Author: tea

  • ხანძარი რუსთავში ვითარება ამ წუთებში 👉

    ხანძარი რუსთავში ვითარება ამ წუთებში 👉

    ამ წუთებში რუსთავში ხანძარია.

    ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

    ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

    ნახეთ რა ვითარებაა ადგილზე. 

  • ‼️ როდის დათბება საქართველოში – როგორია განახლებული ამინდის პროგნოზი

    ‼️ როდის დათბება საქართველოში – როგორია განახლებული ამინდის პროგნოზი

    მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

    „მაისის პირველი კვირა საქართველოში კვლავ არასტაბილური და გრილი იქნება, არათანაბრად განაწილებული ნალექითა და პერიოდულად ძლიერი ქარით.

    ამის ძირითადი მიზეზი ატმოსფერული წნევის არამდგრადობა და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ხშირი გავრცელება იქნება.
    ჯერჯერობით, ახალი თვის დასაწყისში, ხანგრძლივი პერიოდით – არც დათბობა და არც მშრალი პერიოდია მოსალოდნელი.

    ვარდობისთვე საქართველოში ყოველთვის იყო ხიდი -სევდიან სიჩუმესა და ზაფხულის სიხარულის ხმაურს შორის. გპირდებით თვის მეორე ნახევარში, საქართველო კვლავ შეიგრძნობს გაზაფხულის ნამდვილ სუნთქვას –
    ყვავილებით, ზღვისპირა სიცილით და მთის ბილიკებზე გაღვიძებული სიცოცხლით…”,- წერს ფარტენაძე.

  • ვალდებულები არიან თუ არა შვილები, რომ მოხუც მშობლებს მოუარონ?

    ვალდებულები არიან თუ არა შვილები, რომ მოხუც მშობლებს მოუარონ?

    ქალი საკუთარი მეგობრის ისტორიას გვიამბობს.რაც უფრო ასაკოვნები ხდებიან მშობლები, შვილებმა მით უფრო მეტად უნდა იზრუნონ მათზე. ადრე თუ გვიან მშობლებს აუცილებლად დასჭირდება დახმარება და თანადგომა. ოდესღაც, ჩვენ თვითონაც ხომ ვერ ვაკეთებდით ვერაფერს მშობლების დახმარების გარეშე?

    სამწუხაროდ, ცხოვრება ისეთია, რომ ძალიან ხშირად, მშობლები და მათი შვილები ვერ უგებენ ერთმანეთს და საერთო ენას ვერ პოულობენ.სწორედ ამ დროს ხდება, რომ მშობლები შვილების ტვირთად იქცევიან და ხელს უშლიან მათ.ცოტახნის წინ ჩემმა მეგობარმა ასეთი ისტორია მიამბო:

    “რომ იცოდე პარასკევს რა მოხდა. სამსახურის შემდეგ სახლში მოვედი და ვახშამი მოვამზადე. ჩემი ქმარი ჯერ სახლში არ იყო. ვივახშმე, ჭურჭელი გავრეცხე და დასასვენებლად წამოვწექი. ცოტახნის შემდეგ ჩემი ქმარი მოვიდა, მაგრამ ის მარტო არ იყო. მან დედაჩემი მოიყვანა. მათ დანახვაზე, კინაღამ საწოლიდან გადმოვვარდი. დედაჩემი საავადმყოფოში იწვა სამკურნალოდ, ჩემმა ქმარმა კი ის სახლში მოიყვანა და მითხრა:

    • დედაშენი დღეს გამოწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ მას მოვლა სჭირდება. მე გადავწყვიტე, რომ ის დროებით ჩვენთან იცხოვრებს. წინააღმდეგი ხომ არ იქნები?

    ამ იდეამ მე არ აღმაფრთოვანა. ჩვენ ბინა ახლახან ვიყიდეთ ბინა. მე და ჩემს მეუღლეს კარგი სამსახური გვაქვს, ერთმანეთთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. გვერდით ოთახში კი ავადმყოფი დედა იქნება. ის უბრალოდ გაანადგურებს ჩემს ბედნიერებას. მჭირდება ეს?დედაჩემს შევხედე.

