Author: tea

  • ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები განცხადებას ავრცელებენ

    ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები განცხადებას ავრცელებენ

    თქვენო უწმინდესობავ,

    გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.

    დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა.

    თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა.

    გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას.

    გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს.

    ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო.

    ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები

  • ”სანდრასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?” – რა უპასუხა სოფო ნიჟარაძემ შეკითხვას ?

    ”სანდრასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?” – რა უპასუხა სოფო ნიჟარაძემ შეკითხვას ?

    სოფო ნიჟარაძე გადაცემა სარკასტიკის სტუმარია.

    წამყვანნმა სოფოს სანდრა რულოვსზეც კითხა.

    ამ ყველაფერს მაყურებელი ორშაბათს 22:00 საათზე გაიგებს.

    ნახეთ ანონსი.

  • რა თქვა მამა შალვამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საქართველოს ახალი პატრიარქის ვინაობა

    რა თქვა მამა შალვამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საქართველოს ახალი პატრიარქის ვინაობა

    გვჯერა, ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო – ეკლესია არის მყარი და ერთიანი, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ გაფართოებული საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღნიშნა, ყველა უნდა დატკბეს ეკლესიის სიხარულით და ბედნიერებით.

  • “ეძღვნება შიო მესამეს” – რას წერს გიგი უგულავა

    “ეძღვნება შიო მესამეს” – რას წერს გიგი უგულავა

    “ყველაფერი არის ძლიერ კარგად,ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის” – გალაკტიონი.

    მანამდე კი საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში, როგორც ძველ/ახალ ცეკას მდივნებს შეჰღაღადებდნენ – იმის წასვლა, თქვენმა მოსვლამ გადამატანინა… ეძღვნება შიო მესამეს,” – ამის შესახებ თიბლისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შემდეგ წერს.

  • რა არის ცნობილი საქართველოს ახალ პატრიარქზე

    რა არის ცნობილი საქართველოს ახალ პატრიარქზე

    დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­ი­შა­ლა. ზუს­ტად 13:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­წყე­ბულ­მა გა­ფარ­თო­ე­ბულ­მა სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბამ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის ახა­ლი სუ­ლი­ე­რი წი­ნამ­ძღო­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა. წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­მა, სამ­ღვდე­ლო­ე­ბამ და ერის­კაც­თა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი) აირ­ჩი­ეს.

    ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი, რად­გან ჯერ კი­დევ კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ყვე­ლა­ზე მეტი, 20 ხმა, სწო­რედ მან მი­ი­ღო სი­ნო­დის­გან. 49-წლი­ა­ნი ეპო­ქის შემ­დეგ, რო­მე­ლიც უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბო­და, ეკ­ლე­სი­ის მე­სა­ჭის კვერ­თხი მის­მა რჩე­ულ­მა მო­საყ­დრემ ჩა­ი­ბა­რა. სა­მე­ბის ტაძ­რის გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლი მრევ­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ზა­რე­ბის რეკ­ვი­თა და სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა.

  • მიხეილ სააკაშვილი შიო III-ს მიმართავს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    მიხეილ სააკაშვილი შიო III-ს მიმართავს – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს მიმართავს.

    “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ შიო III-ს

    მინდა მოგმართოთ თქვენს პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის.

    გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან. ამას გწერთ, როგორც ჩვენი ეკლესიის მრევლი და ის ლიდერი, რომლის დროსაც ისტორიულად უპრეცედენტო მასშტაბით გაძლიერდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ხალხი დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს, აღდგა 300-მდე ტაძარი, მათ შორის ბაგრატი, ფოთის ტაძარი, ნეკრესი და უამრავი სხვა, ხუთჯვრიან დროშას მიენიჭა სახელმწიფო დროშის სტატუსი, პირველად შემოვიდა ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსება.

    მე მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდენტურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მას განსაკუთრებული მოფრთხილება და ჩარევებისგან დაცვა სჭირდება.

    ყველა ქართველმა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა უნდა იგრძნოს, რომ ეს არის მშობლიური ეკლესია და მისი სულიერი საყრდენი, სადაც მის დისკრიმინირებას” – წერს სააკაშვილი.

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    „11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“

  • +27 გრადუსი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

    +27 გრადუსი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 11 მაისს საქართველოს უმეტეს ქალაქებში ღრუბლიანი, თუმცა თბილი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე ქალაქში +27 გრადუსს მიაღწევს. ზოგან მოსალოდნელია წვიმა.

