Author: tea

  • 26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    სულიერი სიმშვიდით შეძლებთ დაბრკოლებების გადალახვას, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და დაუფიქრებლად.

    კურო

    გზებზე სიფრთხილე და ყურადღება არ მოადუნოთ. იყავით წინდახედული და მეტი პოზიტივით უყურეთ მიმდინარე მოვლენებს.

    ტყუპები

    პირად საქმეებსა და საქმიან სფეროში, მოგიწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

    კირჩხიბი

    კარგი დროა, რათა დაიკმაყოფილოთ ცნობისმოყვარეობა და გაიუმჯობესოთ მეხსიერება. ეს კარგად აისახება თქვენს პროფესიონალურ საქმიანობაზე.

    ლომი

    შესაძლოა, პირველ ცდაზე ბიზნესსა თუ სხვა წვრილმან საქმეები წარმატებას ვერ მიაღწიოთ, მაგრამ ვარსკვლავებს თქვენი სიმტკიცისა და შეუპოვრობის დანახვა უნდათ.

    ქალწული

    კარგია, დღეს, მიხედოთ სარემონტო სამუშაოებს, იზრუნეთ ასევე ჯანმრთელობაზე, აიმაღლეთ იმუნიტეტი.

    სასწორი

    ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს, დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ გაგონილს და შეეცადეთ, პოზიტიური განწყობა გადასდოთ ახლობლებს, კოლეგებსა და მეგობრებს.

    მორიელი

    ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, თავი შეიკავეთ ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისგან.

    მშვილდოსანი

    დღეს, შესაძლოა მნიშვნელოვანი სამსახურებრივი საკითხების გადაჭრა და ახალ გეგმებზე მუშაობა მოგიწიოთ.

    თხის რქა

    მოაგვარეთ საოჯახო საკითხები, ახლობლებთან ერთად დაგეგმეთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმეები და წვრილმანი საყიდლებისთვის შესაფერისი დროა.

    მერწყული

    სამსახურსა, თუ ბიზნესში წარმატებისთვის გამოიყენეთ ვერბალური მაგია. იყავით ოპტიმისტი და განეწყვეთ პოზიტიურად.

    თევზები

    ეცადეთ, იყოთ მშვიდად, განსაკუთრებით, უფროსობასთან და კოლეგებთან ნუ იქნებით უხეში და რადიკალური. გამოიჩინეთ გულისხმიერება და კეთილგანწყობა ირგვლივ მყოფთა მიმართ.

  • მანქანა ქალს დაეჯახა – თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

    მანქანა ქალს დაეჯახა – თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

    თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • „ტრაგედია დატრიალდა, სიტყვები უძლურია…“ – გორში ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭის ვინაობა ცნობილია

    „ტრაგედია დატრიალდა, სიტყვები უძლურია…“ – გორში ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭის ვინაობა ცნობილია

    გორის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად დაღუპული 22 წლის ბიჭი სპირიდონ ტატიაშვილია.

    ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს საღამოს, გორი-მეჯვრისხევის გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რა დროსაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • გორში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

    გორში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

    გორის მუნიციპალიტეტში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

    შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ კვარხითის გადასახვევთან მოხდა.

    დამატებითი დეტალები უცნობია.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ეკა კუპატაძე უმძიმეს კადრებს ავრცელებს

    ეკა კუპატაძე უმძიმეს კადრებს ავრცელებს

    ეკა კუპატაძე: ,,გ ა დ ამ ი ზ ი ა რ ე თ, გთხოვთ!! – ხვალ, 26 მარტს, 10 საათიდან 16 საათამდე, სასამართლო პროცესზე იქნება ჩემი დაკითხვა!
    ბევრჯერ შემეხიდეთ, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა მჭირდებით!
    ხვალ არის დღე, რომელსაც არც ერთი დედა არ უნდა მოესწროს და 19 ოქტომბრის შემდეგ, მოუთმენლად ელოდება გიგა ავალიანის დედა!!!
    შევძლებ დედი!!!
    არ დავეცემი დედი!!!
    მოგიკვდი დედიიიიი!!!!!!!!!!!!!”, – წერს გიგა ა ალიანის დედა.
  • “შევედი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე….” – ნახეთ რა შეემთხვა ახალგაზრდა გოგონას ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    “შევედი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე….” – ნახეთ რა შეემთხვა ახალგაზრდა გოგონას ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

