Author: tea

  • დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები

    დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები

    კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა.

    ინტენსიური წვიმის შემდეგ ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის სოფლებში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.

    განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭიაურსა და ქვემო ნაშოვარში.

    “კვირაზე მეტია წვიმს და უხვი ნალექია. იმდენად დიდია წყლის რაოდენობა რომ სანიაღვრე არხები ვერ ატარებს და დაგვეტბორა სახლები, ეზოები და მოსავალი. სათბურები სულ წყალშია. გაგვინადგურდა ყველაფერი. ჩვენი ძირითადი შემოსავალი ეს არის, მაგრამ დავრჩით არაფრის გარეშე, არ ვიცით, რა იქნება”, – ამბობენ დაზარალებულები.

    სტიქიის ზონაში ჩავიდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ლაგოდეხის მერი. მათი თქმით სამაშველო სამსახურთან ერთად აქტიურად მიმდინარებს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

  • გოგა ამას არ იმსახურებს…” 😱😱 სამწუხარო ინფორმაცია ყველასათვის საყვარელ მსახიობზე

    გოგა ამას არ იმსახურებს…” 😱😱 სამწუხარო ინფორმაცია ყველასათვის საყვარელ მსახიობზე

    რუსთაველის და თავისუფალ თეატრში ხართ, ერთიანობაში 1000 ლარს სცდება შემოსავალი? – ამ კითხვას მსახიობი გოგა ბარბაქაძე გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” პასუხობს.

    “ხანდახან სცდება, ხან არა. თავისუფალ თეატრს ბიუჯეტი, დაფინანსება არ აქვს, ბილეთების შემოსავლით არის. ხანდახან 20 ლარიც არ ამიღია სპექტაკლში. დამთავრებულა სპექტაკლი 20 ლარი ამიღია და წამოვსულვარ, 15-იც და 10-იც ყოფილა.

    იყო ერთი ამბავი, როცა ცხენები გვჭირდებოდა ფილმში, მსახიობებს აძლევდნენ 50 ლარს, ცხენს 100 დოლარს. რატომ ხდება ასეთქო? – მსახიობები ბევრნი არიანო, თუ ის უარს იტყვის გავუშვებთო, ცხენები ცოტა არიან, ცხენები რომ არ გვყავდეს რას ვიზამთო.

    “თოვლის ბაბუა ვიყავი, ახალ წელს ბავშვებს ვახარებდი, ამაში თანხას ვიღებდი, ოღონდ ეს მხოლოდ 31 დეკემბერს ხდებოდა, სახლში ვერ ვხვდებოდი ახლა წელს, გამთენიისას მივდიოდი. თანხა 300-400 მქონდა ხოლმე”, – აცხადებს ბარბაქაძე.

  • ძალიან მაგარი ამბავი მოხდა – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

    ძალიან მაგარი ამბავი მოხდა – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

    “ძალიან მაგარი ამბავი მოხდა. გუშინ, როცა ჩვენთან და უკრაინაში აღდგომას აღვნიშნავდით, როგორც სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, ივანიშვილს და ოცნებას “გარდაეცვალათ” მამა, ვიქტორ ორბანის სახით.ივანიშვილს ყველა უმსგავსობა სწორედ ორბანმა ასწავლა. ზიზღის პლაკატები, “კაცი-კაცია და ქალი-ქალია”,

    აღვირახსნილი კორუფცია, ანტი ევროპული რიტორიკა, შავი პიარის კონსულტანტები ისრაელიდან, ომით დაშინება. გუშინ, ყველაფერმა ამან არ უშველა და მან კრახი განიცადა უნგრეთში.”ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!”ეს ხმა უკვე ისმის და მის გასაგონად მზად უნდა ვიყოთ. მიუხედავად ბევრი

    მსგავსებისა არსებობს მთავარი განსხვავება – უნგრეთში საარჩევნო დღეს გაყალბებები არ ხდება და იქ არ არიან პოლიტ პატიმრები.ორბანი მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის იყო და რჩება პოლიტიკოსად. ჩვენთან საქმე გვაქვს კლასიკურ კრიმინალთან, მაგრამ ბოლო მაინც ერთი ექნებათ. ვუსამძიმრებ მათ საერთო პატრონს

    პუტინს და ვულოცავ უნგრელებს, უკრაინელებს და ქართველებს ამ ისტორიულ გამარჯვებას.რუსეთმა ზედიზედ მეოთხედ წააგო, რუმინეთში, მოლდოვაში, საფრანგეთის მუნიციპალურ არჩევნებში და ახლა უნგრეთში. ყველგან სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • 4 მიზეზი, რომელიც ხელების დაბუჟებას იწვევს

    4 მიზეზი, რომელიც ხელების დაბუჟებას იწვევს

    ხელების დაბუჟება ბევრ ადამიანს აწუხებს და ეს  შეიძლება, რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული. ექიმი გიორგი ღოღობერიძე 4 მიზეზს ასახელებს.

