ბოლო პერიოდია, საქართველოში არასტაბილური ამინდებია, ბევრს აინტერესებს, როდის დათბება.
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. – ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„მაისის თვის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით ნორმაზე, 1 გრადუსით დაბალია. დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, +16, +19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, +15, +17 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში, +10, +12 გრადუსი.
ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება +29, +32 გრადუსამდე. მთიან რაიონებში, 27 გრადუსამდე.
ეს კვირა შედარებით გრილი იქნება, ხოლო კვირის ბოლოსკენ, პარასკევი, შაბათი და კვირა იქნება უნალექო ამინდი, ტემპერატურა + 29 გრადუსამდე მოიმატებს.
შავი ზღვის სანაპიროზე კი +27 გრადუსი. ნალექს რაც შეეხება, მთლიანად საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, ქართლში, +16 +17 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში +16 +17 გრადუსი. მთიან რაიონებში +13, +14 გრადუსი და მაღალმთაში +9, +11 გრადუსი. რაც ნორმის ფარგლებშია და 1 გრადუსით დაბალია.
მაისის თვე, საკმაოდ ცვალებადია, იწყება გრილად. კლიმატურად გაზაფხული წვიმიანია და განსაკუთრებით მაისი.
ცალკეულ დღეებში კი, ტემპერატურა +32 გრადუსამდეც მოიმატებს, თუმცა დასაწყისი წვიმიანი გვაქვს. იქითა კვირიდან პერიოდულად გამოიდარებს“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.
სააპელაციო სასამართლოში 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმის განხილვა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად ექსპერტის მიერ მტკიცებულებათა შესაძლო დაზიანების ფაქტი განიხილეს.
როგორც დღევანდელ პროცესზე პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა განაცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა დავით გრიგოლიამ საექსპერტო კვლევის მასალა დააზიანა, რამაც გამოძიებას მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნა.
მისი თქმით, საქმე ეხება ისეთ ნივთმტკიცებებს, რომელთა კვლევითაც შესაძლოა დადგენილიყო 12 წლის ანა იანუშაიტიტეს სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობა ან სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.
პროკურორის განმარტებით, ექსპერტის ქმედება დაიწყო შემთხვევის ადგილზე და გაგრძელდა სასექციო დარბაზში, სადაც მას ევალებოდა საკვლევი მასალის დაცვა და სათანადო გამოკვლევა.
საექსპერტო კვლევის დაუცველობა გამოიწვევს მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას რაზეც ის [დავით გრიგოლია] გაფრთხილებულია. გრიგოლიამ თქვა, რომ ჩემი თავი მაბარია მხოლოდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ გვამთან მუშაობას იწყებს ექსპერტი და ასრულებს ის. პირველი ის არის ვალდებული, რომ მისი საკვლევი ობიექტი იყოს დაცული… დავით გრიგოლიას მიერ ჩადენილია დანაშაული – საექსპერტო კვლევის დაუცველობა.
ბავშვის ყელის არეში ვხედავთ დაზიანებებს, ის არ არის ერთგვაროვანი, არამედ არის წყვეტილი და ა.შ. ექსპერტს ამ დაზიანებული უბნებიდან არცერთი ანაწმენდი არ აქვს აღებული და ეს მიუთითებს, რომ მშრალად ჩაატარა ექსპერტიზა. როცა ხედავ, რომ ასეთი დაზიანებები აქვს უნდა აიღო ანაწმენდი რაც შემდგომ გამოძიებას დაეხმარება.
დაზიანებებზე ექსპერტი აღწერს, რომ ეს არის სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები… საკვლევი ნიმუშების აღება ევალებოდა და არათუ აიღო, არამედ აღებულიც არ დაუცვია.
საკვლევი ობიექტი დაზიანდა, დალპა, დაობდა. გამოვიკვლიეთ, რა იწვევს იმ ობის სოკოს, რა იწვევს ლპობით პროცესებს და ეს ერთიანი ჯაჭვია. ექსპერტებმა თქვეს, ლპობითი პროცესების წამომწყები არის სწორედ სინესტე, წყალი, იწვევს დნმ-ს დეგრადირებას, ლპობითი პროცესები ანადგურებს დნმ-ს, ობი და სოკო ანადგურებს დნმ-ს.
რა იწვევს ობს? მათ შორის, სინესტე. ეს არის მთლიანი ჯაჭვი.
შემდგომი კვლევის ობიექტზე, ხავსჩაჭიდებულებივით, ხან რომელ ქვეყანაში ვნიშნეთ ექსპერტიზა და ხან რომელ ქვეყანაში, რათა დაზარალებულის მხარეს ჰქონოდა პასუხი მისი შვილის მკვლელის საპოვნელად რაიმე ჰქონოდა ხელჩასაჭიდი. ეს საკვლევი ობიექტი იმისთვის არ იყო მოტანილი დიდი პატივისცემის მიუხედავად, (მოსამართლე) ეკა არეშიძესთან, რომ მე ეს ამეხსნა და მეჩვენებინა, აი, როგორ არის დაობებული – არა! მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოძიების საქმეში, მკვლელობის საქმეში, ეს ნივთმტკიცება ისე ყოფილიყო დაცული, რომ შემდგომში იქნება და რაღაც ყოფილიყო, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა იმიტომ, რომ თავდაპირველად ისე იყო დაზიანებული (ნიმუში), რომ ვეღარ წავიდა წინ გამოძიება. სწორედ ეს არის საექსპერტო კვლევის დაზიანება, საბოლოო ჯამში, განზრახ მძიმე დანაშაულის გამოძიებას შეუშალა ხელი. სწორედ ეს არის გარემოებები, რასაც ერთიანობაში ედავება ბრალდების მხარე დავით გრიგოლიას.
პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნულმა ქმედებებმა გამოძიებას ხელი შეუშალა და მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაზიანება გამოიწვია, რის გამოც ბრალდების მხარე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი 2023 წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბათუმში ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
გლდანში ავტომობილი 3 ქვეითს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ორი მათგანის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. გლდანის დახურულ ჯგუფში ავარიის ადრები ვრცელდება.
ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ მაკარონი იტალიის ეროვნულ ღირსებად ითვლება. მას უამრავი სახის სოუსთან მიირთმევენ. ბევრისთვის მაკარონი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი კერძია, თუმცა სინამდვილეში არსებობს რამდენიმე წესი და ხერხი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია იდეალური მაკარონის კერძის მისაღებად.
იტალიელმა მზარეულებმა დაასახელეს 10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც მაკარონის მომზადებისას ვუშვებთ ხოლმე.
1. სხვადასხვა მწარმოებლის მაკარონის ხარისხი ერთმანეთისგან შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს.
შესაბამისად, განსხვავდება ფასიც. ზოგიერთი ბრენდი საკმაოდ ძვირადღირებულია და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მიზეზი უკავშირდება წარმოების დანადგარებს. ზოგიერთი ექსტრუდერი სპილენძის არის და, შესაბამისად უფრო ძვირია, ვიდრე ტეფლონის. პირველის შემთხვევაში შობის პროცესი უფრო ნელია და პროდუქტიც მეტად ჰაეროვანი გამოდის. აქედან გამომდინარე, მაკარონიც უფრო კარგად იჟღინთება სოუსით.
2. ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს.
იმის მიხედვით, როგორი სოუსის გაკეთებას აპირებთ, მნიშვნელოვანია სწორად აარჩიოთ მაკარონის ზომა. თუ უფრო თხელ სიუსს არჩევთ, უმჯობესია პასტა გრძელი იყოს, მოკლე მაკარონი კი ხორცის ან დაჭრილი ბოსტნეულისგან დამზადებულ სოუსებს უხდება.
3. წყლის პროპორცია.
როგორც წესი, 100 გრამი პასტას მოსახარშად 1 ლიტრი წყალია საჭირო. თუ წყალი მცირე რაოდენობით არის, მაკარონი გარედან უფრო სწრაფად მოიხარშება, ვიდრე შიგნით. ამასთან, მცირე რაოდენობით წყლის შემთხვევაში, წყალში სახამებლის კონცენტრაცია მეტი ხდება, რამაც შეიძლება კერძის სიმწარე გამოიწვიოს.
4. არ გადაავლოთ წყალი მაკარონს მოხარშვის შემდეგ.
თუ გსურთ შეაჩეროთ მაკარონის ხარშვის პროცესი ორი ვარიანტი გაქვთ: ქვაბში დაამატეთ ერთი ჭიქა ცივი წყალი ან საერთოდ გადააქციეთ წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი კარაქი და მოურიეთ, რათა პასტა ერთმანეთს არ მიეკროს. გაცივებით კი თავად უნდა გაცივდეს. თუ ცივ წყალს გადავავლებთ, ჩამოირეცხება სახამებელიც, რომელიც ხელს უწყობს მაკარონის სიუსთან შერევას, და შედეგი არც თუ სახარბიელო იქნება.
5. ყურადღება მიაქციეთ ხარშვის დროს.
ზოგადად მაკარონი უნდა მოიხარშოს შეფუთვაზე მითითებული დროის შესაბამისად. მაგრამ მაინც ყოველთვის თავად შეამოწმეთ პასტის მზაობა, რადგან ზოგიერთ შეფუთვაზე დრო არასწორად არის მითითებული. სანამ მაკარონს სოუსში აურევთ, საჭიროა პასტა ოდნავ შეშრეს.
6. როდის დავამატოთ მარილი?
არსებობს ორი ვარიანტი. თუ წყალში მარილს ჩავყრით ადუღებამდე, დუღილის ტემპერატურა მოიმატებს. ხოლო თუ უკვე ადუღებულ წყალში ჩაამატებთ – ეს ენერგიას დაზოგავს. რომელ მათგანს აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია. მთავარია, არასოდეს დავამატოთ მარილი მას შემდეგ, რაც ქვაბში მაკარონს ჩავყრით – ეს კიდევ უფრო დაბლა დაწევს წყლის ტემპერატურას.
7. არასოდეს დაახუროთ ქვაბს სახურავი მას შემდეგ, რაც მაკარონს ჩაყრით.
ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ როგორც იტყვიან, გამეორება ცოდნის დედააო.
8. არ ღირს ქვაბში ზეთის ჩასხმა იმ მიზნით, რომ მაკარონი ერთმანეთს არ მიეკროს.
ამ მიზნით წყალში ზეთის დამატება აბსოლუტურად უსარგებლოა. უმჯობესია პერიოდულად მოვურიოთ ხოლმე მაკარონს და ვაკონტროლოთ ხარშვის დრო.
9. მნიშვნელოვანია ქვაბის ტიპი
სპაგეტის მოსამზადებლად გამოიყენეთ ვიწრო ქვაბი.
10. მაკარონის ნახარში წყალი არ ჩააქციოთ ნიჟარაში
ნახარში შეიძლება დაგჭირდეთ ისევ მაკარონზე დასამატებლად – რათა პასტა ზედმეტად არ გამოშრეს. გარდა ამისა, მაკარონის ნახარში შეიცავს მინერალებსა და სახამებელს და შეიძლება გამოიყენოთ მცენარეების მოსარწყავად.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).