Author: tea

  • ცნობილია, რა გახდა “ისთ ფოინთში” ევაკუაციის მიზეზი

    ცნობილია, რა გახდა “ისთ ფოინთში” ევაკუაციის მიზეზი

    “მომხმარებელმა შემთხვევით მიაჭირა ღილაკს” – ასე განმარტეს bm.ge-სთან კომპანიაში ბოლო 10 დღეში რიგით მეორე ევაკუაციის მიზეზი.

    ცნობისთვ ის, რამდენიმე წუთის წინ სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა.

    როგორც ადგილიდან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სავაჭრო ცენტრში მყოფებს მოსთხოვეს მაღაზიების ტერიტორია დაეტოვებინათ.

  • “ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა

    “ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა.

    როგორც ადგილიდან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სავაჭრო ცენტრში მყოფებს მოსთხოვეს მაღაზიების ტერიტორია დაეტოვებინათ.

    ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია.

  • 🔴ანი მიქაძე-ჩიკვაიძე საკუთარი შვილის დაკარგვის ისტორიას იხსენებს და სოფო ბიბილაშვილს მიმართავს.

    🔴ანი მიქაძე-ჩიკვაიძე საკუთარი შვილის დაკარგვის ისტორიას იხსენებს და სოფო ბიბილაშვილს მიმართავს.

    ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედას სოფო ბიბილაშვილს მიმართავს და საკუთარი შვილის დაკარგვის ისტორიას იხსენებს.

    “როცა ლუკა დაიკარგა, სახლიდან წავიდა, საშინლად წვიმდა. ქარი ამივარდა. შუქი ჩაქრა. სოფლის სახლში ვიყავით თელეთში. 10 წუთიც არ იყო გასული კარის გაჯახუნებიდან, მეორე სართულზე ავედი და რომ ვერ ვნახე, მაშინვე დავრეკე პატრულში…

    იმ წამიდან, ჩემს დანახვაზე პოლიციის ყველა განყოფილებაში გულყრა ემართებიდათ… ვეძებდით ყველგან… ზარები ფიქსირდებოდა (ბედად მობილური თან ჰქინდა ). იყო ლოკაცია – ზუგდუდი, ფოთი.

    ცხონებულმა ზურა მიქაძემ მთელი დასავლეთის პოლიცია ფეხზე დააყენა. გავრბოდით ყველგან, საიდანაც გვირეკავდნენ, რომ ნახეს. მალთაყვის სასტუმრომ აქ კუნძულზე გაათენა. გადაგდებული სავარძელი გვთხოვაო. ვიცოდით, რომ ცოცხალი იყო და ვეძებდით. გამოვტივებ, როგორ შემოგვტენა პოლიციამ ვიღაცის გვამი – დიღმის მასივის მორგში და შვილი მკვდრად გამისაღა.. და იუსტიციაში მკვდრად გამოაცხადეს…

    ერთი თვის თავზე ზარი შემოვიდა ჩემს მობილურზე – “დე აქ ვარ და წამიყვანე”… არ ვიცი რატომ მჯერა, მაგრამ შენი გურიკა ცოცხალია სოფო…” – წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

  • 🔴”მე-11 დღე დაიწყო ბრძოლის და ლოდინის” – რას წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში, ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    🔴”მე-11 დღე დაიწყო ბრძოლის და ლოდინის” – რას წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში, ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებლი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში დედის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    “მე-11 დღე დაიწყო ბრძოლის და ლოდინის…დილა იწყება დედასთან შესვლით… გული მიჩერდება ყველა შესვლის წინ, ვიდრე გავიგებ ღამემ როგორ ჩაიარა რეანიმაციაში… ძილის რეჟიმში ჰყავთ…

    რომ შევდივარ პირველი მორიგე ექიმს ვუყურებ თვალებში… ვიდრე მეტყვის უნდა მივხვდე …. დედას მშვიდი სახე აქვს… ხელებზე ვეფერები და ველაპარაკები…. მჯერა ესმის… დედას არ შეიძლება შვილის ხმა არ ესმოდეს …. ვუყვები, რომ ყველა ველოდებით … სულ მის ფანჯარასთან ვართ ახლოს… ყველაზე მეტად უხაროდა, როცა ყველა შვილი ერთად ვიკრიბებოდით და 11 დღეა არ ვშორდებით ამ ფანჯარას ….

