იუმორისტი ციაკო ფიფია, ვიდეო მიმართვას ავრცელებს წარწერით: ,,წყევლა ცუდია”
ნახეთ ვიდეო:

იუმორისტი ციაკო ფიფია, ვიდეო მიმართვას ავრცელებს წარწერით: ,,წყევლა ცუდია”
ნახეთ ვიდეო:

8 მაისს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
ბათუმში უნალექო ამინდია. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში მზიანი დღეა, +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +16, ღამით +1 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +18 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ნალექიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი დღეა, დღისით +12 ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება დღეს თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმა იქნება გურჯაანში, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

წამყვანი მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ 2026 წელი დედამიწის ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იქნება. მათი შეფასებით, ამას კლიმატის ცვლილება და ელ-ნინიოს ძლიერი ეფექტი გამოიწვევს.
ამჟამად რეკორდულად ყველაზე ცხელი წელი 2024-ია, როდესაც გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა ინდუსტრიალიზაციამდელ მაჩვენებელს 1,5°C-ით.
სპეციალისტების განმარტებით, 2026 წლის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, დაიწყება ელ-ნინიოს ფაზა — ბუნებრივი კლიმატური პროცესი, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში წყლის ტემპერატურა იზრდება და მთელ პლანეტაზე დათბობას იწვევს. ზოგიერთი მოდელის მიხედვით, მოსალოდნელია განსაკუთრებით ძლიერი, ე.წ. „სუპერ ელ-ნინიო“.
კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი James Hansen და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ ტემპერატურული რეკორდი შესაძლოა უკვე 2026 წელს დამყარდეს.
მეცნიერების თქმით, ამჟამად პლანეტის ტემპერატურას ლა-ნინია ამცირებს, თუმცა ელ-ნინიოს დაწყების შემდეგ გლობალური დათბობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
კვლევების თანახმად, ელ-ნინიოს ფონზე მსოფლიოში გაიზრდება ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკიც — მათ შორის, სითბური ტალღების, გვალვების, ტყის ხანძრებისა და ძლიერი კლიმატური ცვლილებების.
განსაკუთრებული საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ავსტრალია, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ცენტრალური და სამხრეთი აფრიკა, ასევე ამაზონის ტყეები.
თუმცა, ყველა მეცნიერი ერთ აზრზე არ არის. ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მოხსნის თუ არა 2026 წელი 2024-ის რეკორდს.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ელ-ნინიოსა და გლობალური დათბობის ერთობლიობა მსოფლიოსთვის უპრეცედენტო კლიმატურ გამოწვევებს შექმნის.
ინფორმაცია გამოცემა New Scientist-ზე დაყრდნობით გავრცელდა.

ნიკა გვარამია ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
“კვარაცხელია ის არ ყოფილა, რაც გვეგონა. პირველი ქართველი ფეხბურთელი კი არაა, რომელიც ოქროს ბურთის შორტლისტში მოხვდა. პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ოქროს ბურთს აიღებს.
პსჟ-ს ჩემპიონობა და ფინალში გოლის გატანა დარჩა ამისთვის. ორივე მოხდება უეჭველი.
Update: სამართლიანად შემახსენეს კომენტარებში, რომ წელს მსოფლიო ჩემპიონატის წელია,” – წერს გვარამია.

