Author: tea

  • VIDEO: სოფო ნიჟარაძისა და გიორგი ვარდოსანიძის საოცარი შესრულება – რამ გააოცა მაყურებელი

    VIDEO: სოფო ნიჟარაძისა და გიორგი ვარდოსანიძის საოცარი შესრულება – რამ გააოცა მაყურებელი

    სოფო ნიჟარაძე და გიორგი ვარდოსანიძე თეატრის მსახიობები არიან და ერთადაც მონაწილეობენ სპექტაკლ “შეყრაში”.

    მათ საოცარი პერფორმანსი შესთავაზეს მაყურებელს, თუმცა ბევრ ადამიანში ამ სპექტაკლმა უარყოფითი ემოცია გამოიწვია.

    საზოგადოებამ მათი თამამი სცენები დაიწუნა.

    ნახეთ საოცარი შესრულება:

  • ნინი ბადურაშვილმა მისი რჩეული გამოაჩინა, აი ახლა ვარ ბედნიერი , დაუჯერებელია ამას ვერავინ იფიქრებდა ნახეთ ვინ არის მისი რჩეული 😱😱(ფოტო)

    ნინი ბადურაშვილმა მისი რჩეული გამოაჩინა, აი ახლა ვარ ბედნიერი , დაუჯერებელია ამას ვერავინ იფიქრებდა ნახეთ ვინ არის მისი რჩეული 😱😱(ფოტო)

    რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, ნინი ბადურაშვილი, რომელმაც გადაცემაში უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

    შენ ისეთ ოჯახში დაიბადე, სადაც ყველა ვარსკვლავი იყო… გაიხსენე შენი ბავშვობაპირველი წარმატება

    ჩემმა ნათლიამ, თამრიკო ჭოხონელიძემ მიამბო, რაღაც კონცერტი იყო და მე რატომ არ ვმღერი-მეთქი, ვუთხარი, ჰოდა, გამიყვანეს სცენაზე და ვიმღერე. ასევე კარგად მახსოვს „ბასტი ბუბუს“ პერიოდი. სულ მინდოდა ამ პროფესიის არჩევა. 24 საათი მუსიკა მქონდა ჩართული. სხვა პროფესია არასდროს მნდომებია. მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაინც უფრო მეტად ჩემს პროფესიად სიმღერა მიმაჩნდა.

    თეატრიდან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. შეიძლება, რაღაც პროტესტი მქონდა, თითქოს თეატრი დედას მართმევდა. ჩემს შვილსაც არ უნდა მომღერლობა. ზოგადად, როდესაც ასეთ ოჯახში იზრდები, ყველას ჰგონია, რომ ლანგარზე გაქვს მორთმეული ყველაფერი, თუმცა ეს ასე არ არის. ბევრს ვმეცადინეობდი და რა ქულებიც მივიღე, ყველაფერი დამსახურებულად იყო. იყო, რა თქმა უნდა, პატარ-პატარა როლები კინოშიც. აი, ახლა, თქვენს ეთერში ვიტყვი, 25 ივლისს, ბათუმში, დახურული ჩვენება იქნება და შემდეგ თბილისშიც იქნება ფილმის პრემიერა, რომლის რეჟისორიც მამაჩემია. მახსოვს, 13 წლის ვიყავი, რაღაც გადაღება იყო და გამომაცხადეს როგორც, ეკა კახიანის შვილი, ძალიან მეწყინა და გავბრაზდი, კულისებში ვიდექი და სწორედ მაშინ დავპირდი საკუთარ თავს, რომ ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნებოდა, სადაც ჩემი ოჯახის სახელით გამომაცხადებდნენ.

    ნინი და კრიტიკა… ვინ არის შენი პირველი შემფასებელი?

    კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საუბარი მაქვს ჯანსაღ კრიტიკაზე. ცხადია, მსმენელს აქვს უფლება, გაგაკრიტიკოს და შეიძლება, გაითვალისწინო მისი აზრი. ჩემთვის სხვისი აზრი მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ის ბოღმასა და ღვარძლზე არ უნდა იყოს დაფუძნებული.