    • ჩემს ცხოვრებაში ახლახან დალაგდა ყველაფერი! ახლი კი შენ გამოჩნდი. მე თუ მოგივლი, შეიძლება ისე მოგეწონოს, რომ სოფელში დაბრუნება აღარ მოგინდეს!

    დედა ატირდა და ოთახიდან გავიდა. ქმარმა ძალიან უკმაყოფილო მზერით შემომხედა. მერე მომესმა, რომ დედაჩემი რაღაცას აკეთებდა. ალბათ სახლში წასასვლელად ემზადება. ძალიან კარგი!მეორე დღეს დასვენების დღე იყო, მე მეგობართან წავედი. დაბრუნებულმა დავინახე, რომ დედაჩემი სამზარეულოში რაღაცას ამზადებდა, ჩემი ქმარი კი ოთახში ტელევიზორს უყურებდა. ოთახში ჩემოდანი დამხვდა, მაგიდაზე კი მატარებლის ბილეთი.

    • დედა ჯერ არ წასულა? როდის მიდის? – ვკითხე ქმარს.

    მან კი მიპასუხა:ის არსად არ მიდის. შენ მიდიხარ. სად? სად და იმ სოფელში, სადაც დედაშენი ცხოვრობს. შენ დაფიქრება გჭირდება. მე დიდი ხანია შვილები მინდა, შენ კი არ გინდა! ახლა არც კი ვიცი, შეძლებ რომ კარგი დედა იყო? წადი სოფელში და კარგად დაფიქრდი.გაოგნებული ვიყავი. ჩემმა ქმარმა უბრალოდ მიღალატა და მორჩა.

    დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემი ქმარი მართალი იყო. შვებულება ავიღე და სოფელში გავემგზავრე. საკუთარ თავში უნდა გავერკვე და კარგად დავფიქრდე”.

    რედაქციისგან:რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება ისე მოიქცეს, როგორც მას მიაჩნია მიზანშეწონილად. თუმცა, ჩვენი აზრით, ქალიშვილი დედასთან მიმართებაში საშინლად მოქმედებს. შვილები ყოველთვის უნდა ეხმარებოდნენ მშობლებს, რადგან ამის გარეშე მათ ძალიან გაუჭირდებათ.აი, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც მოხუც მშობლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ:

    რჩევა 1: ნუ ეცდებით მშობლების შეცვლას. ეს უსარგებლოა. შვილებმა მშობლები ისეთებად უნდა მიიღონ, როგორებიც არიან. მშობლებს საკუთარი ჩვევები და საკუთარი ხასიათი აქვთ და ძალიან ხშირად მათი შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია.

    რჩევა 2: ეცადეთ, რომ მშობლებს არ ეჩხუბოთ. საქმე ისაა, რომ მოხუცები გაცილებით რთულად უმკლავდებიან პრობლემებს და სტრესს. ამიტომ, უნდა გაუფრთხილდეთ და არ შეეწინააღმდეგოთ მათ.

    რჩევა 3: მშობლებს შეცოდება არ სჭირდებათ, მათ უბრალოდ უნდა თანაუგრძნოთ. საქმე ისაა, რომ მშობლებს არ უყვართ, როდესაც საკუთარ შვილებს ეცოდებათ. ამ დროს ისინი თავს არასაჭიროდ და უსარგებლოდ გრძნობენ. მშობლებს სჭირდებათ ყურადღება და არა სიბრალული.

    რჩევა 4: შვილებმა უნდა ისწავლონ მშობლების პატიება. მათ ბავშვობისდროინდელი წყენაც კი უნდა დაივიწყონ. ეს ხელს შეუწყობს მათ ნორმალურ ურთიერთობას.

    რჩევა 5: ნუ დაიდანაშაულებთ თავს იმის გამო, რომ რაღაც არასწორად თქვით. უბრალოდ, ბოდიში მოუხადეთ მშობლებს და ყველაფერი მაშინვე გამოსწორდება.

    წყარო: paparazzi. ge

  • ტრაგედია ხობში – მდინარეში მამაკაცი დაიხრჩო

    ტრაგედია ხობში – მდინარეში მამაკაცი დაიხრჩო

    ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო.

    ადგილობრივის ცნობით გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია.

