Author: tea

  • ავარიის შედეგად, 10 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს

    ავარიის შედეგად, 10 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს

    მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში ტრაგედია დატრიალდა.  ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

    სამართალდამცველებმა 10 წლის ბავშვი დაღუპვის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ადგილზე სამაშველო ჯგუფია მობილიზებული! კიდე ერთი ძლიერი ავარია მოხდა,დაღუპულია ერთი ადამიანი, ვრცელდება კადრები ადგილიდან

    ადგილზე სამაშველო ჯგუფია მობილიზებული! კიდე ერთი ძლიერი ავარია მოხდა,დაღუპულია ერთი ადამიანი, ვრცელდება კადრები ადგილიდან

    ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა.

    დაღუპულია შალე ბებია.

    არსებული ინფორმაციით, სოფელ ზუმის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი დაშავებული კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    “ჩემი უბანი გლოვობს. არ შემეძლო ამ უწესიერესი, თავმდაბალო, პატიოსანი ბიჭისთვის გვერდი არ დამეთმო… მტკივა, ცრემლებში ვიხრჩობი წუხანდელის მერე… ნათელი სასუფეველი შენს სულს შალე…

    ძალიან მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს წუხელ მუხურს. ერთადერთი შვილი დაკარგა ოჯახმა… სიტყვები უძლურია… ძალიან ვწუხვარ, ძალიან…

    შალეეე!ეს რა თავზარი დაგვეცა ბიჭო! ჩემს მამიდაშვილებს რა ვუთხრა…

    თვალწინ მიდგას შენი სახე შალე…

    ღმერთო, რა ცუდად დაიწყო ეს წელი, უფლის სასუფეველი ამ ბავშვს. ვწუხვარ ძალიან. სანუგეშო სიტყვები უბრალოდ არაფრის მთქმელია” – წერენ სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

  • 29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    მშვიდად ადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და შეეცადეთ, შეუმჩნეველი დარჩეთ. ნუ იაქტიურებთ, ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე, პირიქით, მოიკრიბეთ ძალები და მოემზადეთ სიახლეებისთვის.

    კურო

    იყავით ფრთხილად, ნუ გათქვამთ და  ნურავის გაანდობთ სხვის საიდუმლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენივე დაუდევრობით, ინტრიგების ქსელში აღმოჩნდეთ.

    ტყუპები

    იყავით ყურადღებით და შეეცადეთ, ამოიცნოთ სამყაროს მინიშნებები, გაიაზრეთ სიზმრები და იქნებ საჭირო პასუხებს მიაგნოთ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, სწორად მოქმედებისათვის.

    კირჩხიბი

    ეს არის აღმოჩენების, აღმაფრენისა და მეტად მნიშვნელოვანი მზადების პერიოდი. დატკბით ცხოვრებით და მოემზადეთ ახალი გამოწვევებისთვის.

    ლომი

    24 საათი დღე-ღამეში არაა საკმარისი იმისათვის, რომ საქმეებიც მოასწროთ და ცოტაოდენი დასვენებაც. გონებამახვილობა და სისწრაფე, აი, რა გჭირდებათ.

    ქალწული

    ნურავის დაადანაშაულებთ, მოთმინებით აღიჭურვეთ და გონივრულად დაალაგეთ მნიშვნელოვანი საქმეები, გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი და წინდახედულად იმოქმედეთ. დასვენება არ დაგავიწყდეთ.

    სასწორი

    გელით დაუგეგმავი შეხვედრები და უარი არ თქვათ. ზომიერი ტაქტიკით, სასურველს აუცილებლად მიაღწევთ.

    მორიელი

    უდარდელად ჩაივლის დღევანდელი დღე. სიმშვიდეა შინ და გარეთ. შესაძლოა, ცოტა გაკვირვებულიც კი დარჩეთ  ოჯახური იდილიით.

    მშვილდოსანი

    შესაძლოა, სასიყვარულო საქმეებში პრობლემებმა იჩინოს თავი, აღიჭურვეთ მოთმინებით და უფრო გულისხმიერი იყავით. დაელოდეთ უკეთეს მომენტს და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას.

    თხის რქა

    არის ალბათობა, შთამბეჭდავად გამოავლინოთ თქვენი ხასიათის ორიგინალური თვისებები, არასტანდარტული აზროვნება და სათანადო შექებაც დაიმსახუროთ. ახლა თქვენი ფრაზაა, – ცხოვრება მშვენიერია.

    მერწყული

    გათავისუფლდით ყოველგვარი უსარგებლოსგან, დაამყარეთ წესრიგი თქვენს გარშემო, მოიშორეთ აბეზარი ფიქრები, მოიშორეთ ყოველი ძველმანი და უსარგებლო რამ თქვენი სივრციდან, თქვენი გონებიდან, თქვენი პირადი თუ საერთოდაც ცხოვრებიდან.

