Author: tea

  • სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 16 მაისიდან ამოქმედდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 16 მაისიდან ამოქმედდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რითაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანა გახდება შესაძლებელი.

  • ვინ შეძლებს დაფინანსების მიღებას? – კახა კალაძის ვიდეო იხილეთ კომენტარებში

    ვინ შეძლებს დაფინანსების მიღებას? – კახა კალაძის ვიდეო იხილეთ კომენტარებში

    თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    მისივე განმარტებით, გასულ წელს დაფინანსების ზედა ზღვარი 20 000 ლარი იყო, წელს მეწარმეებს უკვე 50 000 ლარამდე თანხის მიღება შეუძლიათ.

  • “რა ბოროტი უნდა იყო ქალი, ასე მოიქცე!”  – ვრცელდება ვიდეო

    “რა ბოროტი უნდა იყო ქალი, ასე მოიქცე!” – ვრცელდება ვიდეო

    “რა ბოროტი უნდა იყო ქალი, ასე მოიქცე!” – ქორწილში, დედამთილი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, კადრები სოციალურ ქსელში ვრცე.ლდება

  • 13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    ეს დღე შეგიძლიათ, მიუძღვნათ შემოქმედებით საქმიანობას, დაიწყეთ რომანის, ან მოთხრობების წერა, ან თუნდაც დისერტაციაზე მუშაობა, რადგან თქვენში მატულობს შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარები.

    კურო

    გამოიყენეთ ეს დღე მიწასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. მიხედეთ ბაღს, ნაკვეთს, კარ-მიდამოს, გადარგეთ ყვავილები. დაიწყეთ სახლის რემონტი, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.

    ტყუპები

    დაკავდით მნიშვნელოვანი საბუთების მოწესრიგებით, გადახედეთ ხელშეკრულებებს. დაიცავით ზომიერება კომუნიკაციებში და ნუ გათქვამთ თქვენს გეგმებს.

    კირჩხიბი

    შესაძლოა, თქვენი ხელგაშლილობა და დიდსულოვნება არასწორად გაიგონ და ამპარტავნებად ჩაგთვალონ. იყავით ზომიერი და იმოქმედეთ გონივრულად.

    ლომი

    ყოველთვის არ არის გამართლებული, ყველაფერი დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ, გახსოვდეთ, რომ საკმაოდ გავლენიანი და ძლიერი ადამიანები მზად არიან, დახმარებისა და თანადგომისთვის.

    ქალწული

    შემოსავლების მხრივ, ნაყოფიერი დღეა, მაგრამ საჭიროა, მეტი გონიერება გამოიჩინოთ რათა სწორად გადაანაწილოთ ფინანსები აუცილებელი საჭიროებისთვის და უაზროდ არ გაფლანგოთ სხვადასხვა წვრილმანზე.

    სასწორი

    შესაძლოა, გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც საქმეს წამოიწყებთ, ან შეძლებთ გაყიდოთ ის, რის გაყიდვასაც დიდი ხანი ვერ ახერხებდით. ასევე, შესაძლოა, ძველი გარიგებიდან კარგი თანხა მიიღოთ.

    მორიელი

    სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას, შესაძლოა, უარი თქვათ ძველი გეგმების ნაწილზე, რადგან უკეთესი შესაძლებლობები გამოჩნდება. საღამო გაატარეთ ოჯახურ გარემოში.

    მშვილდოსანი

    მოერიდეთ მაკონტროლებელ ურთიერთობებს. გადახედეთ თქვენს გეგმებს, შეიტანეთ კორექტივები, რათა თავიდან აიცილოთ სიძნელეები და უსიამოვნო შენიშვნები.

    თხის რქა

    ნუ გაგიტაცებთ იოლი ფულის შოვნის ცდუნება. უფრთხილდით თაღლით ადამიანებს. ნუ გარისკავთ, ავანტიურული მოქმედება მალე გამოაშკარავდება.

    მერწყული

    დღეს, მეტად პრაქტიკული თვისებებით გამოავლენთ საკუთარ თავს, მკაცრად და მტკიცედ განსაზღვრავთ საოჯახო საქმეებისთვის ფინანსურ ხარჯებს. ზედმეტი არ მოგივიდეთ და დასვენებისთვის დრო გამონახეთ.

    თევზები

    სანამ სხვები ფიქრობენ, თქვენ უკვე პროექტების განხორციელებას შეუდგებით. განწყობა და ენერგია ამაღლებული გაქვთ. არ დაგავიწყდეთ, დასვენება აუცილებელია.

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

    ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

    თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა.

    ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და თბილისში ქირით ცხოვრობდა.

    მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?

    რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?

    სოფო ნიჟარაძე გადაცემა “სარკასტიკას” სტუმრობდა.

    საიდან აქვს შემოსავალი სოფო ნიჟარაძეს ? ამაზე მომღერალმა ისაუბრა.

    ნახეთ :

  • “მოგმართავთ ყველას…” – რას წერს თამუნა მუსერიძე ყოფილ მეუღლეზე?

    “მოგმართავთ ყველას…” – რას წერს თამუნა მუსერიძე ყოფილ მეუღლეზე?

    ჯგუ­ფის “ვე­ძებ” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტელეწამყვანი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, რომელიც მეუღლეს, სანდრო მიკუჩაძეს დაშორდა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

    “ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქ-მეგობრებო!

    მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით…

    ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს შესახებ შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათ ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება.

    ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება. გავუფრთხილდეთ ბავშვებს!

    დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!” – წერს თამუნა მუსერიძე.