    მისივე თქმით, მეზობლები და ახლობლები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

    გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ალბათ განგებამ მეტი ვერ გაიმეტა – ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა

    ალბათ განგებამ მეტი ვერ გაიმეტა – ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა

     

    ხონის მუნიციპალიტეტში,  35 წლის, სამი შვილის დედა, ჟანა ლოგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჟანა ლოგუას გული გაუჩერდა.

    „გარდაიცვალა 3 შვილის დედა ჟანა ლოგუა 35 წლის. გლოვობს ჩემი ხონი…იშვიათი წესიერების და კეთილშობილების ადამიანი :(( ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე.”შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს  ოჯახსა და ახლობლებს.  ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.ღმერთო მიეცი ძალა, მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს სიცარიელეა შენი ოჯახის წევრების გულებში. წახვედი და დაუტოვე ყველას უსასრულო სევდა ვინც გიცნობდა და ვისაც უყვარდი..35 წელი და 3 პატარა შვილი… პატარა დროა ბედნიერებისთვის…. ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა….  მეხის გავარდნას ჰგავს შენი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე… ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა?  თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი”დარჩნენ საყვარელი დედიკოს გარეშე. ჟანა რატომ დატოვე შენი პატარები ახლა რა ეშველებად უდედოდ😥😢💔ჟანა ლოგუამ ბევრი იბრძოლა ვერ მოერია  ვერ დაამარცხა სიკვდილი.შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ… შენ, შენ რატომ არ შეგებრალა შენი ოჯახი..ტაძარი ჩუმია უტყვი, მდუმარე, აქაც სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე. სათქმელი ბევრია… თხოვნა იგივე… ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ…დრო ნელია, ალბათ, არც მიდის…ცრემლები? _ ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი… ” შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა“, – წერს შოთო სიხარულიძე.

  • 30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    მოდუნდით და მშვიდად მოიფიქრეთ, როგორ გადაანაწილოთ დრო და ენერგია პირადი და საოჯახო საქმეებისთვის. მოერიდეთ ისეთი საკითხების გადაჭრას, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას და ბრძოლას მოითხოვს.

    კურო

    კარგი დროა, მგზავრობის დასაგეგმად, უცხო ქვეყნის ტრადიციების და კულტურის შესწავლისთვის, ასე რომ, თავი დაანებეთ ქსელებსა და კომუნიკაციებს და სასარგებლოდ გამოიყენეთ ეს პერიოდი. მინიმუმ, ბუნებაში გადით და დაისვენეთ.

    ტყუპები

    ეცადეთ, შეცვალოთ ხედვა, სხვა კუთხით შეხედეთ პრობლემებს. საქმეები, რომელზედაც დიდ იმედებს ამყარებდით, შეიძლება, გაჭიანურდეს, ან არ მოგიტანოთ ის შედეგი, რასაც ელოდით. ახლა სჯობს, მოდუნდეთ და დაისვენოთ, მალე, პრობლემების მოგვარების გზა გამოჩნდება.

    კირჩხიბი

    დაგეგმეთ ღონისძიებები და შეხვედრები, ისეთებიც კი, რომელიც ადრე გაშინებდათ და ცდილობდით თავის არიდებას, იაქტიურეთ  კირჩხიბთა დიდი ნაწილისთვის ძალიან პოზიტიური დღეა.

    ლომი

    შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ ფინანსური შემოსავალი ან დასრულდეს თქვენთვის საქმე. მთავარია, ემოციური ბალანსი შეინარჩუნოთ და ეს დღე დიდ წარმატებას მოგიტანთ. საღამო, სჯობს, მეგობრებთან გაატაროთ.

    ქალწული

    შესაძლოა, გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ადრე არასოდეს გაგიკეთებიათ და სწორედაც სათანადო გამოცდილებას მოგიტანთ ეს მცდელობა – აღარასოდეს აღარ ეცდებით მსგავს რაიმეს, როგორიცაა მაგ:აზარტული თამაში და სხვა…

    სასწორი

    საქმეების სიმრავლე და ქაოსი თავგზას აგირევთ, შესაძლოა, ერთდროულად გახდეს გადასაწყვეტი: სიყვარულის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის და ახალი შემოთავაზების საკითხები. ახლა სწრაფი გადაწყვეტილების დრო არაა, სჯობს, დაისვენოთ და კარგად გააანალიზოთ ყველაფერი.