    საავადმყოფოს ეზოს ყველა მიუსაფარი ძაღლი დაბანეს, დავარცხნეს და დააპურეს ჩემმა ძმამ და რძალმა… უვლიან ეს დღეები და ესაუბრებიან… ამბობენ, ეს სითბოც დედასთან მიდისო … მამა გაბრიელის ზეთს ვუსმევ ყოველ დღე… ბერი პაისის ქუდი ჩამობრძნდა და შევახე დედა …. ბერი გაბრიელის ფაჩუჩიც …. ყველგან ლოცულობენ… სასწაულს ველოდები…

    სასწაული დედაა თავად სიკეთის და უპირობო სიყვარულის მაგალითი მთელი ცხოვრება ჩვენთვის. არასოდეს არსად მივუტოვებივარ მარტო და არც ახლა არ დაუშვებს რომ არ იყოს ჩვენთან. ველოდებით… ლოცვებში მოიხსენიეთ გულნარა (გულიზარი) და გააძლიერებს” – წერს ეკა ბესელია.

    ასევე იხილეთ: “ერთად ვიბრძვით მისი გადარჩენისთვის და მჯერა, რომ აუცილებლად გადავიტანთ ამ განსაცდელს უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით, მოულოდენლად, თავის არეში სისხლძარღვი (ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში”- ეკა ბესელია

  • მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად.

    თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით აღინიშნოს აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

  • “ძალიან პრობლემური განცხადებაა” – რას ამბობს ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე?

    “ძალიან პრობლემური განცხადებაა” – რას ამბობს ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე?

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ძალიან პრობლემურია მისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

    პრემიერი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქმეზე კონკრეტული განაჩენი დამდგარია და „დანარჩენი მთლიანად არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე“.

    „მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვიცი, ერთი რამ – რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს მის განცხადებაზე, მათ შორის, იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას და შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება.

    ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. არსებობს ეთიკური სტანდარტები, რაც მე მიზღუდავს ამ თემაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობას,“ – განაცხადა კობახიძემ.

    პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ გუშინ მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე საუბარი არ ჰქონიათ.

    „კომუნიკაცია გუშინ გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. არ მახსოვს წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე. ეს საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს. ამაზე ჩვენ არ გვიმსჯელია. ეს საკითხი არსებითად არ განგვიხილავს,“ – განაცხადა პრემიერმა.

    ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.

    „ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

  • ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომაზე მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება

    ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომაზე მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება

    2026 წლის შემოდგომა ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდება. ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, სექტემბრიდან ნოემბრამდე ზოგიერთ მათგანს კარიერული წინსვლის, ფინანსური შესაძლებლობებისა და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შანსი ექნება.

    სეზონის ერთ-ერთი მთავარი გავლენა იუპიტერს უკავშირდება, რომელიც 2026 წლის 30 ივნისიდან ლომის ნიშანში იმყოფება. ასტროლოგიაში იუპიტერი ზრდის, წარმატებისა და ახალი შესაძლებლობების პლანეტად მიიჩნევა. ამასთან, ურანის ტყუპებში ყოფნა მოულოდნელი ცვლილებებისა და ახალი მიმართულებების გაჩენას უწყობს ხელს:

    ვერძი – მნიშვნელოვანი ნაბიჯების დრო
    ვერძებისთვის შემოდგომა განსაკუთრებით აქტიური პერიოდი იქნება. სატურნის მათ ნიშანში ყოფნა პასუხისმგებლობის გაზრდასა და სამომავლო გეგმებზე სერიოზულად დაფიქრებას მოითხოვს, იუპიტერის გავლენა კი ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს. შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდში მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც კარიერაში ან პირად ცხოვრებაში ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს. მთავარია, შესაძლებლობები გამოიყენოთ და სიახლეებზე უარი არ თქვათ. წინ არაერთი საინტერესო დღე გელოდებათ.

