Author: tea

  • ჯარიმა 100 ლარი და მინუს 20 ქულაა – ინფორმაცია მძღოლებისთვის

    ჯარიმა 100 ლარი და მინუს 20 ქულაა – ინფორმაცია მძღოლებისთვის

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.

    როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება და მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.

    „შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით.

    საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც:

    100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

    50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

    დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

    დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

  • სინოპტიკოსების გაფრთხილება დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ

    სინოპტიკოსების გაფრთხილება დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ

    14 აპრილს ქუთაისში დღისით +14 და ღამით +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.

    მცირე ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. მცირე ალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +14, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

    სოხუმშიც იწვიმებს, +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი –1 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაშიც წვიმს, დღისით 10 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.

    ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +9 იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება.

    ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს. დღისით 3 ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

    უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.თბილისშიც ხანმოკლე წვიმის ფონზე მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

  • 14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ის, რაც გუშინ მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, დღეს უკანა პლანზე გადაიწევს და უმნიშვნელო გახდება. რთული იქნება ემოციებთან გამკლავება.

    კურო

    პირად ცხოვრებაში სიახლეებისა და ცვლილებების დროა, შეგიძლიათ, დააჩქაროთ კიდეც ეს მოვლენები გონივრული და ჯანსაღი მიდგომით.

    ტყუპები

    დღეს, მოლაპარაკებები და პარტნიორული ურთიერთობებთან გონივრული მიდგომა სამომავლოდ წარმატების მომტანი იქნება. საღამოს, აუცილებლად მეგობრების წრეში, ან ოჯახის წევრებთან ერთად დაისვენეთ.

    კირჩხიბი

    იზრდება თქვენი გავლენის არეალი და ცნობადობა. ზომიერება და სხვათა დამშვიდების უნარი ზრდის თქვენს ავტორიტეტსა და იმიჯზეც კარგად აისახება.

    ლომი

    დღეს შესაძლოა იმ ძველ ურთიერთობებში, რომელიც ტვირთად გაწევთ, ხარვეზების შესწორება მოგიწიოთ, დროა, სამუდამოდ დაემშვიდობოთ წარსულს და დაისვენოთ.

    ქალწული

    გლობალური ცვლილებებია მოსალოდნელი, დიდია ალბათობა, დადგეთ არჩევანის წინაშე – ვის დაშორდეთ და ვის არა.

    სასწორი

    კარგი დღეა პირადი თუ ოჯახური სივრცის მოსაწესრიგებლად, სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად. საქმიანი ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანეთ.

    მორიელი

    ცვლილებების დრო დადგა, კარგი იქნება, თუ ეს ცვლილებები თქვენს გეგმებში შედის, გადადეთ ყველა საქმე და ჩამოყალიბდით, კონცენტრირდით ყველაზე მნიშვნელოვანზე.

    მშვილდოსანი

    პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება და გულწრფელობა გჭირდებათ, მეტი სერიოზულობით მიუდექით პირად საკითხებს.

    თხის რქა

    ნურავის გადააბარებთ თქვენს პასუხისმგებლობას, იყავით მომთმენი და გულდასმით განიხილეთ ყოველი დეტალი, საქმეშიც და ურთიერთობაშიც.

    მერწყული

    უნდა გათავისუფლდეთ ყოველგვარი ძველისა და ზედმეტისგან, რათა ახლის წამოწყებისთვის მოემზადოთ. დატოვეთ თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ აუცილებელი, დანარჩენისგან გათავისუფლდით.

    თევზები

    შესაძლოა, დღეს გაიგოთ ის, რაც დიდი ხანია გაინტერესებდათ. იყავით უფრო მეტად თავდაჯერებული და იზრუნეთ თქვენს იმიჯსა და განწყობაზე.

  • რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

    რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

    ექიმი, გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

    „ის ყურძნის მარცვლები, რომელიც პასკაშია, ცნობილია ბევრი სახელით – ზოგიერთი ქიშმიშს (თურქულად) უწოდებს, ეს ყურძნის მარცვლები საკმაოდ მდიდარია ბევრი სასარგებლო ნივთიერებით, მათ შორის, სამს გამოვყოფდი – საკმაოდ ბევრს შეიცავს ვიტამინ B2 – რიბოფლავინს, ასევე ვიტამინი B6, ბევრი კალიუმია მასში.