    ჩემი პირველი შემფასებელი ეკაა, ის მეუბნება, მოსწონს თუ არა და მის გემოვნებას ვენდობი, თუმცა სულ ჰარმონიაში ვერ ვართ. დღევანდელი მუსიკალური ტენდენციები არ მომწონს. ჩემთვის მთავარია, სიმღერაში იყოს მელოდია, ჰარმონია, მან ჩემში სენტიმენტები უნდა აღძრას.

    მახსოვს, ჩემთან, ერთ ინტერვიუზე თქვი, მინდვრის თაგვივით მარტო ვარო, დღესაც ასეა?

    კი საოცარი სათაური იყო. არ არის ასე, მე პირადზე არ ვსაუბრობ, მაგრამ, მარტოობა მორჩა. მინდვრის თაგვივით მარტო აღარ ვარ, არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგია, ერთად ვართ და ვნახოთ…

    რა გეგმები გაქვს?

    მინდა, რაღაც ახალი ვცადო. მინდა, სხვანაირი ვიყო, მუსიკაც სხვანაირი გავაკეთო. სოლოკონცერტს ჯერ არ ვგეგმავ.

    Radio Fortuna FM 106,9

  • “ორივე ივანიშვილის თამაშია” – მიხეილ სააკაშვილის განცხადება

    “ორივე ივანიშვილის თამაშია” – მიხეილ სააკაშვილის განცხადება

    ის ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ უახლოეს წარსულში. ორივე ივანიშვილის თამაშია!- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

  • მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სამ­ყა­რო გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად იშ­ლე­ბა, ვიდ­რე მათ ეგო­ნათ და ზუს­ტად გან­სა­ზღვრეს, რო­დის დას­რულ­დე­ბა ის.

    • ნი­დერ­ლან­დე­ბის რად­ბო­უ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი ერთ კვინ­ვი­გინ­ტი­ლი­ონ წე­ლი­წად­ში ჩაქ­რე­ბა. ეს გა­მო­ი­სა­ხე­ბა ერთი 78 ნუ­ლით.

    რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ახა­ლი გათ­ვლე­ბი გა­ცი­ლე­ბით მოკ­ლე პე­რი­ო­დია, ვიდ­რე წინა პროგ­ნო­ზი.

    პრო­ცესს, რო­მე­ლიც, მათი აზ­რით, სამ­ყა­როს სიკ­ვდილს იწ­ვევს, “ჰო­კინ­გის გა­მოს­ხი­ვე­ბა“ ეწო­დე­ბა. ამ დროს – შავი ხვრე­ლე­ბი თან­და­თა­ნო­ბით “ქრე­ბი­ან“ და არა­რა­ო­ბა­ში გა­და­დი­ან.

    ადრე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ფე­ნო­მე­ნი მხო­ლოდ შავი ხვრე­ლე­ბის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­დას­ტურ­და, რომ მსგავ­სად აორ­თქლე­ბა შე­უძ­ლი­ათ ისეთ ობი­ექ­ტებს, რო­გო­რი­ცაა ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და თეთ­რი ჯუ­ჯე­ბი.

    • ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და თეთ­რი ჯუ­ჯე­ბი ვარ­სკვლა­ვის სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლის ბოლო ეტა­პია. მა­სი­უ­რი ვარ­სკვლა­ვე­ბი ფეთ­ქდე­ბი­ან და შემ­დეგ ნე­იტ­რო­ნულ ვარ­სკვლა­ვე­ბად გარ­და­ი­სა­ხე­ბი­ან, ხოლო მზის მსგავ­სი პა­ტა­რა ვარ­სკვლა­ვე­ბი თეთრ ჯუ­ჯე­ბად იშ­ლე­ბა.

    ამ „მკვდარ“ ვარ­სკვლა­ვებს შე­უძ­ლი­ათ უკი­დუ­რე­სად დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იარ­სე­ბონ. თუმ­ცა, მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, რო­დე­საც ისი­ნი ძა­ლი­ან არას­ტა­ბი­ლუ­რე­ბი ხდე­ბი­ან, თან­და­თან იფან­ტე­ბი­ან და ფეთ­ქდე­ბი­ან.

    ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვის ან თეთ­რი ჯუ­ჯის სიკ­ვდი­ლის­თვის სა­ჭი­რო დრო­ის ცოდ­ნა მეც­ნი­ე­რებს სამ­ყა­როს მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის გა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

    წამ­ყვა­ნი მკვლევ­რის, რად­ბუ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რა­დი­ო­ას­ტრო­ნო­მი­ი­სა და ნა­წი­ლა­კე­ბის ას­ტრო­ფი­ზი­კის პრო­ფე­სო­რის, ჰე­ი­ნო ფალ­კეს თქმით, წინა კვლე­ვებ­ში “ჰო­კინ­გის გა­მოს­ხი­ვე­ბა“ არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ყა­როს მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი.

    „ამ­გვა­რად, სამ­ყა­როს სა­ბო­ლოო და­სას­რუ­ლი მო­სა­ლოდ­ნელ­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე დად­გე­ბა. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამას მა­ინც ძა­ლი­ან დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა“, – თქვა მან გან­ცხა­დე­ბა­ში.

    წყა­რო

  • თქვენს სხეულზე ხშირად ჩნდება ასეთი ჩალურჯებები?-ამას თავის მიზეზი აქვს და ეს უნდა იცოდეთ!

    თქვენს სხეულზე ხშირად ჩნდება ასეთი ჩალურჯებები?-ამას თავის მიზეზი აქვს და ეს უნდა იცოდეთ!

    როდესაც რომელიმე კიდურს რაიმეს მტკივნეულად მივარტყამთ, მაშინვე გვიჩნდება იმ ადგილას ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისინი თავისით წარმოიქმნებიან და ვერაფრით ვიხსენებთ რა დროს დავიზიანეთ.
    ჩალურჯება-ეს არის კასეტური სისხლი, რომელიც გამოწვეულია შიდა სისხლდენით.
    ამ სტატიაში გეტყვით ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს, თუ რატომ შეიძლება გაჩნდეს უმიზეზოდ თქვენს სხეულზე ჩალურჯებები.

    image

    1. ინფექცია

    სისხლში დაგროვილმა ჭარბმა ტოქსინებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები.

    2. კვებითი ხარვეზები

    როდესაც არასწორად ვიკვებებით ჩვენი ორგანიზმი განიცდის B, C, A, D ვიტამინებისა ან ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას. სწორედ ამ დროს ჩნდება სხეულზე სისხლჩაქცევები.

    3.ასაკი

    ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანი უფრო თხელი ხდება, ამიტომ დამცავი ფენა, რომელიც კაპილალებს დაზიანებისგან იცავს სუსტება, რაც ასევე იწვევს სისხლჩაქცევებს.

    image

    4. სისხლ-ძარღვთა დაავადებები

    ზოგიერთმა ისეთმა დაავადებამ, როგორიცაა ჰემოფილია, თრომბოციტოპენია, წითელი მგლურა, ციროზი, ლეიკემია და მრავალი სხვა, შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები.

    5. ფიზიკური დატვირთვა

    ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვის დროს ყველაზე დიდი სიმძიმე კუნთებს აწვება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების მუშაობის დარღვევა და გაჩნდეს სისხლჩაქცევები.

    image

    6. დიაბეტი

    დიაბეტით დაავადებულ ადამიანს ხშირად აქვს სხეულზე მუქი ლაქები, მაგრამ ესენი სისხლჩაქცები არ არის, ეს ლაქები ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობიდან გამომდინარე ჩნდება.

  • მითხრეს, ბაჩომ შენი ამბავი რომ გაიგო, ჩქარობდა და უცებ კიბიდან ჩამოვარდა და თბილისშია საავადმყოფოშიო – ლიკა კუჭუხიძე

    მითხრეს, ბაჩომ შენი ამბავი რომ გაიგო, ჩქარობდა და უცებ კიბიდან ჩამოვარდა და თბილისშია საავადმყოფოშიო – ლიკა კუჭუხიძე

    სამტრედია–აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია.

