Author: tea

  • 20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღეს თქვენი აქტიურობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ნუ იჩქარებთ – ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.

    კურო
    20 აგვისტო ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. მოერიდეთ სპონტანურ შენაძენსა და დაუფიქრებელ დაპირებებს. საღამოს სასიამოვნო ამბავი ან შეხვედრა გელოდებათ. სიყვარულში შესაძლებელია ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა.

    ტყუპები
    ინფორმაციით დატვირთული დღეა. ბევრი საუბარი, შეხვედრა და ახალი ამბავი გელოდებათ. შესაძლოა, მიიღოთ პასუხი საკითხზე, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. ყურადღებით შეარჩიეთ სიტყვები – დღეს ნათქვამმა ფრაზამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მომავალ ურთიერთობებზე.

    კირჩხიბი
    დღეს საკუთარ ინტუიციას ენდეთ. თუ გარკვეული ადამიანის ან სიტუაციის მიმართ ეჭვი გაქვთ, მოვლენები ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს. კარგი დროა ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. საღამოს შეეცადეთ დაისვენოთ და ემოციურად განიტვირთოთ.

    ლომი
    თქვენი დღეა – ენერგია და თავდაჯერებულობა განსაკუთრებით მაღალი იქნება. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ ან თქვენი იდეა სხვების მხარდაჭერას დაიმსახურებს. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი. მთავარია, სიამაყემ გულწრფელობას არ აჯობოს.

    ქალწული
    დღეს ორგანიზებულობა თქვენი მთავარი უპირატესობაა. დაგროვილი საქმეების დასრულებას შეძლებთ და შესაძლოა ახალი შესაძლებლობაც გამოჩნდეს. ფინანსებთან დაკავშირებით კარგი იდეა გაგიჩნდებათ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ.

    სასწორი
    ურთიერთობების დღეა. შესაძლოა, ძველმა ნაცნობმა შეგახსენოთ თავი ან საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. სამსახურში თანამშრომლობა უფრო მეტ შედეგს მოგიტანთ, ვიდრე ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთების მცდელობა. საღამოს სასიამოვნო ემოციები გელოდებათ.

    მორიელი
    მნიშვნელოვანი ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ. ნუ შეგეშინდებათ იმის დასრულება, რაც უკვე აღარ გაძლევთ განვითარებისთვის საჭირო სივრცეს. პროფესიულ სფეროში საინტერესო შეთავაზება ან ახალი პასუხისმგებლობაა შესაძლებელი. პირად ცხოვრებაში მოერიდეთ ზედმეტ ეჭვიანობას.

    მშვილდოსანი
    დღეს ახალი გამოცდილებისკენ მიგიზიდავთ. კარგი პერიოდია სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისთვის ან ახალი პროექტის დასაწყებად. მოულოდნელმა შეტყობინებამ შესაძლოა გეგმები შეგიცვალოთ, თუმცა საბოლოოდ ცვლილება თქვენს სასარგებლოდ განვითარდეს.

    თხის რქა
    პრაქტიკული მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურ ან საქმიან საკითხში შესაძლოა წინსვლა იგრძნოთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე საჭიროა. ახლობელ ადამიანს თქვენი ყურადღება დასჭირდება – ზოგჯერ უბრალოდ მოსმენაც საკმარისია.

    მერწყული
    უჩვეულო იდეებით სავსე დღე გელოდებათ. ერთ-ერთმა მათგანმა შესაძლოა მომავალში საინტერესო შესაძლებლობამდე მიგიყვანოთ. ურთიერთობებში მეტი თავისუფლება და გულწრფელობა დაგჭირდებათ. მოულოდნელი შეხვედრა ან შეტყობინება კარგ განწყობას შეგიქმნით.

    თევზებიემოციურად მგრძნობიარე დღეა, ამიტომ სხვისი სიტყვები ზედმეტად გულთან ნუ მიიტანთ. ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი გაქვთ და რთულ სიტუაციაში სწორ მიმართულებას სწორედ ის გაჩვენებთ. სიყვარულში თბილი და რომანტიკული მომენტებია მოსალოდნელი.

