Author: tea

  • რა დეტალები ხდება ცნობილი მომხდარის შესახებ ?

    რა დეტალები ხდება ცნობილი მომხდარის შესახებ ?

    თბილისში 24 წლის გოგოს ცხედარი, მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს.

    ინფორმაციას ჟურნალისტი ჟეიჰუნ მუჰამედალი ავრცელებს.

    “მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარალიდან 24 წლის ახალგაზრდა გოგონას ცხედარი თბილისში, მის საცხოვრებელ ბინაში ჩამოხრჩობილი მდგომარეობაში აღმოაჩინეს.

    შემთხვევის რა გარემოებებში მოხდა, ამ ეტაპზე უცნობია.

    მისი მეგობრები აცხადებენ რომ გუშინწინ ნახეს და ძალიან ბედნიერი და კარგ ხასიათზე იყო.” – ჯეიჰუნ მუჰამედალი

    მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა განცხადებას ავრცელებს

    მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა განცხადებას ავრცელებს

    მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “საქართველოში პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს

    ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ორივე ერთად ზის ამ ქვეყანაზე როგორც ორადგილიან დივანზე.

    ერთი მართავს, მეორე თამაშობს „პროტესტს“,და ხალხს უტოვებენ როლს — ტაშის დამკვრელის.

    ეს არ არის პოლიტიკა არამედ კარტელი. ყველაზე საინტერესო ის არის რომ როცა ჩნდება რამე რეალური მაგალითად „მეგობარი აქტი“,

    უცებ ორივე მხარე იწყებს ერთნაირად ნერვიულობას. რატომ? იმიტომ რომ ეს თამაში ანგრევს მათ კომფორტს. იქ უნდა აგოს ვინმემ პასუხი და ეგ არავის უნდა .

    მერე გამოდიან და გვეუბნებიან —„დაელოდეთ, დასავლეთი მოაგვარებს“.

    მე პირდაპირ გეტყვით:

    არავინ არ მოვა და არავინ არ მოაგვარებს არაფერს .

    ყველა თავის საქმეს აკეთებს — ხალხი კი ილუზიაშია .

    ახლა მთავარი ილუზია “გაჩითეს” – ტრამპ თაურის აშენება იპოდრომის ტერიტორიაზე ათეულობით მილიონი დოლარი მხოლოდ ფრენჩაიზისთვის- დაალაგეს ტრამპთან.

    იმედით და ოცნებით იყავი ბიძინა” – წერს ია ფარულავა.

  • როგორ ამინდია მოსალოდნელი 19-21 აპრილს საქართველოში

    როგორ ამინდია მოსალოდნელი 19-21 აპრილს საქართველოში

    19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – კადრები ბელიაშვილის ქუჩიდან სადაც გვიან ღამით ავტომობილი დაიწვა

    უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – კადრები ბელიაშვილის ქუჩიდან სადაც გვიან ღამით ავტომობილი დაიწვა

    თბილისში, გვიან ღამით ბელიაშვილის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა

    ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს .

    მათვე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • „პირდაპირ მოქმედებს ტვინზე და გულზე…“ – არუნ ხათრი ენერგეტიკულ სასმელებზე

    „პირდაპირ მოქმედებს ტვინზე და გულზე…“ – არუნ ხათრი ენერგეტიკულ სასმელებზე

    ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.

    ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ენერგეტიკული სასმელების მავნე თვისებებზე საუბრობს:

    „საქართველოში ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად სვამენ ენერგეტიკულ სასმელებს და ბევრ მშობელს ეს უბრალოდ „მოდად“ ეჩვენება, მაგრამ ეს არ არის უბრალო სასმელი. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს ტვინზე და გულზე.

    თინეიჯერებში ენერგეტიკული სასმელები იწვევს ძილის დარღვევას და კონცენტრაციის დაქვეითებას, შფოთვას და გაღიზიანებას, გულის აჩქარებას, შაქრის მკვეთრ მატებას და მომავალში ინსულინ რეზისტენტობას

    დღეს ერთი ქილა, ხვალ ჩვევად გადაიქცევა. მშობლებო – თუ თქვენ არ გააკონტროლებთ გარემოს, რეკლამა გააკონტროლებს თქვენს შვილებს. ენერგია არ მოდის ქილიდან

    ენერგია მოდის სწორი კვებიდან, ძილიდან და ცხოვრების წესიდან. დაფიქრდით რას აძლევთ თქვენს შვილებს ყოველდღე – ენერგიას თუ ნელ ნელა ზიანს“,- წერს არუნ ხათრი.

  • ,,ლეგენდის მიხედვით სამყარო ამ დღეს შეიქმნა…“ – ეზოთერიკოსის რჩევა რა უნდა გაითვალისწინოთ 19 აპრილს

    ,,ლეგენდის მიხედვით სამყარო ამ დღეს შეიქმნა…“ – ეზოთერიკოსის რჩევა რა უნდა გაითვალისწინოთ 19 აპრილს

    ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი საზოგადოებას 19 აპრილთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

    ,,2026 წლის 19 აპრილი – აკშაი ტრიტია

    ლეგენდის მიხედვით, ინდურ ტრადიციებში, სამყარო სწორედ ამ დღეს შეიქმნა, ამიტომ ეს დღე ითვლება სამყაროს დაბადების დღედ. იზეიმეთ, გამოხატეთ სიყვარული, იცეკვეთ, მიუტევეთ და მორთეთ საკუთარი თავიც და სამყაროც ყვავილებით, საჩუქრებით, სიურპრიზებით, ტკბილეულითა და სურნელებით. გააფერადეთ ეს დღე.