    მორიელი

    იფიქრეთ პოზიტიურად, გახალისდით და გაინებივრეთ თავი. კარგი განწყობით იოლად მიიზიდავთ საჭირო ადამიანებს და მიზანსაც უფრო მალე მიაღწევთ.

    მშილდოსანი

    ყველგან და ყველაფერში სიფრთხილე და გონიერება გამოიჩინეთ, რათა შეინარჩუნოთ პოზიციები. აკეთეთ აუცილებელი და ჩვეული საქმეები, მოთოკეთ ამბიციები და სჯობს, სამომავლო გეგმებზე ფიქრით დაკავდეთ. დაისვენეთ აქტიურად და მოემზადეთ ახალი მნიშვნელოვანი კვირისთვის.

    თხის რქა

    მოულოდნელმა სტუმრიანობამ შესაძლოა, ზედმეტად გაგაღიზიანოთ. დაძაბული ატმოსფერო, დიდი ალბათობით, სიტყვიერ დაპირისპირებებს და აურზაურს მოიტანს. ამიტომ, ერიდეთ ოჯახურ კონფლიქტს.

    მერწყული

    შეეცდებით, გაექცეთ წარსულს, შესაძლოა, აზრი გაგიჩნდეთ, სადმე შორს წახვიდეთ, თუნდაც სამუდამოდ, ვერ ეგუებით ერთფეროვნებას, თითქოს დრო გაჩერდა და ცდილობთ, საკუთარი თავისგან და ფიქრებისგან გაქცევას. მოდუნდით და დაისვენეთ. მალე, ყველაფერი დალაგდება.

    თევზები

    შესაძლოა, სცენიდან კულისებში გადანაცვლება მოგიწიოთ, ახლა, სჯობს, ჩუმად, მშვიდად ადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენებს.

  • „ექვსოთახიანი ბინა ვიყიდე… ეს არის ჩემი ოცნების სახლი“ – თამო ვაშალომიძე სახლის კადრებს აქვეყნებს

    „ექვსოთახიანი ბინა ვიყიდე… ეს არის ჩემი ოცნების სახლი“ – თამო ვაშალომიძე სახლის კადრებს აქვეყნებს

    თამო ვაშალომიძემ ბინა იყიდა. ინფორმაციას „თამოსკინის“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელში აზიარებს და ახალი საცხოვრებლიდან ემოციურ კადრებს აქვეყნებს.

    ნახეთ, ვიდეო:

  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის მაისში დიდი ცვლილებები ელოდება

    ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის მაისში დიდი ცვლილებები ელოდება

    ზოდიაქოს სამი ნიშნისათვის 2026 წლის მაისი ისეთი თვე იქნება, რომელიც შეუმჩნევლად ნამდვილად არ ჩაივლის. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათ წინ სერიოზული ცვლილებები ელით. მოვლენები ერთმანეთს სწრაფად შეცვლის და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებაც მოგიწევთ.

    მომავალ ფუნდამენტურ ცვლილებებში უკიდურესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაფარული აზრის, არამედ იმ პოტენციალის დანახვა, რომელიც, ნამდვილად დიდი იქნება. ასე რომ, თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ამ სიაში აღმოჩნდა, ძალების მოკრების დრო დადგა – სულ მალე მოგიწევთ იმასთან დამშვიდობება, რაც მუდმივი გეგონათ, რათა თქვენს ცხოვრებაში ადგილი რაღაც ახლისთვის, გამორჩეულისა და ჭეშმარიტად ღირებულისთვის გათავისუფლდეს:

    ლომი
    ლომებისთვის გაბედული ნაბიჯების გადადგმის დრო დადგა. დიახ, სავარაუდოდ, შეგეშინდებათ, თუმცა შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ და გაგახარებთ. ცვლილებები შეეხება როგორც პროფესიულ, ისე პირად სფეროს, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარი სტაგნაცია შეინიშნებოდა. შესაძლოა გეჩვენებოდათ, რომ ჭაობში იძირებოდით, მაისი კი სწორედ ის დრო გახდება, როდესაც იქიდან თავის დაღწევას შეძლებთ. თუმცა, გადაწყვეტილებების მიღება დაუყოვნებლივ, ზედმეტი განსჯის გარეშე მოგიწევთ.