  • “ყველაფერი 2026 წლის შემოდგომაზე დაიწყება” – რისთვის უნდა მოემზადოს კაცობრიობა? – ბრიტანელი ექსტრასენსის შოკიმომგვრელი წინასწარმეტყველება

    “ყველაფერი 2026 წლის შემოდგომაზე დაიწყება” – რისთვის უნდა მოემზადოს კაცობრიობა? – ბრიტანელი ექსტრასენსის შოკიმომგვრელი წინასწარმეტყველება

    ბრი­ტა­ნელ­მა ექ­სტრა­სენ­სმა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ თა­ვის დრო­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია და დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, ახალ შე­მაშ­ფო­თე­ბელ პროგ­ნოზს ავ­რცე­ლებს. კრე­იგ ჰა­მილ­ტონ-პარ­კე­რი, რო­მელ­საც ხში­რად “ბე­დის­წე­რის წი­ნას­წარ­მე­ტყველს” ან “ახალ ნოს­ტრა­და­მუსს” უწო­დე­ბენ, იუ­წყე­ბა, რომ 2026 წლის მი­წუ­რულს მსოფ­ლი­ოს გლო­ბა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტი ელის.

    “2026 წლის ოქ­ტომ­ბე­რი გარ­დამ­ტე­ხი იქ­ნე­ბა”თა­ვის YouTube -არხზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში, სა­დაც მას 240 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ადევ­ნებს თვალს, ექ­სტრა­სენ­სმა გა­ნა­ცხა­და, რომ 2026-2027 წლე­ბი მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა.

    “აგ­ვის­ტო­სა და სექ­ტემ­ბერს შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფლიქ­ტე­ბის ეს­კა­ლა­ცია და­ი­წყე­ბა, ხოლო 2026 წლის ოქ­ტომ­ბრის­თვის ომში, შე­საძ­ლოა, ერ­თდრო­უ­ლად ხუთი ქვე­ყა­ნა ჩა­ერ­თოს. ეს თა­რი­ღი უკვე ძა­ლი­ან ახ­ლო­საა,” – აფრ­თხი­ლებს ჰა­მილ­ტონ-პარ­კე­რი.

    წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი სიზ­მა­რი და დო­ნალდ ტრამ­პის საფრ­თხე

    “ახალ­მა ნოს­ტრა­და­მუს­მა” ყუ­რა­დღე­ბა აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპზეც გა­ა­მახ­ვი­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ მის სი­ცო­ცხლეს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. განაგრძეთ კითხვა

  • „სიკეთის ადამიანი იყავი… დაუჯერებელია ეს ყველაფერი“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

    „სიკეთის ადამიანი იყავი… დაუჯერებელია ეს ყველაფერი“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

    მარნეულში, მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას დაღუპული მამაკაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მკვიდრია.

    41 წლის ვალერი ზავრაშვილს, მონტაჟის დროს, კიბეზე ასვლისას ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ჩამოვარდა.
    მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

    ახალგაზრდა კაცს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

    „სიკეთის ადამიანი იყავი… უმძიმესი ამბავია… დაუჯერებელია ეს ყველაფერი.“.

    „ეს რა გვიყავი მეგობარო, კლასელო, როგორ მოგიხსენო წარსულში?“.

    „ვაიმე, გასკდა გული, როგორ დამენანა“.

    „ჩემო კარგო ადამიანო, როგორ მეწყინა… ნათელი შენს ლამაზ სულს“, – წერენ სოციალურ ქსელში.

    ზავრაშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

  • “ჩემი შვილიც მასე გაქრა, შეყვარებულთან ერთად იყო…10 წელია კვალს ვერ მივაგენი” – რას წერს ლალი კანიაშვილი?

    “ჩემი შვილიც მასე გაქრა, შეყვარებულთან ერთად იყო…10 წელია კვალს ვერ მივაგენი” – რას წერს ლალი კანიაშვილი?

    “ჩემი შვილიც რუსუდან ახალბედაშვილიც მასე გაქრა შეყვარებულთან ერთად იყო , სადაც ივახშმეს. იქიდან გამოვიდნენ და ჩემი შვილი გაქრა. 10 წელია კვალს ვერ მივაგენი,” – წერს სოციალურ ქსელში ლალი კანიაშვილი.

  • “სრიალით ჩამოვიდა ესტაკადიდან, შემოვარდა საპირისპირო ზოლში და რა დღეში ჩააგდო ხალხი!” – ვრცელდება ავარიის კადრი სოციალურ ქსელში

    “სრიალით ჩამოვიდა ესტაკადიდან, შემოვარდა საპირისპირო ზოლში და რა დღეში ჩააგდო ხალხი!” – ვრცელდება ავარიის კადრი სოციალურ ქსელში

    “სრიალით ჩამოვიდა ესტაკადიდან, შემოვარდა საპირისპირო ზოლში და რა დღეში ჩააგდო ხალხი!!! მარკა რათქმაუნდა BMW. ეს არ იყო შემთხვევა, ეს იყო განზრახი დანაშაული!” – წერენ სოციალურ ქსელში.