    ამინდი ქალაქების მიხედვით:

    გაგრა +23 – უმეტესად ღრუბლიანი

    სოხუმი +24 – უმეტესად ღრუბლიანი

    ზუგდიდი +27 – უმეტესად ღრუბლიანი

    მესტია +13 – წვიმა

    ფოთი +23 – უმეტესად ღრუბლიანი

    ბათუმი +23 – მზიანი

    ოზურგეთი +27 – უმეტესად ღრუბლიანი

    ქუთაისი +28 – უმეტესად ღრუბლიანი

    ამბროლაური +24 – წვიმა

    ახალციხე +22 – წვიმა

    ბორჯომი +19 – წვიმა

    ბაკურიანი +16 – წვიმა

    გორი +24 – უმეტესად ღრუბლიანი

    ცხინვალი +22 – უმეტესად ღრუბლიანი

    სტეფანწმინდა +12 – მოღრუბლული

    გუდაური +8 – წვიმა

    თელავი +24 – უმეტესად ღრუბლიანი

    რუსთავი +28 – მზიანი

    თბილისი +26 – უმეტესად ღრუბლიანი

  • 11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი – დღე ენერგიული და მოქმედებისთვის ხელსაყრელი იქნება. შეიძლება მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ სამსახურთან ან ფინანსებთან დაკავშირებით. პირად ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ — ზედმეტი პირდაპირობა კამათს გამოიწვევს.

    კურო – სიმშვიდისა და სტაბილურობის მოთხოვნილება გაიზრდება. კარგი დროა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად და ფინანსური გეგმების გადასახედად. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელით.

    ტყუპები – კომუნიკაციის დღეა, ახალი ნაცნობობა ან საინტერესო ინფორმაცია მნიშვნელოვან შესაძლებლობას მოგიტანთ. ეცადეთ, ერთდროულად ბევრ საქმეს არ მოჰკიდოთ ხელი.

    კირჩხიბი – ემოციური ფონი გაძლიერდება. ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. კარგი დღეა დასვენებისა და შინაური გარემოსთვის.

    ლომი – ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენი იდეები სხვებზე შთაბეჭდილებას მოახდენს. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად იყავით — სპონტანური ხარჯები მოსალოდნელია.

    ქალწული – საქმიანობაში წარმატების შანსი იზრდება. კარგი დროა დაგეგმვისა და ძველი საქმეების დასრულებისთვის. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ.

    სასწორი – ურთიერთობებში ჰარმონია მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ძველ კონფლიქტს მშვიდობიანი გადაწყვეტა მოეძებნოს. საღამოს რომანტიკულ განწყობას იგრძნობთ.

    მორიელი – დღე ცვლილებებისკენ გიბიძგებთ. ნუ შეგეშინდებათ ახალი ნაბიჯების. ინტუიცია და დაკვირვებულობა დაგეხმარებათ რთული სიტუაციის მოგვარებაში.

    მშვილდოსანი – აქტიური და ოპტიმისტური დღეა. მოგზაურობასთან, სწავლასთან ან ახალ პროექტთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოჩნდება. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

    თხის რქა – პრაქტიკული მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. ფინანსური საკითხების დალაგება და სამომავლო გეგმების შედგენა განსაკუთრებით ხელსაყრელია.

    მერწყული – ახალი იდეები და შთაგონება დღის მთავარი თემაა. მეგობრებთან ურთიერთობა სასარგებლო აღმოჩნდება. პირად ცხოვრებაში გულწრფელობა მნიშვნელოვანია.

    თევზები – ინტუიცია და შემოქმედებითი ენერგია გაძლიერდება. კარგი დროა საკუთარ სურვილებზე დაფიქრებისა და ემოციური ბალანსის აღსადგენად.

  • რა იცვლება პენსიონერებისა და მათი მემკვიდრეებისთვის, პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო

    რა იცვლება პენსიონერებისა და მათი მემკვიდრეებისთვის, პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო

    2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება. ამასთან, უკან დაბრუნების საქმეებზე დაწყებული ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოებები შეწყდება.

    ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

    კანონის თანახმად, პენსიის, ისევე როგორც კომპენსაციისა და შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყება, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, გარდაცვალება და სხვა.

    როგორც მთავრობა განმარტავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გვიან მოწოდება ხდება და ამის გამო თანხები ზედმეტად გაიცემა.

    პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შედეგად, ზედმეტად დარიცხული პენსიების შემთხვევაში, შეღავათი 1 685 პენსიონერს/გარდაცვლილის მემკვიდრეს შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა კი, 1 213 804 ლარია.

    ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია 252 პირს შეეხება, მათ შორის არის 32 პირს, რომელთა მიმართ სასამართლო წარმოება მიმდინარეობს.

    რაც შეეხება შემწეობას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, შეღავათი სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს შეეხება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 130 500 ლარია. ასევე შეღავათი შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ 1 444 პირს/ოჯახს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 2 653 678 ლარს შეადგენს.