    ლიკამ იმ სამწუხარო ტრაგედიის შესახებ ისაუბრა, რამაც რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო შეძრა. შეგახსენებთ, რომ ლიკას მეუღლე აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. ლიკამ გადაცემაში ის მომენტი გაიხსენა, როცა ხელოვნური კომიდან გამოვიდა და მომხდარი შესახებ შეიტყო.

    „ერთი თვე ვიყავი ხელოვნურად დაძინებული, იმის გამო რომ ტკივილები არ მეგრძნო. პირველი, თვალები რომ გავახილე, ვიკითხე ბაჩო სად არის თქო, ზოგი ექთანი მეუბნებოდა რომ ავარიაში მოვხდი და არ მახსოვდა, ზოგი მეუბნებოდა რომ წავიქეცი. რომ ვიკითხე ბაჩოზე სად არის თქო…მითხრეს, შენი ამბავი რომ გაიგო, ჩქარობდა, კიბეებზე ჩამორბოდა და წაიქცა და ფეხი მოიტეხა და თბილისშიაო.  თითქოს მჯეროდა და თითქოს არც მჯეროდა რასაც მეუბნებოდნენ. ვთხოვდი, ხმა გამაგონეთ, ბაჩოს სურათი გადაუღეთ და მაჩვენეთ. არ შეიძლეობაო, რეანიმაციაშია და იქ ტელეფონის შეტანა არ შეიძლებაო. მერე როცა უკვე ხერხემალზეც გამიკეთეს ოპერაცია, ექიმმა მითხრა, რომ ბაჩო აღარ არისო. ვერ დავიჯერე. ისეთი ენერგიული, ისეთი სასწაული იყო რომ მეთქი, რანაირად შეიძლება აღარ იყოს თქო და მერე მითხრეს ავარიის ამბავიც, რომელიც არ მახსოვდა. ამ დროს კარი იღება და შემოდის ჩემი დედამთილი, სულ შავებში ჩაცმული და მეუბნება, რომ ლიკუნია ჩვენი ბაჩო აღარ არისო. აი იქ დამთავრდა ყველაფერი და ყველაფერი ჩაქრა. არ ვიცი როგორ გადავიტანე, ალბათ ბაჩომ და ღმერთმა მომცა ძალა, რომ ეს გადამეტანა. “ – ამბობს ლიკა კუჭიხიძე ნოესთან.

  • 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი – დღე ენერგიული და აქტიური იქნება. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად, მაგრამ ემოციების კონტროლი მნიშვნელოვანია.

    კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებებს. პირად ურთიერთობებში სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

    ტყუპები – კომუნიკაციის დღეა. სასარგებლო კონტაქტებს დაამყარებთ. კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის და იდეების გაზიარებისთვის.

    კირჩხიბი – ოჯახური თემები წინა პლანზე გადმოვა. ახლობლებთან მეტი დრო გაატარეთ, ეს ენერგიას შეგმატებთ.

    ლომი – დღე გთავაზობთ შესაძლებლობებს, მაგრამ ყურადღება დეტალებზე გაამახვილეთ. კარიერულ საკითხებში პროგრესი მოსალოდნელია.

    ქალწული – ორგანიზებულობა წარმატებას მოგიტანთ. დღის სწორად დაგეგმვა დაგეხმარებათ სტრესის თავიდან აცილებაში.

    სასწორი – ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. კომპრომისის პოვნა წარმატების გასაღებია.

    მორიელი  – ინტუიცია ძლიერია, ენდეთ საკუთარ გრძნობებს. საიდუმლო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია.

    მშვილდოსანი – მოგზაურობის ან ახალი გამოცდილების სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დროა სწავლისთვის და განვითარებისთვის.

    თხის რქა – კარიერაში სტაბილურობაა მოსალოდნელი. ნუ მოერიდებით პასუხისმგებლობის აღებას.

    მერწყული – ახალი იდეები წარმატებას მოგიტანთ. იყავით გახსნილი სიახლეების მიმართ.

    თევზები – ემოციური დღეა, მოუსმინეთ საკუთარ თავს. შემოქმედებითი საქმიანობა განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება.