    ვიტამინი B2 არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც ჩვენს სხეულს სჭირდება, განსაკუთრებით, ჩვენს მიტოქონდრიებს. ამის ნაკლებობა ორგანიზმში ტუჩის კუთხეების სილურჯით, ნახეთქებით გამოიხატება.

    რიბოფლავინის ნაკლებობის დროს პირის ღრუს ანთებაც ემართება, სტომატიტი, ასევე, დამახასიათებელია ელექტროციტების რაოდენობა, იმ წითელი ბურთულების რაოდენობა, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს. როცა ადამიანი იღებს ქიშმიშს, ფაქტობრივად, ის იღებს დღიურ ვიტამინ B2-ს დოზას.

    ვიტამინი B6 გარდა მიტოქონდრიებისა, ასევე გამოიყენება თავის ტვინის მედიატორების სინთეზისთვისაც. თავის ტვინში ბევრი მედიატორია – ცელტონი, დოპამინი, აქედან ნაწილი ბედნიერების ჰორმონია. ამიტომ ქიშმიშიდან მიღებული ვიტამინი B6 ჩვენ ნამდვილად არ გვაწყენდა. ასევე, ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ ჩვენს ორგანიზმში ჰემოგლობინის სინთეზი დაიწყოს.

    როცა ადამიანს ორგანიზმში ვიტამინი B6 აკლდება, ის ნიშნები ჩნდება, რაც ახლავს ვიტამინ B2-ს. ადამიანი ხდება მიდრეკილი ძილიანობისკენ.

    როცა ადამიანი ხშირად იღებს ქიშმიშს, ორივე ვიტამინს მარტივად ივსებს. როგორც გითხარით, ქიშმიშში კალიუმის მაღალი ჩემცველობაა, ვისაც მაღალი წნევა აქვს, კალიუმით მდიდარი საკვები ძალიან მაგარი საშუალებაა წნევის დასაწევადაც“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

  • რამდენად აუცილებელია, სახლში გვქონდეს ნაკურთხი წყალი და როგორ შევინახოთ ის – სასულიერო პირის განმარტება

    რამდენად აუცილებელია, სახლში გვქონდეს ნაკურთხი წყალი და როგორ შევინახოთ ის – სასულიერო პირის განმარტება

    რამდენად აუცილებელია, სახლში გვქონდეს ნაკურთხი წყალი და როგორ შევინახოთ ის – ამის შესახებ სასულიერო პირი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

    „ნაკურთხი წყალი ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს. ის გამოიყენება დასალევად და ოთახში მოსასხურებლად. უნდა მოვათავსოთ საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და მის დასალევად ჭიქაც საგანგებოდ უნდა იყოს გამოყოფილი. სასურველია, ნაკურთხი წყალი ყოველ დილით, უზმოზე, ლოცვის შემდეგ დალიოთ. ყოველთვის მიიღეთ ის ავადმყოფობის დროს“,- ამბობს სასულიერო პირი

  • „სასაფლაოდან მოსულები, ნუ შეხვალთ პირდაპირ სახლში“ – ეზოთერიკოსის გაფრთხილება

    „სასაფლაოდან მოსულები, ნუ შეხვალთ პირდაპირ სახლში“ – ეზოთერიკოსის გაფრთხილება

    ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია გვირჩევს როგორ გავატაროთ აღდგომის დღეები ისე, რომ  წელი წარმატებულები ვიყოთ.

    „უმთავრესია, რომ გავითვალისწინოთ! – სულების მოხსენიების დღეს, სასაფლაოდან მოსულები, ნუ შევალთ პირდაპირ სახლში ფეხსაცმელებით. ეს სულების დღეა და ძალიან გასაფრთხილებელია. უნდა მოხდეს ამ ფეხსაცმელების და ტანსაცმელების გასუფთავება.

    დღის პირველი ნახევარი გაატარეთ ლოცვაში და სანთლების დანთებაში. იყავით მშვიდები“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.