    გოგონას ანეგდოტად ქცეული ისტორია:

    “მე-12 კლასი. სადაცაა სკოლას  დავამთავრებთ. დირექტორმა გამოაცხადა, სანამ დამამთავრებელი კლასის ყველა  მოსწავლე სამედიცინო შემოწმებას არ გაივლის, ატესტატს არავის მივცემთო. ასე რომ, იძულებული გავხდით, საავადმყოფოში წავსულიყავით.

    ყველა ექიმი  ჩამოვიარე და ბოლოსთვის შემოვიტოვე ყველაზე საინტერესო – ნაცხის აღება.  შევდივარ კაბინეტში და ვხედავ: ზის ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი,  სტუდენტი-პრაქტიკანტი. ბედი არ გინდა? – გავიფიქრე.

    რას გავაწყობდი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე…  დუმილია. სრულიად არაფერი ხდება. ვგრძნობ, როგორ მიყურებს ის ვიგინდარა!  ჯანდაბაშიც წასულა!

    უცბად ჩაახველა და სანდომიანი ხმით მომმართა: “ახალგაზრდა ქალბატონო, რომ იცოდეთ, ნაცხს ყელიდან ვიღებთ!”

  • ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება

    ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება

    თბილისში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას საქმეზე სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, ნინო კაპატაძემ ჩვენება მისცა. ჩვენების დეტალებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

    როგორც ექიმმა აღნიშნა, შემთხვევის დღეს ახალგაზრდა ქალი თავად მივიდა იმ კორპუსთან, სადაც სასწრაფო დახმარების ფილიალია და შველა ითხოვა. მისი თქმით, ქალის ქცევა თავიდანვე უჩვეულო იყო, რადგან კითხვაზე – რა მოხდა – პასუხი ვერ მიიღო.

    ექიმის ჩვენებით, ადგილზე მისულებს სადარბაზოში, კიბის უჯრედთან, ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. შემოწმებისას მათ გულ-მკერდის არეში, მარცხენა მხარეს, შემავალი ჭრილობა აღმოაჩინეს.

    პროკურორის კითხვაზე, ჰქონია თუ არა მსგავსი თვითმკვლელობის შემთხვევა, ექიმმა განაცხადა, რომ პირადად არ შეხვედრია შემთხვევა, როდესაც პაციენტს გულში დანით მიყენებული ჭრილობა თვითმკვლელობის შედეგი ყოფილიყო.

    სასამართლოში ჩვენება მისცა „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ოპერატორმაც, ქეთევან სტურუამ.

    ოპერატორის განცხადებით, კლინიკაში იმყოფებოდა თავად თეკლა გერსამიაც, რომელიც აღელვებული იყო და ძირითადად ერთი და იმავე კითხვას იმეორებდა – „ცოცხალია თუ არა“. მისივე თქმით, ბრალდებულმა პაციენტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.

    ცნობისთვის, შემთხვევა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა. გერსამიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    თეკლა გერსამიას საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს. იგი ბრალს არ აღიარებს.

  • ექიმის საგანგებო გაფრთილება საზოგადოებას

    ექიმის საგანგებო გაფრთილება საზოგადოებას

    როგორ დავადგინოთ სოკო საკვებად ვარგისია თუ არა. კითხვა რომელიც ათეულობით წლებია, სოკოს მოყვარულებს აწუხებს.

     

    სოკოს შესახებ ინფორმაცია წლების განვალობაში საკმაოდ მწირი იყო, აქედან გამომდიარე შეიქმნა უამრავი მითი.