    ვრცლად ↓

  • სასიხარულო ინფორმაცია მოსახლეობისთვის – რა განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ ეთერში?

    სასიხარულო ინფორმაცია მოსახლეობისთვის – რა განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ ეთერში?

    ბუნებრივი აირის ნაწილში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის არსებული ტარიფის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ მიმართულებითაც ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება, რომ საერთაშორისო დონეზე ფასების ზრდის მიუხედავად, შეინარჩუნოს არსებული ტარიფი.

     

    „ჩვენ გვექნება შეხვედრა, სადაც საბოლოოდ განიხილება ეს საკითხი და ამის საფუძველზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივი აირის ნაწილში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის არსებული ტარიფის შენარჩუნება, რაც ასევე მარტივი არ იყო გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო დონეზე გაზზე ფასები გაიზარდა. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ არასწორი პრაქტიკები არსებობდა სხვადასხვა სექტორებში.

    აქაც ჩვენ დავადგინეთ არასწორი პრაქტიკა, მაგალითად ჭარბი შეღავათები კონკრეტული კომპანიებისთვის და ამ არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრა, მიუხედავად გაზრდილი ფასებისა საერთაშორისო დონეზე, სავარაუდოდ მოგვცემს გაზის ტარიფის შენარჩუნების შესაძლებლობას, ისე რომ არ გაიზრდება ტარიფი ჩვენი მოსახლეობისთვის, იმედი გვაქვს რომ ასე, ზრდის გარეშე განისაზღვრება საბოლოო ტარიფი.

    რაც შეეხება ელექტროენერგიას, აქაც არის ფასების ზრდა საერთაშორისო დონეზე, თუმცა აქაც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კონკრეტული პრაქტიკების შემსუბუქების, ცვლილების საფუძველზე შევინარჩუნოთ არსებული ტარიფები, ამაზეც დაგვჭირდება დამატებითი კონსულტაციები, რის საფუძველზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

  • ვინ მიიღებს საჩუქრებს თბილისის მერიისგან? ნობათების დარიგება დაწყებულია – რას აცხადებს კალაძე (ვიდეო)

    ვინ მიიღებს საჩუქრებს თბილისის მერიისგან? ნობათების დარიგება დაწყებულია – რას აცხადებს კალაძე (ვიდეო)

    ვინ მიიღებს საჩუქრებს თბილისის მერიისგან? – “ნობათების დარიგება დაწყებულია, კვირის ბოლომდე ყველა მიიღებს, სულ გაიცემა 40 000-მდე სასაჩუქრე კალათა”.

  • რა უნდა წავიღოთ საფლავზე აუცილებლად – მოძღვარი განმარტავს

    რა უნდა წავიღოთ საფლავზე აუცილებლად – მოძღვარი განმარტავს

    აღდგომის მეორე დღეს თითქმის ყველა ოჯახი ახლობლების საფლავებს მიაშურებს. როგორ უნდა ვახაროთ მიცვალებულებს აღდგომა, რა წავიღოთ საფლავზე და რას ვაკეთებთ არასწორად საფლავებზე გასვლისას. არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე) ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს:

    – როდის არის ყველაზე მართებული საფლავზე გასვლა?

    -დღეს ბევრგან ეს ტრადიცია ქეიფად იქცა, რაც არასწორია. უწმინდესის კურთხევით, უმჯობესია საფლავზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გავიდეთ. საერთოდ კი, ყველაზე კარგი დრო მიცვალებულთა მოსახსენებლად თომას კვირის სამშაბათია (აღდგომიდან მეათე დღე), რომელიც საგანგებოდ ამისთვის არის დაწესებული.

    – რა უნდა წავიღოთ საფლავზე და როგორ ვახაროთ მიცვალებულებს აღდგომა?

    – საფლავზე მხოლოდ პასკა და წითელი კვერცხი უნდა წავიღოთ, როგორც აღდგომის მთავარი სიმბოლოები. სწორედ ამით ვახარებთ ჩვენს მიცვალებულებს ქრისტეს აღდგომას. საფლავებზე დიდი სუფრების გაშლა მართებული არ არის.

  • გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

    გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

    “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია პარტია “ტისას” და პიტერ მადიარს ულოცავს არჩევნებში “ისტორიულ გამარჯვებას” და აცხადებს, რომ მსოფლიოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა შეისწავლონ უნგრეთის მაგალითი.

    გახარიას თქმით, “დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოში”.

