესაბამის რეაგირებას ელოდება.
    როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობდა, მასა და შევარდნაძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა. ხოლო მოქალაქის თქმით, მიზეზის გარკვევის მცდელობისას მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში საზოგადოების ფართო გამოხმაურება
  • როგორ ეხმაურება ნინო კვაჭანტირაძე ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს?

    როგორ ეხმაურება ნინო კვაჭანტირაძე ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს?

    ნინო კვაჭანტირაძე “გარდენია შევარდნაძის” მფლობელის, ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და შევარდნაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

    “აჰა, გათენდა და არ დაგავიწყდეთ რომ აგესია , ზიზღი, ანგარიშსწორების სურვილიც უნდა გამოაღვიძოთ, კარგად უნდა გაიხსენოთ “გარდენიაში”ვის რა გაწყენინეს, ვის როგორ შეგცივდათ, ვინ რა გადაიხადეთ, მორალისტებმა ამორალურები ამხილეთ, ზრდილობიანებმა გაა-ვი

    ტრ—ში შეიტენე და ყ… ეოთი შეცვალეთ, ვიღაცეებმა იარეთ გამარჯვებულის იერით და იძახეთ- ჭკუა ხომ ვასწავლეთ, შექმენით ჯგუფები და გამოავლინეთ საშიში დამნაშავე, გულაჩუყებულებმა ილაპარაკეთ მიტევებაზე და წელიწადში ერთხელ პატიების დღეს დაელოდეთ, სხვის

    ჯიბეში ფულები ითვალეთ და ქველმოქმედების ვალდებულებებზე ილაპარაკეთ და აგრესია გაამრავლეთ, ასე უფრო სასიამოვნო და ლამაზი გახდება ცხოვრება, დედამიწას რომ სიყვარული ატრიალებს ეგ უფრო საჭირო დროს გაიხსენეთ…დიახ, ზურა შევარდნაძე ჩემი მეგობარია!დილა მშვიდობისა!” – წერს ნინო კვაჭანტირაძე.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მოქალაქემ ვიდეო ჩაწერა, სადაც ზურა შევარდნაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

  • „ვხედავ აფეთქებას…“ – ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება

    „ვხედავ აფეთქებას…“ – ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება

    „ვხედავ, რეალური ძალა, რომელიც ყალიბდება, შეაჩერებს უზარმაზარ დარტყმას საქართველოზე და ჩვენს ქვეყანას საერთოდ ასცდება ყველა საშიშროება. აი, ამის ასრულება მინდა, ვინაიდან ამაშია საქართველოს გადარჩენის ენერგია.

    ⭕️2023 წელი, 21 ნოემბერი,

    რუსების, ამერიკელების, ევროპელების პოლიტიკური თამაში სიტყვიერი განცხადებებიდან ქმედებებში გადავა, პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგმება. ამერიკას აჰყვება მთელი მსოფლიო. თურქეთიც კი გადაიფიქრებს მის საწინააღმდეგო თამაშებს, იმიტომ, რომ ერდოღანს გაუჭირდება ასეთი ჭკუაგადაბრუნებული თურქეთის მართვა.

    ახლო აღმოსავლეთის მხარეს ატომურ აფეთქებას ვხედავ. ეს აფეთქება დამანგრეველია, მაგრამ ჭკუის მასწავლებელიცაა.

    ვხედავ, დაიწყება მიწების გადანაწილება და აქ საქართველო გამოძვრება.

    სამაჩაბლო და აფხაზეთი — ეს საქართველოა! არავითარი ძალა არ არსებობს, რომ ეს ტერიტორიები წაგვართვას. მოდით, აბა, მეჭიდავეთ! მე თმის ღერიც არ ჩამომვარდება, თქვენ კი, შადიმანებო, ბღუჯა ბეწვი გაგცვივდებათ. დედა გეტირებათ!!!

    და ვაშა ჩემს ქვეყანას, ვაშა ჩემს ქართველებს!

    ⭕️ 2023 წელი, 26 ნოემბერი

    ვხედავ, რეალური ძალა, რომელიც ყალიბდება, შეაჩერებს უზარმაზარ დარტყმას საქართველოზე და ჩვენს ქვეყანას საერთოდ ასცდება ყველა საშიშროება.

    აი ამის ასრულება მინდა, ვინაიდან ამაშია საქართველოს გადარჩენის ენერგია. და ასრულდება კიდეც — თავად იხილავთ, ქართველებო, როგორ გადარჩება ჩვენი სამშობლო.