  • როდის დავწვათ დაფნის ფოთოლი აპრილში, რომ სურვილი აგვიხდეს – ეზოტერიკოსის სასარგებლო რჩევა

    როდის დავწვათ დაფნის ფოთოლი აპრილში, რომ სურვილი აგვიხდეს – ეზოტერიკოსის სასარგებლო რჩევა

    როდის დავწვათ დაფნის ფოთოლი აპრილში, რომ სურვილი აგვიხდეს – ამ თემაზე საინტერესო ინფორმაციას მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

    „როდის დავწვათ დაფნის ფოთოლი აპრილში, რომ სურვილი აგვიხდეს
    დაფნის ფოთოლი უბრალოდ სანელებელი არ არის , ეს არის გამარჯვების, ძალისა და განზრახვის შესრულების უძველესი სიმბოლო. და აპრილში არის დღეები, როცა ის განსაკუთრებით ძლიერად მუშაობს.
    როგორ ჩავატაროთ რიტუალი:
    აიღე დაფნის ფოთოლი
    მასზე დაწერე შენი სურვილი ან განზრახვა
    მოუკიდე ცეცხლი და დააკვირდი, როგორ იწვის
    ფერფლი გაუშვი ქარში
    ამ მომენტში თქვი: „ვუშვებ ფერფლს და ვიღებ შესრულებას“
    მნიშვნელოვანია: შედეგს ნუ მიეჯაჭვები. როცა უშვებ იწყება მოძრაობა.
    რას გაძლევს ეს:
    — ბლოკებისგან განთავისუფლებას
    — განზრახვის გაძლიერებას
    — მოვლენების ამუშავებას შენს სასარგებლოდ
    როდის დავწვათ დაფნის ფოთოლი აპრილში
    2 აპრილი — გაუშვი წარსული
    4 აპრილი — დაინახე სიმართლე
    8 აპრილი — გაიწმინდე ნეგატივისგან
    10 აპრილი — დაასრულე ძველი
    14 აპრილი — გამოდი ჩიხიდან
    17 აპრილი — ჩადო ახალი (ძალის დღე)
    18 აპრილი — გააძლიერე ფინანსური ნაკადი
    22 აპრილი — მოიზიდე სიყვარული
    24 აპრილი — გაამყარე შედეგი
    27 აპრილი — გააძლიერე ძალა და გავლენა
    29 აპრილი — გახსენი ახალი გზა
    დაწერე შენი განზრახვა დაფნის ფოთოლზე და დაწვი ერთ-ერთ ამ დღეს.
    ფერფლი — გაუშვი ქარში.
    დაწერე კომენტარებში: „ვიღებ“

    შეინახე, რომ არ გამოგრჩეს საჭირო დღე
    გაუგზავნე მას, ვისთანაც გინდა ეს რიტუალი გაიზიარო”,- წერს იოსელიანი.

     

  • რას წერს ზურაბ შევარდნაძე? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    რას წერს ზურაბ შევარდნაძე? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    “გარდენია შევარდნაძის” მფლობელი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

    “ახლობელმა, ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა, ორი დღის წინ შევიტყვე და უსაშველოდ ვიდარდე. კიდევ ერთხელ გავწბილდი. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და გადავწყვიტე, მოგიყვეთ. მაშინ ოცი წლის ვიყავი, ახლა ორმოცდახუთის ვარ, ამ წლების მანძილზე ბევრი შემეშალა ალბათ, მაგრამ ღალატით, ღმერთია მოწამე, არვისთვის მიღალატია.

    სტუდენტი ვიყავი, გაერო-ს ელჩად ქალბატონი ჰაიდი ტალიავინი დაინიშნა, თბილისში ჩამობრძანდა, კერძო სახლი დაიქირავა ვერაზე და თავისი დროებითი საცხოვრებლის ბაღის მოწესრიგება და მოვლა ჩემს ნაცნობ ქალბატონ ცისანას სთხოვა. ცისანაც იმ დროისათვის არნახული ხელფასის საფასურად უვლიდა ბაღს. მძიმე და საკაცო საქმეებში დამიხმარდა ხოლმე, დღიურად მიხდიდა თავისი ხელფასიდან 20 ლარს. ყველა კმაყოფილი ვიყავით.