  • ყვარელში მდინარე დურუჯი ადიდდა და ვენახები დატბორა

    ყვარელში მდინარე დურუჯი ადიდდა და ვენახები დატბორა

    ყვარელში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე „დურუჯმა“ ნაპირებზე მოწყობილი ქვიშაყრილი წალეკა და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დატბორა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარემ მიწაყრილი მთლიან სიგრძეზე გაარღვია.

    ადგილზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე იმყოფებოდა, რომელიც ვითარებას გაეცნო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

    ამ ეტაპზე, ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურის მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.

  • 🚨😢 “გაამწარე ოჯახი” – გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი, ვერ წარმოიდგენთ რა მოუვიდა მას 😰              ნახეთ პირველ კომენტარში 👇👇

    🚨😢 “გაამწარე ოჯახი” – გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი, ვერ წარმოიდგენთ რა მოუვიდა მას 😰 ნახეთ პირველ კომენტარში 👇👇

    “როგორ ამბობდი ხუთი დღე მაქვს დასვენება და რა გავაკეთო არ ვიციო დედიკოსთან მინდა წასვლაო ნეტა წასულიყავი ლაშა და შენი დედიკო საქართველოში არ ჩამოგეყვანა შენს სატირალში ბიჭო😭😭😭😭😭გარდაცვლილი ბევრ ცოცხალს ჯობიხარ შვილო.😭😭💔💔💔

    რა დანაშაული გვაქვს ამისთანა ღმერთი ასეთი რომ გვსჯის.
    ან რატომაა ცხოვრება ასე ულმობელი, თვალით ნანახ ანგელოზს რომ წაართმევს… მთელი ცხოვრება ასეთი დიდი ტკივილით მაინც ცხოვრობენ ადამიანები…
    შენი ლამაზი სული ცაში გაფრინდა ანგელოზად იქეცი ,ხოლო შენს ოჯახს მარადიული ტკივილი დაუტოვე…
    ყველა დედას გეფერებით და გამძლეობას გისურვებთ, ვისაც ღმერთმა ასეთი სატანჯველი მოგივლინათ, მარადიული სასუფეველი მის სპეტაკ სულს.
    ენით აუღწერელ ტკივილის განიცდის ოჯახი…

    “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ლაშა შაინიძის ოჯახსა და ახლობლებს.
    ეეჰ .. საშინელებაა, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა… როგორ არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში… ძალიან სამწუხაროა, 😭😭😭😭😭

    გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ლაშა😪💔🖤

    მზის ამოსვლას გავს 💔და მთვარის 💔ჩასვლას🥲 🥲ამ დროს რა რთულია ადამიანი ანუგეშო 🥺
    💔
    გადაინაცვლა მარადიულობაში…
    და კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს…

    შენს გამწარებულ ოჯახს შენი ფერად-ფერადი ფოტოები დარჩათ სახსოვრად,სიტყვები უძლურია დავმუნჯდი ტკივილს რომელსაც სახელი არააქვს…. “

    • წერს შოთო სიხარულიძე
  • ბიჭის რეაქცია, როდესაც რჩეულმა “ხელის თხოვნისას” უარი უთხრა – ვრცელდება ვიდეოკადრები

    ბიჭის რეაქცია, როდესაც რჩეულმა “ხელის თხოვნისას” უარი უთხრა – ვრცელდება ვიდეოკადრები

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ხელის თხოვნის ვიდეო, სადაც ასახულია ბიჭის რეაქცია, როდესაც მას რჩეულმა უარი უთხრა.

    გავრცელებულ ვიდეოს საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია და უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

    ვიდეოს სოციალურ ქსელში ნატალია ჩხეიძე აზიარებს.

  • რას ამბობს ნინი ბადურაშვილი სააკაშვილთან ურთიერთობის სკანდალზე? – “20-ის ვიყავი თუ 19-ის

    რას ამბობს ნინი ბადურაშვილი სააკაშვილთან ურთიერთობის სკანდალზე? – “20-ის ვიყავი თუ 19-ის

    რას ამბობს ნინი ბადურაშვილი სააკაშვილთან ურთიერთობის სკანდალზე? – “20-ის ვიყავი თუ 19-ის