    ლომი – იღბალი თქვენ მხარესაა
    ლომებისთვის 2026 წლის მეორე ნახევარი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერიოდად განიხილება. იუპიტერი სწორედ მათ ნიშანში იმყოფება და თავდაჯერებულობას, წარმატებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას უწყობს ხელს.

    შემოდგომაზე ლომებს ახალი პროექტის დაწყების, პროფესიული წინსვლის ან პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილების შესაძლებლობა ექნებათ. ყურადღების ცენტრში ყოფნაც მათთვის უჩვეულო ნამდვილად არ იქნება.

    ტყუპები – მოულოდნელი შესაძლებლობები
    ტყუპებისთვის ცვლილებების პერიოდი გრძელდება. ურანის ტყუპებში გადასვლა ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ახალი იდეების, მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და ცხოვრების მიმართულების შეცვლის შესაძლებლობას აჩენს.

    შემოდგომაზე განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება პროფესიული და საგანმანათლებლო მიმართულებები აღმოჩნდეს. ერთი შეხედვით მოულოდნელი შეთავაზება ან ახალი ნაცნობობა შესაძლოა, სწორედ იმ შესაძლებლობად იქცეს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ…ვრცლად

  • რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? – რას ჰყვება გურიკას დედა

    რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? – რას ჰყვება გურიკას დედა

    12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა გადაცემაში „შენი ამბავი თაისთან“ ჰყვება რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა.

    „14 წლის იყო გურიკა პირველად, რომ გადავიყვანე თურქეთში, ჩემთან. სამი თვე აქეთ იყო სამი თვე იქით. ხუთი გადმოსვლა აქვს, მეხუთე ვიზის შემდეგ ბავშვმა გააფუჭა ვიზა, აღარ მინდა საქართველოშიო…

    ერთი დღე იყო, როცა ბინის მეპატრონემ დამირეკა, მთელი კორპუსი და ქუჩა იჩხრიკებაო. იმ წუთას ის გავიფიქრე, რომ ვიზა არ მქონდა. გაჩხრიკეს და პასპორტით ნახეს, რომ მე 9 წელი საბუთები მქონდა გაფუჭებული. გაკვირვებული მიყურებდა, ნუთუ როგორ დადიოდი აქ, რომ საერთოდ არსად არ ხარ დაფიქსირებულიო. წავედით პოლიციაში, იქ გავიგე, რომ ჩვენი ბინის წინ ბავშვი დაღუპულა.

    პოლიციამ მაჩვენა იმ ბავშვის ფოტო, რომელიც ჩემი მულის კლასელი იყო. ამის საფუძველზე იყო ჩემს ბინაში ჩხრეკა…

    ჩემი წარსული ან მამასთან გაშორება არანაირი კავშირში არ არის გურიკას გაქრობასთან. (გურიკას) მამა რატომ არ გამოდის კონტაქტზე არ ვიცი. გული, რომ აწუხებს ვიცი. მე თუ რამეზე დამირეკავს მასთან ყოველთვის ნორმალურად გაუცია პასუხი“

  • „დედა, ცოცხალი ვარ…“ – რა სახის გზავნილები მიიღო გურამ დადიანიძის დედამ და რას ამბობს ოჯახის ადვოკატი?

    „დედა, ცოცხალი ვარ…“ – რა სახის გზავნილები მიიღო გურამ დადიანიძის დედამ და რას ამბობს ოჯახის ადვოკატი?

    წლების წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებას.

    „დამიწერეს, ის რა დედაა, საკუთარი შვილის ხმა ვერ ამოიცნოო. ეს კომენტარი გააკეთა ადამიანმა, რომელმაც ჩემი შვილი გვერდიდან დაკარგა და დღეს დამცინის“.

    წამყვანის, თაია გამთენაძის კითხვას, „მამიდამ განაცხადა თუ არა, უარი თქვენთან შეხვედრაზე“, სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ უპასუხა.