    333-1787158746.png

  • გოგა მანიას კიდევ ერთი წინასწარმეტყველბა, რომელიც ახდა

    გოგა მანიას კიდევ ერთი წინასწარმეტყველბა, რომელიც ახდა

    23 დეკემბერს თბილისის (ნაძალადევის) ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გაბრიელ ასათიანი გარდაიცვალა. სასულიერო პირის გარდაცვალება ეზოტერიკოსმა, მეტაფიზიკოსმა გოგა მანიამ იწინასწარმეტყველა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, 20 დეკემბერს თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი მელიქიძე გარდაიცვალა, გოგა მანიამ ამის შემდეგ დაწერა რომ კიდევ ორი სასულიერო პირი გარდაიცვლებოდა:

    „მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი.  ძალიან დამწყდა გული. 20.12.2025 წლის ჩანაწერი! კიდევ 2 სასულიერო პირის გარდაცვალებას გავიგებთ უახლოეს მომავალში“, – წერდა გოგა მანია 20 დეკემბერს. სასულიერო პირის გარდაცვალების შესახებ ცნობილი დღეს, 24 დეკემბერს გახდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში „საპატრიარქოს უწყებანმა“ გაავრცელა: „ამა წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისის (ნაძალადევის) ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გაბრიელ ასათიანი. დეკანოზი გაბრიელი დაიკრძალება შაბათს, 27 დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გაბრიელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გაბრიელი“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

  • სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

    გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად.

    თბილისში, შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი), შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

  • კახელმა გოგო გაათხოვა. სიძეს ბინა არ ქონდა და კახელმა თავის სახლში ჩაისიძა. პირველი ღამეა… სიძე-პატარძალი დააწვინეს მეორე სართულზე. ქვევით დაწვა კახელი და მისი ცოლი. სიძემ მთელი ღამე არ მოისვენა, სულ ხმაური და საწოლის ჭრაჭუნი ისმოდა. გავიდა ორი საათი

    კახელმა გოგო გაათხოვა. სიძეს ბინა არ ქონდა და კახელმა თავის სახლში ჩაისიძა. პირველი ღამეა… სიძე-პატარძალი დააწვინეს მეორე სართულზე. ქვევით დაწვა კახელი და მისი ცოლი. სიძემ მთელი ღამე არ მოისვენა, სულ ხმაური და საწოლის ჭრაჭუნი ისმოდა. გავიდა ორი საათი

    მიხომ გოგო გაათხოვა. სიძეს ბინა არ ქონდა და კახელმა თავის სახლში ჩაისიძა. პირველი ღამეა…

    სიძე-პატარძალი დააწვინეს მეორე სართულზე. ქვევით დაწვა მიხო და მარო.

    სიძემ მთელი ღამე არ მოისვენა, სულ ხმაური და საწოლის ჭრაჭუნი ისმოდა. გავიდა ორი საათი, სამი საათი…

    მიხომ ვეღარ მოითმინდა და მაროს ეუბნება: – ადე ქალო, ჩაენაცვლე, თორემ მოგვიკლა ბალღი მაგ შობელძაღლმაო…

  • “ყურადღებით იყავით… ეს იქნება დამანგრეველი”- გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

    “ყურადღებით იყავით… ეს იქნება დამანგრეველი”- გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

    ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმს“ ხშირად აძლევს ინტერვიუს და ახლა, ის ახალ წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება. მას მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ენერგეტიკულად დაზიანებულები არიან და გათავისუფლება სურთ.

    ასევე, გოგა ხშირად აფრთხილებს მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამბობს, რომ ეს ბუნებრივი ძალა ბავშვობიდან აქვს და განსაკუთრებით, დედის გარდაცვალების შემდეგ მოხდა მის ცხოვრებაში გარდატეხა.

    გოგა თავის ახალ წინასწარმეტყველებაში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ის საქართველოზე საუბრობს. 

