Author: tea

  • 🔴 საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    🔴 საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა – აღმოსავლეთი – 22კმ. სოფელი საღამო – 9კმ.

    მიწისძვრის სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.

  • სამტრედიაში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

    სამტრედიაში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

    სამტრედიის სოფელ იანეთის მიმდებარედ, მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

  • უბედური შემთხვევა მარნეულში – ახალგაზრდა კაცი ქუჩაში მოულოდნელად გარდაიცვალა

    უბედური შემთხვევა მარნეულში – ახალგაზრდა კაცი ქუჩაში მოულოდნელად გარდაიცვალა

    მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა.

    40 წლამდე კაცს მოულოდნელად გული წაუვიდა და ძირს დაეცა.

    წინასწარი ვერსიით, კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.

    ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიება.

  • ,,მოსალოდნელია ზვავსაშიშროება, სეტყვა, ელჭექი…“ – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    ,,მოსალოდნელია ზვავსაშიშროება, სეტყვა, ელჭექი…“ – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

    2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • გიორგი გახარია საგანგებო განცხადებას ავრცელებს‼️‼️

    გიორგი გახარია საგანგებო განცხადებას ავრცელებს‼️‼️

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება ჟენევის ფორმატის ახალ „ნეიტრალურ” ადგილზე გადატანის თაობაზე მიმდინარე „კონფიდენციალური” მოლაპარაკებების შესახებ უკიდურესად საგანგაშოა. ეს, ფაქტობრივად, ფორმატის დაშლას ნიშნავს და მძიმე დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,- ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

    გახარიას თქმით, მისი პარტია ითხოვს საქართველოს საგარეო უწყებისგან განმარტოს, არის თუ არა „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების მონაწილე.

    „ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას: არის თუ არა „ქართული ოცნების” მთავრობა ამ საიდუმლო მოლაპარაკებების მონაწილე? როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?

    თვეებია “ქართული ოცნება” მალავს კრიტიკულ ინფორმაციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების შესახებ, მაშინ, როდესაც რუსი მაღალჩინოსნები და მათი მარიონეტები კმაყოფილებას გამოთქვამენ მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე და იმედებს ჩორჩანასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” პოზიციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

    ეს სახიფათო ტენდენცია დაიწყო ივანიშვილის ბოდიშით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ, რასაც მოჰყვა გამოძიება ჩორჩანასთან დაკავშირებით, სადაც 2019 წელს განვათავსეთ პოლიციის საგუშაგო, უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად და საქართველოს მოქალაქეების დასაცავად. ეს „გამოძიება” სრულებით იმეორებს საოკუპაციო რეჟიმის ბრალდებებს, რაც ადასტურებს „ოცნების” თანამშრომლობას საოკუპაციო ძალასთან.

    ჟენევის ფორმატი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისი ჩანაცვლება რუსეთის მიერ განსაზღვრული „ნეიტრალური” ფორმატით საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

    საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, სად დგას „ოცნება” ამ საკითხში: იცავს თუ არა მთავრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუ კვლავ საოკუპაციო ძალასთან თანამშრომლობს?”“, – წერს გახარია.

    ცნობისთვის, 29 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანის საკითხი რუსულმა მხარემ რამდენიმე წლის წინ წამოჭრა და მას “აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი”. მისი თქმით, ამჟამად, ამ ამოცანის განსახორციელებლად “გულმოდგინე მუშაობა მიმდინარეობს”.

    “მხედველობაში მაქვს მოლაპარაკების სივრცის ძიება. მოლაპარაკების პროცესის კონფიდენციალური ხასიათის გათვალისწინებით, ნაადრევი იქნებოდა ამ ეტაპზე, განსაკუთრებით საჯაროდ, კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების მომავალი შეხვედრების შესაძლო ადგილმდებარეობის განხილვა, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს”, – დასძინა ზახაროვამ.

    ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

    მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

  • შეიხვიეთ ფეხები კომბოსტოთი და შედეგი 1 საათში გაგაოცებთ

    შეიხვიეთ ფეხები კომბოსტოთი და შედეგი 1 საათში გაგაოცებთ

    კომბოსტო ერთ-ერთი იმ ბოსტნეულთაგანია, რომელიც გამოირჩევა დაბალი კალორიულობითა და ბევრი სარგებელით, მდიდარია ვიტამინებით C, K და კალიუმი, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ებრძვის კიბოს. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნაკლებად ვაფასებთ და გვიყვარს ის.
    ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე გამოიყენებდნენ კომბოსტოს შეშუპებისა და სილურჯეების დროს, როგორც საუკეთესო ანტისეპტიკი. გლუტამინი, ფიტონციდი, ანტოციანი და ვიტამინები, რომლებიც მის შემადგენლობაშია, ხელს უწყობს კიბოს აცილებას, ასევე მკურნალობს ართრიტს და სპორტულ დაზიანებებს. ამიტომ გთავაზობთ მარტივ პროცედურას, რომლის საშუალებითაც თავიდან აიცილებთ და მარტივად უმკურნალებთ ზემო ჩამოთვლილ შემთხვევებს.

    კომპრესისთვის დაგჭირდებათ:კომბოსტო, სახვევი (ბინტი), კილიტა (ფოლგა), თმის სარჭი ან ქინძისთავი, ღუმელი.

    როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს ფურცლები კომპრესისთვის: საშუალო ზომის კომბოსტო გარეცხეთ ონკანში გამდინარე წყლის ქვეშ, მოაცალეთ გარეთა რამოდენიმე ფოთოლი, რომელსაც მოაჭრით მკვრივ ადგილებს და კარგად გააშრეთ. გამშრალი ფოთლები შეახვიეთ კალიტაში (ფოლგა) და მხოლოდ 5 წუთით შედგით ღუმელში. დაიმახსოვრეთ, რომ ფოთლები უბრალოდ უნდა გათბეს და არა გაცხელდეს, შეიწვას ან დაიწვას.
    ეხლა უკვე მზად არის კომბოსტოს ფურცლები კომპრესისთვის და დაიფინეთ ისინი ფეხზე (ან სხვა მტკივან ადგილზე), გადაიხვიეთ სახვევით (ბინტი) და გაიჩერეთ 1 საათი. კომპრესმა სამკურნალო ეფექტი რომ მოახდინოს, ამისთვის ის უნდა იცვალოთ დღეში 2-3-ჯერ და შედეგს აუცილებლად შეამჩნევთ.
    შენიშვნა: თუ დაავადების გამომწვევი მიზეზი ცივ კომპრესს საჭიროებს, მაშინ ანალოგიური მეთოდით იმოქმედეთ, თუმცა ღუმელში გაცხელების მაგივრად, ფურცლები საყინულეში გააჩერეთ 10 წუთით. (სხვა ყველა პროცედურას იგივე მეთოდით ვიმეორებთ)

    როგორც წესი, თეთრი კომბოსტოც (ჩვეულებრივი) ეფექტურად მოქმედებს კომპრესის შემთხვევაში, თუმცა უმჯობესია გამოიყენოთ წითელი კომბოსტო (იასამნისფერი). კომპრესის პროცესის დროს თუ შეამჩნევთ ალერგიის მაგვარ სიმპტომებს, მაშინვე შეიხსენით და მიიღეთ ზომები- კერძოდ კი კითხეთ ექიმს ალერგიის საწინააღმდეგო რომელი პრეპარატი მიიღოთ. კომბოსტო არ ხასიათდება ალერგიული რეაქციებით, ამიტომ ეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება, თუმცა მაინც გვაფრთხილებენ.
    ასე, რომ ბუნება გვაძლევს საშუალებას მშვენიერი ბუნებრივი მედიკამენტები ვიქონიოთ და ნუ დავზარდებთ მათ გამოყენებას. წარმატებებსა და ჯანმრთელობას გისურვებთ.

  • მძღოლების ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

    მძღოლების ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

    პარლამენტმა მესამე მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები 84-ხმით, ერთხმად მიიღეს.

    საკანონმდებლო ცვლილებებით მთელ რიგ სამართალდარღვევებზე სანქციები იზრდება. კერძოდ:

    100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 20 ქულით შემცირდება.

    50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 10 ქულით შემცირდება.

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის.

    დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

    “დრიფტი“, რომელსაც ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას – 6 თვის ვადით.

    საგზაო მოძრაობის წესების განმეორებით დარღვევა, რომელსაც საავარიო ვითარების ან საცობის შექმნა მოჰყვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას.

    500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.

    ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 10 ლარით.

    ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დგინდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე 30 ქულა შეუმცირდება.

    “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებით ახალი ამკრძალავი ნიშანი − “გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ შემოდის. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

    ახლებურად განისაზღვრება “BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები. კერძოდ, “BUS LANE“-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

    საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ “BUS LANE“-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება. უწყების ინფორმაციით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას იღებს.