    „ერთხელაც არ ჰქონია მცდელობა, რომ დაერეკა და მესიჯი გამოეგზავნა, მე თავად მქონდა მცდელობა, მამიდას შევხვედროდი, მან არ ისურვა, არც გურამის მამას მოუწერია და არ დაურეკავს. მათ არ გამოუთქვამთ სურვილი, საქმის ახალი დეტალების შესახებ რაიმე გაეგოთ. შესაბამისად, ეს ვითარება მე გარკვეულ კითხვებს მიჩენს. მე არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ კითხვები ჩნდება. ასევე ვხედავ, რომ ყალბი ექაუნთიდან ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს. ყველანი კარგად ვხვდებით, რომ ამ კომენტარების გავრცელების მიზანია, რომ შეცდომაში შეგვიყვანონ. წერენ, „დედა, ცოცხალი ვარ“ –  რა თქმა უნდა, მათი მიზანია, ჩვენ გადავერთოთ სხვა საკითხებზე.

    ისმის კითხვა, რა ინტერესი აქვთ და თუ ინტერესი არ აქვთ, ამას რატომ აკეთებენ? აქ კიდევ ერთხელ ღვივდება ეჭვი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო დღეების განმავლობაში. სავარაუდო დანაშაულს აქვს ადგილი და ვიღაცას ძალიან არ უნდა, რომ ეს კონკრეტული საქმე გამოიძიონ, ვიღაცას ძალიან არ უნდა, რომ პასუხი აგოს იმ დანაშაულისთვის, რომელიც აშკარად ჩადენილია, სხვანაირად ეს წინააღმდეგობები არ გაჩნდებოდა”, – ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

    ფორტუნა

  • 18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი – აქტიური და ენერგიული დღე გელოდება. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.

    კურო – ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებს. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალები კარგად გადაამოწმე.

    ტყუპები – კომუნიკაციისთვის ხელსაყრელი დღეა. მნიშვნელოვანი საუბარი ან ახალი ნაცნობობა შეიძლება მომავალში სასარგებლო აღმოჩნდეს.

    კირჩხიბი – ემოციური ფონი შედარებით მგრძნობიარე იქნება. ეცადე, სხვისი სიტყვები ზედმეტად პირადულად არ მიიღო და საკუთარ საჭიროებებსაც ყურადღება მიაქციე.

    ლომი – ყურადღების ცენტრში ყოფნის შანსი გაქვს. სამსახურში ან პირად ურთიერთობებში შენი ინიციატივა დადებით შედეგს მოიტანს.

    ქალწული – ორგანიზებულობა შენი მთავარი უპირატესობა იქნება. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად, სამუშაოს გასამარტივებლად და მნიშვნელოვანი დეტალების მოსაგვარებლად.

    სასწორი – ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნება დაგჭირდება. გულწრფელი საუბარი გაუგებრობის თავიდან აცილებაში დაგეხმარება.

    მორიელი  ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. თუ რომელიმე გადაწყვეტილებაზე შინაგანი ეჭვი გაქვს, ნუ იჩქარებ – დამატებითი ინფორმაციის მიღება დაგეხმარება.

    მშვილდოსანი – ახალი იდეები და შესაძლებლობები გამოჩნდება. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი საქმის დასაწყებად ან სამომავლო გეგმების გადასახედად.

    თხის რქა – კარიერულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მოგიწევს. მოთმინება და თანმიმდევრული მოქმედება დღეს სწრაფ შედეგზე უკეთ იმუშავებს.

    მერწყული – მოულოდნელმა ამბავმა ან შემოთავაზებამ შესაძლოა გეგმები შეგიცვალოს. ცვლილებას წინააღმდეგობას ნუ გაუწევ — შესაძლოა სწორედ ეს აღმოჩნდეს შენთვის სასარგებლო.

    თევზები – დღე საკუთარ თავთან გარკვევას და პრიორიტეტების გადახედვას ხელს უწყობს. ნუ აიღებ ზედმეტ პასუხისმგებლობას მხოლოდ იმის გამო, რომ სხვების დახმარება გინდა.