    გავრცელებულ ხალხურ მითებს შორის განსაკუტრებით პოპულარულია უსაფრთხოების ვერსცხილ კოვზით, ხახვითა და ნივრით დადგენაა.

    ჩვენ დავინტერესდით რამდენად რეალურია მისი ვარგისიონობის ამ მეთოდებიტ გარკვევა.

    პირველ შემთხვევავში ვერცხილის კოვზი, ფერს სოკოში შემავალი გოგირდის გამო იცვლის, რაც საერთოდ არ გამოდგება ზოგად წესად, რადგან ექსპერტების თქმით, არსებობს კონკრეტული სოკოს სახეობა, რომელიც შხამიანია, თუმცა გოგრდს არ შეიცვას. რაც შეეხება ხახვსა და ნიორს, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. სოკოსთან ერთად მოხარშივ შემდეგ , ხახვი ყავისფერდება ნიორი კი ლურჯდება- რაც ფერმენტის ხარჯზე ხდება.

    როგორც აღმოჩნდსა არ არსებობს ზოგადი წესები რომლის მიხედვითაც ზუსტად განსაზვრავთ პროდუქტის ვარგისიამობას.

    პროდუქტი რთულად მოსანებელია, განსაკუთრებით მაშინ თუ მასში ბვევრი ტოქსნიკებია. ზოგჯერ შემთხვევა ლეტალურადაც სრულდება. ამიტომ ტოტქსიკოლო ეკა ქურდაძე მოქალაქეებს, ურჩვს პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მიმართონ კლინიკას.

  • “ამის წაკითხვის შემდეგ აღარასდროოს გამოვიყენებ!” – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი განმარტავს, რა განსხვავებაა ვანილინსა და ვანილს შორის

    “ამის წაკითხვის შემდეგ აღარასდროოს გამოვიყენებ!” – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი განმარტავს, რა განსხვავებაა ვანილინსა და ვანილს შორის

    დღეს გეტყვით, რა განსხვავებაა ვანილინსა და ნამდვილ ვანილს შორის და გეტყვით იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ პროდუქტს,- ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული საუბრობს:

    „ნამდვილი ვანილი ვანილის ორქიდეის ნაყოფისგან მიიღება და დაახლოებით ერთი წელი სჭირდება მის დამწიფებას. ვანილი მცირე რაოდენობთ უსაფრთხოა და იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

    ვანილინი კი არის ნივთიერება, რომელსაც აქვს ვანილის სუნი და ხშირ შემთხვევაში, ქიმიური გზით მიიღება. ვანილის შემცველობა კი 3%. ასევე შეიცავს ვანილის ხელოვნურ არომატიზატორს და სიმინდის სახამებელს.

    ზოგიერთ ადამიანში ვანილინმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დიარეა და ალერგიული რეაქციები. განსაკუთრებით საყურადღებოა, რისკის შემცველი და მოწყვლადი კატეგორია, როგორიცაა ორსულები და პატარა ბავშვები“, – ამბობს ირაკლი არაბული.

     

  • ეს არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის“ – ზაზა თელის განცხადება

    ეს არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის“ – ზაზა თელის განცხადება

    ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ გელ-ლაქის, იმავე – “შილაკის” საფრთხეების შესახებ, ფრჩხილების მოვლის ეს პროცედურა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, ყველაზე პოპულარულია. პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ მისი საფარი ფრჩხილზე ხანგრძლივად ნარჩუნდება, წასმისას სწრაფად შრება და განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა.

    ცნობილია, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები დაბერების პროცესს აჩქარებს და სიმსივნის გამომწვევ ერთ-ერთ პოტენციურ ფაქტორადაც გვევლინება. შილაკის გაშრობისა და პოლიმერიზების მიზნით, ესთეტიკურ ცენტრებში სწორედ ულტრაიისფერი ნათურა გამოიყენება.

    დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ ულტრაიისფერი ნათება იწვევს სხვადასხვა მძიმე დაავადებას, საფრთხეს უქმნის ადამიანის შიდა ორგანოებსაც, როგორიც არის ელენთა, ღვიძლი…

    დერმატოლოგი ხაზგასმით განმარტავს, რომ შილაკის გაკეთების რეკომენდაციას არ გასცემს, და მეტიც ამბობს, რომ საშრობი აპარატი, რომელსაც პროცედურისთვის იყენებენ, ასხივებს A ტიპის UV ნათებას, რომლის სხივების უკურეაქცია 9-ჯერ აღემატება ბუნებრივი მზის ულტრაიისფერ ნათებას.

    ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდია, რაც განგაშია, თუმცა ეს დიდი ხანია ცნობილია. გელ-ლაქი, იგივე შილაკი როდესაც კეთდება, მისი გაშრობა ხდება ულტრაიისფერი სხივებით. ეს ულტრაიისფერი სხივები ჩვენ შეგვიძლია გავაიგივოთ სოლარიუმის UV ნათებასთან – ერთი და იგივეა. ზუსტად ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საგანგაშო ჩვენი ორგანიზმისთვის. როგორც სოლარიუმში გარუჯვა არ შეიძლება და არ არის რეკომენდებული, იგივე შეიძლება ითქვას შილაკთან დაკავშირებით.

    თუ შეკითხვა ისმება, რა სიხშირით შეიძლება შილაკის გაკეთება – პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის, რომ საერთოდ, შილაკის გაკეთება არ არის რეკომენდებული. წელიწადში ერთი გაკეთებაც კი პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ, რომ ხდება კანის UV ნათებით დასხივება და ეს ულტრაიისფერი სხივები არის ძალიან საშიში.

    ჩვენ კიდევ არ ვსაუბრობთ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შილაკის გაკეთებამ განაპირობოს. კერძოდ, ყველაზე ხშირი არის ფრჩხილის სხვადასხვა ტიპის დაზიანება. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გელ-ლაქი ფრჩხილს ყველა შემთხვევაში აზიანებს. უბრალოდ, შესაძლოა, ერთ ადამიანს დაუზიანდეს პირველივე გაკეთებისას, მეორეს კი, პირობითად, 20 გაკეთებაში. რა თქმა უნდა, გააჩნია მოხმარების სიხშირეს, ასევე, ფრჩხილის რეზისტენტობას,  ე.წ. გამძლეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ აზიანებს ყველა ვარიანტში – ეს არის მეორე საკითხი.

    ფრჩხილის დაზიანება, მკურნალობის თვალსაზრისით, არის ძალიან რთული. ძნელია დაზიანებული ფრჩხილის პრობლემის მოგვარება, ასეთი პაციენტები კი არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, არსებობს ორი რეალური ფაქტორი. პირველი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, ეს არის ზუსტად UV ნათებით ჩვენი კანის დასხივება, რაც პირდაპირ პროპორციულად უნდა იქნას გაიგივებული  სოლარიუმთან.  სოლარიუმი რა ულტრაიისფერ სხივებსაც უშვებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ  ზუსტად ეს აპარატი, რომელშიც შილაკის გაშრობა ხდება, უშვებს  იმავე სხივებს. მეორე არის ფრჩხილის მექანიკური დაზიანება,”- აცხადებს ზაზა თელია.

    რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ულტრაიისფერმა ნათებამ შესაძლოა ადამიანის დნმ  დააზიანოს – დერმატოლოგი განმარტავს, რომ ულტრაიისფერი ნათება, რომლითაც ხდება ე.წ. გელ-ლაქის გაშრობა, უშვებს ულტრაიისფერ A სხივს, რომელიც აღწევს შიდა ორგანოებამდე და აზიანებს მათ.

