Author: tea

  • 18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    დღეს თქვენს გზაზე შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ოდესღაც გული ატკინეთ. დროა, გულმოწყალება გამოიჩინოთ და წარსულის წყენა დაივიწყოთ. გირჩევთ, მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ და უსარგებლო კამათსა და ურთიერთობების გარკვევაზე დრო არ დაკარგოთ. მუდმივად აკონტროლეთ სიტყვები და ემოციები, რათა შემთხვევით საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ.

    კურო

    კუროებისთვის ეს დღე იდეალურია ჩანაფიქრისა და გეგმების განსახორციელებლად. თუ პროფესიის შეცვლაზე ან კომერციული საქმიანობის წამოწყებაზე ფიქრობთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ამ დღეს როგორც კოლეგებთან, ისე ახლობლებთან ურთიერთობაში დადებითი ძვრები მოხდება. ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

    ტყუპი

    შრომისმოვარეობისა და შინაგანი დისციპლინის დამსახურებით ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებთ და კოლეგებიც საჭირო მხარდაჭერას გაგიწევენ. შეგიძლიათ, მათ პროფესიონალიზმს თამამად დაეყრდნოთ. ეცადეთ, ყველაზე თამამი პროექტები დაიწყოთ და გარშემომყოფები სრულიად სხვა თვალით შემოგხედავენ. გირჩევთ, დღის დარჩენილი ნაწილი სიწყნარეში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ – ეს შინაგან ჰარმონიას მოგანიჭებთ და დღევანდელი მოვლენების გაანალიზებაში დაგეხმარებათ.

    კირჩხიბი

    სწორი ფინანსური მენეჯმენტი ფინანსური კეთილდღეობისკენ გზას გაგიხსნით, ხოლო გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერა წარმატებას მოგიტანთ. იღბალი ცხოვრების ყველა სფეროში თქვენ გვერდითაა. შორიდან მიღებული შეტყობინება ერთდროულად დაგაბნევთ და გაგახარებთ. ზოგ კირჩხიბს საქმიან ქაღალდებზე ხელის მოწერა მოუწევს – შესაძლოა, უძრავი ქონება შეიძინოთ ან მემკვიდრეობა მიიღოთ.

    ლომი

    თუ ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის, სარგებლის მისაღებად იყენებთ, ეს გზა თქვენთვის კარგად არ დასრულდება – შედეგები შეიძლება მოულოდნელი და უსიამოვნო იყოს. თქვენ გარშემო შექმნილი გარემოებები გაიძულებთ, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ცვლილებებს ნუ შეეწინააღმდეგებით – ამ ეტაპზე მოვლენებზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებთ.

    ქალწული

    ეს დღე საკუთარ თავს და მიმდინარე საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. შესანიშნავი დროა საბუთების მოწესრიგებისა და სახლისთვის ნივთების შეძენისთვის. ეს დღეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. გაითვალისწინეთ, რომ ერთდღიანი შიმშილი და სუფთა ჰაერი მშვენიერი პროფილაქტიკური ღონისძიებაა.

    სასწორი

    სასწორებო ეცადეთ, ახალი კოლეგა კონკურენტად არ აღიქვათ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებს – ნებისმიერი დაუფიქრებელი ქმედება თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს. ეცადეთ სასიყვარულო ურთიერთობა ახალ, უფრო სერიოზულ ეტაპზე გადაიყვანოთ. თუ ვინმეს თქვენთან საუბარი და ურთიერთობა არ გსურთ, ძალას ნუ დაატანთ და შეხვედრა სხვა დროისთვის გადადეთ.

    მორიელი

    რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. პროფესიულ სფეროში აქტიურობას მოერიდეთ. ნაბიჯების გადადგმა ჯერჯერობით გადადეთ. გაითვალისწინეთ, რომ მომატებული ემოციური ფონის გამო მცირე კამათიც კი შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს. გამონახეთ დრო სახლის მოწესრიგებისთვის. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ფრთხილად იყავით სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას.

    მშვილდოსანი

    ამ დღეს შეიძლება ლიდერობისთვის ბრძოლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ეს ცუდი იდეაა და ეცადეთ, მოთოკოთ. აკონტროლეთ, რას ამბობთ, რათა ვიღაც დაუმსახურებლად არ გაანაწყენოთ. ადამიანი, რომელსაც ოდესღაც გული ატკინეთ, მშველელად მოგევლინებათ. ეს პატიება საკუთარი შეცდომების აღიარებასა და წყენის დავიწყებაში უნდა დაგეხმაროთ. სასურველია, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

    თხის რქა

    ეს დღე მშვიდად და აუღელვებლად ჩაივლის. ამ დღეს მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგეპაროთ. ახალ ნაცნობობაზე უარს ნუ იტყვით. მალე თქვენი ცხოვრება რომანტიკულ ელფერს შეიძენს – შესაძლოა, დიდი სიყვარული გეწვიოთ.