    მესმის ლექსად:

    „და გაბრწყინდება ყოველივე თეთრი ვარსკვლავით.

    ეს საქართველოს სიცოცხლის ხმაა: ისმის, არაგვის ჩანჩქერი ღელავს.

    ყველა მდინარე რომ შეერთდება, მაშინ იწყება მტარვალთა ცვენა“.

    ახლა ვწინასწარმეტყველებ და თავად მიკვირს, რასაც ვხედავ: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იმდენად მძლავრია, რომ მსგავსი სიმძლავრის სადგური ლამის მთელ მსოფლიოში არ არსებობს. მას შეუძლია დიდი დარტყმა მიაყენოს მსოფლიოს — თუმცა უფრო ევროპას, ვიდრე ამერიკას.

    ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული ცვლილებების მიუხედავად, ზაპოროჟიეს სადგური ყველაზე საშიშად რჩება მსოფლიოში. გაიხსენეთ ჩემი 1992 წლის 22 მარტის წინასწარმეტყველება: „რუსეთის ტერიტორიაზე ატომური გაჟონვები, აფეთქება —ჩერნობილზე უარესი“.

    პირდაპირ ახლა ხედვაში მოულოდნელად წამოვიდა რუსეთის ტერიტორიაზე არსებული კიდევ ორი ატომური სადგური,

    რომლებიც თითქოს არ ჩანს, ანუ ფარული ობიექტებია. სხვა დასახელებები აწერია, სხვა ორგანიზაციის სახელს ატარებენ, მაგრამ სულ სხვა რამეს კი ემსახურებიან. სინამდვილეში ეს ადამიანების გასანადგურებელი მანქანაა.

    ამაზე ძალიან დაიძაბება მთელი მსოფლიო და ყველა მოიმართება რუსეთის წინააღმდეგ— მსოფლიო მოითხოვს რუსეთის დასჯას.

    ვხედავ კიდეც ორ გენერალს — მნიშვნელოვანი ფიგურები კი არიან, მაგრამ დღეს განსაკუთრებულ როლს ვერ ასრულებენ და მათი მნიშვნელოვნება მალე გაქრება კიდეც. უფრო სხვა ძალები მოდიან.

    ახლა მოსკოვში ვინ რა სავარძელს დაიმსახურებს, რას მოიპოვებს — ბრძოლითა თუ ნაცნობობით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ყურადღებას არ აქცევენ.

    ვხედავ, რუსეთისა და ირანის ურთიერთობები დაიძაბება. რუსეთმა კარგად იცის, ვის

    რა აქვს და ამიტომ ირანი იძულებული შეიქნება, რაღაცები დათმოს. თეირანმა სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის ძალა, თავისზე სუსტი ჰგონია. დიაგნოზებს ვერ სვამენ.

    ახალი ობიექტების გახსნით ირანი მთელ პლანეტას უპირისპირდება. მაგრამ აფეთქებას თუ დაიწყებენ, პირველ რიგში თვითონ ირანი აფეთქდება და მერე ირანი რუსეთს დაარტყამს.

    საოცრება იცით, რა არის? ვხედავ, რომ ირანი სულ სხვა პოლიტიკას აირჩევს — ისეთს, რომელიც თავის გადარჩენის პოლიტიკას ჰგავს, და მოულოდნელად ამერიკასთან „ჩახუტებას“ შეეცდება. ევროპა უარყოფითად შეხედავს ირანის ამ მცდელობას, არ დაუჯერებს მას, და თეირანის პოლიტიკა, რომლის გატარებასაც ის ფიქრობს, მიუღებელი აღმოჩნდება არა მარტო ევროპისთვის, არამედ ამერიკისთვისაც.

    ისრაელს აქვს განსაცვიფრებელი სამხედრო ტექნიკა, რითაც ის დიდ ზიანს აყენებს მუსლიმებს. გარდა ამისა, ისრაელს ხელს უწყობენ ძნელად გასაშიფრი პოლიტიკური მდგომარეობის შექმნითაც, რათა მან ომი მოიგოს.

    და ვხედავ, რომ ისრაელს ხელში გამარჯვების დროშა უჭირავს!” – ეს წინასწარმეტყველება გამოქვეყნა ლელა კაკულიამ.