    თევზები

    ბავშვივით გალაღდით და მსუბუქი ნაბიჯებით მიჰყევით ყოველდღიურობას, ახლა თქვენი დროა, თუმცა, გარშემო ისეთი სიმშვიდეა, რომ შეიძლება, რაიმე საინტერესო მოიგონოთ ირგვლივ მყოფთა გასახალისებლად.

  • ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

    „ააიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფ. შემოქმედის საბავშვო ბაღის აღმზრდელის მარინა არობელიძის შვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, სოფელს, მთელ ოზურგეთს“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

    როგორც ცნობილია, 19 წლის გიორგი ჭანუყვაძე ავარიას ემსხვერპლა.

  • 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – რა ხდება ამ წუთებში მარნეულში

    10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – რა ხდება ამ წუთებში მარნეულში

    ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში ტრაგედია დატრიალდა. ველოსიპედით მოძრავ 10 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

    როგორც ცნობილია, ავტომობილის მძღოლმა ბავშვი მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    კლინიკასთან ამ წუთებში ბავშვის ახლობლები არიან შეკრებილნი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მარნეულში ვითარება დაძაბულია.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • „სიკეთის, სიყვარულის და წესიერების განსახიერება ადამიანი დავკარგეთ…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

    „სიკეთის, სიყვარულის და წესიერების განსახიერება ადამიანი დავკარგეთ…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

    გურიაში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ.

    სოფელ შემოქმედში მცხოვრები 19 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

    23 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გიორგი სურგულაძე რამდენიმე დღე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ახალგაზრდა გუშინ, 27 აპრილს გარდაიცვალა.

    „სიკეთის, სიყვარულის და წესიერების განსახიერება ადამიანი დაკარგა დღეს სოფელმა. ღმერთმა მიიბაროს და აცხონოს შენი ლამაზი სული გიო“, – წერენ სოციალურ ქსელში.

  • ეს ყველა მძღლმა უნდა იცოდეს! ჯარიმები იზრდება! – ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება

    ეს ყველა მძღლმა უნდა იცოდეს! ჯარიმები იზრდება! – ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება

    2026 წლის მაისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება.

    „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, მონაცემებს იმ ცვლილებების შესახებ, რომელთა ძალაში შესვლა, რამდენიმე დღეშია დაგეგმილი.

    საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება 

    2026 წლის 1-ელი მაისიდან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილები შედის ძალაში, რომლის მიხედვითაც, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. კერძოდ:

    100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

    50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

    დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებსა, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;

    „დრიფტი”, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით;

    განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;

    500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.

    თვითდასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების წესის შესრულებაზე აღსრულების მექანიზმი ამოქმედდება

    1-ელი მარტიდან, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად დასაქმებისთვის, მათ შორის დისტანციურად მუშაობისთვის, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება სჭირდება.

    ახალი წესებით, ადგილობრივ დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, გამოცხადებულ ვაკანსიაზე უცხოელის დასაქმების საჭიროება დაასაბუთონ და შესაბამის უწყებებისგან ნებართვა მიიღონ.

    უკვე 2026 წლის 1-ლი მაისიდან კი, ამოქმედდება აღსრულების მექანიზმი იმ თვითდასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში აქამდე იყვნენ დასაქმებულები.

    შესაბამისად, იმ თვითდასაქმებულ უცხოელებთან, რომლებიც 2026 წლის 1-ელ მარტისთვის უკვე ახორციელებდნენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას – არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, რომლიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს – მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1-ლი მაისიდან ამუშავდება.

    ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ნებართვა დასჭირდება

    „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები შეიცვალა.

    კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1-ლი მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

    წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.

    აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ვენახის გაშენებას სამეწარმეო საქმიანობისთვის გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.

    ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.

    ძვირდება „სილქნეტის“ მომსახურება

    „სილქნეტის“ მობილური ინტერნეტპაკეტების, ოპტიკური ინტერნეტისა და ტელევიზიით სარგებლობის ტარიფები იცვლება.

    როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ზოგიერთი პაკეტის ფასი 1-ლი მაისიდან გაიზრდება, ნაწილის კი უცვლელი დარჩება.

    უფრო კონკრეტულად, სტანდარტულ ინტერნეტპაკეტებზე მოცულობა იზრდება, ფასი უცვლელი რჩება, თუმცა ძვირდება ყველა ულიმიტო პაკეტი.

  • რა თქვა ირაკლი კობახიძემ?

    რა თქვა ირაკლი კობახიძემ?

    “ეს არის უმძიმესი განცხადება….” – ირაკლი კობახიძე.