    მერწყული

    სირთულეებით სავსე დღეა. აკონტროლეთ ემოციები და გაითვალისწინეთ, რომ დაუფიქრებელი სიტყვები თქვენს ავტორიტეტს დააზიანებს. ნუ ინერვიულებთ იმის გამო, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმეთ. გირჩევთ, სამყაროს ენდოთ და გარემოებებს მოერგოთ.

    თევზები

    თევზებისთვის ნაკლებად ხელსაყრელი პერიოდი იწყება. ამ დღეს დანაკარგების სერიოზული რისკი არსებობს. ათი საქმის ერთდროულად კეთება მარცხით დასრულდება, ამიტომ სჯობს, კონცენტრირება ერთ, დაუსრულებელ პროექტზე მოახდინოთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარემოცვას – შესაძლოა, თქვენ გვერდით არის ადამიანი, რომელიც თქვენზე უარყოფით გავლენას ახდენს. გირჩევთ, მასთან ურთიერთობა შეწყვიტოთ, მაგრამ ეს ფრთხილად და გონივრულად გააკეთოთ.

  • აპრილის ბოლო ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის წარმატებული იქნება

    აპრილის ბოლო ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის წარმატებული იქნება

    ასტროლოგების პროგნოზით, თვის მიწურულს ზოდიაქოს ოთხ ნიშანს ფინანსურად განსაკუთრებით გაუმართლებს:

    კურო

    ვარსკვლავები მოულოდნელ პრემიებსა და ძველი ვალების დაბრუნებას გიწინასწარმეტყველებენ. გარდა ამისა, თქვენ ხანგრძლივი პროექტის წარმატებით დასრულებასა და მისგან კუთვნილი მოგების მიღებას შეძლებთ, რომელიც დაპირებულთან შედარებით, ბევრად უფრო სოლიდური იქნება. (ასევე დაგაინტერესებთ: გაზაფხულის ტრიუმფატორები: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 17 მაისამდე განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი ელოდება)

    ლომი

    ფულადი ნაკადები თქვენკენ მოულოდნელად, უცხოური წყაროებიდან წამოვა. სავსებით შესაძლებელია, რომ თანდაყოლილი ქარიზმის წყალობით მსხვილი კლიენტების ყურადღება მიიპყროთ ან საკუთარი ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციოთ და გატაცება ბიზნესად და ბრენდად გარდაქმნათ.

    მორიელი

    იურიდიული დავების თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას შეძლებთ. ეს შეიძლება იყოს სამკვიდრო საკითხები ან პარტნიორებისგან მიღებული ძვირფასი საჩუქარი. მთავარი კი ამ სახსრების გონივრული ინვესტირებაა. ასტროლოგების თქმით, თვის ბოლოს მოულოდნელი ფინანსური სიურპრიზიც გელოდებათ.

    მერწყული

    აპრილის მიწურულს უძრავი ქონების ბაზარზე განხორციელებული რისკიანი, თუმცა გათვლილი გარიგებებიდან მოგებას მიიღებთ. ამასთანავე, კარიერულ ცვლილებებსაც ნუ შეუშინდებით – ახალი თანამდებობა, გაზრდილ პასუხისმგებლობასთან ერთად, სოციალური პაკეტისა და ბონუსების საგრძნობ გაფართოებასაც ითვალისწინებს.

  • ცნობილი მსახიობის აღიარებამ ყველა შოკში ჩააგდო, “გადავწყვიტე, ვიცხოვრო, როგორც გეიმ.”

    ცნობილი მსახიობის აღიარებამ ყველა შოკში ჩააგდო, “გადავწყვიტე, ვიცხოვრო, როგორც გეიმ.”

    დიდი ხანია არ ყოფილა ისეთი სკანდალი, რომელმაც ერთდროულად შოკი, დაბნეულობა და აღშფოთება გამოიწვია

    ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ნიჭიერი მსახიობი, „ოსკარის“ ორგზის მფლობელი კევინ სფეისი, კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. თუმცა, ამჯერად მიზეზი არა მისი ახალი როლი, არამედ ის პირადი აღიარებაა, რომელმაც საზოგადოება ნამდვილ შოკში ჩააგდო.

    წლების განმავლობაში გავრცელებული ჭორებისა და კულუარული საუბრების შემდეგ, მსახიობმა ოფიციალურად დაადასტურა თავისი ორიენტაცია და განაცხადა, რომ ის გეია. ეს აღიარება განსაკუთრებით მტკივნეული და მოულოდნელი აღმოჩნდა მისი გულშემატკივრებისთვის, რადგან სფეისის ცხოვრება ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული.