    “2025 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 469 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა – 8 191. ავტოსაგზაო შემთხვევები უმეტესად გამოწვეული იყო საპირისპირო ზოლში ავტომობილის გადასვლით, მანევრირების წესის დარღვევით. სიჩქარის გადაჭარბებისთვის მილიონ 700 ათასზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა. ავარიების გამომწვევი მიზეზებიდან სიჩქარის გადაჭარბება სიხშირით მე-3 ადგილზე იყო. ეს სტატისტიკაა მოტივაციაა, რამაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროება დააყენა“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

    ცვლილებები 2026 წლის 1-ელ მაისს ამოქმედდება.

  • “+ 24 გრადუსამდე დათბება…” – ამინდის განახლებული პროგნოზი

    “+ 24 გრადუსამდე დათბება…” – ამინდის განახლებული პროგნოზი

    1 მაისს – პარასკევს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე  წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის  ქარი 12-17 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +15, +20°, ზოგან +24°-მდე; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +19, +24°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +14, +19°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.  აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით  +6, +11°, ზოგან +18°-მდე.

    2 მაისს – შაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  ხანმოკლე  წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით  +15, +20°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +12, +17°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და საღამოს საათებში უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.  ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +2, +7°,  დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +9, +14°.

  • ქუთაისის აეროპორტში ძალიან მძიმე ფაქტის მომსწრე გავხდი 😱😱 რას წერს მოქალაქე  ვრცლად ნახეთ კომენტარებში 👇👇👇

    ქუთაისის აეროპორტში ძალიან მძიმე ფაქტის მომსწრე გავხდი 😱😱 რას წერს მოქალაქე ვრცლად ნახეთ კომენტარებში 👇👇👇

    “გუშინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტის მომსწრე გავხდი.

    ბათუმის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში ჩასხდომის შემდეგ, სანამ ავტობუსი დაიძვრებოდა, მძღოლი, ახალგაზრდა კაცი ეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს დახმარება. შემთხვევითი გამვლელები, პოლიციელები და აეროპორტის ექიმები ერთად, თავდაუზოგავად და უწყვეტად უტარებდნენ გულის მასაჟს.

    მაგრამ სასწრაფო დახმარების ჯგუფის მოსვლას დაახლოებით 30 წუთი დასჭირდა.

    30 წუთი.

    ამ დროის განმავლობაში ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას აეროპორტში, საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ყოველდღიურად ათასობით მგზავრი გადაადგილდება.

    და აქ ჩნდება სრულიად ლოგიკური და მძიმე კითხვა:

    რატომ არ არის საერთაშორისო აეროპორტში მუდმივად მორიგე სასწრაფო დახმარების ჯგუფი?

    რატომ უნდა ელოდოს სასწრაფოს მოსვლას ნახევარი საათი ადგილი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო კვანძს?

    როგორ შეიძლება ადგილზე რამდენიმე პოლიციის ეკიპაჟის არსებობა და ამავე დროს არც ერთი სასწრაფო დახმარების ჯგუფი?

    როგორც იქ მომუშავეებმა თქვეს, წინა დღესაც იყო შემთხვევა, როდესაც მგზავრს დასჭირდა გადაუდებელი დახმარება და მაშინაც სასწრაფოს დაგვიანებით მოუწია მოსვლა.

    არ ვიცი, დროულად მოსვლას შეცვლიდა თუ არა შედეგს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ასეთი მასშტაბის ობიექტზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მყისიერი ხელმისაწვდომობა არ უნდა იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ.

    ეს არ არის არავის ბრალდება, ეს არის მოქალაქის სრულიად სამართლიანი კითხვა.

    იმედი მაქვს, ეს კითხვა მიაღწევს იმ ადამიანებამდე, ვისაც შეუძლია მსგავსი კრიტიკული საკითხების გადახედვა და შეცვლა.

    რადგან ასეთ დროს ყოველი წუთი გადამწყვეტია.

  • საგანგაშო ვითარება თბილისის ერთ-ერთ კორპუსში, რას ამბობენ ადგილობრივები?

    საგანგაშო ვითარება თბილისის ერთ-ერთ კორპუსში, რას ამბობენ ადგილობრივები?

    SOS! “სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია” – “საგანგაშო ვითარება თბილისის ერთ-ერთ კორპუსში, რას ამბობენ ადგილობრივები?