ყველი საქართველოში კვების კულტურისა და ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, წარმოების ხანგრძლივი ტრადიციისა და ინტენსიური მოხმარების მიუხედავად, კვლავ აქტუალურია ფალსიფიკაციის პრობლემა და მომხმარებელს ყველის შეძენისას დიდი ყურადღების გამოჩენა მართებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ ქართული ყველის ისტორიის მკვლევარს – მეყველე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს დაუკავშირდა.
„ის, რაც დღეს ხდება, შეურაცხყოფა კი არა, თაღლითობა და დანაშაულია. რძე არის ნედლეული, რომელსაც, მაქსიმუმ, 72 საათი აქვს სიცოცხლისუნარიანობა, როცა ის ჯერ კიდევ თხევადია. ჩვენი წინაპარი და საღად მოაზროვნე ადამიანი ახალმოწველილ რძეს დააყოვნებდა. ცოტა ხანში, შემოდგამდა ცეცხლზე და ოდნავ შეათბობდა. შემდეგ ისევ დააყოვნებდა და ისე ჩაასხამდა მასში კვეთს.
ამ უძველეს ქვეყანას, რომელსაც უზარმაზარი ტრადიცია აქვს რძის მოპოვებისა და გადამუშავების. რძე არის ზემგრძნობიარე ნედლეული. ნახმარ კოკა-კოლას ბოთლში რომ ჩაასხამ რძეს – კატასტროფა დაემართება. მიმტკიცებენ ადამიანები – „ნატურალურია, ავადუღებ და არაფერი არ მოუვა“.
ასეთ რძეს, რომელსაც ბაქტერიები გაუმრავლდა, კიდევ რომ დაუმატებ პლასტამასას (რომელიც ცხელი წყლის გამოვლებასაც კი არ ექვემდებარება) უფრო ცუდი შედეგი დადგება.
ასე დაბინძურებულ რძეს ერთხელ ადუღებაც არ ყოფნის. რძე უნდა იყოს კამკამა, სუფთა. პირდაპირ ასფალტზე ყრია ყველი.
ისე არ გაიგოთ, რომ გლეხს შეურაცხყოფს ვაყენებ. ძალიან ბევრი არარეგისტრირებული საწარმო არსებობს, რომლებიც ეფარებიან გლეხის სახელს. აქვთ საწარმოები სადღაც ჯურღმულებში. ერთხელ რომ დაიაროთ გული გაგისკდებათ ისეთებს ნახავთ. რომ ამბობენ, ქოქოსის ცხიმი არის გამოყენებულიო – პალმისა და ქოქოსის ცხიმი უძვირფასესია და დიდი თანხაც ღირს, ვინ გაღირსებს მაგას. ლარიან მარგარინს იყენებენ, რომელიც პირდაპირ არის კიბოს კარცენოგენი. ეს სიბინძურე, პლუს ეს გაურკვეველი ცხიმები. ამ თაღლითობამ მთლიანად მოკლა ჩვენში კულტურა.
მე თვითონ მაქვს მომატებული ნაწლავის ჩხირები. ნაწლავის ჩხირები ერთ-ერთი დაავადებაა რძის და ყველის. ჩნდება ჭუჭყისგან, ანტისანიტარიისგან, გაუსუფთავებელი ზედაპირისგან, ჭურჭლისგან. როცა დავიწყე 27 წლის წინ კვლევა. მაშინ მეგონა, რომ ნატურალური იყო ყველაფერი. თუმცა, მას მერე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“-, ამბობს მეყველე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
მეყველე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში ასევე იხსენებს ისტორიას, რომელიც მის შვილს გადახდა თავს.
„რაც დაემართა ჩემს შვილს ეს იყო სტაფილოკოკური მოწამვლა. მან ღამით, ძილის წინ გამოიღო მაცივრიდან კარგად შეფუთული (გარედან არაფერი არ ჭირდა) გუდის ყველი. წლები მივირთმევდი ამ ყველს და ვენდობოდი. ღამე გადაუვიდა სასულეში, სასწრაფომ ძლივს მოგვისწრო. 4 დღე იყო კომაში და როდესაც დაითესა შიგთავსი, აღმოჩნდა სტაფილოკოკური მოწამვლა. ორივე ფილტვი გაუჩერდა, დაიწვა მთელი ბრონქები. ექიმმა ჩემს უმცროს ვაჟს უთხრა – წადი და მონახეთ ეკლესია, სადაც გადაასვენებთ ან საფლავიო. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ჩემი, მეყველის შვილი კვდება ყველით“,- ამბობს ის.

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გარდაცვლილია 30 წლის დათო სამხარაძეა.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. – ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„მაისის თვის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით ნორმაზე, 1 გრადუსით დაბალია. დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, +16, +19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, +15, +17 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში, +10, +12 გრადუსი.
ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება +29, +32 გრადუსამდე. მთიან რაიონებში, 27 გრადუსამდე.
ეს კვირა შედარებით გრილი იქნება, ხოლო კვირის ბოლოსკენ, პარასკევი, შაბათი და კვირა იქნება უნალექო ამინდი, ტემპერატურა + 29 გრადუსამდე მოიმატებს.
შავი ზღვის სანაპიროზე კი +27 გრადუსი. ნალექს რაც შეეხება, მთლიანად საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, ქართლში, +16 +17 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში +16 +17 გრადუსი. მთიან რაიონებში +13, +14 გრადუსი და მაღალმთაში +9, +11 გრადუსი. რაც ნორმის ფარგლებშია და 1 გრადუსით დაბალია.
მაისის თვე, საკმაოდ ცვალებადია, იწყება გრილად. კლიმატურად გაზაფხული წვიმიანია და განსაკუთრებით მაისი.
ცალკეულ დღეებში კი, ტემპერატურა +32 გრადუსამდეც მოიმატებს, თუმცა დასაწყისი წვიმიანი გვაქვს. იქითა კვირიდან პერიოდულად გამოიდარებს“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა დღეს, 6 მაისს, მარნეულის საავტომობილო გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა, რასიმ მამედოვმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.
ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 52 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავდა, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.


7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმიანი დღეა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +17, ღამით +3 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +19 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ნალექიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი დღეა, დღისით +14 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმა იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.