    ოჯახი, შვილები და დამალული სიმართლე
    საზოგადოების გაოცებას ის ფაქტიც აძლიერებს, რომ მსახიობის ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ფიგურირებდა ინფორმაცია მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სფეისი პირად ცხოვრებას ყოველთვის შვიდი ბოქლომით ინახავდა, ცნობები მისი ახლობლებისა და შვილების შესახებ პერიოდულად ჩნდებოდა ტაბლოიდებში.

    ბევრისთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა, როგორ ახერხებდა მსოფლიო დონის ვარსკვლავი ათწლეულების განმავლობაში ორმაგი ცხოვრებით ცხოვრებას. „მე მქონდა ურთიერთობები როგორც ქალებთან, ასევე მამაკაცებთან, თუმცა ახლა გადავწყვიტე, ვიცხოვრო როგორც გეიმ,“ — აღნიშნა მსახიობმა თავის განცხადებაში.

    საზოგადოების რეაქცია: მხარდაჭერა თუ პროტესტი?
    სოციალური ქსელები ფაქტიურად „აფეთქდა“. საზოგადოების ნაწილი მსახიობს გამბედაობას უწონებს, თუმცა უმრავლესობა შოკირებულია იმით, რომ ეს სიმართლე მხოლოდ სკანდალებისა და სასამართლო პროცესების ფონზე გახდა საჯარო.

    „ეს არის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიღბის ჩამოხსნა. ჩვენ ვხედავდით გენიალურ მსახიობს, მაგრამ არ ვიცოდით, რა ტრაგედია და გაურკვევლობა იდგა მისი პირადი ცხოვრების მიღმა,“ — წერენ კინოკრიტიკოსები.

    ფაქტია, რომ კევინ სფეისის ეს ნაბიჯი კიდევ დიდხანს იქნება განხილვის საგანი. დაანგრევს თუ არა ეს აღიარება მის ისედაც შელახულ რეპუტაციას საბოლოოდ, თუ ეს იქნება ახალი დასაწყისი მისი კარიერისთვის, ამას დრო აჩვენებს.

  • ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

    ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

    მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.

    მცენარეული ცხიმებს ბოლო წლებში სისტემატურად ამოწმებენ. დარღვევები ყველაზე ჯანსაღ ცხიმად აღიარებულ – ზეითუნის ზეთში გამოვლინდა.

    სურსათის ეროვნულო სააგენტოს გარდა, მცენარეული ზეთების კვლევა ჩაატარა პლატფორმამ “მომხმარებელი.ჯი”. თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეძენილი მცენარეული ზეთის 15 ნიმუში, იტალიაში აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმდა და ქიმიური ნაერთის ნორმის გადაჭარბება ამ შემთხვევაშიც 1 ნიმუშში – “ფინალის” ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთში გამოვლინდა.

    კვლევის შედეგად აღმოჩენილი ქიმიური დამაბინძურებლები მნიშვნელოვნად აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კუჭ-ნაწლავს და განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის.

    ქიმიურად დაბინძურებული ზეითუნის ზეთის შესაძლო ზიანის პარალელურად, ექიმები ხარისხიანი ზეითუნის ზეთის სარგებელზე საუბრობენ.

    იმისთვის, რომ ზეთისგან  სასარგებლო თვისებები მივიღოთ და ორგანიზმი არ დავაზიანოთ, უნდა დავიცვათ ამ პროდუქტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი წესები.

    სახელმწიფო მიმდინარე წელს მცენარეული ზეთების კვლევას უფრო აფართოებს და ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად, 1 ივლისიდან, კონტროლს კანონმდებლობის დონეზე ამკაცრებს. იგეგმება უკვე გამოყენებული ცხიმის კონტროლი საზოგადოებრივ კვების ობიექტებშიც.

    სპეციალისტები კი მომხმარებლებს მოუწოდებენ ზეთის უსაფრთხო გამოყენებისთვის გაეცნონ ეტიკეტს და მკაცრად დაიცვან მასზე დატანილი ტემპერატურული რეჟიმის წესები.

  • ⭕ უმძიმესი ავარია მარნეული-თბილისის გზაზე

    ⭕ უმძიმესი ავარია მარნეული-თბილისის გზაზე

    მარნეული-თბილისის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

    24News.ge-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

    ავარიის შედეგად მძღოლებმა და მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

    მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

  • შსს მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაჭრილ მოქალაქეებს მიმართავს

    შსს მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაჭრილ მოქალაქეებს მიმართავს

    შსს მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაჭრილ მოქალაქეებს პასუხობს და სიცრუეს უწოდებს იმ ინფორმაციას, თითქოს, მათი მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება.

    მომსახურების სააგენტო ამავე განცხაებაში იმ სამოქალაქო აქტივისტის ამბავსაც ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ გზის გადაკეტვის გამო გამოწერილი ჯარიმის მიზეზით, მართვის მოწმობის გამოცდაზე არ დაუშვეს.