    „ნუ შეგეშინდებათ მიწისძვრის, იქნება შესამჩნევად, თუმცა არადამანგრეველი. ყურადღებით იყავით მცოცავ მიწასთან, ეს იქნება დამანგრეველი.

    ფიგურა, რომელიც სპორტსმენია, მას უდგინდება დაავადება, უკურნებელი სენი.

    ყოფილი პოლიტიკოსი გარდაიცვლება, ამას 100 პროცენტით ვამბობ, ეს გარდაუვალია.

    მამაოს, რომელსაც მრევლი ჰყავს ძალიან ბევრი, გარდაიცვლება, მის მრევლს დიდი ტკივილი ექნება. ძალიან ყურადღებით იყავით, ივლისი, აგვისტო, რადგან ავტოავარიები მოიმატებს.

    მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ბავშვები წინ არ დაისვათ… კახეთზე მაქვს ძალიან დიდი განცდები, რადგან აქ სეტყვა ქვასავით იქნება“,- ამბობს გოგა მანია „პრაიმტაიმთან“. 

    ასევე მან საკუთარ თავზეც ისაუბრა და თქვა, რომ მასაც ელის განსაცდელი. 

    „მინდა ვთქვა, რომ მეც მელოდება პატარა განსაცდელი უახლოეს მომავალში, რომელსაც ვგრძნობ, რატომ ვამბობ ამას საკუთარ თავზე, რამდენჯერაც რაღაცა მოხდა, ესეც ბოროტ ძალებს უკავშირდება, რომელსაც ჩემს მიმართ უშვებენ. რადგან მე ვაკეთებ ეგზორციზმს და მათგან ადამიანებს ვეხმარები, შემდეგ უკვე ისინი გადმოდიან ჩემზე და კეთდება ენერგეტიკული სხვადასხვა დარტყმა“,- ამბობს ეზოთერიკოსი.

  • სად ბინადრობენ თბილისში შხამიანი გველები – შოთა ზანდუკელი კონკრეტულ ადგილებს ასახელებს

    სად ბინადრობენ თბილისში შხამიანი გველები – შოთა ზანდუკელი კონკრეტულ ადგილებს ასახელებს

    სად ბინადრობენ თბილისში შხამიანი გველები, – ამ თემაზე ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი, გადაცემაში “დღის პოსტი” საუბრობს:

    „თბილისი, თავისი მდებარეობის გამო, ამ კუთხით ყოველთვის აქტიური იყო. მაგალითად, რუსთავის შემოგარენში თითქმის ყველგან შხამიანი გველი – გიურზა გვხვდება, რის გამოც რუსთავი უფრო „ცხელ წერტილად” მიიჩნევა, თუმცა თბილისიც საკმაოდ დატვირთულია. თბილისი ქვაბულში მდებარეობს, სადაც ქვეწარმავლებისთვის ძალიან კარგი კლიმატური პირობებია. თბილისის შემოგარენში თითქმის ყველა სახეობის არაშხამიანი გველი ბინადრობს. გარეუბნები, რომლებიც ბუნებასთან ახლოსაა, გველების გამოჩენის თვალსაზრისით უფრო დატვირთულია, ვიდრე ცენტრი, თუმცა სკვერებისა და ბუნებრივი გარემოს არსებობის გამო, მათ კორპუსებს შორის არსებულ სივრცეებშიც კი ვხვდებით.

    თბილისის ტერიტორიაზე შხამიანი გველები მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე გვხვდება. სულ ორი ასეთი სახეობაა: გიურზა და ცხვირრქოსანი გველგესლა. ქალაქში ცხვირ რქოსან გველგესლასთან შეხვედრის ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან ის კონკრეტულ არეალებში – კოჯრისა და ქოროღლის ციხის ქვემოთ, კლდოვან ნაშალებში ბინადრობს. ასევე გვხვდება წყნეთში, მსხალდიდსა და ლისის ტბის ზემოთ მდებარე სოფლებში. გიურზა კი დასახლებულ პუნქტებშიც გვხვდება – აეროპორტის დასახლებიდან და ლილოდან დაწყებული, აფრიკის, ფონიჭალის, ორთაჭალის, კრწანისისა და შინდისის ჩათვლით. ეს ადგილები გიურზას ბუნებრივი გავრცელების არეალია. ვინაიდან ეს უბნები ბუნებრივ გარემოს ესაზღვრება, ურბანულ სივრცეში მათი გამოჩენა ხშირია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიურზა ან სხვა გველი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ”,- ამბობს შოთა ზანდუკელი.