  • “საუკეთესო პერიოდი დაგიდგათ, დიდ ფულს იშოვით“ – ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს აპრილში დიდი წარმატება ელის

    “საუკეთესო პერიოდი დაგიდგათ, დიდ ფულს იშოვით“ – ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს აპრილში დიდი წარმატება ელის

    2026 წლის 28 მარტიდან ზოდიაქოს სამი ნიშნის ცხოვრებაში ძლიერი და გარდამტეხი ეტაპი იწყება. როგორც გამოცემა YourTango წერს, იცვლება თავად ძალაუფლებისა და გავლენის გაგება — ახლა საუბარია პიროვნულ ძალასა და მისი მართვის უნარზე.

    აშკარა ხდება, რომ აღარავის სურს დაწესებულ წესებთან შეგუება. სატურნი და პლუტონის შეერთების მომენტში იღვიძებს შინაგანი პროტესტი — შეზღუდვებისგან დაღლილობა და საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედების სურვილი.

    იწყება ახალი ეპოქა, რომელშიც ლიდერები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ნიშნები არიან მზად, აიღონ საკუთარ თავზე ეს როლი, განსაზღვრონ მიმართულება და სხვებიც გაიყოლიონ.

    სასწორი
    საკუთარი ძალის მოსაკრებად, თქვენთვის მნიშვნელოვანია წესრიგის დამყარება ცხოვრების ყველა სფეროში: სამსახურში, ურთიერთობებში, ფინანსებსა და საკუთარ მდგომარეობაშიც კი. როდესაც ირგვლივ ქაოსია, წინსვლა თითქმის შეუძლებელია.

    28 მარტს თქვენ ნათლად იგრძნობთ, რომ მნიშვნელოვან პერიოდში შედიხართ. ეს დრო მოითხოვს გაცნობიერებულობას და დეტალებისადმი ყურადღებას. დღის ენერგია გიბიძგებთ მკაფიო საზღვრების დადგენისკენ. თქვენ იწყებთ საკუთარი შესაძლებლობებისა და ლიმიტების უკეთ გაგებას, რაც გაძლევთ კონტროლსა და თავდაჯერებულობას — ზუსტად იმას, რაც ახლა ასე გჭირდებათ.

    თხის რქა
    თქვენ ძალისმიერ წერტილში იმყოფებით, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. თქვენ იცით, როგორ გაუმკლავდეთ პასუხისმგებლობასა და გავლენას, რასაც გარშემომყოფებიც გრძნობენ — სწორედ თქვენთან მოდიან ხშირად რჩევისთვის.

    სატურნისა და პლუტონის შეერთება მხოლოდ აძლიერებს თქვენს პოზიციებს. თქვენ უკვე შეასრულეთ ძირითადი სამუშაო და ახლა მზად ხართ უფრო მასშტაბური ამოცანებისთვის. საუბარია არა სხვებზე ზეწოლაზე, არამედ საჭირო დროს სიტუაციის კონტროლის ქვეშ აყვანის უნარზე. თქვენ გაქვთ ყველაფერი: გამოცდილება, ლოგიკა და ლიდერული თვისებები. დარჩენილია მხოლოდ მოქმედება.

    თევზები
    თქვენი ძალა საკუთარი თავისა და სხვების ღრმა გაგებაშია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე გავლენასა და პასუხისმგებლობას ეხება. თქვენ გრძნობთ, რომ შეგიძლიათ გახდეთ ის ადამიანი, რომელიც სხვებს მხარს დაუჭერს და სწორ მიმართულებას მისცემს. და თქვენ მზად ხართ ამისთვის.

    ახლა განსაკუთრებით ფასდება ემპათია და სიკეთე — ზუსტად ის, რაც თქვენ ბუნებრივად გამოგდით. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ საყრდენი სხვებისთვის და ეს შინაგან კმაყოფილებას მოგიტანთ. თქვენ არ გჭირდებათ მკაცრად გაწერილი გეგმები — საკმარისია გრძნობდეთ, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ. ამ პერიოდის დაწყებასთან ერთად თქვენ შედიხართ ძალისა და გავლენის ახალ რეალობაში და მზად ხართ, ეს გარშემომყოფებსაც გაუზიაროთ.

  • სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

    სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

    ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. ახალი წესი დღეიდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრებას, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების პრევენციას. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის – არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით. ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი.

    ამავე წესით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს. კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. დოზის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტთან არსებული დარჩენილი მედიკამენტის რაოდენობა. რეგულაცია ასევე განსაზღვრავს წესებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პრეპარატი დაკარგულია, დაზიანებულია ან განადგურებულია.