    ეს განსაკუთრებული დროა წლის განმავლობაში და ითვლება ძლიერ ენერგეტიკულ დღედ, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ ამ დღეს უნდა დაიწყოთ. ამ დღეს აუცილებლად გააკეთეთ რაიმე კარგი, რაც გაახარებს არა მხოლოდ თქვენ, არამედ სხვებსაც.

    აკშაი ტრიტია ნიშნავს უხრწნელსა და მარადიულს. დაფიქრდით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი ბედნიერებისთვის. ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც შეგვიძლია სრულად შევცვალოთ ჩვენი მიმართულება. გამოიყენეთ ამ დღის ძალა.

    რეკომენდაციები:

    მადლიერება გამოხატეთ სამყაროსა და ყოველი არსების მიმართ.

    სასურველია, ამ დღეს დაწეროთ თქვენი ცხოვრების 10-წლიანი გეგმა — როგორ გინდათ იცხოვროთ 10 წლის შემდეგ. წარმოიდგინეთ თავი საუკეთესო ფორმაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

    გააკეთეთ რაიმე მნიშვნელოვანი სწორედ ამ დღეს — თუნდაც გადადეთ მცირე თანხა თქვენი სასურველი ბინისთვის ან გადადგით ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცხოვრების შესაცვლელად.

    იყიდეთ სიმბოლური ნივთი იმ სურვილისთვის, რომლის შესრულებაც დიდი ხანია გინდათ — ეს შეიძლება იყოს სარკე, ოქროს ან ვერცხლის სამკაული ან სხვა მნიშვნელოვანი ნივთი.

    მნიშვნელოვანია ქველმოქმედებაც — იზრუნეთ ადამიანებზე, ცხოველებსა და მცენარეებზე, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება.

    სასიკეთოა ამ დღეს პრობლემების მოგვარება და ურთიერთობების დალაგება ნებისმიერ სფეროში.

    ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი სტარტი წარმატებით დაგვირგვინდება.

    კარგია დღე სხვადასხვა რიტუალებისთვის, რომლებიც უკავშირდება კეთილდღეობას, სიყვარულსა და მატერიალურ საკითხები“, – წერს ქეთი ოდიშელი.

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.

    19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

  • ცოტნე ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

    ცოტნე ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

    ცოტნე ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, მოვახერხებთ, რომ მეტი საუბარი დაინერგოს და ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ
  • ჯერჯერობით თბილი ტანსაცმლის შენახვა ისევ ნაადრევია – მეტეოროლოგის გაფრთხილება

    ჯერჯერობით თბილი ტანსაცმლის შენახვა ისევ ნაადრევია – მეტეოროლოგის გაფრთხილება

    მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.

    „ჯერჯერობით თბილი ტანისამოსის შენახვა – ისევ ნაადრევია…საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლო დღეები საკმაოდ დატვირთული იქნება, რაც ატმოსფერული ფრონტების უწყვეტი ცვლილებით იქნება გამოწვეული.არსებულ ანტიციკლონს, რომელიც ხვალაც მზიან ამინდს განაპირობებს 18 აპრილის დღის ბოლოდან – კვლავ ციკლონთან არსებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შეცვლის, ამიტომაც 19-20 აპრილს საქართველოში ამინდი შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, რომელიც ზოგან შესაძლოა ლოკალურად ინტენსიური იყოს, სეტყვის რისკით.ასე რომ გაითვალისწინეთ – ძლიერი ცვალებადობის კვირა გველოდება, რაც იდეალურად შეესაბამება აპრილის ტიპურ კაპრიზულ ამინდს. ციკლონსა და მაღალი წნევის ხანმოკლე მატებას შორის რყევა გვაიძულებს, ხელთ გვქონდეს როგორც ქოლგები, ასევე მზის სათვალე…“ წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.

  • მიხეილ სააკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    მიხეილ სააკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    მიხეილ სააკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

    “საქართველომ დაკარგა ძალიან დიდი მეცნიერი – მსოფლიოში სახელგანთქმული ბიოლოგი, ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი ცოტნე ჯავახიშვილი.

    ის დაიღუპა ავიაკატასტროფაში (ცუდად გახდა თვითმფრინავის მართვის დროს) ამერიკაში, სადაც ის მუშაობდა. ყველა კოლეგა მას ერთხმად ახასიათებს როგორც “გენიალურ და ძალიან მოკრძალებულ ადამიანს” ზუსტად ისევე, როგორც მის ბაბუას, ივანე ჯავახიშვილს ახასიათებდნენ თანამედროვეები.

    ცოტნე ასევე მუშაობდა მეცნიერების დასახმარებლად საქართველოში, იყო რა საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. წელს ყველა ელოდა, რომ ის ნობელის პრემიას მიიღებდა.

    რამხელა დანაკარგია! ჩემი სამძიმარი ოჯახის წევრებს და ახლობლებს.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

    საქართველომ დაკარგა ძალიან დიდი მეცნიერი – მსოფლიოში სახელგანთქმული ბიოლოგი, ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი ცოტნე ჯავახიშვილი.

    ის დაიღუპა ავიაკატასტროფაში (ცუდად გახდა თვითმფრინავის მართვის დროს) ამერიკაში, სადაც ის მუშაობდა. ყველა კოლეგა მას ერთხმად ახასიათებს როგორც “გენიალურ და ძალიან მოკრძალებულ ადამიანს” ზუსტად ისევე, როგორც მის ბაბუას, ივანე ჯავახიშვილს ახასიათებდნენ თანამედროვეები.

    ცოტნე ასევე მუშაობდა მეცნიერების დასახმარებლად საქართველოში, იყო რა საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. წელს ყველა ელოდა, რომ ის ნობელის პრემიას მიიღებდა.

    რამხელა დანაკარგია! ჩემი სამძიმარი ოჯახის წევრებს და ახლობლებს.