    “ვულოცავ პიტერ მადიარს, “ტისას” და უნგრელ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს არის გამარჯვება ევროპული დემოკრატიისა და მთლიანად დემოკრატიული სამყაროსთვის! დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოს მასშტაბით. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მასშტაბური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც ორბანის მთავრობა ავრცელებდა და რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებდა საარჩევნო პროცესის სანდოობას.

    მსოფლიოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა შეისწავლონ უნგრეთის მაგალითი და ისწავლონ მისი წარმატებიდან, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ დაშალონ ორბანის მიერ შექმნილი პოპულისტურ-ავტოკრატიული ქსელები” , – წერს გახარია X-ზე.

  • 13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    13 აპრილი ენერგიულად და ემოციურად დატვირთული დღეა. ინტუიცია ძლიერდება, თუმცა ემოციებმა შეიძლება ლოგიკა გადაფაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა.

    ვერძი – დღეს განსაკუთრებით აქტიური და იმპულსური ხართ. ეცადეთ, გადაწყვეტილებები სწრაფად კი არა, გააზრებულად მიიღოთ. ურთიერთობებში სიფრთხილე გმართებთ.

    კურო – მშვიდი და სტაბილური დღე გელით. ბევრი რამ თავისთავად მოგვარდება. კარგი დროა საკუთარი თავისთვის, გარეგნობის ან გარემოს ცვლილებებისთვის.

    ტყუპები – საქმეებში წარმატებას მიაღწევთ და შესაძლოა შექებაც დაიმსახუროთ. სოციალური კონტაქტები დღეს განსაკუთრებულად სასარგებლოა — ახალი ნაცნობობები კარიერაშიც დაგეხმარებათ.

    კირჩხიბი – აქტიური ხართ, მაგრამ ნუ ეცდებით ყველაფრის ერთ დღეში დასრულებას. მოთმინება დღეს თქვენი მთავარი იარაღია.

    ლომი – ურთიერთობების დალაგების დღეა. კარგი დროა პარტნიორებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

    ქალწული – სტაბილური დღეა — განსაკუთრებული პრობლემები არ ჩანს. კარგი დროა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად და შინაურ კომფორტზე ზრუნვისთვის.

    სასწორი- მოერიდეთ რისკიან გადაწყვეტილებებს. პრაქტიკული საქმეები — განსაკუთრებით უძრავ ქონებასთან ან სახლთან დაკავშირებული — წარმატებით ჩაივლის.

    მორიელი – დღეს ყურადღება ჯანმრთელობასა და ემოციურ ბალანსზე გადაიტანეთ. სასიამოვნო ნაცნობობაც შესაძლებელია, განსაკუთრებით თუ გახსნილი იქნებით.

    მშვილდოსანი – აქტიური ნაბიჯების გადადგმა არ ღირს. სჯობს, გეგმების გადახედვა და არსებული საქმეების დალაგება. მშვიდი ტემპი უფრო შედეგიანი იქნება.

    თხის რქა – დღეს სხვებს დახმარებით ბევრს მიაღწევთ. კოლეგებთან თანამშრომლობა წარმატებას მოგიტანთ. ოჯახთან ურთიერთობაც გააძლიერეთ.

    მერწყული – სტაბილური და პროდუქტიული დღეა. შეგიძლიათ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები — განსაკუთრებით სახლის ან სამუშაო გარემოს მიმართულებით.

    თევზები – ემოციურად მგრძნობიარე ხართ. ეცადეთ, არ გადატვირთოთ თავი. შემოქმედებითი საქმიანობა ან დასვენება საუკეთესო არჩევანი იქნება.

  • რა იწინასწარმეტყველა ვანგამ ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაზე

    რა იწინასწარმეტყველა ვანგამ ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაზე

    ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ბევრს გაახსენდა ვანგას საშიში წინასწარმეტყველება, რომელიც 2025 წელს შეეხება, წერს The Mirror.

    ვანგამ იწინასწარმეტყველა “დიდი ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის”, რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.
    „როცა სირია დაეცემა — მაშინ დაელოდეთ დიდ ომს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. გაზაფხულზე ომი დაიწყება აღმოსავლეთში და დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. აღმოსავლეთის ომი გაანადგურებს დასავლეთს.“.

    ვანგას სხვა წინასწარმეტყველებებს შორის 2025 წლისთვის მოიაზრება ადამიანის კონტაქტი უცხოპლანეტელებთან, ასევე ტელეპათიის განვითარება, რაც ფუნდამენტურად შეცვლის კომუნიკაციის გზებს.

    ბევრის აზრით, ვანგამ მართლაც იწინასწარმეტყველა რიგი მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენები. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მისი წინასწარმეტყველება იყო აფროამერიკელის გამოჩენა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის პოსტზე — წინასწარმეტყველება, რომელიც მან ბევრად ადრე გააჟღერა, ვიდრე ბარაკ ობამა კენჭისყრაში მონაწილეობას გადაწყვეტდა.