    ცვლილებები უკავშირდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევებს, როდესაც ფსიქოტროპული მედიკამენტები რიგ შემთხვევებში ინიშნებოდა სათანადო დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის გარეშე, მათ შორის – გადაჭარბებული დოზებითა და შესაბამისი ნებართვის არმქონე ექიმების მიერ.

    საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დარღვევებისთვის, პროფესიული განვითარების საბჭომ 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ რისკების შემცირების მიზნით აუცილებელი იყო კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და გამკაცრება.

    მსგავსი დარღვევების პრევენცია რჩება ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად და ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისა და გაცემის პროცესზე ზედამხედველობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

  • დაღუპულია 23 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი – სად მოხდა ავიაკატასტროფა?

    დაღუპულია 23 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი – სად მოხდა ავიაკატასტროფა?

    ოკუპირებულ ყირიმში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 23 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, An-26-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავთან კავშირი 31 მარტს, მოსკოვის დროით დაახლოებით 18:00 საათზე დაიკარგა.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.

    ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია მუშაობს

  • “ამ კაცზე ბევრი ცუდი მსმენია და პირადადაც მქონია უსიამოვნება წლების წინ” – რას წერს გურამ შეროზია

    “ამ კაცზე ბევრი ცუდი მსმენია და პირადადაც მქონია უსიამოვნება წლების წინ” – რას წერს გურამ შეროზია

    ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელშუ ეხმაურება, “გარდენია შევარნაძის” და მის დამფუძნებლის, ზურაბ შევარდნაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. კერძოდ, მათი ყოფილი თანამშორმელი ზურა შევარდნაძეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

    “საშინელებაა, რასაც ამ ვიდეოში ვისმენ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ზუსტად ასე იყო! ამ კაცზე ბევრი ცუდი მსმენია და პირადადაც მქონია უსიამოვნება წლების წინ. მსგავსი ადამიანები უნდა დაქენსელდნენ, არავინ არავისზე მეტი არ არის და უხეშობა და უზრდელობა არავის უნდა შერჩეს.დაე იყოს მაგალითი სხვებისთვისაც!” – წერს გურამ შეროზია.

  • ასტროლოგები ასახელებენ ნიშნებს, ვისაც უახლოეს დროში ტრიუმფი ელოდებათ

    ასტროლოგები ასახელებენ ნიშნებს, ვისაც უახლოეს დროში ტრიუმფი ელოდებათ

    2026 წლის 28 მარტიდან ზოდიაქოს სამი ნიშნის ცხოვრებაში ძლიერი და გარდამტეხი ეტაპი იწყება. როგორც გამოცემა YourTango წერს, იცვლება თავად ძალაუფლებისა და გავლენის გაგება — ახლა საუბარია პიროვნულ ძალასა და მისი მართვის უნარზე.

    აშკარა ხდება, რომ აღარავის სურს დაწესებულ წესებთან შეგუება. სატურნი და პლუტონის შეერთების მომენტში იღვიძებს შინაგანი პროტესტი — შეზღუდვებისგან დაღლილობა და საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედების სურვილი.

    იწყება ახალი ეპოქა, რომელშიც ლიდერები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ნიშნები არიან მზად, აიღონ საკუთარ თავზე ეს როლი, განსაზღვრონ მიმართულება და სხვებიც გაიყოლიონ.

    სასწორი
    საკუთარი ძალის მოსაკრებად, თქვენთვის მნიშვნელოვანია წესრიგის დამყარება ცხოვრების ყველა სფეროში: სამსახურში, ურთიერთობებში, ფინანსებსა და საკუთარ მდგომარეობაშიც კი. როდესაც ირგვლივ ქაოსია, წინსვლა თითქმის შეუძლებელია.

    28 მარტს თქვენ ნათლად იგრძნობთ, რომ მნიშვნელოვან პერიოდში შედიხართ. ეს დრო მოითხოვს გაცნობიერებულობას და დეტალებისადმი ყურადღებას. დღის ენერგია გიბიძგებთ მკაფიო საზღვრების დადგენისკენ. თქვენ იწყებთ საკუთარი შესაძლებლობებისა და ლიმიტების უკეთ გაგებას, რაც გაძლევთ კონტროლსა და თავდაჯერებულობას — ზუსტად იმას, რაც ახლა ასე გჭირდებათ.