    თუ დიდი ხანია საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე ფიქრობდით, 2026 წლის გაზაფხულის ბოლო თვეს ამის განხორციელებას გასაოცარი სიმსუბუქით შეძლებთ. იგივე ეხება სამსახურის შეცვლას, ხელფასის მატებას (დიახ, თქვენს პერსპექტივებზე ხელმძღვანელობასთან საუბარი სწორედ ახლა გმართებთ) და ურთიერთობებში იმგვარ ცვლილებებს, რომლებიც თქვენს კეთილდღეობას ემსახურება. ახლა მნიშვნელოვანია, რისკზე წასვლის არ შეგეშინდეთ, რადგან ამის გარეშე მიზნების მიღწევას ვერ შეძლებთ.

     მშვილდოსანი
    რაც შეეხება მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებს, სერიოზული ცვლილებები მათ პირად ცხოვრებაზე აისახება. შესაძლოა, ამჟამინდელ პარტნიორთან ურთიერთობის ღირებულ კავშირად გადაქცევის მცდელობებში ხართ ჩაფლული, თუმცა თქვენი ძალისხმევა სწრაფად იმსხვრევა. თუ ეს ასეა, მომხდარისადმი თქვენი დამოკიდებულების გადახედვის დრო დადგა.

    განშორება ყოველთვის რთულია, თუმცა ზოგჯერ ეს აუცილებელია. ხდება ისე, რომ ადამიანები ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთს შეეფერებიან, შემდეგ კი მათი გზები უნდა გაიყაროს და ეს ბუნებრივი მოვლენაა. გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ. თქვენს შემთხვევაში ზედმეტმა სიჩქარემ, რომლითაც ისედაც ცნობილი ხართ, შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

    ზოგიერთ მშვილდოსანს ურთიერთობის სიმტკიცის გამოცდა ელის. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თვე ცხადად გაჩვენებთ, ვისთან უნდა დარჩეთ და რაზე უნდა თქვათ საბოლოოდ უარი…ვრცლად

  • „ჯარიმა 500 ლარია…“ – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

    „ჯარიმა 500 ლარია…“ – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

    პარლამენტმა მესამე მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები 84-ხმით, ერთხმად მიიღეს.

    საკანონმდებლო ცვლილებებით მთელ რიგ სამართალდარღვევებზე სანქციები იზრდება. კერძოდ:

    100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 20 ქულით შემცირდება.

    50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 10 ქულით შემცირდება.

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის.

    დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

    “დრიფტი“, რომელსაც ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას – 6 თვის ვადით.

    საგზაო მოძრაობის წესების განმეორებით დარღვევა, რომელსაც საავარიო ვითარების ან საცობის შექმნა მოჰყვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას.

    500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.

    ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 10 ლარით.

    ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დგინდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე 30 ქულა შეუმცირდება.

    “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებით ახალი ამკრძალავი ნიშანი − “გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ შემოდის. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

    ახლებურად განისაზღვრება “BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები. კერძოდ, “BUS LANE“-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

    საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ “BUS LANE“-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება. უწყების ინფორმაციით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას იღებს.

    “2025 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 469 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა – 8 191. ავტოსაგზაო შემთხვევები უმეტესად გამოწვეული იყო საპირისპირო ზოლში ავტომობილის გადასვლით, მანევრირების წესის დარღვევით. სიჩქარის გადაჭარბებისთვის მილიონ 700 ათასზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა. ავარიების გამომწვევი მიზეზებიდან სიჩქარის გადაჭარბება სიხშირით მე-3 ადგილზე იყო. ეს სტატისტიკაა მოტივაციაა, რამაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროება დააყენა“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

    ცვლილებები 2026 წლის 1-ელ მაისს ამოქმედდება.

  • “გილოცავთ, ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას” – კახა კალაძე

    “გილოცავთ, ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას” – კახა კალაძე

    “ძალიან სასიხარულოა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, გილოცავთ, ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას” – კახა კალაძე.