    “გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან შსს მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ გავრცელებულ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციას, რომელიც კამპანიურ ხასიათს ატარებს და სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

    რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია 10 ქალაქში და მოქალაქეებისთვის ყოველთვიურად ახლდება, როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური ჯავშნების გაკეთების შესაძლებლობა.აქვე აღვნიშნავთ, რომ საგამოცდო ავტომობილები აღჭურვილია აუდიო და ვიდეო ჩამწერი მოწყობილობებით და კანდიდატს სურვილის/პრეტენზიის შემთხვევაში, უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს, გაეცნოს აღნიშნულ მასალას და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს გასაჩივრება.

    მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების წესი და მათ შორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები რეგულირდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. გამოცდის სტანდარტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. ქართული მართვის მოწმობები აღიარებულია ევროპის არაერთ ქვეყანაში.

    აქვე ვეხმაურებით კიდევ ერთ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ თითქოს, შსს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე, საპროტესტო აქციის დროს გზის გადაკეტისთვის გამოწერილი ჯარიმის გამო არ დაუშვა. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას.

    მოქალაქე გამოცდაზე არ დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს გადაუხდელი ჯარიმა მართვის უფლების არქონასთან დაკავშირებით (მუხლები: 116-ე; 121-ე; 118-4/1; 118-4/2), თუ ფიქსირდება მის მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი ან ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება ნარკოტიკული დანაშაულის ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის გამო.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომსახურების სააგენტოს მრავალწლიანი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სერვისების დინამიკური ევოლუცია და ციფრული ინტეგრაცია გვაძლევს შესაძლებლობას, საზოგადოებას შევთავაზოთ მაქსიმალურად დახვეწილი, გამარტივებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, – წერია განცხადებაში.

  • “ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს” –

    “ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს” –

    🔻 ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს | ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებული გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
    🔴 “მთავარი” დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.
  • რა ინფორმაცია ვრცელდება ნიკოლოზ სააკაშვილზე ? – ამას ბევრი არ ელოდა

    რა ინფორმაცია ვრცელდება ნიკოლოზ სააკაშვილზე ? – ამას ბევრი არ ელოდა

    რას საქმიანობს მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის ვაჟი ნიკუშა სააკაშვილი ?

    “ნიკუშა ინდოეთში მუშაობს მოხალისედ სოფელში და ამავე დროს სწავლობს ჰინდის.

    მანდამდე იაპონიაში სწავლობდა თითქმის მთელი წელი იაპონურს, პარალელურად თბილისში მოასწრო ვოლტის კურიერად მუშაობა. ძალიან ინტერესდება წმინდანების ცხოვრებით.

    მომავალ წელს კი ემზადება ამერიკულ უნივერსიტეტში ჩასაბარგებლად (ინგლისურად, ქართულად და ჰოლანდიურად, როგორც მშობლიურზე ისე საუბრობს) ბევრ რაღაცაში მასში ვხედავ ჩემთან მსგავსებას და ბევრი რამით აშკარად მჯობს. მტკიცე ხასიათი აქვს, რამაც გააძლებინა თინეიჯერობის დროს.

    15 წლის იყო, როცა ტყვეობაში აღმოვჩნდი და რაღაცნაირად გადაიტანა ეს უძლიერესი სტრესი. იმის გათვალისწინებით, რომ მე მასთან ყოველთის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • „წვიმა და ელჭექი…“ – როდიდან უარესდება ამინდი

    „წვიმა და ელჭექი…“ – როდიდან უარესდება ამინდი

    18  აპრილს – შაბათს

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ, დღის ბოლოს სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით  +5, +10°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით  +13, +18°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2,+7°;  დღისით  +15, +20°, მთაში ღამით  -2, +3°, დღისით +14, +19°;  მაღალმთაში ღამით -5, 0°;  დღისით  +7,+12°.

    19  აპრილს – კვირას

    დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით  +5, +10°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით  +7, +12°.

    აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ,  დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5,+10°;  დღისით  +13, +18°, ზოგან +22°-მდე; მთაში ღამით  +2, +7°, დღისით +13, +18°;  მაღალმთაში ღამით -1, +4°;  დღისით  +7,+12°.

  • ეს ყველა პენსიონერმა უნდა იცოდეს! – იქნება ცვლილებები

    ეს ყველა პენსიონერმა უნდა იცოდეს! – იქნება ცვლილებები

    რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.

    საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.

    რა იცვლება კონკრეტულად?

    ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.

    რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:

    ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
    ან საინვესტიციო მიზნით;
    ან სათამაშო ბიზნესში;
    ან ვირტუალურ აქტივებთან;
    ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.

    რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?

    ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.

    „მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.