    თხის რქა
    თქვენ ძალისმიერ წერტილში იმყოფებით, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. თქვენ იცით, როგორ გაუმკლავდეთ პასუხისმგებლობასა და გავლენას, რასაც გარშემომყოფებიც გრძნობენ — სწორედ თქვენთან მოდიან ხშირად რჩევისთვის.

    სატურნისა და პლუტონის შეერთება მხოლოდ აძლიერებს თქვენს პოზიციებს. თქვენ უკვე შეასრულეთ ძირითადი სამუშაო და ახლა მზად ხართ უფრო მასშტაბური ამოცანებისთვის. საუბარია არა სხვებზე ზეწოლაზე, არამედ საჭირო დროს სიტუაციის კონტროლის ქვეშ აყვანის უნარზე. თქვენ გაქვთ ყველაფერი: გამოცდილება, ლოგიკა და ლიდერული თვისებები. დარჩენილია მხოლოდ მოქმედება.

    თევზები
    თქვენი ძალა საკუთარი თავისა და სხვების ღრმა გაგებაშია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე გავლენასა და პასუხისმგებლობას ეხება. თქვენ გრძნობთ, რომ შეგიძლიათ გახდეთ ის ადამიანი, რომელიც სხვებს მხარს დაუჭერს და სწორ მიმართულებას მისცემს. და თქვენ მზად ხართ ამისთვის.

    ახლა განსაკუთრებით ფასდება ემპათია და სიკეთე — ზუსტად ის, რაც თქვენ ბუნებრივად გამოგდით. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ საყრდენი სხვებისთვის და ეს შინაგან კმაყოფილებას მოგიტანთ. თქვენ არ გჭირდებათ მკაცრად გაწერილი გეგმები — საკმარისია გრძნობდეთ, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ. ამ პერიოდის დაწყებასთან ერთად თქვენ შედიხართ ძალისა და გავლენის ახალ რეალობაში და მზად ხართ, ეს გარშემომყოფებსაც გაუზიაროთ.

  • „განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებისთვისაა საშიში“ – ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

    „განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებისთვისაა საშიში“ – ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

    იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძე განცხადებით, თებერვლიდან საქართველოში ყველაზე ხშირად ცირკულირებს ვირუსი, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის წარმოადგენს.

    როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, აღნიშნულ ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს წვრილი ბრონქების ანთება — ბრონქიოლიტი. დაავადებას ახასიათებს შეტევითი და ხშირი ხველა, სუნთქვის გახშირება და გაძნელება, ასევე მსტვინავი სუნთქვა.

    ივანე ჩხაიძის თქმით, ამ ვირუსმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა სეზონური გრიპი, მათ შორის ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი, რომელიც დეკემბრიდან იყო ყველაზე გავრცელებული. მისი განმარტებით, ბრონქიოლიტის დიაგნოსტირება ძირითადად კლინიკური ნიშნების საფუძველზე ხდება და დამატებით კვლევებს, როგორც წესი, არ საჭიროებს.

    ექიმის თქმით, ინფიცირების ყველა შემთხვევა მძიმე არ არის, თუმცა პაციენტების ნაწილს შესაძლოა დასჭირდეს ჟანგბადის მიწოდება, სითხის შევსება და გარკვეულ შემთხვევებში — ჰოსპიტალიზაცია.

    ივანე ჩხაიძე ასევე აღნიშნავს, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, თუმცა ის ინდივიდუალურად განისაზღვრება — ორსულებში დამოკიდებულია ორსულობის ვადასა და მშობიარობის სავარაუდო პერიოდზე. მისი თქმით, ვაქცინაცია შესაძლებელია 1-6 თვის ასაკის ბავშვებშიც, რადგან ამ ჯგუფში გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია.

    ექიმი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ვირუსი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც, რომელთაც ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა განუვითარდეთ ფილტვების ანთება და გაიზარდოს ჰოსპიტალიზაციის რისკი.

    მისივე განმარტებით, 2 წლამდე ბავშვები და 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი წარმოადგენს ძირითად რისკ-ჯგუფებს, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობასა და აქტიურ მართვას საჭიროებენ.

    პრევენციის მიზნით, ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ურჩევს, ინფიცირებული პირები ოჯახის წევრებისგან მაქსიმალურად იზოლირდნენ, ატარონ პირბადე, დაიცვან ხელების ჰიგიენა, რეგულარულად გაანიავონ საცხოვრებელი სივრცე და ჩაატარონ სველი წესით დასუფთავება.