Author: tea

  • 🔻 “ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა…” – რას ამბობენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე?

    🔻 “ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა…” – რას ამბობენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე?

    უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და გუ­შინ ვერაზე. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. სრო­ლის დროს დაჭ­რი­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი – ნიკოლოზ ღუნაშვილი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

    როგორც გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, ნიკოლოზ ღუნაშვილმა სკოლა წელს დაამთავრა.

    “ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო. არ ვიცი რა დავწერო… უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით, ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა, გადაიქცა ზეციურ არსებად!

    სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა… 22 ივლისის არასრულწლოვნებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი!

    დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბილესი, საამაყო ოჯახი! უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი” – წერს მაია კობახიძე.

    კიდევ ერთი ახლობელი მაიკო ხირსელი წერს, რომ მკვლელობამდე, ბიჭები მანქანაში ისხდნენ.

    “ღმერთო! გული მეგლიჯება – ჩემს ნიკოლოზს ძმაკაცი მოუკლა თურმე იმ ნაძირალა, ავაზაკმა ვერაზე! ყმაწვილობის წლები ერთად რომ გაატარეს; ვაი, შენს უბედურ დედას და მამას “ღუნა” 17 წლის!

    მსხდარან ეს ბიჭები თავისთვის მანქანაში, მასხარაობდნენ ალბათ, თან ეროვნულ ჩაბარებულები და ჩააცალა მთელი აბოიმა, სრულიად უცხომ! მიზეზი-“რა გაცინებთო?!!!

    რა ხდება, ღმერთო ჩემო! საგიჟეთია ჩვეულებრივი! რატომ არ არიან იზოლირებულნი ფსიქიურად დაავადებულები?! რატომაა გიჟი მართლაც თავისუფალი და თან იარაღით ?…” – წერს მაიკო ხირსელი

  • “ბრმა ტყვიამ ტაქსშიც შეაღწია, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა” – რა მოხდა ვერაზე, სადაც სროლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

    “ბრმა ტყვიამ ტაქსშიც შეაღწია, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა” – რა მოხდა ვერაზე, სადაც სროლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

    ვერაზე მომხდარი რამდენიმე გასროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. 17 -18 წლის ბიჭები და ერთი ქალი. როგორც ამბობენ, დაჭრილი ქალი შემთხვევითი გამვლელია. ფაქტი შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზე მოხდა, დაჭრილები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

    უფრო მეტი დეტალის გასარკვევად დავუკავშირდით კაფე „ზილიკოს“ თანამშრომელს. ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კაფედან დაიწყო კონფლიქტი არ ადასტურებს. კაფეში “ზილიკოში” მომუშავე გვიყვება, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს, თუმცა მომხდარის დეტალები მისთვის უცნობია.

    “კაფეში ჩვენთან შემოვიდა ქალი, შეშინებული იყო, გვთხოვა, თავს შევაფარებო. ძაღლს ასეირნებდა და ამ დროს რომ გაიგო სროლის ხმები, ჩვენთან შემოვიდა, სხვაგან ვერსად შევაფარე თავი, უნდა მიშველოთო და შემოვიდა. ქუჩაში იყო სროლები. შანიძის ქუჩის ზემოთ ისმოდა სროლის ხმები, თავიდან სროლა არც მეგონა, ეს ქალი რომ შემოვარდა შეშინებული, მაგაზე მივხვდით, რომ აშკარად სროლის ხმა იყო… რაღაცნაირად მიყვა სროლები, ახლა რომ ვაანალიზებ, ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ 10 გასროლა მაინც იქნებოდა. მერე მივხდით უბრალოდ ასაფეთქებლის ხმა ეს არ იყო. ძალიან მალე მოვიდა პატრული და სასწრაფოს ორი მანქანა, როგორც ვიცი, დაჭრილები გადაიყვანეს. სხვა ვერაფერი გავარკვიე, ვცდილობდი გამერკვია მეტი დეტალი, მაგრამ ვერ შევძელი. მალე პოლიციელები მოვიდნენ და ახლოს ვინ მიმიშვებდა. მხოლოდ გასროლის ხმა გავიგეთ ჩვენ. იმდენად ვინერვიულე, ცუდად გავხდი. დაჭრილი ბიჭები ვინ არიან არ ვიცი. ამ ქალბატონმა ასე გვითხრა ორი თუ სამი ბიჭი იყოო. სასწრაფოებით წაიყვანეს დაჭრილები. იმედია, გადარჩებიან. სულ სამ ადამიანზე ამბობენ დაჭრილიაო. ალბათ საღამოს 10 საათი იყო, ეს ამბები რომ ხდებოდა, არც დაჭრილებზე მაქვს ინფორმაცია, არ ვიცი უბნელები არიან თუ არა”, – ამბობს ჩვენთან საუბარში გოგონა და სოციალური ქსელით და მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კაფედან გასულმა ადამიანმა დაჭრა ისინი, არ ადასტურებს:

    განაგრძეთ კითხვა

  • ცნობილია ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ვინაობა

    ცნობილია ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ვინაობა

    🔻 ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნიკა კაპანაძე | მის ფოტოს TV პირველი ავრცელებს. ცნობილია ისიც, რომ ხორავას ქუჩაზე გუშინ მოკლული 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილია
    🔻 გუშინ გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც შსს-ს მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს”
    🔻 ცოტა ხნის წინ ინტერპრესნიუსმა ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის ახალი დეტალები გაასაჯაროვა. გამოცემამ დაწერა, რომ თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა – კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა სწორედ ამის შემდეგ გაისროლა. საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ავტომობილში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. დაჭრილი ქალი კი, მათი ინფორმაციით, ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც ტყვია მოხვდა
  • ცნობილია ვერაზე მოკლული 17 წლის ბიჭის ვინაობა

    ცნობილია ვერაზე მოკლული 17 წლის ბიჭის ვინაობა

    🔻 ვერაზე გუშინ მოკლული 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილია
    🔻 გუშინ გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც შსს-ს მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს”
    🔻 ცოტა ხნის წინ ინტერპრესნიუსმა ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის ახალი დეტალები გაასაჯაროვა. გამოცემამ დაწერა, რომ თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა – კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა სწორედ ამის შემდეგ გაისროლა. საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ავტომობილში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. დაჭრილი ქალი კი, მათი ინფორმაციით, ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც ტყვია მოხვდა
  • როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

    როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

    კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორის,  შმაგი ჭიოკაძის ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    შმაგი ჭიოკაძის თქმით, ერთ ახალგაზრდას კლინიკაში შეყვანის დროს მარცხენა მხარის არეში ჰქონდა ღია ჭრილობა, მეორეს კი, მარცხენა მტევნის არეში. ორივე მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია, არიან კონტაქტურები და რეაბილიტაციის გავლის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწევთ კლინიკაში დარჩენა.

    „22 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე ჩვენთან შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისები. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული ჩარევა – ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს  – მარცხენა მტევნის არეში. ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. კარგად ჩაიარა ოპერაციამ. ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

    ჯერჯერობით დარჩებიან კლინიკაში, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჭრილობაა, ცეცხლსასროლით, თუ არაცეცხლსასროლით, ამას უკვე ექსპერტიზა დაადგენს. შესაბამისად, დაველოდოთ. კონტაქტურები არიან, კარგად არიან. რაც შეეხება სარეაბილიტაციო პერიოდს, ვნახოთ, რამდენი ხანიც დასჭირდებათ“, – განაცხადა კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

    შეგახსენებთ, პოლიციამ თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

    შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

  • 🔻 ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა

    🔻 ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა

    🔻 ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა | ინფორმაციას ამის შესახებ იმედი ავრცელებს.
    🔴 ცოტა ხნის წინ ვერაზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილებს შორის 1 ქალია, ორი კი 17 და 18 წლის ბიჭები. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.
  • 🔻 გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა

    🔻 გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა

    🔻 გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა | ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. “მთავარი” დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.
    🔴 ცოტა ხნის წინ ვერაზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილებს შორის 1 ქალია, ორი კი 17 და 18 წლის ბიჭები. დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
  • 💬🔻 “ამ წამს ვერაზე  სამი ბავშვი ჩაცხრილეს!!!!  დასისხლიანებული ეყარნენ სიცილის გამო!!!”

    💬🔻 “ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!!!! დასისხლიანებული ეყარნენ სიცილის გამო!!!”

    💬🔻 “ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!!!!
    დასისხლიანებული ეყარნენ
    სიცილის გამო!!!” | წერს მოქალაქე თიკო კვალიაშვილი სოციალურ ქსელში.
    🔴 გავრცელებული ინფორმაციით, სროლა შანიძის ქუჩაზე მოხდა.
    🔴 “მთავარი” დეტალებს შსს-ში არკვევს.
  • უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში – სად გამოიდარებს და სად არის მოსალოდნელი წვიმა

    უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში – სად გამოიდარებს და სად არის მოსალოდნელი წვიმა

    საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად ზაფხულისთვის დამახასიათებელი თბილი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დიდ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ რეგიონებში დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც არის მოსალოდნელი.

    აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, 22-24 ივლისს ძირითადად უნალექო და მზიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33…+34 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით +20…+22 გრადუსის ფარგლებში იქნება.

    დასავლეთ საქართველოში ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, თუმცა ხანგრძლივი ნალექები არ არის პროგნოზირებული. სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურა +29…+31 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო შიდა რაიონებში +32…+34 გრადუსამდე მოიმატებს.

    კვირის ბოლოს სიცხე კიდევ უფრო გაძლიერდება. ქვეყნის დაბლობ რაიონებში ტემპერატურა ადგილობრივად +35…+36 გრადუსსაც მიაღწევს, რის გამოც სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევენ, დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში მზის პირდაპირ სხივებს მოერიდონ, მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხე და განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებსა და ხანდაზმულებს მიაქციონ.