    “რა თქმა უნდა, აქ არაფერი ახალი არ არის. როგორც გარუჯვა, ჩვეულებრივი ბუნებრივი მზის სხივების ქვეშ, როდესაც ვირუჯებით – ერთი რუჯის მიღებაც კი ასოცირებულია დნმ-ის დაზიანებასთან. იმიტომ, რომ ზუსტად  ეს UV ნათება, არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივი იქნება თუ არაბუნებრივი, მაგალითად, სოლარიუმის, ან ამ აპარატის გამოსხივება აზიანებს დნმ-ს, ასეთ დროს კი მატულობს რისკი სხვადასხვა სიმსივნის განვითარების. თუ ვსვამთ კითხვას, რატომ სხვა ორგანოები – იმიტომ, რომ ეს ულტრაიისფერი სხივები არსებობს რამდენიმე ტიპის, მათ შორის ყველაზე საშიში არის ულტრაიისფერი A სხივი. ზუსტად ამ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს ეს არაბუნებრივი ნათებაც, ბუნებრივიც, რა თქმა უნდა, მზის გამოსხივებაც, მაგრამ ეს აპარატი არაბუნებრივ ულტრაიისფერ A სხივს უშვებს, რომელიც აღწევს ჩვენს შიდა ორგანოებამდე – გული, ფილტვები, ღვიძლი, პანკრეასი ელენთა და მათი კიბოს განვითარების რისკიც მატულობს,”- დასძინა თელიამ.

    ექიმის თქმით, დაავადების აღმოცენების რისკი გაცილებით მაღალია იმ ადამიანებში, ვისი გენეტიკური ანამნეზიც დატვირთულია სიმსივნით.

    “თუ ვსაუბრობთ რისკების მატებაზე. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, სერიოზულ როლს თამაშობს. თუ პაციენტის ანამნეზი, გენეტიკური ისტორია დატვირთულია სიმსივნეებით და მათ შორის, კანის კიბოთი, რა თქმა უნდა, კანის კიბოს  განვითარების რისკი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე იმ  ადამიანში, ვისაც მსგავსი ტიპის მემკვიდრული ისტორია არ გააჩნია.

    აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად, თუ რატომ არის არაბუნებრივი ულტრაიისფერი სხივი საგანგაშო- ბევრ განვითარებულ ქვეყნებში სოლარიუმის გამოყენება გარუჯვის მიზნით აიკრძალა კიდეც, მაგალითად დიდი ბრიტანეთში და აშშ-ის გარკვეულ  შტატებში, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ საერთოდ აიკრძალოს მთელი აშშ-ის მასშტაბით. წარმოიდგინეთ, როდესაც მზე იმყოფება პიკურ პერიოდში – დღის 13:00-14:00 საათი, რომ შევადაროთ, სოლარიუმის სხივი 9-ჯერ აღემატება ბუნებრივ მზის ულტრაიისფერი სხივების გამოსხივებას პიკურ პერიოდში,”-განაცხადა დერმატო-ვენეროლოგმა.

    იმ შემთხვევაში თუ არ გვსურს პროცედურაზე უარის თქმა, რა დამცავი მექანიზმები არსებობს და გვიცავს თუ არა მზისგან დამცავი, ან ხელთათმანი -​ ზაზა თელია ამბობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს, უმჯობესია, გამოყენებულ იქნეს დამცავი საცხი, ან მუქი ფერის ხელთათმანი :

    რეკომენდაციის თვალსაზრისით, თუ დერმატოლოგთან ისმება შეკითხვა – უსაფრთხოა თუ არა შილაკის გაკეთება, პასუხი, რა თქმა უნდა, არის, რომ უსაფრთხო არ არის და არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ადამიანი მაინც არ ამბობს უარს გელ-ლაქის გაკეთებაზე, მაშინ ვურჩევთ, რომ აუცილებლად მოხდეს  მზის დამცავის გამოყენება მტევანზე 15 წუთით ადრე პროცედურის დაწყებამდე და ასევე, მზის დამცავთან  ერთად, თუ იქნება გამოყენებული ხელთათმანი, შავი ქსოვილი – მუქი ფერის ქსოვილი ულტრაიისფერ სხივებს, პრაქტიკულად, არ ატარებს,”-აცხადებს ზაზა თელია.