    ბაღში მუშაობისას რამდენჯერმე გამომელაპარაკა ქალბატონი, დაინტერესდა სად ვსწავლობდი, რითი ვცხოვრობდი და რა ინტერესები მქონდა. რამდენჯერმე ყურადღებაც გამოიჩინა, ძვირფასი, ბოტანიკური ალბომიც ჩამომიტანა საჩუქრად. მოსწონდა მშობლიურ, გერმანულ ენაზე რომ ვპასუხობდი მის შეკითხვებს. ერთ დღეს საუზმეზე მიმიპატიჟა, შემაქო, მითხრა, რომ ერთი სიამოვნებაა, როცა ხედავს, როგორ გულიანად და სიყვარულით ვშრომობ და ვეხმარები ცისანას. ამიხსნა, რომ მას ერჩივნა თუ ბაღის მოვლას მე გადავიბარებდი, ცისანას დაითხოვდა და ჩემთვის აქამდე არგაგონილ და არნახულ ცისანას ხელფასს მე დამინიშნავდა. დაუფიქრებლად უარი ვუთხარი… გაიკვირვა და უარის მიზეზი გამომკითხა. ვუპასუხე, რომ არ ვუღალატებ ადამიანს, რომელიც ჩემზე ზრუნავს. მისიის დასრულების შემდეგ, თვითონ წაბრძანდებოდა სამშობლოში, ჩვენ კი ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ. შევატყვე, ესიამოვნა. მითხრა, რომ დღეიდან შენც იგივე ხელფასი გექნება, რაც ცისანას და დამავალა მასთან ერთად მეზრუნა ბაღზე. ხუთი წელი ვიმუშავეთ ცისანამ და მე მხარდამხარ, ავაყვავეთ იქაურობა. დიდი შვება იყო მაშინ, ბევრი რამ შევძელი მიღებული ხელფასით.

    ქალბატონი ტალიავინის გამგზავრებიდან სამ თვეში მოზრდილი საქაღალდე მივიღე ფოსტით. გერმანული ჟურნალისთვის ინტერვიუ მიუცია, საქართველოზე და ქართველებზე შეყვარებული ქალის, მეტად ემოციური ტექსტი ქართველი, ახალგაზრდა მებაღის სიტყვებით იწყებოდა “თქვენი წაბრძანების შემდეგ, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ…”

    ხშირად როცა გაწბილებული ვრჩები, მახსენდება ცისანა, ქალბატონი ტალიავინი, ეს ამბავი, ჩემი გამზრდელი ბებიაც მახსენდება რატომღაც და მომწონს თავი..

    ბზობას გილოცავთ!!!

    დანარჩენი ჩემს ახალ წიგნში “ჩემი ამბები”… – წერს ზურაბ შევარდნაძე.

  • რომელია ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები საქართველოში – განახლებული მონაცემები

    რომელია ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები საქართველოში – განახლებული მონაცემები

    საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების რეიტინგი, წლიდან-წლამდე იცვლება, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე მყარად ინარჩუნებს პირველ ადგილს.

    სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა, მას კი მოსდევს კაპანაძე და გელაშვილი.

    რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ სახელს, ათეულში პირველ პოზიციას გიორგი ინარჩუნებს. მას კი მოსდევს ნინო, მარიამი და დავითი.

    უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ყველაზე გავრცელებულ გვარებსა და სახელებს საქართველოში.

    10 ყველაზე გავრცელებული სახელი საქართველოში:

    გიორგი – 193 059
    ნინო – 115 555
    მარიამ – 72 297
    დავით – 68 149
    ანი – 49 866
    მარიამი – 48 750
    თამარ – 47 795
    მაია – 46 878
    ალექსანდრე – 46 859
    ლუკა – 46 073

    10 ყველაზე გავრცელებული გვარი საქართველოში:

    ბერიძე – 30 244
    კაპანაძე – 19 261
    გელაშვილი – 18 308
    მაისურაძე – 15 968
    მამედოვი – 15 381
    გიორგაძე – 14 195
    მამედოვა – 13 720
    ბოლქვაძე – 13 239
    ლომიძე – 13 105
    წიკლაური – 12 888

    წყარო