    რამდენიმე დღის წინ თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც 12-წლიანი ურთიერთობის დასრულების შესახებ საუბრობდა. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში მან მი­ნიშ­ნე­ბა გააკეთა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­სა­მე პი­რის გა­მო­ჩე­ნა­ზე.

  • პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო: რა იცვლება პენსიონერებისა და მათი მემკვიდრეებისთვის🛑⭕️

    პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო: რა იცვლება პენსიონერებისა და მათი მემკვიდრეებისთვის🛑⭕️

    2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება. ამასთან, უკან დაბრუნების საქმეებზე დაწყებული ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოებები შეწყდება.

    ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

    კანონის თანახმად, პენსიის, ისევე როგორც კომპენსაციისა და შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყება, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, გარდაცვალება და სხვა.

    როგორც მთავრობა განმარტავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გვიან მოწოდება ხდება და ამის გამო თანხები ზედმეტად გაიცემა.

    პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შედეგად, ზედმეტად დარიცხული პენსიების შემთხვევაში, შეღავათი 1 685 პენსიონერს/გარდაცვლილის მემკვიდრეს შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა კი, 1 213 804 ლარია.

    ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია 252 პირს შეეხება, მათ შორის არის 32 პირს, რომელთა მიმართ სასამართლო წარმოება მიმდინარეობს.

    რაც შეეხება შემწეობას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, შეღავათი სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს შეეხება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 130 500 ლარია. ასევე შეღავათი შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ 1 444 პირს/ოჯახს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 2 653 678 ლარს შეადგენს.

  • “ალისა ქორწილს გეგმავს…” – რას ჰყვება სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილსა და შვილზე, ალისკა სააკაშვილზე

    “ალისა ქორწილს გეგმავს…” – რას ჰყვება სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილსა და შვილზე, ალისკა სააკაშვილზე

    მომღერალი სოფო ნიჟარაძე გიორგი ნაზღაიძესა და თამაზ ლოხიშვილის პოდკასტის “სარკასტიკას” სტუმარი იყო. სოფომ გადაცემის ფარგლებში ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა მათ შორის ალისკაზეც.

    სოფო ნიჟარაძის ინტერვიუ

    სოფომ აღიარა, რომ დღეს მისი პოპულარობა ალისას წარმატებამ გადაფარა. მომღერლის თქმით, 6 წლის ალისა უკვე დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელიც თავად წყვეტს, როგორი ვიდეოები ჩაწეროს.

    “უკვე ალისას დედად უფრო მიცნობენ, ვიდრე სოფო ნიჟარაძედ. ალისას ვიდეოებს უფრო უყურებენ. არასდროს ვეუბნები, რა და როგორ თქვას ან გააკეთოს, თვითონ ფიქრობს და კონტენტსაც თვითონ დებს. 6 წლის ხდება და დიდი ადამიანივით ველაპარაკები. ძალიან კარგად იცის ინგლისური, რუსულიც და ახლა ფრანგულის სწავლა უნდა.

    ქობულეთში ვისვენებდით და ერთ დღეს ვეუბნებოდი, რომ მის სთორებს უფრო მეტი ნახვა ჰქონდა. ვთხოვე, რეკლამა მაქვს გადასაღები და შეგიძლია რამე მომიფიქრო-მეთქი? ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, მეკითხება – რისი რეკლამა გაქვს გასაკეთებელი? იქვე, წამებში მოიფიქრა სცენარი:”დაჯდები, წაისვამ კრემს, მეც შემოვალ და გკითხავ – რას შვრები, დე? შენ მეტყვი – კრემს ვისვამ და მე გიპასუხებ – რატომ, რომ არ დაბერდე?”

    მეორე დღეს გადავიღეთ ეს სცენარი და ბავშვმა ისე ითამაშა, გეგონებოდა საერთოდ არ დაგვიდგამს”, – ამბობს სოფო.

    sofo-nijaradze

    ინტერვიუს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი მიხეილ სააკაშვილს შეეხებოდა. წამყვანმა მას ძველი ინტერვიუ გაახსენა, სადაც სოფო საკუთარ სტანდარტებზე საუბრობდა. მაშინ მაია ასათიანის გადაცემის იმ ეპიზოდს სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოფო ნიჟარაძის ამ ინტერვიუს დღესაც ხშირად იხსნეებენ:

    “კი, მიშა, გარკვეულწილად, “თავხედია”, მიმწოლი და ჩემი გული კიდევ ბევრი რამით მოიგო – ჭკუით, განათლებითა და იუმორით; ეს სწორედ ის მთავარი თვისებებია, რომლებიც ადამიანს უნდა ჰქონდეს. ალისა უკვე გეგმავს, რომ როდესაც მიშა საპატიმროდან გამოვა, ქორწილი უნდა გადავიხადოთ – მე ყვავილები უნდა დავყაროო, ამბობს ხოლმე. ხშირად მეკითხება, მე და მიშას გვქონდა თუ არა ქორწილი, თუმცა სიმართლე ისაა, რომ მე და მას ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია.

    რაც შეეხება სანდრას, მასთან ურთიერთობა არ მაქვს, თუმცა და-ძმებს შორის იდეალური კავშირია,” – ამბობს სოფო.

  • რას წერს და რა ვიდეოს აქვეყნებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    რას წერს და რა ვიდეოს აქვეყნებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში? – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

    “ერთადერთ კომენტარს გავაკეთებ: ბატონი ბიძინა ამ დროს აქ აღარც იყო, მობეზრდა და წავიდა” – ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და პატრიარქ შიო მესამის ვიდეოს აქვეყნებს.